Introduction to the coordinate plane | Introduction to algebra | Algebra I | Khan Academy
-
0:01 - 0:04ეს არის რენე დეკარტის პორტრეტი.
-
0:04 - 0:08ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე,
მათემატიკოსიცა და ფილოსოფოსიც. -
0:08 - 0:13მგონი ტენდენციას ამჩნევთ, რომ დიდი
ფილოსოფოსები დიდი მათემატიკოსებიც იყვნენ -
0:13 - 0:14და პირიქით.
-
0:14 - 0:17დეკარტი გალილეოს თანამედროვე იყო,
-
0:17 - 0:21მასზე 32 წლით უმცროსი, თუმცა,
გალილეოს სიკვდილიდან მალევე გარდაიცვალა. -
0:21 - 0:23იგი გაცილებით ახალგაზრდა გარდაიცვალა,
-
0:23 - 0:25გალილეო თავის 70-იან წლებში იყო,
-
0:25 - 0:28დეკარტი კი დაახლოებით 54 წლის იქნებოდა.
-
0:28 - 0:32იგი განსაკუთრებით ცნობილია
თავისი ამ გამოთქმის გამო, -
0:32 - 0:33საკმაოდ ფილოსოფიური ფრაზაა,
-
0:33 - 0:36"ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ".
-
0:36 - 0:37მინდა ასევე დავამატო,
-
0:37 - 0:38ალგებრასთან კავშირში არაა,
-
0:38 - 0:41მაგრამ ჩემი აზრით კარგი ფრაზაა,
-
0:41 - 0:43მისი შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრაზა.
-
0:43 - 0:44სწორედ ეს.
-
0:44 - 0:47მომწონს, რადგან ძალიან პრაქტიკულია
-
0:47 - 0:49და გვააზრებინებს, რომ
ასეთი დიადი ტვინებიც კი, -
0:49 - 0:51ფილოსოფიისა და მათემატიკის სვეტები,
-
0:51 - 0:54საბოლოო ჯამში მაინც
რიგითი ადამიანები იყვნენ. -
0:54 - 0:56მან თქვა: "არ უნდა დანებდე,
-
0:56 - 1:00მე ყველა შეცდომა დავუშვი,
რაც კი შეიძლებოდა დამეშვა -
1:00 - 1:02და მაინც არ დავნებებივარ."
-
1:02 - 1:05ეს ჩემი აზრით საკმაოდ კარგი რჩევაა.
-
1:05 - 1:09მან ფილოსოფიასა და
მათემატიკაში მრავალი რამ გააკეთა, -
1:09 - 1:13მაგრამ მიზეზი, რატომაც ის ამ ვიდეოშია,
-
1:13 - 1:18არის ის, რომ სწორედ ამ ადამიანმა
დაამყარა ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი -
1:18 - 1:21ალგებრასა და გეომეტრიას შორის.
-
1:21 - 1:24მარცხნივ აქ გვაქვს ალგებრის სამყარო.
-
1:24 - 1:26რაც ცოტა გავარჩიეთ კიდეც.
-
1:26 - 1:28გვაქვს სიმბოლოებთან
დაკავშირებული კითხვები, -
1:28 - 1:32რომლებიც განსხვავებულ მინშვნელობებს იღებენ
-
1:32 - 1:37შეიძლება გვქონდეს
y უდრის 2x-ს მინუს ერთს. -
1:37 - 1:42ეს განტოლება გვაძლევს
დამოკიდებულებას x-სა და y-ს შორის. -
1:42 - 1:46შეგვიძლია ცხრილი ავაგოთ
და x-ის მნიშვნელობებისთვის ვიპოვოთ -
1:46 - 1:48თუ როგორი იქნება
y-ის მნიშვნელობები. -
1:48 - 1:52შეგვიძლია ნებისმიერი x-ის არჩევა
და შემდეგ y-ის გამოთვლა. -
1:53 - 1:58მე მაინც მარტივ მნიშვნელობებს
ავიღებ, რათა მათემატიკა არ გართულდეს, -
1:58 - 2:00მაგალითად, თუ x უდრის მიუნუს ორს,
-
2:00 - 2:06მაშინ y ტოლი იქნება
ორჯერ მინუს ორს მინუს ერთის, -
2:06 - 2:12რაც უდრის მინუს ოთხს
მინუს ერთის, ანუ მინუს ხუთს. -
2:12 - 2:14როცა x არის მინუს ერთი,
-
2:14 - 2:20y ტოლი იქნება ორჯერ
მინუს ერთს მინუს ერთის, -
2:20 - 2:24რაც ტოლი იქნება მინუს სამის.
