-
სინათლე გვაკავშირებს სამყაროსთან.
-
სინათლის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ შორეული ვარსკვლავები
-
და გავიხედოთ უკან, თავად არსებობის დასაწყისისკენ.
-
მაგრამ რა არის სინათლე?
-
მოკლედ, სინათლე არის ენერგიის უმცირესი ოდენობა, რომელიც შეიძლება გადატანილ იქნას.
-
ფოტონი, ელემენტარული ნაწილაკი, რომელსაც არ გააჩნია რეალური ზომა
-
რომელიც ვერ გაიყოფა, მხოლოდ ჩნდება ან ქრება.
-
სინათლეს ასევე აქვს ტალღა-ნაწილაკის დუალობა,
-
ერთდროულად ტალღაც არის და ნაწილაკიც,
-
თუმცაღა ეს ტყუილია.
-
ასევე, როდესაც ჩვენ ვამბობთ "სინათლე", ჩვენ მხედველობაში გვაქვს ხილული სინათლე,
-
რომელიც ელექტრომაგნიტური სპექტრის პაწაწინა ნაწილია,
-
ენერგია ელექტრომაგნიტური რადიაციის ფორმით.
-
ელექტრომეგნიტური გამოსხივება შედგება
-
ტალღის სიგრძეებისა და სიხშირეების უამრავი წყებისაგან.
-
გამა სხივებს აქვთ ყველაზე პატარა ტალღის სიხშირეები, რადგან ისინი შედგებიან ყველაზე დიდი ენერგიის ფოტონებისგან.
-
მაგრამ გამა სხივების უმეტესობა უფრო პატარაა ვიდრე 10 პიკომეტრი,
-
რაც უფრო პატარაა, ვიდრე წყალბადის ატომის ზომა.
-
ცნობისთვის, წყალბადის ატომი იმდენჯერაა პატარა ცენტიან მონეტაზე
-
რამდენჯერაც ეს მონეტა - მთვარეზე.
-
ხილული სინათლე ამ სპექტრის შუაში იმყოფება,
-
დაახლოებით 400 დან 700 ნანომეტრამდე,
-
რაც საშუალოდ ბაქტერიის ზომაა.
-
სპექტრის მეორე ბოლოში არის რადიო ტალღები რომლებიც ზოგჯერ 100 კმ დიამეტრამდეა,
-
ამ დროისთვის კი ყველაზე დიდი ტალღის სიგრძეები რაც ცნობილია
-
არის გადაჭიმული 10,000 კმ-დან 100,000 კმ-მდე,
-
რაც დედამიწაზე საკმაოდ დიდია!
-
ფიზიკის თვალსაზრისით, ყველა ეს განსხვავებული ტალღები ერთი და იგივეა:
-
მათ აქვთ ტალღა-ნაწილაკის დუალური ბუნება და მოძრაობენ სინათლის სიჩქარით,
-
მხოლოდ განსხვავებული სიხშირეებით.
-
კეთილი - მაშ რა ხდის ხილულ სინათლეს განსაკუთრებულს?
-
ჰმ ... აბსოლუტურად არაფერი.
-
ჩვენ უბრალოდ გვაქვს თვალები,რომლებიც განვითარდა,
-
რათა კარგად დაენახათ ელექტრომაგნიტური სპექტრის ზუსტად ეს ნაწილი.
-
თუმცაღა, ეს არ არის სრული შემთხვევითობა;
-
ხილული სინათლე ელექტრომაგნიტური სპექტრის ერთადერთი ნაკრებია,
-
რომელიც კარგად ვრცელდება წყალში,
-
სადაც მრავალი მილიონი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა თვალი.
-
ეს იყო ჭკვიანური სვლა, რადგანაც სინათლე მხოლოდ არ ურთიერთქმედებს მატერიაზე,
-
ის ასევე იცვლება მასთან მიმართებაში და შესაძლებელს ხდის
-
ინფრომაციის შეგროვებას ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს შესახებ
-
თითქმის შეუფერხებლად,
-
რაც, რეალურად საჭიროა გადარჩენისთვის.
