Return to Video

რატომ ვერ მიაღწევთ დიდებულ კარიერას

  • 0:02 - 0:06
    დღეს მინდა თქვენთან ერთად განვიხილო,
  • 0:06 - 0:09
    თუ რატომ ვერ მიაღწევთ დიდებულ კარიერას.
  • 0:09 - 0:10
    (სიცილი)
  • 0:10 - 0:12
    მე ეკონომისტი ვარ.
  • 0:13 - 0:14
    დეპრესიულ საქმეს ვაკეთებ.
  • 0:15 - 0:18
    საბოლოოდ, დროა დეპრესიული შენიშვნებისთვის.
  • 0:19 - 0:23
    მე მინდა მარტო მათ მივმართო,
    ვისაც დიდებული კარიერა სურს.
  • 0:23 - 0:27
    ვიცი, რომ ზოგ თქვენგანს გადაწყვეტილი აქვს
    ჰქონდეს კარგი კარიერა.
  • 0:27 - 0:28
    თქვენც მარცხს განიცდით.
  • 0:28 - 0:29
    (სიცილი)
  • 0:29 - 0:32
    ღმერთო ჩემო,
    ასე გამხიარულებთ წარუმატებლობა?
  • 0:32 - 0:33
    (სიცილი)
  • 0:33 - 0:35
    ნამდვილად კანადელების ჯგუფია.
  • 0:35 - 0:38
    (სიცილი)
  • 0:38 - 0:41
    ვინც ცდილობს, რომ ჰქონდეს
    კარგი კარიერა, მარცხს განიცდის.
  • 0:41 - 0:44
    იმიტომ რომ ნამდვილად კარგი
    სამუშაო ადგილები ქრება.
  • 0:44 - 0:48
    არის არაჩვეულებრივი სამუშაო ადგილები
    და კარიერები
  • 0:48 - 0:50

    და არის დიდი დატვირთვის,
  • 0:50 - 0:55
    დიდი სტრესის, სისხლისმსმელი, სულის
    გამანადგურებელი სამუშაო ადგილები
  • 0:55 - 0:57
    და ფაქტიურად არაფერი
    ამ ორ უკიდურესობას შორის.
  • 0:57 - 0:59
    ამიტომ, ვინც კარგ სამუშაო
    ადგილს ეძებს, მარცხს განიცდის.
  • 0:59 - 1:03
    მინდა ვისაუბრო მათზე, ვინც
    დიდებულ სამუშაო ადგილს და კარიერას ეძებს.
  • 1:03 - 1:05
    და იმაზე, თუ რატომ განიცდით მარცხს ამაში.
  • 1:06 - 1:12
    პირველი მიზეზია, რომ
    არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ გეუბნებიან:
  • 1:12 - 1:15
    "თუ გსურს დიდებული კარიერა,
    უნდა მიჰყვე ვნებას,
  • 1:15 - 1:18
    უნდა მიჰყვე შენს ოცნებებს, უნდა მიჰყვე
  • 1:18 - 1:21
    შენი ცხოვრების ყველაზე დიდ გატაცებას"
  • 1:21 - 1:25
    თქვენ ეს არაერთხელ გესმით
    და შემდეგ მაინც წყვეტთ ეს არ გააკეთოთ.
  • 1:25 - 1:28
    არ აქვს მნიშვნელობა,
    რამდენჯერ ჩამოტვირთავთ
  • 1:28 - 1:32
    სტივენ ჯეის სტენფორდის
    გამოსაშვებ მიმართვას
  • 1:32 - 1:35
    თქვენ უყურებთ მას და
    მაინც წყვეტთ არ გააკეთოთ ასე.
  • 1:35 - 1:38
    არ ვარ დარწმუნებული,
    რატომ აკეთებთ ასე.
  • 1:38 - 1:40
    გეზარებათ ამის გაკეთება.
    ძალიან ძნელია.
  • 1:40 - 1:43
    გეშინიათ რომ თუ დაფიქრდებით თქვენ ვნებაზე
    და ვერ იპოვით მას,
  • 1:43 - 1:46
    თავს იდიოტად იგრძნობთ
    და შემდეგ იწყებთ გამართლებების ძებნას,
  • 1:46 - 1:48
    თუ რატომ არ გინდათ ვნების პოვნა.