-
2:24 - 2:33თუ x უდრის ნულს,
y ტოლი იქნება ორჯერ ნულს მინუს ერთის, -
2:33 - 2:35რაც ტოლი იქნება მინუს ერთის.
-
2:35 - 2:37კიდევ რამდენიმე გავაკეთოთ.
-
2:37 - 2:38თუ x არის ერთი,
-
2:38 - 2:39ნებისმიერის აღება შემეძლო,
-
2:39 - 2:42რა მოხდება
როცა x უდრის ორის ფესვს -
2:42 - 2:44ან როცა x არის მინუს ხუთი გაყოფილი ორზე,
-
2:44 - 2:47ან დადებითი თექვსმეტი.
-
2:47 - 2:52ამ რიცხვებს ვიღებთ, რათა y-ის მნიშვნელობის
გამოთვლისას, გამოთვლები გამარტივდეს. -
2:52 - 2:54მაგრამ როცა x უდრის ერთს,
-
2:54 - 2:57y ტოლი იქნება ორჯერ ერთს მინუს ერთის,
-
2:57 - 2:59ტოლი იქნება ორს მინუს
ერთის, რაც არის ერთი. -
2:59 - 3:03კიდევ ერთს გავაკეთებ.
-
3:03 - 3:05ამჯერად ახალი ფერით.
-
3:05 - 3:06იისფერი იყოს.
-
3:06 - 3:08თუ x არის ორი, მაშინ y იქნება:
-
3:08 - 3:16ორჯერ ორს მინუს ერთი, რაც უდრის
ოთხს მინუს ერთს, ანუ უდრის სამს. -
3:16 - 3:19დამოკიდებულება გარკვეულწილად დავადგინეთ.
-
3:19 - 3:25თავიდან ვთქვით თუ როგორია
ზოგადი დამოკიდებულება x-სა და y-ს შორის, -
3:25 - 3:27შემდეგ კი დავაკონკრეტეთ,
-
3:27 - 3:34ანუ x-ის კონკრეტული მნიშვნელობებისთვის
ვეძებდით შესაბამის y მნიშვნელობებს. -
3:34 - 3:37დეკარტმა გაიაზრა, რომ
შეგვიძლია ამისი ვიზუალიზაცია. -
3:37 - 3:40შეგვიძლია თითოეული
წერტილი ვიზუალურად გამოვსახოთ. -
3:40 - 3:45თუმცა ეს ასევე დაგვეხმარება
დამოკიდებულების ვიზუალიზაციაში. -
3:45 - 3:52დეკარტმა ფაქტობრივად ააშენა
ხიდი აბსტრაქტულ ალგებრულ რიცხვებსა და -
3:52 - 3:57გეომეტრიას შორის, რომელიც ხილულ
ფორმებს ზომებს და კუთხეებს სწავლობს. -
3:57 - 4:02აქ გვაქვს გეომეტრიის სამყარო.
