როგორ ავიცილოთ ალცჰაიმერის დაავადება
-
0:01 - 0:06აქ მყოფთაგან რამდენს გსურთ
იცხოვროთ სულ მცირე 80 წელი? -
0:06 - 0:08ჰო.
-
0:08 - 0:10ვფიქრობ, ყველას გვაქვს
იმედის მომცემი მოლოდინი, -
0:10 - 0:12რომ ღრმა სიბერემდე ვიცხოვრებთ.
-
0:13 - 0:15მოდით, მომავალში გადავინაცვლოთ,
-
0:15 - 0:16მომავალ "თქვენთან"
-
0:17 - 0:19და მოდით, წარმოვიდგინოთ,
რომ ჩვენ ყველა 85 წლის ვართ. -
0:20 - 0:22ახლა კი, ყველამ ორ ადამიანს შეხედეთ.
-
0:23 - 0:27ერთერთ თქვენგანს, სავარაუდოდ,
ალცჰაიმერის დაავადება აქვს. -
0:27 - 0:31(სიცილი)
-
0:31 - 0:32კარგით, კარგით.
-
0:33 - 0:37და ალბათ ფიქრობთ,
"ეს მე არ ვიქნები". -
0:37 - 0:41კარგი. მაშინ თქვენ მომვლელი ხართ.
-
0:41 - 0:43ასე რომ --
-
0:43 - 0:45(სიცილი)
-
0:45 - 0:47ასე თუ ისე,
-
0:47 - 0:50ეს საშინელი დაავადება სავარაუდოდ
ყველა ჩვენგანს შეეხება. -
0:51 - 0:54ნაწილობრივ, ალცჰაიმერის შიში
იქიდან გამომდინარეობს, რომ -
0:54 - 0:56ჩვენ მას ვერაფრით ვშველით.
-
0:56 - 0:58მიუხედავად მრავალწლიანი კვლევებისა,
-
0:58 - 1:03ჯერ კიდევ არ გვაქვს სამკურნალო საშუალება.
-
1:03 - 1:06ასე რომ, თუ გაგვიმართლებს და
საკმარისად დიდხანს ვიცოცხლებთ, -
1:06 - 1:09ალცჰაიმერი ჩვენი ტვინის ბედი იქნება.
-
1:09 - 1:11თუმცა, იქნებ ამის შეცვლა შეიძლება.
-
1:12 - 1:15რა მოხდება თუ გეტყვით, რომ
ჩვენ შეგვიძლია ეს სტატისტიკა შევცვალოთ, -
1:15 - 1:18ჩვენი ტვინის ბედი შევცვალოთ,
-
1:18 - 1:21მკურნალობაზე ან მედიცინის მიღწევებზე
დაყრდნობის გარეშე? -
1:22 - 1:25დავიწყოთ იმით, რაც ამჟამად გვესმის
-
1:25 - 1:27ალცჰაიმერის დაავადების
ნეირომეცნიერების შესახებ. -
1:28 - 1:31ეს ორი ნეირონის კავშირის
ამსახველი სურათია. -
1:31 - 1:34კავშირის წერტილს,
წითელი წრით შემოსაზღვრულ სივრცეს -
1:34 - 1:36სინაფსი ეწოდება.
-
1:36 - 1:39სინაფსი ნეიროტრანსმიტერებს გამოიმუშავებს.
-
1:39 - 1:43სწორედ აქ ხდება სიგნალის გადაცემა
და კომუნიკაციის დამყარება. -
1:43 - 1:48ეს ისაა, სადაც ჩვენ ვფიქრობთ,
ვგრძნობთ, ვხედავთ, გვესმის, გვსურს... -
1:48 - 1:50და გვახსოვს.
-
1:50 - 1:53და სინაფსი არის ადგილი,
რომელსაც ალცჰაიმერი აზიანებს. -
1:53 - 1:55მოდით, მოვაახლოვოთ სინაფსი
-
1:55 - 1:58და ვნახოთ, თუ რა ხდება.
