-
ჩვენ უკვე გაგვაჩნია საჭირო ცოდნა,
-
რათა ნებისმიერი სახის გამრავლება
შევასრულოთ.
-
ასე რომ, ამ ვიდეოში უბრალოდ ბევრ მაგალითს
გავაკეთებ.
-
მოდით დავიწყოთ -- ყვითლით დავიწყებ
-
დავიწყოთ მაგალითით: 32 გამრავლებული 18-ზე
-
რვაჯერ ორი არის თექვსმეტი.
-
ამჯერად ზეპირად გავაკეთოთ,
-
რადგან ყოველთვის არ გაგვაჩნია საკმარისი
სივრცე სამუშაოდ.
-
ესე იგი, რვაჯერ ორი არის თექვსმეტი.
-
ერთიანი დავწეროთ აქ.
-
8 გავამრავლოთ 3-ზე არის 24.
-
24-ს პლუს 1 არის 25.
-
ესე იგი, 8 გავამრავლოთ 32-ზე არის 256.
-
ახლა უნდა გავამრავლოთ ეს ერთი,
რომელიც
-
რეალურად ათიანია, გავამრავლოთ 32-ზე.
-
-- ხაზს გავუსვამ სტაფილოსფერით --
-
1 გავამრავლოთ ორზე -- აქ ფრთხილად უნდა
ვიყოთ --
-
1 გავამრავლოთ 2-ზე არის 2.
-
შეიძლება იფიქროთ, მოდი აქ ორიანს დავწერ
-
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ათიანია.
-
ეს არის ათიანი, ასერომ აქ ნული უნდა
დავწეროთ, რათა დაგვამახსოვრდეს
-
ესე იგი, 10 გავამრავლოთ 2-ზე არის 20.
-
ან, 1 გავამრავლოთ 2-ზე არის 2,
-
მაგრამ 2-ს ვწერთ ათეულების თანრიგში და
ვიღებთ 20-ს.
-
ანუ 10 გავამრავლოთ 2-ზე არის 20.
-
მუშაობს.
-
შემდეგ, 1 გავამრავლოთ 3-ზე.
-
ფრთხილად უნდა ვიყოთ.
-
1 გავამრავლოთ 3-ზე უდრის 3-ს.
-
რადგან არაფერია დასამატებელი, ვიღებთ სამს.
-
და საბოლოოდ ვიღებთ, რომ 10 გამრავლებული
32-ზე არის 320.
-
ეს არის 10.
-
ათს პლუს რვა არის თვრამეტი.
-
ასერომ ახლა უბრალოდ ორ რიცხვს შევკრებთ.
-
ექვსს პლუს ნული არის ექვსი.
-
ხუთს პლუს ორი არის შვიდი.
-
ორს პლუს სამი არის ხუთი.
-
გავაგრძელოთ.
-
99 გავამრავლოთ 88-ზე.
-
ეს საკმაოდ დიდი რიცხვი გამოვა!
-
8 გავამრავლოთ 9-ზე არის 72.
-
დავწეროთ შვიდი აქ.
-
შემდეგ ისევ გვაქვს რვაჯერ ცხრა.
-
8 გავამრავლოთ 9-ზე არის 72,
მაგრამ აქ შვიდიც წერია,
-
72 პლუს 7 არის 79.
-
ეს უკვე ამოვწურეთ, ამიტომ წავშალოთ
-
იმისთვის, რომ მომდევნო ნაბიჯზე გაუგებრობა
არ გამოიწვიოს.
-
მომდევნო ნაბიჯზე, ამ 8-ს გავამრავლებთ
99-ზე.
-
სინამდვილეში, ეს 8 არის 80.
-
ამიტომ აქ დავწეროთ 0.
-
8 გავამრავლოთ 9-ზე არის 72.
-
დავწეროთ შვიდიანი
-
8 გავამრავლოთ 9-ზე არის 72.
-
დავუმატოთ 7 იქნება 79.
-
ორს პლუს ნული არის ორი.
-
-- ფერებს შევცვლი --
-
ცხრას პლუს ორი არის თერთმეტი.
-
გადავიტანოთ ერთი
-
ერთს პლუს შვიდი არის რვა.
-
რვას პლუს ცხრა არის ჩვიდმეტი.
-
გადავიტანოთ ერთი.
-
ერთს პლუს შვიდი არის რვა.
-
8712.
-
განვაგრძოთ.
-
53 გავამრავლოთ 78-ზე.
-
მგონი უკვე ეჩვევით გამრავლებას.