-
4:02 - 4:05ცხადია, ისტორიაში იქნებოდნენ ადამიანები,
-
4:05 - 4:09რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობდნენ,
მაგრამ ისინი დავიწყებულნი არიან. -
4:09 - 4:14სანამ მსოფლიო დეკარტს მიიღებდა,
გეომეტრია ევკლიდური იყო. -
4:14 - 4:22ეს იგივე გეომეტრიაა რაც მერვე,
მეცხრე და მეათე კლასებში ისწავლება. -
4:22 - 4:24ეს არის გეომეტრია, რომელიც შეისწავლის
-
4:24 - 4:28დამოკიდებულებას სამკუთხედებს
და მათ კუთხეებს შორის, -
4:28 - 4:30დამოკიდებულებას წრეებს შორის,
-
4:30 - 4:33გვაქვს რადიუსები,
წრეში ჩახაზული სამკუთხედები -
4:33 - 4:39და კიდევ მრავალი სხვა რამ, რაც გეომეტრიის
ვიდეოებში საფუძვლიანადაა გარჩეული. -
4:39 - 4:43დეკარტმა ჩათვალა, რომ შეეძლო ისევე
მოეხდინა ალგებრული ჩანაწერის ვიზუალიზაცია, -
4:43 - 4:46როგორც ევკლიდე ახერხებდა ამას
სამკუთხედებისა და წრეების შემთხვევაში -
4:46 - 4:48და ასეც მოიქცა.
-
4:48 - 4:52ფურცელი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ
როგორც ორგანზომილებიანი სიბრტყე, -
4:52 - 4:56ან, უფრო ზუსტად,
ორგანზომილებიანი სიბრტყის ნაწილი. -
4:56 - 4:59ვამბობთ ორ განზომილებას, რადგან
სულ ორი მიმართულება გვაქვს. -
4:59 - 5:02არის ზემოთ და ქვემოთ
მიმართულება, ეს პირველი -
5:02 - 5:04ლურჯად დავხატავ, ვიზუალიზაცია გვინდა,
-
5:04 - 5:08ჯობს ფერები მონაცვლეობით იყოს,
-
5:08 - 5:11გვაქვს ზემოთა და ქვემოთა მიმართულება
-
5:11 - 5:14და გვაქვს მარჯვენა
და მარცხენა მიმართულება. -
5:14 - 5:16ამიტომ ეწოდება
ამ სიბრტყეს ორგანზომილებიანი. -
5:16 - 5:21თუ სამი განზომილებაა, მაშინ
დაემატება შიგნით-გარეთ მიმართულება. -
5:21 - 5:25ორ განზომილებაზე მუშაობა მარტივია,
რადგან ეკრანიც ორგანზომილებიანია. -
5:25 - 5:29დეკარტმა თქვა: გვაქვს ორი ცვლადი
და მათ შორის ასეთი დამოკიდებულებაა, -
5:29 - 5:34რატომ არ შეგვიძლია ეს
ცვლადები ამ განზომილებებს დავუკავშიროთ? -
5:34 - 5:39შეთანხმების მიხედვით,
y იყოს დამოკიდებული ცვლადი, -
5:39 - 5:41სწორედ ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით.
-
5:41 - 5:43ეს მოვათავსოთ ვერტიკალურ ღერძზე,
-
5:43 - 5:45დამოუკიდებელი ცვლადი კი,
-
5:45 - 5:48რომლიც უბრალოდ იმისთვის ავირჩიეთ
რომ შესაბამისი y მნიშვნელობა გვენახა, -
5:48 - 5:50მოვათავსოთ ჰორიზონტალურ ღერძზე.
-
5:50 - 5:55პირველად სწორედ დეკარტმა
გამოიყენა x-ები და y-ები ასე, -
5:55 - 5:58მომავალში z-საც შევხვდებით,
-
5:58 - 6:02უცნობი ცვლადების სახით,
რომლებითაც ვმანიპულირებთ. -
6:02 - 6:07დეკარტემ მოიაზრა,
რომ შეიძლებოდა განზომილებების გადანომრვა, -
6:07 - 6:15ვთქვათ, x მიმართულებით ეს იყოს მინუს სამი,
-
6:15 - 6:17ეს იყოს მინუს ორი,
-
6:17 - 6:19ეს კი იყოს მინუს ერთი.