-
1:59 - 2:01ინფორმაციის გადაცემის პროცესში,
-
2:01 - 2:05ნეიროტრანსმიტერების, მაგალითად
გლუტამატის, გამოყოფის გარდა, -
2:05 - 2:10ნეირონები, ასევე, გამოყოფენ მცირე ზომის
ბეტა ამილოიდურ პეპტიდებს. -
2:11 - 2:15ნორმაში, ბეტა ამილოიდი
მეტაბოლიზდება მიკროგლიის, -
2:15 - 2:18ჩვენი ტვინის გამწმენდი
უჯრედების მიერ. -
2:18 - 2:22მართალია, ალცჰაიმერის მოლეკულური
მიზეზები კვლავ დისკუსიის საგანია, -
2:22 - 2:26მაგრამ ნეირომეცნიერთა უმეტესობა თვლის,
რომ დაავადება იწყება -
2:26 - 2:28ბეტა ამილოიდის დაგროვებით.
-
2:29 - 2:32მისი ჭარბი გამოყოფის ან არასაკმარისი
რაოდენობით დაშლის შედეგად, -
2:32 - 2:35სინაფსი ბეტა ამილოიდით ივსება.
-
2:35 - 2:37ამ დროს, მათი შეერთება იწვევს
-
2:37 - 2:41წებოვანი ნაერთების,
ამილოიდური ნადების წარმოქმნას. -
2:42 - 2:45რამდენი თქვენგანია 40 წლის? ან უფრო მეტის?
-
2:45 - 2:48ახლა აღიარების გეშინიათ, მაგრამ
-
2:48 - 2:50დაავადების ეს საწყისი ეტაპი,
-
2:50 - 2:53დაგროვილი ამილოიდური ნადები,
-
2:53 - 2:56შესაძლოა თქვენს ტვინშიც აღმოჩნდეს.
-
2:56 - 3:00ამაში მხოლოდ ტომოგრაფიის საშუალებით
შეგვიძლია დავრწმუნდეთ, -
3:00 - 3:04რადგან, ამჟამად, თქვენ ნეტარ
უცოდინრობაში იმყოფებით. -
3:04 - 3:08თქვენ არ ავლენთ მეხსიერების, ენის ან
კოგნიტური ფუნქციების დარღვევებს... -
3:08 - 3:09ჯერ.
-
3:09 - 3:14ჩვენ ვფიქრობთ, რომ 15-20 წელი მაინც
დასჭირდება, რომ ამილოიდის დაგროვებამ -
3:14 - 3:16გარდამტეხ წერტილს მიაღწიოს
-
3:16 - 3:19და მოლეკულური კასკადი გამოიწვიოს,
-
3:19 - 3:21რომელიც დაავადების სიმპტომებს გამოავლენს.
-
3:22 - 3:24გარდამტეხი წერტილის მიღწევამდე,
-
3:24 - 3:27თქვენ, შესაძლოა, ხარვეზები გქონდეთ
მეხსიერებაში, როგორიცაა: -
3:27 - 3:30"რატომ შემოვედი ამ ოთახში?"
-
3:30 - 3:32ან "ოჰ.. რა ერქვა მას?"
-
3:32 - 3:35ან "სად დავდე გასაღები?"
-
3:36 - 3:38სანამ ნერვიულობას დაიწყებდეთ, რადგან ვიცი,
-
3:38 - 3:44თქვენგან ნახევარს გამოუცდია რომელიმე
მათგანი ბოლო 24 საათის განმავლობაში -- -
3:44 - 3:47გეტყვით, რომ ასეთი დეტალების
დავიწყება ნორმალურია. -
3:47 - 3:49მე ვიტყოდი, რომ ეს მაგალითები
-
3:49 - 3:51არც კი უკავშირდება თქვენს მეხსიერებას,
-
3:51 - 3:54რადგან თქვენ თავიდანვე
არ მიაქციეთ ყურადღება, -
3:54 - 3:55თუ სად დადეთ გასაღები.
-
3:55 - 3:57გარდამტეხი წერტილის მიღწევის შემდეგ,
-
3:57 - 4:01ჩავარდნები მეხსიერებაში, ენასა და
შემეცნებაში განსხვავებულია. -
4:01 - 4:04გასაღების ქურთუკის ჯიბეში
-
4:04 - 4:06ან კართან მაგიდაზე პოვნის ნაცვლად,
-
4:06 - 4:08შეიძლება მაცივარში იპოვოთ,
-
4:08 - 4:10ან იპოვოთ და დაფიქრდეთ
-
4:10 - 4:12"ეს რისთვისაა?"
