-
წრე არის ჩვენს სამყაროში ყველაზე
ფუნდამენტური ფიგურა
-
პლანეტის ორბიტები, ბორბალი
მოლეკულური სტრუქტურები
-
ეს ყველაფერი წრიული ფორმისაა
-
ამიტომაც, კარგი იქნებოდა წრის
თვისებების შესწავლა
-
ადამიანებმა თავიდან დაიწყეს
ყველა წრის საერთო თვისებების ძიება
-
წრე არის ყველა იმ წერტილთა
ერთობლიობა, რომლებიც თანაბრად
-
არიან დაშორებული წრის ცენტრს
-
ყველა ეს წერტილი თანაბრადაა
დაშორებული ცენტრს
-
ამიტომ უნდა გავიგოთ, რას უდრის
ის მანძილი, რომლითაც
-
ყველა წერტილი არის ცენტრს დაშორებული?
-
ამ მანძილს ეწოდება რადიუსი
-
რადიუსი ეწოდება მანძილს
ცენტრიდან კიდემდე
-
თუ წრის ერთი რადიუსი სამ
სანტიმეტრს უდრის, მეორეც სამი იქნება
-
მესამეც სამი სანტიმეტრი იქნება
მანძილი არასდროს შეიცვლება
-
რადიუსი მოცემული წრისთვის
მუდმივია
-
ასევე შეიძლება იკითხოთ:
რამდენად განიერია წრე?
-
რას უდრის ეს ყვითლით აღნიშნული
მანძილი?
-
წრფე, რომელიც წრის ყველაზე ფართო
ნაწილზე გადის?
-
ასეთი წრფე შეიძლება სხვადასხვა
ადგილებზე დავხაზოთ
-
ეს წრფე უდრის ორი ცალი რადიუსის
სიგრძეს
-
ეს არის ერთი რადიუსი, ეს მეორე
-
მთლიან წრფეს კი, ყველაზე ფართო ნაწილზე
გამავალს, დიამეტრი ეწოდება
-
ეს არის წრის დიამეტრი
-
დიამეტრი უდრის ორ რადიუსს
-
ასევე საინტერესოა, თუ რამდენია
წრის სიგრძე
-
რომ გაგვეზომა ეს იასამნისფრად აღნიშნული
მანძილი, რამდენი იქნებოდა?
-
ამ მანძილს ეწოდება წრის გარშემოწერილობა
-
როგორ უკავშირდება
გარშემოწერილობა დიამეტრს?
-
დიდი ხნის წინ, ხალხმა დაიწყო
რადიუსების და გარშემოწერილობების გაზომვა
-
შეიძლება გარშემოწერილობა მიეღოთ სამი
-
რადიუსი კი იქნებოდა, ვთქვათ, სამი
-
ცდილობდნენ გაეგოთ გარშემოწერილობის
შეფარდება დიამეტრთან
-
კვლავ, დავუშვათ გარშემოწერილობა მიიღეს
სამი მეტრი
-
დიამეტრი კი გამოვიდა დაახლოებით ერთი მეტრი
-
შეფარდება გამოვიდა სამი
შეიძლება, ეს შეფარდება სულ სამია
-
ვთქვათ, სხვა წრისთვისაც გამოთვალეს
-
გარშემოწერილობა მიიღეს ექვსი სანტიმეტრი
-
დიამეტრი კი - ორი სანტიმეტრი
-
შეფარდება კვლავ სამი გამოვიდა
-
შეიძლება ყველა წრისთვის ეს შეფარდება
სამს უდრის?
-
უფრო ზუსტი საზომებით მიიღეს, რომ
-
პირველ წრეში დიამეტრი ერთი იყო
თუმცა გარშემოწერილობა - სამი მთელი ერთი
-
მეორე წრეწირზეც შეფარდება
სამი მთელი ერთი მიიღეს
-
უფრო და უფრო ზუსტი საზომებით
მიიღეს სამი მთელი 14159... ათწილადი
-
მივიღეთ ათწილადი, რომლიც მძიმის მარჯვენა
ციფრები არასდროს მეორდებოდა
-
ეს რიცხვი ყველა წრეში შეგვხვდა
-
გარშემოწერილობის და დიამეტრის
შეფარდებას სახელი დაარქვეს
-
მას დაერქვა პი - Pi
-
ასე აღინიშნება ბერძნულად
-
პი აღნიშნავს ამ რიცხვს
-
მათემატიკაში ეს რიცხვი სხვაგანაც
შეგხვდება
-
ის სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური საგანია
-
როგორ შეიძლება მისი გამოყენება
ჩვენს გამოთვლებში?
-
ვიცით, რომ გარშემოწერილობის
შეფარდება დიამეტრთან პის უდრის
-
გარშემოწერილობა უდრის პი
გამრავლებული დიამეტრზე
-
ან, გარშემოწერილობა უფრის
პი გამრავლებული ორ რადიუსზე
-
ვთქვათ, გვაქვს წრე
-
რომლის რადიუსი სამს უდრის
-
რა იქნება წრის გარშემოწერილობა?
-
გარშემოწერილობა უდრის პი
გამრავლებული ორ რადიუსზე
-
ამიტომ ეს იქნება
ორჯერ პი გამრავლებული სამზე
-
მივიღეთ ექვსჯერ პი მეტრი
-
ახლა შეგვიძლია უბრალოდ გადავამრავლოთ
-
თუმცა სიმარტივისთვის, აღარ
ამრავლებენ და ასე ტოვებენ
-
ისე, დაახლოებით თვრამეტს მივიღებდით
-
ამ რიცხვის ნაცვლად უბრალოდ წერენ
ექვსი პი
-
დავუშვათ, გვაინტერესებს ამ წრის
დიამეტრი
-
თუ რადიუსი არის სამი
დიამეტრი იქნება ორჯერ სამი
-
ის იქნება ექვსი მეტრის ტოლი
-
გარშემოწერილობა არის ექვსი პი
დიამეტრი - ექვსი მეტრი
რადიუსი - სამი მეტრი
-
დავუშვათ, გვაქვს სხვა წრეც
-
და მისი გარშემოწერილობა ათ
მეტრს უდრის
-
და გვაინტერესებს წრის
დიამეტრი
-
ვიცით, რომ გარშემოწერილობა უდრის
პი გამრავლებული დიამეტრზე
-
ამიტომ, დიამეტრი იქნება
გარშემოწერილობა გაყოფილი პიზე
-
ათი გაყოფილი პიზე
-
რომ გაგვეყო, მივიღებდით რაღაც რიცხვს
-
თუმცა სიმარტივისთვის,
ესეც შეიძლება ასე დავტოვოთ
-
რას უდრის რადიუსი?
-
რადიუსი არის დიამეტრის ნახევარი
-
ეს მთლიანი მანძილი კი არის
ათი გაყოფილი პიზე
-
ნახევრის გასაგებად კი
10 გაყოფილი პიზე უნდა გავამრავლოთ 1/2-ზე
-
მივიღებდით ხუთს გაყოფილი პიზე
-
არაფერი რთული ამაში არ არის
უბრალოდ უნდა გაიაზრო, რომ პი რიცხვია