-
6:19 - 6:21ეს იქნება ნული.
-
6:21 - 6:25ვნომრავთ x-ის
მიმართულებას მარცხნიდან მარჯვნივ. -
6:25 - 6:26ეს იქნება დადებითი ერთი,
-
6:26 - 6:28ეს - დადებითი ორი,
-
6:28 - 6:30ეს კი - დადებითი სამი.
-
6:30 - 6:34ასევე შეგვიძლია მოვიქცეთ y მიმართულებითაც,
-
6:34 - 6:40გვექნება, ვთქვათ, მინუს 5,
მინუს 4, მინუს 3, -
6:40 - 6:42ვეცდები უფრო ზუსტად დავხაზო.
-
6:42 - 6:45რაღაცებს გავასუფთავებ.
-
6:45 - 6:47ამას წავშლი,
ამას კი ცოტა მეტად დავაგრძელებ, -
6:47 - 6:51რომ მინუს ხუთამდე შევძლო ჩასვლა ისე,
რომ ყველაფერი სუფთად იყოს. -
6:51 - 6:53ჩავიდეთ აქამდე.
-
6:53 - 6:54შეგვიძლია გადავნომროთ,
-
6:54 - 6:58ეს არის ერთი, ეს - ორი, ეს - სამი,
-
6:58 - 7:02ეს იქნება მინუს ერთი,
მინუს ორი. ეს უბრალოდ შეთანხმებაა, -
7:02 - 7:04შეიძლებოდა პირიქით გადანომრვაც,
-
7:04 - 7:06შეგვეძლო x აქ დაგვესვა, y კი აქ,
-
7:06 - 7:09ეს დადებით მიმართულებად
გვექცია, ეს კი - უარყოფითად. -
7:09 - 7:12ეს უბრალოდ აღნიშვნაა,
რომელსაც ხალხი დეკარტის გამო მიეჩვია. -
7:12 - 7:18მინუს ორი, მინუს სამი,
მინუს ოთხი და მინუს ხუთი. -
7:18 - 7:22დეკარტმა მოიფიქრა,
რომ შეგვიძლია x-ის და y-ის მნიშვნელობები -
7:22 - 7:25წერტილს დავუკავშიროთ ორ განზომილებაში.
-
7:25 - 7:28შეგვიძლია ავიღოთ x
კოორდინატი, ავიღოთ x მნიშვნელობა, -
7:28 - 7:30მაგალითად მინუს ორი,
-
7:30 - 7:34და ვთქვათ, რომ მისი მდებარეობაა x ღერძზე,
-
7:34 - 7:35ნულს მარცხნივ რადგან უარყოფითია
-
7:35 - 7:39და იგი დაკავშრებულია ვერტიკალური
მიმართლების მინუს ხუთთან. -
7:39 - 7:42ესეიგი y-ის მნიშვნელობაა მინუს ხუთი,
-
7:42 - 7:46ამიტომ, გადავდივართ ორით
მარცხნივ და ხუთით ქვემოთ. -
7:46 - 7:49მივდივართ ამ წერტილამდე.
-
7:49 - 7:55ესეიგი, მინუს ორი და მინუს
ხუთი შეგვიძლია ამ წერტილს დავუკავშიროთ, -
7:55 - 7:59ამ ორგანზომილებიან სიბრტყეზე.
-
7:59 - 8:02შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ამ წერტილების კოორდინატებია -
8:02 - 8:06(-2, -5), რაც მეუბნება თუ
სად უნდა ვიპოვო ეს წერტილი. -
8:06 - 8:11ამას ეწოდება დეკარტის კოორდინატთა სისტემა,
რენე დეკარტის საპატივცემულოდ, -
8:12 - 8:13რადგან ეს ყველაფერი
მისი მოფიქრებულია. -
8:13 - 8:17მან სრულიად სენსაციურად დაუკავშირა ორ
განზომილებაში წერტილებს დამოკიდებულებები. -
8:17 - 8:19გავაკეთოთ შემდეგი ნაბიჯი,
-
8:19 - 8:21ეს არის დამოკიდებულება,
-
8:21 - 8:27როცა x უდრის მინუს
ერთს, y უდრის მინუს სამს, -
8:27 - 8:30ესეიგი x არის მინუს
ერთი, y არის მინუს სამი. -
8:30 - 8:31ეს სწორედ ეს წერტილია.