-
4:13 - 4:18მაშ, რა ხდება, როდესაც ამილოიდური ნადები
გარდამტეხ წერტილს აღწევს? -
4:18 - 4:21ჩვენი მიკროგლიალური გამწმენდი
უჯრედი ჰიპერაქტიური ხდება, -
4:21 - 4:26გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც
ანთებას და უჯრედების დაზიანებას იწვევენ. -
4:26 - 4:28ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი შესაძლოა იწყებენ
-
4:28 - 4:30სინაფსების წაშლას.
-
4:30 - 4:35ნეირონის საკვანძო სატრანსპორტო ცილა "ტაუ"
ჰიპერფოსფორილდება, -
4:35 - 4:37გროვდება და წარმოქმნის "კვანძებს",
-
4:37 - 4:41რომლებიც ნეირონებს შიგნიდან ახშობენ.
-
4:41 - 4:44ალცჰაიმერის შუა სტადიისთვის ვაწყდებით
ძლიერი ანთებას და კვანძებს, -
4:44 - 4:46დაძაბულ ომს სინაფსზე
-
4:46 - 4:48და უჯრედების სიკვდილს.
-
4:48 - 4:51ვთქვათ, მეცნიერი ხართ, რომელიც
ამ დაავადების განკურნებას ცდილობს, -
4:51 - 4:54რა დონეზე გირჩევნიათ ჩარევა?
-
4:55 - 4:59ბევრი მეცნიერი ემხრობა ყველაზე
მარტივ გამოსავალს: -
4:59 - 5:03ნადების მიერ გარდამტეხი წერტილის
მიღწევის პრევენციას, -
5:03 - 5:07ეს ნიშნავს, რომ კვლევები
მიმართულია ისეთი ნაერთის შექმნისკენ, -
5:07 - 5:12რომელიც თავიდან აგვარიდებს ან შეამცირებს
ამილოიდური ნადების დაგროვებას. -
5:13 - 5:18ასე რომ, დიდი ალბათობით,
ალცჰაიმერის წამალი პრევენციული იქნება. -
5:18 - 5:22ჩვენ ეს წამალი გარდამტეხი წერტილის
მიღწევამდე უნდა მივიღოთ, -
5:22 - 5:24მოლეკულური კასკადის დაწყებამდე,
-
5:24 - 5:27სანამ გასაღები მაცივარში დაგვრჩება.
-
5:27 - 5:31ვფიქრობთ, რომ დღევანდელი
წამლების კლინიკური ცდების -
5:31 - 5:32წარუმატებლობის მიზეზია
-
5:32 - 5:35არა ის, რომ მეცნიერება იყო მცდარი,
-
5:35 - 5:39არამედ ის, რომ ამ ცდებში მონაწილე
ადამიანები უკვე სიმპტომატურები იყვნენ. -
5:39 - 5:41გვიანი იყო.
-
5:41 - 5:44იფიქრეთ ამილოიდურ ნადებზე, როგორც
ანთებულ ასანთზე. -
5:44 - 5:47გარდამტეხ წერტილში ასანთი
ტყეს ცეცხლს უკიდებს. -
5:48 - 5:50როგორც კი ტყე ალშია,
-
5:50 - 5:52აზრი აღარ აქვს ასანთის ჩაქრობას.
-
5:52 - 5:56ასანთი იქამდე უნდა ჩააქრო,
ვიდრე ტყეს ცეცხლი წაეკიდება. -
5:56 - 5:58მეცნიერების მიერ ამის გარკვევის გარეშეც,
-
5:58 - 6:01ეს ინფორმაცია სასარგებლოა ჩვენთვის,
-
6:01 - 6:05რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრების
წესი გავლენას ახდენს -
6:05 - 6:06ამილოიდური ნადების დაგროვებაზე.
-
6:06 - 6:08ანუ ჩვენ შეგვიძლია, რამე მოვიმოქმედოთ
-
6:08 - 6:11იმისთვის, რომ გარდამტეხ
წერტილს არ მივაღწიოთ. -
6:11 - 6:15მოდით, წარმოვიდგინოთ ალცჰაიმერის
განვითარების რისკები სასწორზე. -
6:15 - 6:17ერთ ხელზე დავალაგოთ რისკფაქტორები,
-
6:17 - 6:20და როდესაც ხელი იატაკს შეეხება,
თქვენ სიმპტომები დაგეწყებათ -
6:20 - 6:22და ალცჰაიმერის დიაგნოზი დაგესმებათ.
