< Return to Video

მარტივი რიცხვების ამოცნობა

  • 0:00 - 0:06
    მოცემული რიცხვებიდან რომელია
    მარტივი, შედგენილი ან არც ერთი
  • 0:06 - 0:13
    გავიხსენოთ, მარტივი რიცხვი არის
    ნატურალური რიცხვი
  • 0:13 - 0:18
    რომელსაც ზუსტად ორი გამყოფი აქვს
  • 0:18 - 0:26
    ეს გამყოფები არიან ერთი და თავისი თავი
  • 0:26 - 0:28
    მარტივი რიცხვის მაგალითია სამი
  • 0:28 - 0:34
    ის მხოლოდ ორ რიცხვზე იყოფა:
    ერთზე და სამზე
  • 0:34 - 0:41
    ნამრავლით სამის მიღება შეგვიძლია მხოლოდ
    ერთის გამრავლებით სამზე
  • 0:41 - 0:44
    მისი გამყოფებია მხოლოდ
    ერთი და თავისი თავი
  • 0:44 - 0:57
    შედგენილი რიცხვი არის ნატურალური
    რიცხვი, რომელსაც ორზე მეტი გამყოფი აქვს
  • 0:57 - 0:59
    დავიწყოთ 24-ით
  • 0:59 - 1:13
    მოვიფიქროთ ყველა ის რიცხვი,
    რომლებზეც 24 უნაშთოდ იყოფა
  • 1:13 - 1:17
    ამ რიცხვებს ერქმევათ გამყოფები.
    ცხადია, ის იყოფა ერთზე და 24-ზე
  • 1:17 - 1:20
    ერთჯერ 24 უდრის 24-ს,
  • 1:20 - 1:24
    მაგრამ ეს რიცხვი ორზეც იყოფა
  • 1:24 - 1:28
    ორჯერ 12 არის 24
  • 1:28 - 1:30
    ამიტომ, 24 ასევე იყოფა 12-ზეც
  • 1:30 - 1:34
    ის იყოფა სამზეც
  • 1:34 - 1:38
    სამჯერ რვა უდრის 24-ს
  • 1:38 - 1:42
    აღარ არის საჭირო ყველა გამყოფის
    პოვნა იმის გასაგებად, რომ
  • 1:42 - 1:46
    ეს რიცხვი არ არის მარტივი, აშკარად
    ორზე მეტი გამყოფი აქვს
  • 1:46 - 1:57
    ამიტომ შედგენილი იქნება
  • 1:57 - 2:05
    24, ასევე, იყოფა ოთხზეც.
    ოთხჯერ ექვსი არის 24
  • 2:05 - 2:10
    ჩამოვწერეთ 24-ის ყველა გამყოფი
  • 2:10 - 2:12
    გადავიდეთ ორზე
  • 2:12 - 2:18
    რომელ რიცხვებზე იყოფა ორი?
  • 2:18 - 2:21
    ერთი და ორი იყოფიან ორზე,
  • 2:21 - 2:25
    თუმცა ორი სხვა არაფერზე არ იყოფა
  • 2:25 - 2:29
    მას აქვს მხოლოდ ორი გამყოფი:
    ერთი და საკუთარი თავი
  • 2:29 - 2:31
    ეს კი არის მარტივი რიცხვის განმარტება
  • 2:31 - 2:37
    ამიტომაც, ორი მარტივი რიცხვია
  • 2:37 - 2:48
    ორი საინტერესოა, იმიტომ, რომ
    ერთადერთი ლუწი მარტივი რიცხვია
  • 2:48 - 2:57
    ეს იმიტომ, რომ ლუწი რიცხვი
    არის რიცხვი, რომელიც იყოფა ორზე
  • 2:57 - 3:00
    ორი იყოფა ორზე, ამიტომაც, ის არის ლუწი
  • 3:00 - 3:02
    მაგრამ მხოლოდ ორზე და ერთზე იყოფა
  • 3:02 - 3:21
    ყველა სხვა ლუწი რიცხვი გაიყოფა
    ერთზე, თავის თავზე და ორზე
  • 3:21 - 3:23
    ამიტომაც აუცილებლად შედგენილი იქნება
  • 3:23 - 3:27
    ორი მარტივია, ყველა დანარჩენი
    ლუწი რიცხვი კი - შედგენილი
  • 3:27 - 3:35
    ერთი საინტერესოა,
    ის მხოლოდ ერთზე იყოფა
  • 3:35 - 3:55
    ამიტომ, ის მარტივი რიცხვი არ არის,
    რადგან მხოლოდ ერთი გამყოფი ყავს
  • 3:55 - 4:02
    ხოლო რიცხვი შედგენილი რომ იყოს,
    ორზე მეტი გამყოფია საჭირო
  • 4:02 - 4:04
    ამიტომ, ერთი შედგენილიც არ არის
  • 4:04 - 4:10
    ერთი არც მარტივია, არც შედგენილი
  • 4:10 - 4:13
    და ბოლოს, მივედით 17-ამდე
  • 4:13 - 4:20
    17 იყოფა ერთზე და 17-ზე
  • 4:20 - 4:27
    არ იყოფა სხვა არც ერთ რიცხვზე
  • 4:27 - 4:33
    აქვს ზუსტად ორი გამყოფი:
    ერთი და საკუთარი თავი
  • 4:33 - 4:40
    17 გამოდის მარტივი რიცხვი
Title:
მარტივი რიცხვების ამოცნობა
Description:

more » « less
Video Language:
English
Duration:
04:40
Rusudan Jakeli edited Georgian subtitles for Recognizing Prime Numbers
EduCare Alexander Gachechiladze edited Georgian subtitles for Recognizing Prime Numbers

Georgian subtitles

Revisions