-
8:31 - 8:34შეთანხმების თანახმად,
როცა კოორდინატებს ვწერთ, -
8:34 - 8:36ჯერ ვწერთ x კოორდინატებს, შემდეგ კი y.
-
8:36 - 8:38დღეს ყველა ასე იქცევა.
-
8:38 - 8:45(-1, -3) იქნება ეს წერტილი. შემდეგი
წერტილია როცა x ნულია, y კი მინუს ერთი. -
8:45 - 8:48როცა x არის ნული,
-
8:48 - 8:50ანუ არც მარცხნივ არც მარჯვნივ,
-
8:50 - 8:52y არის მინუს ერთი, ანუ ჩავდივართ ერთით.
-
8:52 - 8:56ესეიგი ესაა წერტილი (0, -1).
-
8:56 - 8:57აი აქ.
-
8:57 - 8:58ამისი გაგრძელება შეიძლება.
-
8:58 - 9:03როცა x არის ერთი, y უდრის ერთს.
-
9:03 - 9:09როცა x არის ორი, y არის სამი,
-
9:09 - 9:11ამასაც იისფრად დავწერ.
-
9:11 - 9:15როცა x არის ორი, y არის სამი.
-
9:15 - 9:20(2, 3), ეს სტაფილოსფერი კი არის (1, 1),
-
9:20 - 9:22რაც თავისთავად კარგია,
-
9:22 - 9:24უბრალოდ x ების მნიშვნელობებს ვსვამთ,
-
9:24 - 9:25მაგრამ დეკარტმა გაიაზრა,
-
9:25 - 9:29რომ თუ ვცადეთ და x-ის
ყველა მნიშვნელობა აღვნიშნეთ, -
9:29 - 9:31თუ ყველა x-ის შევსება შევძელით,
-
9:31 - 9:34გამოგვივა წრფის დახაზვა.
-
9:34 - 9:37ესეიგი, ყველა შესაძლო x-ის ჩასმით,
მივიღებთ წრფეს, -
9:37 - 9:44რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება.
-
9:44 - 9:48თუ ავიღებთ რაიმე x-ს
და მოვძებნით მის y მნიშვნელობას, -
9:48 - 9:51ეს რეალურად იქნება წერტილი ამ წრფეზე.
-
9:51 - 9:52ან, სხვანაირად რომ შევხედოთ,
-
9:52 - 9:57ნებსმიერი წერტილი ამ წრფეზე,
ამ განტოლების ამოხსნას წარმოადგენს. -
9:57 - 9:59ესეიგი, თუ აქ წერტილი გვაქვს,
-
9:59 - 10:02რომლის მიხედვით
როცა x არის 1/2, y არის 2. -
10:02 - 10:07ჩავწეროთ, (1.5, 2).
-
10:07 - 10:09ეს განტოლების ამოხსნაა.
-
10:09 - 10:13როცა x არის 1.5,
ორჯერ 1.5 მინუს ერთ უდრის ორს. -
10:15 - 10:22ასე მოულოდნელად, დეკარტმა ალგებრასა
და გეომეტრიას შორის ხიდის აგება მოახერხა. -
10:22 - 10:27შეგვიძლია ნებისმიერი
x და y წყვილის ვიზუალიზაცია, -
10:27 - 10:31რომლებიც ამ განტოლებას აკმაყოფილებენ.