  • 1:48 - 1:50
    ეს არის გამართლებები,
    ქალბატონებო და ბატონებო.
  • 1:50 - 1:53
    ჩვენ წინაშე წარმოჩნდება,
    თქვენი კრეატიულობის მიერ
  • 1:53 - 1:57
    შექმნილი მთელი სია გამართლებებისა
    არ აკეთოთ ის, რისი გაკეთებაცაა საჭირო,
  • 1:57 - 1:59
    თუ გინდათ, რომ დიდებული კარიერა გქონდეთ.
  • 1:59 - 2:05
    მაგალითისთვის, თქვენი ერთ-ერთი
    დიდი გამართლება:
  • 2:06 - 2:10
    "უმეტესობისთვის დიდებული კარიერა,
  • 2:10 - 2:12
    არის მხოლოდ და მხოლოდ იღბალის საკითხი.
  • 2:12 - 2:15
    ამიტომ უბრალოდ დავეყუდები
    და შევეცდები ვიყო იღბლიანი
  • 2:15 - 2:17
    და თუ გამიმართლებს,
    მექნება დიდებული კარიერა.
  • 2:17 - 2:19
    თუ არა, მექნება კარგი კარიერა."
  • 2:19 - 2:23
    მაგრამ კარგი კარიერა შეუძლებელია,
    ასე რომ, ეს არ გამოვა.
  • 2:23 - 2:24
    შემდეგი გამართლება:
  • 2:24 - 2:29
    "კი, არის განსაკუთრებული ხალხი,
    რომელიც მისდევს თავის ვნებას,
  • 2:29 - 2:30
    მაგრამ ისინი გენიოსები არიან.
  • 2:30 - 2:32
    ისინი სტივენ ჯეიები არიან.
  • 2:32 - 2:33
    მე არ ვარ გენიოსი.
  • 2:33 - 2:36
    როცა ხუთი წლის ვიყავი,
    ვფიქრობდი, რომ გენიოსი ვიყავი,
  • 2:36 - 2:40
    მაგრამ, ჩემმა პროფესორებმა
    ეს აზრი დიდი ხნის წინ ამომიგდეს თავიდან"
  • 2:40 - 2:41
    (სიცილი)
  • 2:41 - 2:46
    "და ახლა ვიცი,
    რომ აბსოლუტურად კომპეტენტური ვარ.
  • 2:46 - 2:49
    ხომ გესმით, ახლა რომ 1950 წელი იყოს,
  • 2:49 - 2:52
    კომპეტენტურობა,
  • 2:52 - 2:54
    დიდებულ კარიერას განაპირობებდა.
  • 2:54 - 2:55
    მაგრამ, აბა გამოიცანით?
  • 2:55 - 2:59
    ახლა თითქმის 2012 წელია
    და იმის თქმა, რომ:
  • 2:59 - 3:02
    "მე ვარ აბსოლუტურად კომპეტენტური"
  • 3:02 - 3:06
    არის საკუთარი თავის
    სრულ უმნიშვნელობაში მხილება.
  • 3:06 - 3:08
    რა თქმა უნდა, შემდეგი გამართლება:
  • 3:08 - 3:12
    "ამას გავაკეთებდი, იმას გავაკეთებდი,
    მაგრამ, მაგრამ...
  • 3:12 - 3:16
    ბოლო-ბოლო მე ვიღაც
    უცნაური ტიპი ხომ არ ვარ.
  • 3:16 - 3:19
    ყველამ იცის, რომ ხალხი,
    რომელიც საკუთარ ვნებებს მისდევს
  • 3:19 - 3:20
    რაღაცნაირი აკვიატებულები არიან.
  • 3:20 - 3:22
    ცოტა უცნაურები.
  • 3:22 - 3:23
    ჰმ? ჰმ? კარგით?
  • 3:23 - 3:26
    ზუსტად იცით რა არის გამყოფი ხაზი
    შეშლილობასა და გენიოსობას შორის.
  • 3:27 - 3:31
    მე არ ვარ უცნაური.