-
პირველ რიგში 8 გავამრავლოთ 53-ზე.
-
8 გავამრავლოთ 3-ზე არის 24.
-
დავწეროთ ორი აქ.
-
8 გავამრავლოთ 5-ზე არის 40.
-
40 პლუს 2 არის 42.
-
ახლა მივხედოთ შვიდიანს.
-
შვიდიანი, რომელიც სინამდვილეში სამოცდაათია
-
ანუ უნდა გვახსოვდეს რომ აქ ნული დავწეროთ.
-
შვიდი გავამრავლოთ სამზე -- ეს მოვიშოროთ
-
რომ არ დავიბნეთ --
-
7 გავამრავლოთ 3-ზე არის 21.
-
დავწეროთ ერთიანი აქ და ორიანი - აქ.
-
7 გავამრავლოთ 5-ზე არის 35.
-
მივუმატოთ 2 უდრის 37-ს.
-
უკვე შეგვიძლია შევკრიბოთ.
-
ოთხს პლუს ნული არის ოთხი.
-
ორს პლუს ერთი არის სამი.
-
ოთხს პლუს შვიდი არის თერთმეტი.
-
წავიღოთ ერთი
-
ერთს პლუს სამი არის ოთხი.
-
4134.
-
მოდით გავართულოთ.
-
ვთქვათ, 796 გავამრავლოთ 58-ზე.
-
პირველ რიგში, 8 გავამრავლოთ 796-ზე.
-
შევნიშნოთ, რომ უკვე სამნიშნა რიცხვს
ვამრავლებთ.
-
8 გავამრავლოთ 6-ზე არის 48
-
დავწეროთ ოთხი აქ.
-
8 გავამრავლოთ 9-ზე არის 72.
-
პლუს 4 არის 76.
-
8 გავამრავლოთ 7-ზე არის 56.
-
56 პლუს 7 არის 63.
-
-- დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოში სადმე შეცდომას დავუშვებ
-
და თქვენი მიზანია ეს შეცდომა აღმოაჩინოთ
თუ ეს ასე მოხდა --
-
კარგი, ახლა მზად ვართ
-
შეგვიძლია ესენი მოვიშოროთ
-
და გავამრავლოთ 5, რომელიც ათეულების
თანრიგზე არის
-
და სინამდვილეში არის 50.
-
გავამრავლოთ 5 ამაზე
-
რადგან ორმოცდაათია, აქ ნულს ვწერთ.
-
5 გავამრავლოთ 6-ზე არის 30.
-
დავწეროთ ნული აქ, აქ კი სამი.
-
5 გავამრავლოთ 9-ზე არის 45.
-
დავუმატოთ 3, არის 48.
-
5 გავამრავლოთ 7-ზე არის 35.
-
პლუს 4 არის 39.
-
ახლა მზად ვართ შევკრიბოთ.
-
რვას პლუს ნული არის რვა,
-
ექვსს პლუს ნული არის ექვსი,
-
სამი პლუს რვა არის თერთმეტი,
-
ერთს პლუს ექვსი არის შვიდი,
-
შვიდს პლუს ცხრა არის თექვსმეტი
-
და ერთს პლუს სამი არის ოთხი.
-
ესე იგი, 796 გამრავლებული 58-ზე არის 46 168.
-
ეს სწორი ჩანს,
-
რადგან 796 თითქმის 800 არის.
-
რაც თავისმხრივ თითქმის 1000-ია.
-
1000 რომ გაგვემრავლებინა 58-ზე, მივიღებდით
58 000-ს.
-
ჩვენ 58-ს 1000-ზე ოდნავ პატარა რიცხვზე
ვამრავლებთ,
-
შესაბამისად, ვიღებთ 58 000-ზე უფრო მცირე
რიცხვს.
-
ესე იგი, ჩვენი მიღებული პასუხი
როგორც მინიმუმ სწორი სიდიდისაა
-
გავაკეთოთ კიდევ ერთი მაგალითი.
-
კიდევ უფრო გავართულებ.
-
მოდით გამოვთვალოთ რას უდრის 523
გამრავლებული --
-
-- ამჯერად მეორე რიცხვიც სამნიშნა იყოს --
-
გამრავლებული 798-ზე.
-
ეს საკმაოდ დიდი რიცხვია!