-
10:31 - 10:36დეკარტმა დააკავშირა ალგებრა და გეომეტრია,
-
10:36 - 10:39სწორედ ამიტომ ამ ტიპის კოორდინატებს,
რომელთა მეშვეობით წერტილებს ვხაზავთ -
10:39 - 10:42დეკარტის კოორდინატები ეწოდა.
-
10:42 - 10:46განტოლების პირველი
ტიპი რომელსაც ვისწავლით, -
10:46 - 10:48იქნება დაკავშირებული სწორედ ამ მასალასთან.
-
10:48 - 10:50(ეს შედის ალგებრის ტრადიციულ კურიკულუმში)
-
10:50 - 10:55მათ წრფივი განტოლებები ეწოდებათ.
-
10:55 - 10:59შეიძლება იფიქროთ, რომ ეს უბრალო განტოლებაა
და ისედაც ჩანს რა რისი ტოლია, -
10:59 - 11:00მაგრამ რატომაა ისინი წრფივი?
-
11:00 - 11:02რისი ბრალია მათი წრფესთან მსგავსება?
-
11:02 - 11:07იმისთვის რომ ეს გავიაზროთ,
სწორედ რენე დეკარტეს ნახტომია საჭირო -
11:07 - 11:10თუ ამის გრაფიკს
ააგებთ დეკარტის კოორდინატებში, -
11:10 - 11:14ევკლიდურ სიბრტყეში, მიიღებთ წრფეს.
-
11:14 - 11:16მომავალში ნახავთ რომ არსებობს
განტოლებები, რომლებითაც -
11:16 - 11:21წრფეს ვერ მიიღებთ,
მიიღებთ რაიმე სახის მრუდს.
- Title:
- Introduction to the coordinate plane | Introduction to algebra | Algebra I | Khan Academy
- Description:
-
Bridging algebra and geometry. What makes linear equations so linear.
Watch the next lesson: https://www.khanacademy.org/math/algebra/introduction-to-algebra/overview_hist_alg/v/why-all-the-letters-in-algebra?utm_source=YT&utm_medium=Desc&utm_campaign=AlgebraI
Missed the previous lesson?
https://www.khanacademy.org/math/algebra/introduction-to-algebra/overview_hist_alg/v/the-beauty-of-algebra?utm_source=YT&utm_medium=Desc&utm_campaign=AlgebraIAlgebra I on Khan Academy: Algebra is the language through which we describe patterns. Think of it as a shorthand, of sorts. As opposed to having to do something over and over again, algebra gives you a simple way to express that repetitive process. It's also seen as a "gatekeeper" subject. Once you achieve an understanding of algebra, the higher-level math subjects become accessible to you. Without it, it's impossible to move forward. It's used by people with lots of different jobs, like carpentry, engineering, and fashion design. In these tutorials, we'll cover a lot of ground. Some of the topics include linear equations, linear inequalities, linear functions, systems of equations, factoring expressions, quadratic expressions, exponents, functions, and ratios.
About Khan Academy: Khan Academy is a nonprofit with a mission to provide a free, world-class education for anyone, anywhere. We believe learners of all ages should have unlimited access to free educational content they can master at their own pace. We use intelligent software, deep data analytics and intuitive user interfaces to help students and teachers around the world. Our resources cover preschool through early college education, including math, biology, chemistry, physics, economics, finance, history, grammar and more. We offer free personalized SAT test prep in partnership with the test developer, the College Board. Khan Academy has been translated into dozens of languages, and 100 million people use our platform worldwide every year. For more information, visit www.khanacademy.org, join us on Facebook or follow us on Twitter at @khanacademy. And remember, you can learn anything.
For free. For everyone. Forever. #YouCanLearnAnything
Subscribe to Khan Academy’s Algebra channel:
https://www.youtube.com/channel/UCYZrCV8PNENpJt36V0kd-4Q?sub_confirmation=1
Subscribe to Khan Academy: https://www.youtube.com/subscription_center?add_user=khanacademy - Video Language:
- English
- Team:
Khan Academy
- Duration:
- 11:22