-
თქვენ უკვე ნახეთ, როგორ იცვლება ფონი და ფერები
გვერდზე.
-
მაგრამ, აქ იმდენი კიდევ იმდენი რამეა, რისი გაკეთებაც
ტექსტითა და CSS-ით შეგიძლიათ.
-
დასაწყისისთვის, მოდი შრიფტი შევცვალოთ.
-
რა არის შრიფტი? ალბათ, ეს უკვე იცით, მაგრამ
-
შეიძლება არ იცოდეთ ტერმინი.
-
ეს სიტყვების შესაქმნელი ასოების სტილია.
-
ხვეულები აქვთ თუ არა, სქელებია თუ არა,
-
ან გვანან თუ არა კალმით ნაწერებს.
-
უფრო გამარტივდება, თუ შრიფტს შეცვლით
ამ გვერდზე,
-
მე გადავალ წესზე, რათა ავარჩიო
ყველა პარაგრაფი,
-
და ჩავამატებ `font-family` ფუნქციას აქ.
-
ნახეთ, როგორ შეიცვალა ასოები?
[მას შემდეგ, რაც ეს გავაკეთეთ]?
-
ისინი ახლა უფრო მარტვად ჩანს.
-
ახლა, მოდი შევცვლი `font-family`-ს
ისევ განსაზღვრული `serif`-ით.
-
შეამჩნიეთ, რომ ასოები უფრო კომპლექსურია?
-
'serif' ნებისმიერ იმ შრიფტს ჰქვია, რომელიც
ცოტათი"პატარა ფეხებს ჰგავს" ტექსტში.
-
როცა ჩვენ მივუთითებთ ბრაუზერს გამოიყენოს
'serif'-ის ტიპის შრიფტი, ის გამოიყენებს
-
თქვენს კომპიუტერზე დეფოლტად დაყენებულ შრიფტს.
რომელიც ჩვეულებრივ 'Times New Roman'-ია.
-
მე მინდა ის ისევ შევცვალო `sans-serif`-ით.
-
ტერმინი 'sans' ლათინური წარმოშობისაა
და 'გარეშეს' ნიშნავს.
-
ანუ, sans-serif შრიფტი, ის არის, რომელსაც
არ აქვს "პატარა ფეხები" ასოებზე.
-
ამიტომ, ასოები შედარებით მარტივად გამოიყურება.
-
როცა ჩვენ ბრაუზერს მივუთითებთ, რომ გამოიყენოს
sans-serif-ის ტიპის შრიფტი, ის იყენებს
-
თქვენს კომპიუტერზე დეფოლტად დაყენებულს,
ეს ჩვეულებრივ 'Arial' ან 'Helvetica'-აა.
-
მაგრამ, აქ მნიშვნელოვანია შენიშნოთ:
შრიფტს კომპიუტერი არჩევს
-
არა ავტორი.
-
ასე რომ, ჩვენ შეიძლება ორ სხვადასხვა
sans-serif შრიფტს ვხედავდეთ ახლა,
-
თუ თქვენს კომპიუტერს განსხვავებული შრიფტი
აქვს დეფოლტად დაყენებული.
-
ზოგჯერ, ეს კარგია, თუმცა, ხანდახან, მე მინდა
მაყურებელი ვებ-გვერდს ისეთივე შრიფტით
-
ხედავდეს, როგორითაც მე.
-
ამ შემთხვევაში, მე შემიძლია განვსაზღვრო
შრიფტის ზუსტი სახელი. მაგალითად,Helvetica.
-
ეს ისევ იმუშავებს ,თუკი, მე და თქვენ, ორივეს
გვაქვს Helvetica კომპიუტერში.
-
მაგრამ ყველა კომპიუტერს არ აქვს ერთი და იგივე
შრიფტი, და მაშინ, კომპიუტერი
-
სრულად უგულებელყოფს ამ მითითებას.
-
საბედნიეროდ, CSS საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ
'fallback' (სათადარიგო) შრიფტის ტიპი,
-
იმ შემთხვევისთვის, თუ ეს არ არის
კომპიუტერში.
-
თქვენ უბდალოდ ამატებთ მძიმეს 'Helvetica'-ს
შემდეგ და ამატებთ `sans-serif`-ს.
-
ახლა, კომპიუტერი ეცდება მოძებნოს Helvetica,
თუმცა, თუ ვერ იპოვის, მაშინ
-
მის დეფოლტ `sans-serif` შრიფტს
გამოიყენებს.
-
ზოგადად, ყოველთვის, კონკრეტული შრიფტის
არჩევისას, ვთქვათ Helvetica-ს, თქვენ უნდა
-
დააკონკრეტოთ სარეზერვო ტიპის სახელიც.
-
'serif' -სა და 'sans-serif'-ს გარდა, აქ სხვა
ზოგადი ტიპის შრიფტებიცაა,
-
რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია.
-
თუ ჩვენ გვენდომებოდა ჩვენი ტექსტის ხელით
ნაწერისთვის დამგვანება,ავარჩევდით `font-family: cursive`-ს.
-
თუ მათი კიდევ უფრო გამორჩეულობა გსურთ,
შეგიძლიათ აარჩიოთ `fantasy`სახეობის შრიფტი.
-
ან, რა იქნებოდა თუკი მათი მანქანაზე ნაბეჭდის
მსგავსად გამოსახვა გვენდომებოდა?
-
მაშინ ჩვენ `monospace`შრიფტა სახეობა
უნდა აგვერჩია.
-
`monospace` შრიფტი ფიქსირებული, ერთნაირი
სიგანის ასოებს
-
გვიჩვენებს.
-
და, ფაქტობრივად, თქვენ უკვე ბევრჯერ
გინახავთ ასეთი შრიფტი ხანის აკადემიაზე.
-
რადგან, ჩვენ ყოველთვის monospace ფონტებს ვიყენებთ
კოდების რედაქტორებისთვის.
-
ეს იმიტომ, რომ გვინდა ყველა ჩვენი კოდი
გასწორებული იყოს, მიუხედავად სიტყვებში
-
ასოებისა.
-
ახლა, როცა თქვენ უკვე იცით, როგორ შეცვალოთ
შრიფტების ტიპი, ცოდნა გონივრულად გამოიყენეთ.
-
თუ გსურთ, თქვენი გვერდი კარგად გამოიყურებოდეს,
შეზღუდული რაოდენობის შრიფტები გამოიყენეთ
-
Not Synced
და ისეთები, რომლებიც ერთმანეთთან კარგად
ჩანან.