    მე სტივენ ჯეი.-ს ბიოგრაფია წავიკითხე
  • 3:31 - 3:35
    ღმერთო ჩემო... მე არ ვარ ასეთი პიროვნება.
    მე კარგი ვარ.
  • 3:35 - 3:36
    მე ნორმალური ვარ.
  • 3:36 - 3:40
    მე კარგი, ნორმალური ადამიანი ვარ
    და კარგ, ნორმალურ ადამიანებს...
  • 3:41 - 3:43
    არ გააჩნიათ ვნება."
  • 3:43 - 3:44
    (სიცილი)
  • 3:44 - 3:46
    "მაგრამ, მე მაინც მინდა
    დიდებული კარიერა.
  • 3:46 - 3:48
    მე არ ვარ მზად მივყვე ჩემს ვნებებს,
  • 3:48 - 3:50
    ამიტომ, ვიცი რასაც გავაკეთებ,
  • 3:50 - 3:52
    რადგან მაქვს გადაწყვეტა.
  • 3:52 - 3:53
    მაქვს სტრატეგია.
  • 3:53 - 3:55
    ეს არის რაც დედიკომ და მამიკომ მითხრეს.
  • 3:55 - 3:59
    დედიკომ და მამიკომ მითხრეს,
    რომ თუ ბევრს ვიმუშავებ,
  • 3:59 - 4:00
    კარგი კარიერა მექნება.
  • 4:01 - 4:04
    ასე რომ, თუ მუშაობ ბევრს და
    გაქვს კარგი კარიერა,
  • 4:04 - 4:06
    თუ იმუშავებ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრს,
  • 4:06 - 4:07
    გექნება დიდებული კარიერა.
  • 4:07 - 4:09
    მათემატიკურად ასე არ არის?"
  • 4:09 - 4:11
    ჰმ... არა.
  • 4:11 - 4:13
    მაგრამ თქვენ შეძელით საკუთარი თავის
    ამაში დარწმუნება.
  • 4:13 - 4:16
    იცით რა? საიდუმლოს გაგიმხელთ:
  • 4:16 - 4:19
    გინდათ მუშაობა? ძალიან, ძალიან,
    ძალიან ბევრი მუშაობა?
  • 4:19 - 4:20
    იცით რა? ამას შეძლებთ.
  • 4:20 - 4:22
    მსოფლიო მოგცემთ ამის საშუალებას,
  • 4:22 - 4:26
    იმუშაოთ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი.
  • 4:26 - 4:29
    მაგრამ, დარწმუნებული ხართ,
  • 4:29 - 4:32
    რომ ეს მოგცემთ დიდებულ კარიერას,
  • 4:32 - 4:34
    მაშინ, როცა ყველაფერი
    საწინააღმდეგოზე მეტყველებს?
  • 4:34 - 4:40
    ამიტომ მოდით გადავიდეთ მათზე,
    ვინც ცდილობს იპოვოს თავისი ვნება.
  • 4:40 - 4:43
    თქვენ ხვდებით,
    რომ ეს ნამდვილად უნდა გააკეთოთ,
  • 4:43 - 4:44
    ყველა მიზეზის მიუხედავად.
  • 4:44 - 4:46
    თქვენ ცდილობთ იპოვოთ ვნება...
  • 4:48 - 4:49
    და თქვენ ძალიან ბედნიერი ხართ.
  • 4:50 - 4:52
    თქვენ იპოვეთ რაღაც, რაც გაინტერესებთ.
  • 4:52 - 4:54
    "მე მაქვს ინტერესი! მე მაქვს ინტერესი!"
  • 4:54 - 4:55
    მეუბნებით.
  • 4:55 - 4:58
    თქვენ ამბობთ: "მე მაქვს ინტერესი!"
    მე გპასუხობთ: "მშვენიერია!
  • 4:58 - 5:01
    და რას გულისხმობთ?"
  • 5:01 - 5:02
    "მე მაქვს ინტერესი"
  • 5:02 - 5:04
    მე გეკითხებით: "გაქვთ ვნება?"
  • 5:04 - 5:05
    "მაქვს ინტერესი" მპასუხობთ.