-
6:22 - 6:25მოდით წარმოვიდგინოთ, რომ 50 წლის ხართ.
-
6:25 - 6:27თქვენ ახალგამჩეკილი წიწილა აღარ ხართ,
-
6:27 - 6:30ასაკთან ერთად თქვენ
ამილოიდური ნადებიც დააგროვეთ. -
6:30 - 6:32თქვენმა სასწორმა ცოტა დაიწია.
-
6:32 - 6:34ახლა, მოდით, თქვენს დნმ-ს შევხედოთ.
-
6:35 - 6:38ჩვენ ყველამ მივიღეთ გენები
დედ-მამისგან. -
6:38 - 6:42ზოგი გენი ჩვენს რისკს გაზრდის,
ზოგი კი შეამცირებს. -
6:42 - 6:44თუ თქვენ ელისს გავხართ
"ჯერ კიდევ ელისიდან", -
6:44 - 6:49მაშინ იშვიათი გენეტიკური მუტაცია გაქვთ,
რომელიც ბეტა ამილოიდის რაოდენობას ზრდის, -
6:49 - 6:53მხოლოდ ამასაც კი შეუძლია თქვენი
სასწორის მიწამდე დაწევა. -
6:53 - 6:57მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში გენები მხოლოდ
უმნიშვნელოდ ცვლიან რისკებს. -
6:57 - 7:02მაგალითად, APOE4 გენი
ამილოიდის რაოდენობას ზრდის, -
7:02 - 7:05მაგრამ, APOE4 გენის ორივე მშობლისგან
მიღების შემთხვევაშიც კი, -
7:05 - 7:07შეიძლება ალცჰაიმერის დაავადებით
არ დაავადდეთ -
7:07 - 7:09რაც ნიშნავს, რომ უმრავლესობისთვის
-
7:09 - 7:13მხოლოდ დნმ არ განსაზღვრავს,
დაგვემართება თუ არა ალცჰაიმერი. -
7:14 - 7:15მაშ რა განსაზღვრავს?
-
7:15 - 7:19ჩვენ ვერ შევცვლით იმ ფაქტს, რომ ვბერდებით,
ან ჩვენს გენებს, რომელიც გვერგო. -
7:19 - 7:22ჯერჯერობით ჩვენი ტვინის ბედი
არ შეგვიცვლია. -
7:23 - 7:25ძილზე რას იტყოდით?
-
7:25 - 7:29ნელი ძილის დროს ჩვენი გლიალური უჯრედები
ცერებროსპინალური სითხის საშუალებით -
7:29 - 7:31ასუფთავებენ ტვინს
-
7:31 - 7:34სიფხიზლის დროს სინაფსებში დაგროვებული
-
7:34 - 7:36მეტაბოლური ნარჩენებისგან.
-
7:36 - 7:39ღრმა ძილი თავისებური
წმენდაა ტვინისთვის. -
7:40 - 7:43მაგრამ რა მოხდება, თუ ძილს შეამცირებთ?
-
7:43 - 7:45ბევრ მეცნიერს სჯერა,
-
7:45 - 7:49რომ არასრულფასოვანი ძილი შესაძლებელია
ალცჰაიმერის წინამორბედი იყოს. -
7:50 - 7:55ერთი ღამით უძილობამაც კი შეიძლება
ამილოიდის რაოდენობის მომატება გამოიწვიოს. -
7:55 - 7:59ხოლო ამილოიდის დაგროვება
ძილის დარღვევას იწვევს, -
7:59 - 8:01რაც, თავის მხრივ, იწვევს
მეტი ამილოიდის დაგროვებას. -
8:01 - 8:04ასე რომ, წრეზე ვტრიალებთ,
-
8:04 - 8:07რომელიც ჩვენი სასწორის დაწევას დააჩქარებს.
-
8:07 - 8:09კიდევ რა?
-
8:09 - 8:11გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობა.
