ნილოფერ მერჩანტი: შეხვედრა გაქვთ? გაისეირნეთ
-
0:02 - 0:03რასაც ახლა,
-
0:03 - 0:06აი, ამ წუთას აკეთებ
-
0:06 - 0:08გკლავს.
-
0:08 - 0:11უფრო მეტად, ვიდრე მანქანები ან ინტერნეტი
-
0:11 - 0:14ან ის პატარა მობილური მოწყობილობა, რომელზეც სულ ვსაუბრობთ,
-
0:14 - 0:17ტექნოლოგია, რომელსაც შენ იყენებ თითქმის ყოველდღიურად,
-
0:17 - 0:20ეს არის – შენი უკანალი.
-
0:20 - 0:23დღესდღეობით ადამიანები დღეში 9.3 საათი სხედან,
-
0:23 - 0:26რაც იმაზე მეტია, რამდენიც გვძინავს – 7.7 საათი.
-
0:26 - 0:28ჯდომა იმდენად დაუჯერებლად გავრცელებულია,
-
0:28 - 0:30იმასაც კი არ ვაყენებთ კითხვის ქვეშ, რამდენად ხშირად ვსხედვართ
-
0:30 - 0:33და რახან ყველა დანარჩენიც ზის,
-
0:33 - 0:36თავში აზრადაც არ მოგვდის, რომ ეს მთლად კარგი არაა.
-
0:36 - 0:38ამ მხრივ, ჯდომა ჩვენი თაობისათვის
-
0:38 - 0:42მოწევის მაგვარი გახდა.
-
0:42 - 0:45რა თქმა უნდა, ეს ჯანმრთელობაზე ტოვებს კვალს,
-
0:45 - 0:47წელის გარდა, სხვა, საშიშ კვალსაც.
-
0:47 - 0:51დაავადებები, როგორიცაა მკერდის კიბო და ნაწლავის კიბო
-
0:51 - 0:54პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი ფიზიკური აქტივობის ნაკლებობასთან.
-
0:54 - 0:57ამ ორივე დაავადებასთან, 10%–ით.
-
0:57 - 0:58გულის დაავადებებთან – 6%–ით,
-
0:58 - 1:017%–ით დიაბეტის მეორე ტიპთან,
-
1:01 - 1:03რამაც მამაჩემი შეიწირა.
-
1:03 - 1:05წესით, ამ მონაცემებიდან ერთიც კი საკმარისი უნდა იყოს ჩვენს დასარწმუნებლად,
-
1:05 - 1:07რომ უფრო მეტად ავწიოთ უკანალი,
-
1:07 - 1:10მაგრამ თუ ოდნავ მაინც ჩემნაირი ხართ, ეს არ იქნება საკმარისი.
-
1:10 - 1:13ის, რამაც მართლა ამამოძრავა, სოციალური ურთიერთობა იყო.
-
1:13 - 1:14ვიღაცამ შეხვედრაზე დამპატიჟა,
-
1:14 - 1:15მაგრამ ვერ მოახერხა ჩვენი შეხვედრა
-
1:15 - 1:18ჩვეულებრივ, საკონფერენციო ოთახის შეხვედრა გამოსულიყო და მითხრა:
-
1:18 - 1:22"ხვალ ჩემი ძაღლები უნდა გავასეირნო. შეგიძლია მაშინ მოხვიდე?"
-
1:22 - 1:24ძალიან უცნაურად ჟღერდა
-
1:24 - 1:26და სიმართლე გითხრათ, იმ პირველი შეხვედრის დროს მახსოვს, ვფიქრობდი
-
1:26 - 1:28"აუცილებლად მე უნდა დავსვა შემდეგი შეკითხვა"
-
1:28 - 1:31იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ამ საუბრის დროს
-
1:31 - 1:33ქშენა და ხვნეშა მომიწევდა.
-
1:33 - 1:36და მაინც, მე ეს იდეა ავიტაცე და ჩემად ვაქციე.
-
1:36 - 1:38და ყავის შეხვედრებზე სიარულის
-
1:38 - 1:40ან ცივი ნათებით განათებული შეხვედრების ოთახებში ჯდომის ნაცვლად
-
1:40 - 1:43მე ხალხს ვთხოვ, სასიარულო შეხვედრებზე წამოვიდეს,
-
1:43 - 1:47რაც კვირაში 20–30 მილის სიარული გამომდის.