  • 5:06 - 5:08
    "რას ადარებთ თქვენს ინტერესს?"
  • 5:08 - 5:10
    "მე მაინტერესებს ეს"
  • 5:11 - 5:14
    "და რას იტყვით
    კაცობრიობის სხვა საქმიანობებზე?"
  • 5:14 - 5:16
    "ისინი არ მაინტერესებს"
  • 5:16 - 5:18
    "ყვლა საქმიანობა ნახეთ?"
  • 5:18 - 5:20
    "არა, ყველა არა"
  • 5:21 - 5:23
    ვნება არის უდიდესი სიყვარული.
  • 5:23 - 5:26
    ვენება არის რაღაც,
  • 5:26 - 5:31
    რაც თქვენს ნიჭს
    სრულად გამოვლენის საშუალებს მისცემს.
  • 5:31 - 5:33
    ვნება და ინტერესი
    არ არის ერთიდაიგივე.
  • 5:33 - 5:36
    მიხვალთ თქვენს გულის რჩეულთან
    და ეტყვით:
  • 5:36 - 5:39
    "გამომყევი ცოლად!
    შენ საინტერესო ხარ."
  • 5:39 - 5:42
    (სიცილი)
  • 5:42 - 5:44
    არ გამოვა.
  • 5:44 - 5:46
    არ გამოვა და მარტო მოკვდებით.
  • 5:46 - 5:47
    (სიცილი)
  • 5:47 - 5:49
    რაც გჭირდებათ,
  • 5:49 - 5:51
    რაც გჭირდებათ, რაც გჭირდებათ,
  • 5:51 - 5:52
    არის ვნება.
  • 5:53 - 5:54
    ის ინტერესზე მაღლა დგას.
  • 5:54 - 5:58
    გჭირდებათ 20 ინტერესი
    და შემდეგ ერთმა მათგანმა,
  • 5:58 - 6:00
    ერთმა მათგანმა შეიძლება გაგიტაცოთ,
  • 6:00 - 6:02
    ერთმა მათგანმა შეიძლება
    ყველაფერზე უფრო ჩაგითრიოთ
  • 6:02 - 6:05
    და მაშინ იპოვით უდიდეს სიყვარულს,
  • 6:05 - 6:09
    გაცილებით ძლიერს სხვებთან შედარებით,
    რომელიც გაინტერესებთ
  • 6:09 - 6:11
    და აი ეს არის ვნება.
  • 6:11 - 6:14
    მყავს მეგობარი, რომელმაც
    ცოლობა სთხოვა თავის შეყვარებულს.
  • 6:14 - 6:17
    ის ეკონომიკურად
    რაციონალური ადამიანი იყო.
  • 6:17 - 6:20
    თავის შეყვარებულს უთხრა,
    "დავქორწინდეთ.
  • 6:21 - 6:24
    გავაერთიანოთ ინტერესები."
  • 6:24 - 6:25
    (სიცილი)
  • 6:26 - 6:27
    კი, ასე ქნა.
  • 6:27 - 6:31
    "ნამდვილად მიყვარხარ", თქვა მან
    "ღრმაა ჩემი სიყვარული
  • 6:31 - 6:35
    მიყვარხარ ნებისმიერი ქალზე მეტად,
    რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ
  • 6:35 - 6:40
    მიყვარხარ მეტად, ვიდრე მერი, ჯეინი,
    სუზი, პენელოპე,
  • 6:40 - 6:42
    ინგრიდი, გერტრუდა, გრეტელი...
  • 6:42 - 6:44
    მაშინ გერმანიაში ვიყავი
    გაცვლითი პროგრამით.
  • 6:44 - 6:47
    მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე..."
  • 6:47 - 6:48
    კარგით.
  • 6:48 - 6:50
    ჩემი მეგობარი შუა სიყვარულის ახსნაში იყო,
  • 6:50 - 6:55
    როცა გოგო ოთახიდან გავიდა.
  • 6:56 - 7:00
    როცა ჩემი მეგობარი
    უარის გაოცებისგან გამოფხიზლდა,
  • 7:00 - 7:04
    დაასკვნა, რომ ბეწვზე გადარჩა
  • 7:04 - 7:07
    და კინაღამ ირაციონალური
    ადამიანი მოიყვანა ცოლად.