-
თუმცა პროცესი ზუსტად იგივეა
-
და როცა მიეჩვევით ამ პროცესს,
-
შეგეძლებათ ნებისმიერი ზომის ორი რიცხვის
ერთმანეთზე გამრავლება,
-
დიდ რიცხვებზე მეტი დრო დაგჭირდებათ
-
და მექანიკური შეცდომის შანსებიც გაიზრდება
-
მაგრამ იდეა იგივეა.
-
დავიწყოთ 8-ის გამრავლებით 523-ზე.
-
8 გავამრავლოთ 3-ზე არის 24,
-
აქ დავწერთ 2-ს.
-
8 გამრავლებული 2-ზე არის 16,
-
16–ს პლუს 2 არის 18,
-
დავწეროთ 1 აქ.
-
8 გამრავლებული 5-ზე არის 40,
-
პლუს 1 არის 41.
-
ესე იგი, 8 გამრავლებული 523-ზე არის 4184.
-
დაგვრჩა 90-ზე და 700-ზე გამრავლება,
-
მოდით ჯერ 90-ზე გავამრავლოთ.
-
რადგან 90-ია, აქ ნული დავწეროთ.
-
ცხრა არაა, 90-ია.
-
ესენი კი წავშალოთ.
-
9 გავამრავლოთ 3-ზე არის 27,
-
9 გამრავლებული 2-ზე უდრის 18-ს.
-
18–ს პლუს 2 არის 20.
-
9 გამრავლებული 5-ზე არის 45.
-
45–ს პლუს 2 არის 47.
-
-- ასე სქლად არ მინდა დაწერა --
-
ორმოცდაშვიდი.
-
-- დავრწმუნდე რომ სწორია
-
გადავხედოთ რაც გავაკეთეთ --
-
9 გავამრავლოთ 3-ზე არის 27,
-
დავწერეთ 7 და 2 აქ მივაწერეთ,
-
9 გავამრავლოთ 2-ზე არის 18,
-
დავუმატეთ 2 და დავწერეთ 20,
-
0 დავწერეთ აქ, 2 კი ზემოთ.
-
9 გამრავლებული 5-ზე არის 45,
-
პლუს 2 არის 47.
-
უნდა შეამოწმოთ
-
რომ უბრალო შეცდომა არ დაგიშვიათ.
-
საბოლოოდ, გავამრავლეთ 7
-
რაც სინამდვილეში არის 700 გამრავლებული
523-ზე.
-
როცა 8-ზე ვამრავლებდით პირდაპირ
გავამრავლეთ,
-
90-ზე გამრავლებისას აქ 0 დავწერეთ,
-
ახლა როცა ისეთ რაღაცას ვამრავლებთ რაც
-
100-ებშია, აქ ორი ნულის დაწერა მოგვიწევს.
-
ასერომ გვაქვს შვიდი -- ეს წავშალოთ --
-
-- 7 გამრავლებული 3-ზე არის 21.
-
აქ დავწეროთ 1.
-
ორიანი აქ.
-
7 გამრავლებული 2-ზე არის 14,
-
14 პლუს ეს 2 არის 16.
-
ერთიანს ვწერთ ზემოთ.
-
7 გამრავლებული 5-ზე არის 35,
-
პლუს 1 არის 36.
-
ახლა კი მზად ვართ შევკრიბოთ.
-
-- იმედია შეცდომები არ დაგვიშვია --
-
ოთხს პლუს ნული პლუს ნული.
-
მარტივია, არის 4.
-
რვას პლუს შვიდი პლუს ნული
-
არის 15,
-
გადავიტანოთ 1.
-
ერთს პლუს ერთი პლუს ერთი არის სამი,
-
ოთხს პლუს შვიდი პლუს ექვსი
-
ეს რამდენია?
-
-- 4–ს პლუს 6 არის 10
-
-- ესე იგი, 17.
-
შემდეგ, ერთს პლუს ოთხი არის ხუთი,
-
ხუთს პლუს ექვსი არის თერთმეტი,
-
გადავიტანოთ ერთი
-
ერთს პლუს სამი არის ოთხი,
-
ესე იგი, 523 გამრავლებული 798-ზე
-
არის 417 354.
-
შეგვიძლია შევამოწმოთ დასარწმუნებლად
-
გადამწყვეტი მომენტია..
-
523 გამრავლებული 798
-
გადამწყვეტი მომენტი..
-
(იმედია ვიდეოს ხელახლა ჩაწერა არ მომიწევს)
-
პასუხი არის 417 354
-
ჩვენ კი ეს კალკულატორის გარეშე შევძელით,
-
რაც ძალიან მნიშვნელოვანია.