-
ამ ვიდეოში ხშირად გაიგონებთ
სიტყვას - DOM.
-
DOM აღნიშნავს დოკუმენტის ობიექტურ მოდელს.
-
ის აღნიშნავს ბრაუზერის თვისებას, რომელიც
საშუალებას გვაძლევს,
-
ვმანიპულიროთ ვებ გვერდები
ჯავასკრიპტის მეშვეობით.
-
როდესაც ბრაუზერი ტვირთავს ვებ გვერდს,
იგი აანალიზებს მთელ HTML-სა და CSS-ს,
-
და გარდაქმნის დოკუმენტს DOM-ად.
-
DOM რეალურად არის ჯავასკრიპტის
დიდი ობიექტი
-
რომელიც შეიცავს ყველაფერს, რისი ცოდნაც
ან შეცვლა დაგვჭირდება ვებ გვერდზე.
-
იმისთვის, რომ ჯავასკრიპტის მეშვეობით
ვებ გვერდის DOM-ზე წვდომა გვქონდეს
-
ჩვენ ვიყენებთ გლობალურ ცვლადს 'document'
და შემდეგ ვიყენებთ თვისებებს
-
და გამოძახების ფუნქციებს, რომლებიც
მიბმულები არიან ობიექტთან.
-
ძირითადი სრატეგია DOM-ის მანიპულირებისთვის
შედგება 2 ნაბიჯისგან.
-
მოდი, ჩამოვწერ.
-
მოდი, სათითაოდ განვიხილოთ
ყოველი ნაბიჯი.
-
პირველი ნაბიჯი არის DOM-ის კვანძის
პოვნა წვდომის მეთოდის გამოყენებით.
-
თუ ჩვენ ვეძებთ თეგს, ჩვენ
შეგვიძლია ძალიან მარტივად მივწვდეთ მას.
-
უბრალოდ 'document.body'-ს აკრეფით.
-
მეორე ნაბიჯი კი არის DOM-ის კვანძით
მანიპულირება, რომელიც უკვე ვიპოვეთ.
-
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მისი თვისებები,
სტილი, შიდა HTML,
-
დავურთოთ ახალი კვანძები და ა.შ.
-
თუ ჩვენ უბრალოდ გვინდა მთლიანი
თეგის შიგთავსის შეცვლა,
-
ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ 'innerHTML'
თვისება.
-
თუ,`document.body.innerHTML =
"Webpage be gone!"
-
ბრაუზერი აკვირდება
დოკუმენტის ცვლილებებს
-
და როგორც კი შეამჩნევს document.body-ს
შიდა HTML-ის ცვლილებას,
-
ბრაუზერი ასახავს მას რეალურ დოკუმენტში.
-
დაიმახსოვრეთ, დოკუმენტის ობიექტი
არ არის რეალური ვებ გვერდი,
-
მაგრამ ბრაუზერი ცდილობს, რომ DOM-მა
მაქსიმალურად ასახოს მიმდინარე გვერდი.
-
პირველი ნაბიჯის გაკეთების უამრავი ხერხია.
-
ხშირად, ჩვენ გვინდა body თეგის გარდა
სხვა რაღაცის პოვნაც.
-
შეიძლება გვინდოდეს
რაღაცის პოვნა ID-ს მიხედვით
-
ან კონკრეტული თვისების მქონე თეგის პოვნა
-
სწორედ ამაზე ვილაპარაკებთ DOM-ის
წვდომის მეთოდების ვიდეოებში.
-
ასევე ბევრი საინტერესო რამის გაკეთება
შეგვიძლია მეორე ნაბიჯშიც.
-
მაგალითად, თვისებების ან სტილების შეცვლა
იმ თეგებისა, რომლებსაც იპოვი.
-
ამაზე ვისაუბრებთ DOM-ის ცვლილებების
ვიდეოებში.
-
როდესაც ისწავლით DOM-ის წვდომასა
და მის შეცვლას
-
უფრო საინტერესო რამეებს ვისწავლით
-
მაგალითად, მომხმარებელთან ინტერაქციას
და ანიმაციის გაკეთებას.
-
ამჟამად, ძალიან სულელურად ვიყენებთ
ჯავასკრიპტს.
-
ამის გაკეთება HTML-ითაც შეგვეძლო.
-
მაგრამ მერწმუნეთ, თქვენ მოგინდებათ
DOM-ის წვდომის და DOM-ის შეცვლის სწავლა.
-
რათა შემდგომ სრული ინტერაქტიული
გამოცდილება მიიღოთ.
-
კიდევ შევხვდებით.