  • 7:08 - 7:11
    თუმცა, დაიმახსოვრა,
    რომ შემდეგი სიყვარულის ახსნისთვის
  • 7:11 - 7:13
    ალბათ საჭირო არ იყო
  • 7:13 - 7:18
    ყველა ქალის სახელის ჩამოთვლა,
    რომელსაც საცოლედ სინჯავდა.
  • 7:18 - 7:20
    (სიცილი)
  • 7:20 - 7:21
    მაგრამ აზრი გასაგებია.
  • 7:21 - 7:25
    უნდა სცადოთ სხვადასხვა ალტერნატივა,
    რათა იპოვოთ ბედი.
  • 7:25 - 7:28
    გეშინიათ სიტყვის "ბედი"?
  • 7:28 - 7:31
    სიტყვა "ბედი" გაშინებთ?
  • 7:31 - 7:32
    სწორედ ამაზე ვსაუბრობთ.
  • 7:32 - 7:35
    თუ არ მისცემთ თქვენს ნიჭს
    სრულად გამოვლენის საშუალებას
  • 7:35 - 7:38
    და დაკმაყოფილდებით "საინტერესოთი" -
    რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს,
  • 7:38 - 7:41
    იცით რა მოხდება თქვენი
    გრძელი ცხოვრების ბოლოს?
  • 7:41 - 7:45
    მეგობრები და ნათესავები
    შეიკრიბებიან სასაფლაოზე,
  • 7:45 - 7:48
    და თქვენი საფლავის ქვაზე ეწერება:
  • 7:48 - 7:50
    და თქვენი საფლავის ქვაზე ეწერება:
  • 7:50 - 7:54
    "აქ განისვენებს გამორჩეული ინჟინერი,
  • 7:54 - 7:56
    რომელმაც გამოიგონა ფხრიწიანი ლენტი."
  • 7:59 - 8:02
    მაგრამ რა უნდა ეწეროს საფლავის ქვაზე,
  • 8:02 - 8:05
    სხვა ცხოვრებით რომ გეცხოვრათ?
  • 8:05 - 8:10
    თქვენი ნიჭის სრულად
    გამოვლენის შემთხვევაში:
  • 8:10 - 8:14
    "აქ განისვენებს
    ნობელის ლაურეატი ფიზიკის დარგში,
  • 8:14 - 8:18
    რომელმაც ჩამოაყალიბა
    ველის საერთო თეორია
  • 8:18 - 8:21
    და დაამტკიცა სინათლის სიჩქარეზე
    უფრო სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა.
  • 8:22 - 8:24
    (სიცილი)
  • 8:24 - 8:26
    ფხრიწიანი ლენტი!
  • 8:26 - 8:27
    (სიცილი)
  • 8:29 - 8:31
    პირველი იყო დიდებული კარიერა.
  • 8:32 - 8:35
    მეორე - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები.
  • 8:36 - 8:38
    ზოგი თქვენგანი,
  • 8:38 - 8:41
    მიუხედავად ყველა მიზეზისა,
  • 8:41 - 8:43
    იპოვის თავის ვნებას.
  • 8:45 - 8:47
    და მაინც განიცდის მარცხს.
  • 8:48 - 8:51
    თქვენ განიცდით მარცხს...
  • 8:52 - 8:55
    რადგან არ გააკეთებთ ამას,
  • 8:55 - 8:59
    იმიტომ რომ
    მოიგონებთ ახალ გამართლებას.
  • 8:59 - 9:02
    ნებისმიერ გამართლებას, რომ არ იმოქმედოთ,
  • 9:02 - 9:07
    და ეს გამართლება ბევრჯერ მსმენია:
  • 9:07 - 9:13
    "კი, მე შემეძლო მივყოლოდი
    დიდებულ კარიერას,
  • 9:13 - 9:20
    მაგრამ მე ვაფასებ
    ადამიანურ ურთიერთობებს...