-
კარგით, საიდან მოდის სინათლე?
-
ელექტრომაგნიტური სპექტრის ვრცელი წყება წარმოიქმნება როდესაც ატომები ან მოლეკულები
-
უფრო მაღალი ენერგიებიდან გადადიან უფრო დაბალ ენერგიებზე.
-
ამ დროს ისინი კარგავენ ენერგიას და გამოასხივებენ რადიაციის სახით.
-
მიკროსკოპულ დონეზე ხილული სინათლე წარმოიქმნება მაშინ; როდესაც აღგზნებული ელექტრონი
-
გადადის ატომის ქვედა ენერგეტიკულ დონეზე
-
და კარგავს ჭარბ ენერგიას.
-
ასევე, შემომავალ სინათლეს შეუძლია აწიოს ელექტრონი უფრო მაღალ ენერგეტიკულ დონეზე
-
შეიწოვება რა მის მიერ.
-
მაკროსკოპულად, ელექტრონის მოძრავი მუხტი
-
ქმნის ოსცილირებად მაგნიტურ ველს,
-
რომელიც ქმნის ოსცილირებად ელექტრულ ველს, მისდამი პერპენდიკულარულად.
-
ეს ორი ველი გადაადგილდება სივრცეში
-
და გადააქვს ენერგია ერთი ადგილიდან მეორეში,
-
ატარებს რა ინფორმაციას მისი შექმნის ადგილზე.
-
რატომ არის სინათლე სამყაროში არსებული ყველაზე სწრაფი რამ?
-
მოდით, შევცვალოთ კითხვა:
-
რამხელაა ყველაზე სწარფი ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე სამყაროში?
-
ეს არის ზუსტად 299,792,458 მ/წ ვაკუუმში,
-
ერთი მილიარდი კილომეტრი საათში.
-
ელექტრომაგნიტური რადიაცია, უბრალოდ, ამ სიჩქარით მოძრაობს.
-
ნებისმიერი ნაწილაკი რომელსაც არ აქვს მასა, მოძრაობს სინათლის სიჩქარით C, აჩქარების გარეშე.
-
შუქი, რომელიც გამოსხივდება სანთლისგან,
-
არ უმატებს სიჩქარეს,
-
მყისიერად შექმნის მომენტიდან, მისი სიჩქარეა C.
-
მაშ რატომაა C, ანუ სინათლის სიჩქარე, შეზღუდული?
-
მაშ ასე... არავინ იცის.
-
ჩვენი სამყარო უბრალოდ ასეა მოწყობილი.
-
აქ ჩვენ ჭკვიანური პასუხი არ გაგვაჩნია.
-
ასე რომ, სინათლე არის სპექტრის ნაწილი,
-
ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც ასევე მოქმედებს, როგორც ტალღა,
-
გამოტყორცნილი ორი პერპენდიკულარული ველის მიერ
-
და მოძრავი სამყაროში არსებული მაქსიმალური სისწრაფით.
-
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა ვთქვათ ისეთ გიჟურ საკითხებზე,როგორებიცაა:
-
სინათლისა და დროის სიჩქარით მოძრაობა,
-
ტყუპების პარადოქსი, კვანტური ფიზიკის საკითხები და სხვა მსგავსი?
-
ეს საკითხები სხვა ვიდეოსთვის შემოვინახოთ.
-
ამ მომენტისათვის დავკმაყოფილდეთ იმით, რომ ჩვენ განვავითარეთ თვალები,რომელბსაცთაც შეუძლიათ
-
განასხვავონ ინფორმაციის ტალღები,რომლებიც სწვდებიან სამყაროს,
-
გვაძლევენ საშუალებას დავინახოთ საგნები,რომლებიც გვეხმარება ჩვენი არსებობის გახანგრძლივებაში.