-
8:11 - 8:15მაღალი წნევა, დიაბეტი, სიმსუქნე,
თამბაქო, მაღალი ქოლესტერინი, -
8:15 - 8:19ცნობილია, რომ ეს ყველაფერი
ალცჰაიმერის დაავადების რისკს ზრდის. -
8:19 - 8:21აუტოფსიურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ
-
8:21 - 8:24ალცჰაიმერის დაავადების მქონე
პაციენტთა 80%-ს -
8:24 - 8:26ასევე გულსისხლძარღვთა
სისტემის დაავადებები აქვს. -
8:26 - 8:31ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ აერობიკამ
ბეტა ამილოიდის რაოდენობა შეამცირა -
8:31 - 8:33ცდისპირ ცხოველებში.
-
8:34 - 8:37ასე რომ, ჯანმრთელ გულს, ხმელთაშუა ზღვის
ცხოვრების წესსა და დიეტას -
8:37 - 8:40შეუძლია სასწორის დაწევა შეაჩეროს.
-
8:41 - 8:43შესაბამისად, ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ
-
8:43 - 8:45ალცჰაიმერის პრევენციის
ან გადავადებისთვის. -
8:45 - 8:48მაგრამ, ვთქვათ, არცერთი
მათგანი არ გააკეთეთ. -
8:48 - 8:51ვთქვათ, 65 წლის ხართ,
-
8:51 - 8:54ალცჰაიმერიანი ოჯახის წევრი გყავთ და
ერთი ან ორი გენი მაინც გერგოთ, -
8:54 - 8:56რომელიც ოდნავ ხრის თქვენს სასწორს;
-
8:56 - 8:59წლების განმავლობაში თავს იტვირთავდით,
-
8:59 - 9:01გიყვართ ბეკონი;
-
9:01 - 9:03და არ დარბიხართ,
თუ ვინმე არ მოგსდევთ. -
9:03 - 9:04(სიცილი)
-
9:04 - 9:08წარმოვიდგინოთ, რომ ამილოიდის ნალექებმა
მიაღწიეს გარდამტეხ წერტილს. -
9:08 - 9:10თქვენი სასწორის ეს მხარე
იატაკზე დაენარცხა. -
9:10 - 9:12კასკადი დაიწყო
-
9:12 - 9:13და ტყეს ცეცხლი წაეკიდა,
-
9:13 - 9:17რამაც გამოიწვია ანთება, კვანძების გაჩენა,
და უჯრედების სიკვდილი. -
9:17 - 9:20თქვენ ალცჰაიემრის სიმპტომები უნდა გქონდეთ.
-
9:20 - 9:23თქვენ უნდა გიჭირდეთ სიტყვების
და გასაღების პოვნა, -
9:23 - 9:26და იმის გახსენება, თუ რა ვთქვი
ამ საუბრის დასაწყისში. -
9:27 - 9:29მაგრამ შესაძლებელია ეს ასე არ იყოს.
-
9:29 - 9:32კიდევ არის ერთი რამ
რისი გაკეთებაც შეგიძლიათ -
9:32 - 9:34ალცჰაიმერის სიმპტომებისგან
თავის დასაცავად, -
9:34 - 9:39მაშინაც, თუ კი თქვენს ტვინში ალცჰაიმერის
პათოლოგიური პროცესებია გაჩაღებული, -
9:39 - 9:43ეს არის ნეიროპლასტიურობისა და
კოგნიტური მარაგის შექმნა. -
9:43 - 9:46გახსოვდეთ, ალცჰაიმერის დაავადების
სიმპტომები საბოლოოდ -
9:46 - 9:49სინაფსების დაკარგვის შედეგად ვლინდება.
-
9:49 - 9:53ტვინში არის ასეულ ტრილიონ
სინაფსზე მეტი, -
9:53 - 9:55რაც მშვენიერია - ბევრი სამუშაო
მასალა გვაქვს. -
9:55 - 9:57და ეს არ არის სტატიკური რიცხვი.
-
9:57 - 10:00სინაფსები მუდამ წარმოიქმნებიან და ქრებიან,
-
10:00 - 10:02და ამ პროცესს ნეიროპლასტიურობა ჰქვია.
-
10:02 - 10:04ყოველთვის, როდესაც ახალ რამეს ვსწავლობთ,
-
10:05 - 10:09ჩვენ ვქმნით და ვაძლიერებთ ახალ
ნეირონულ კავშირებს, -
10:09 - 10:10ახალ სინაფსებს.