-
1:47 - 1:50ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა.
-
1:50 - 1:53მაგრამ აქამდე რაც მოხდა იყო ის, რომ
-
1:53 - 1:54ადრე ვფიქრობდი,
-
1:54 - 1:56კაცს ან ჯანმრთელობაზე შეეძლო ზრუნვა,
-
1:56 - 1:58ან ვალდებულებების შესრულებაზე,
-
1:58 - 2:02და ამათგან ერთი მხოლოდ მეორეს ხარჯზე იყო შესაძლებელი.
-
2:02 - 2:05ახლა კი,ასობით ამგვარი სასიარულო შეხვედრის შემდეგ,
-
2:05 - 2:07რამდენიმე რამ ვისწავლე.
-
2:07 - 2:08პირველ რიგში, საოცარია, რომ
-
2:08 - 2:11მართლა ყუთიდან გამოსვლა
-
2:11 - 2:13ახალისებს შემოქმედებით ფიქრს.
-
2:13 - 2:18არ ვიცი ეს ბუნების ბრალია თუ თავად ვარჯიშის, მაგრამ ეს ნამდვილად მუშაობს.
-
2:18 - 2:21და მეორე, ალბათ უფრო დასაფიქრებელი ისაა,
-
2:21 - 2:23თუ თითოეული ჩვენგანი რამდენად
-
2:23 - 2:25აყენებენ ამოცანებს როგორც ერთმანეთის გამომრიცხავს მაშინ,
-
2:25 - 2:27როცა სინამდვილეში ეს ასე სულაც არაა.
-
2:27 - 2:29თუ ჩვენ პრობლემების გადაწყვეტა
-
2:29 - 2:31და სამყაროსათვის მართლა სხვაგვარად შეხედვა გვინდა,
-
2:31 - 2:33ეს სახელმწიფოს მმართველობაში იქნება თუ ბიზნესში,
-
2:33 - 2:36გარემოს დაცვის საკითხებში თუ სამუშაო ადგილების შექმნაში,
-
2:36 - 2:38იქნებ დავფიქრდეთ, როგორ შევცვალოთ ამ პრობლემების აღქმა
-
2:38 - 2:40ისე, რომ მათგან ორივე ჭეშმარიტება იყოს.
-
2:40 - 2:42იმიტომ, რომ სწორედ ეს გამოვიდა ამ
-
2:42 - 2:44სიარულში ლაპარაკის იდეიდან –
-
2:44 - 2:48რომ რაღაცეები გაკეთბადი, მდგრადი და ეფექტური ხდება,
-
2:48 - 2:50მე ეს საუბარი ჭეშმარიტებაზე საუბრით დავიწყე,
-
2:50 - 2:54ასე რომ, დავამთავრებ დედააზრით –
-
2:54 - 2:55იარეთ და ისაუბრეთ.
-
2:55 - 2:57იარეთ და ისაუბრეთ.
-
2:57 - 3:00გაგიკვირდებათ, რამდენად იწვევს სუფთა ჰაერი ახლებურ ფიქრს,
-
3:00 - 3:02და ამით თქვენს ცხოვრებაში
-
3:02 - 3:05სულ ახალ იდეებს შემოიტანთ.
-
3:05 - 3:07გმადლობთ.
-
3:07 - 3:11(აპლოდისმენტები)
- Title:
- ნილოფერ მერჩანტი: შეხვედრა გაქვთ? გაისეირნეთ
- Speaker:
- Nilofer Merchant
- Description:
-
ნილოფერ მერჩანტი გთავაზობთ პატარა იდეას, რომელმაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე: შემდეგ ჯერზე, როცა ერთი–ერთზე გექნებათ ვინმესთან შეხვედრა, "მოსიარულე შეხვედრა" სცადეთ და მიეცით იდეებს გასაქანი.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 03:28
![]() |
Dimitra Papageorgiou approved Georgian subtitles for Got a meeting? Take a walk | |
![]() |
George Tsaava accepted Georgian subtitles for Got a meeting? Take a walk | |
![]() |
George Tsaava edited Georgian subtitles for Got a meeting? Take a walk | |
![]() |
Mariam Gabedava added a translation |