-
10:11 - 10:13ერთერთ კვლევაში
-
10:13 - 10:17678, კვლევის დასაწყისისთვის 75 წელს
გადაცილებულ, მონაზონს აკვირდებოდნენ -
10:18 - 10:20ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.
-
10:20 - 10:23მათ რეგულარულად უტარდებოდათ ფიზიკური
შემოწმებები და კოგნიტური ტესტები -
10:23 - 10:27და გარდაცვალების შემდეგ, მათ
აუტოფსია ჩაუტარდათ, ტვინის შესასწავლად. -
10:27 - 10:32ზოგიერთი მათგანის ტვინში მეცნიერებმა
რაღაც გასაკვირი აღმოაჩინეს. -
10:32 - 10:36მიუხედავად ნადების, კვანძებისა და
ტვინის ქსოვილის შეჭმუხვნისა, -
10:36 - 10:39რაც უდავოდ ალცჰაიმერის დაავადება
უნდა ყოფილიყო -- -
10:39 - 10:42მონაზვნებს სიცოცხლეში
-
10:42 - 10:46დაავადების ნიშნები არ ჰქონდათ.
-
10:46 - 10:48ეს როგორ არის შესაძლებელი?
-
10:48 - 10:52ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მონაზვნებს
დიდი კოგნიტური მარაგი ჰქონდათ, -
10:52 - 10:56სხვანაირად რომ ვთქვათ, მათ
მეტი ფუნქციონირებადი სინაფსი ჰქონდათ. -
10:56 - 10:59ადამიანებს, რომლებსაც რამდენიმე
წლიანი განათლება აქვთ, -
10:59 - 11:01რომლებიც უფრო ნაკითხები არიან,
-
11:01 - 11:05ხშირად მონაწილეობენ
გონებრივ სავარჯიშოებში, -
11:05 - 11:07მეტი კოგნიტური მარაგი აქვთ.
-
11:07 - 11:11მათი ნეირონული კავშირები
ჭარბი და მრავალხრივია. -
11:11 - 11:14ამიტომ, მათ სინაფსების დამაზიანებელი
დაავადება რომც ჰქონდეთ, -
11:14 - 11:16როგორიც ალცჰაიმერია,
-
11:16 - 11:19სარეზერვო კავშირების წყალობით,
-
11:19 - 11:22დანაკარგი შეუმჩნეველი დარჩება.
-
11:23 - 11:25მოდით, მარტივი მაგალითი განვიხილოთ.
-
11:25 - 11:28ვთქვათ, მხოლოდ ერთი ფაქტი იცით რამეზე,
-
11:28 - 11:30ვთქვათ, ჩემზე.
-
11:30 - 11:32იცით, რომ ლიზა ჯენოვამ დაწერა
"ჯერ კიდევ ელისი", -
11:32 - 11:34და სხვა არაფერი იცით ჩემს შესახებ.
-
11:34 - 11:37თქვენ მხოლოდ ეს ერთი
ნეირონული კავშირი გაქვთ, -
11:37 - 11:39ეს ერთადერთი სინაფსი.
-
11:39 - 11:41ახლა წარმოიდგინეთ, რომ ალცჰაიმერი გაქვთ.
-
11:41 - 11:43გაქვთ ნადები, კვანძები, ანთება
-
11:43 - 11:46და მიკროგლია ანადგურებს ამ სინაფსს.
-
11:47 - 11:51თუ კი ვინმე გკითხავთ
"ჯერ კიდევ ელისი" ვინ დაწერა -
11:51 - 11:52ვერ გაიხსენებთ,
-
11:52 - 11:55რადგან ეს სინაფსი ან
დაზიანებულია, ან გაქრა. -
11:55 - 11:57თქვენ სამუდამოდ დაგავიწყდით.
-
11:58 - 12:00მაგრამ ჩემზე რომ მეტი რამ გცოდნოდათ?
-
12:00 - 12:02ვთქვათ ოთხი ფაქტი იცით ჩემს შესახებ.
-
12:03 - 12:04ახლა წარმოიდგინეთ, რომ ალცჰაიმერი გაქვთ,
-
12:04 - 12:07და ამ ოთხთაგან სამი სინაფსი
დაზიანდა ან განადგურდა. -
12:08 - 12:11თქვენ კიდევ გაქვთ შემოვლითი გზა.
-
12:11 - 12:13ჯერ კიდევ შეგიძლიათ გაიხსენოთ ჩემი სახელი.
-
12:13 - 12:17ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მდგრადები
ალცჰაიმერის პათოლოგიის მიმართ -
12:17 - 12:20დაუზიანებელი გზების
გამოყენების საშუალებით. -
12:20 - 12:24ჩვენ ვქმნით ამ ახალ გზებს,
ამ კოგნიტურ მარაგს -
12:24 - 12:26ახალი რამის სწავლით.
-
12:26 - 12:31უმჯობესია, ეს სიახლე
მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს, -
12:31 - 12:36ჩართოს მხედველობა, სმენა,
ასოციაციები და ემოცია. -
12:36 - 12:40ამიტომ ეს კროსვორდის
შევსებას არ გულისხმობს. -
12:40 - 12:44თქვენ უკვე ნასწავლის
გახსენება კი არ გინდათ, -
12:44 - 12:46ეს ძველ, ნაცნობ ქუჩებში სიარულს გავს,
-
12:47 - 12:50ნაცნობ სამეზობლოში სეირნობას.
-
12:50 - 12:53არამედ თქვენ ახალი
ნეირონული გზების დაგება გინდათ. -
12:53 - 12:56ალცჰაიმერისადმი რეზისტენტული
ტვინის ჩამოყალიბება ნიშნავს -
12:56 - 12:58იტალიურის სწავლას,
-
12:58 - 12:59ახალი მეგობრების გაცნობას,
-
12:59 - 13:00წიგნის წაკითხვას,
-
13:00 - 13:03ან კარგი TED Talk-ის მოსმენას.
-
13:03 - 13:09და თუკი, ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ
ალცჰაიმერის დიაგნოზი დაგისვეს, -
13:09 - 13:12გაგიზიარებთ სამ რჩევას,
რაც ბებიისგან ვისწავლე -
13:12 - 13:16და ათობით სხვა ადამიანისგან, რომლებიც
ამ დაავადებით ცხოვრობენ. -
13:16 - 13:19ეს დიაგნოზი არ ნიშნავს,
რომ ხვალ მოკვდებით. -
13:19 - 13:21ცხოვრება გააგრძელეთ.
-
13:21 - 13:23თქვენ არ დაკარგავთ ემოციურ მეხსიერებას.
-
13:23 - 13:27ისევ შეძლებთ სიყვარულისა და
სიხარულის განცდას. -
13:27 - 13:30შეიძლება არ გაგახსენდეთ რა თქვით
ხუთი წუთის წინ, -
13:30 - 13:32მაგრამ გაგახსენდებათ,
თუ რა იგრძენით ამ დროს. -
13:33 - 13:36და თქვენ მეტი ხართ,
ვიდრე თქვენი მეხსიერება. -
13:36 - 13:38გმადლობთ.
-
13:38 - 13:42(აპლოდისმენტები)
- Title:
- როგორ ავიცილოთ ალცჰაიმერის დაავადება
- Speaker:
- ლიზა ჯენოვა
- Description:
-
"არ არის აუცილებელი, რომ ალცჰაიმერი თქვენი ტვინის ბედი იყოს" - ამბობს ნეირომეცნიერი და "ჯერ კიდევ ელისის" ავტორი, ლიზა ჯენოვა. ის გვიზიარებს უახლეს კვლევებს ამ დაავადების შესახებ და რამდენიმე დამაიმედებელ აღმოჩენას, რომელთა მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია ალცჰაიმერისადმი რეზისტენტობის ჩამოყალიბება.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 13:56
TED Translators admin approved Georgian subtitles for What you can do to prevent Alzheimer's | ||
Kakhaber Gordadze accepted Georgian subtitles for What you can do to prevent Alzheimer's | ||
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for What you can do to prevent Alzheimer's | ||
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for What you can do to prevent Alzheimer's | ||
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for What you can do to prevent Alzheimer's | ||
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for What you can do to prevent Alzheimer's | ||
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for What you can do to prevent Alzheimer's | ||
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for What you can do to prevent Alzheimer's |