  • 9:20 - 9:21
    (სიცილი)
  • 9:21 - 9:23
    უფრო მეტად, ვიდრე მიღწევებს.
  • 9:23 - 9:26
    მინდა ვიყო დიდებული მეგობარი.
  • 9:26 - 9:28
    მინდა ვიყო დიდებული მეუღლე.
  • 9:28 - 9:30
    მინდა ვიყო დიდებული მშობელი,
  • 9:30 - 9:32
    და მე არ შევწირავ მათ
  • 9:32 - 9:35
    დიდი მიღწევების საკურთხეველს."
  • 9:37 - 9:38
    (სიცილი)
  • 9:38 - 9:39
    რა გნებავთ რომ ვთქვა?
  • 9:39 - 9:42
    მართლა გსურთ რომ გითხრათ
  • 9:42 - 9:45
    "მართლა, ვფიცავ, ბავშვებს არ ვცემ."
  • 9:45 - 9:47
    (სიცილი)
  • 9:47 - 9:50
    შეხედეთ თქვენს მიერ შექმნილ
    მსოფლმხედველობას.
  • 9:50 - 9:52
    თქვენ ყველა შემთხვევაში გმირი ხართ
  • 9:53 - 9:56
    და მე, უნდა მძულდეს ბავშვები,
    იმის გამო, რომ ძალიან დელიკატურად
  • 9:56 - 9:59
    გთავაზობთ გქონდეთ დიდებული კარიერა.
  • 9:59 - 10:01
    მე არ მძულს ბავშვები. არ ვცემ მათ.
  • 10:01 - 10:04
    კი, იყო ერთი ბავშვი,
    რომელიც ამ შენობაში შემხვდა
  • 10:04 - 10:07
    და არა, მე მისთვის არ დამირტყამს.
  • 10:07 - 10:08
    (სიცილი)
  • 10:08 - 10:11
    რა თქმა უნდა ვუთხარი,
    რომ შენობა მხოლოდ ზრდასრულებისთვისაა
  • 10:11 - 10:13
    და წავიდეს.
  • 10:13 - 10:15
    მან რაღაცა წაილუღლუღა დედამისზე
  • 10:15 - 10:19
    და მე ვუთხარი, რომ სავარაუდოდ
    შენობის გარეთ იპოვიდა მას.
  • 10:19 - 10:21
    ბოლოს რომ ვნახე,
    კიბეებზე იჯდა და ტიროდა.
  • 10:21 - 10:22
    (სიცილი)
  • 10:22 - 10:24
    მტირალა.
  • 10:24 - 10:25
    (სიცილი)
  • 10:25 - 10:27
    რას გულისხმობთ?
    განა ამას არ ელოდით ჩემგან?
  • 10:27 - 10:29
    მართლა ფიქრობთ, რომ ეს სწორია,
  • 10:29 - 10:36
    რომ შვილები ფარად გამოიყენოთ?
  • 10:36 - 10:38
    იცით, რა მოხდება ერთ დღეს?
  • 10:38 - 10:41
    თქვენ, იდეალურო მშობელო?
  • 10:42 - 10:45
    ერთ დღეს შვილი მოვა და გეტყვით
  • 10:45 - 10:48
    "მე ვიცი ვინ მინდა რომ გამოვიდე.
  • 10:48 - 10:50
    ვიცი როგორ მინდა ვიცხოვრო."
  • 10:50 - 10:51
    თქვენ ბედნიერი ხართ.
  • 10:51 - 10:53
    ეს ის საუბარია, რომელზეც მშობელი ოცნებობს,
  • 10:53 - 10:55
    თქვენი შვილი კარგია მათემატიკაში
  • 10:55 - 10:58
    და წინასწარ იცით,
    რომ რაც უნდა გითხრათ მოგეწონებათ
  • 10:58 - 10:59
    თქვენი შვილი გეუბნებათ,
  • 10:59 - 11:03
    "მე გადავწყვიტე ვიყო ილუზიონისტი.
  • 11:03 - 11:06
    მინდა საოცარი ტრიუკები შევასრულო სცენაზე."
  • 11:07 - 11:09
    (სიცილი)
  • 11:09 - 11:10
    და თქვენ რას პასუხობთ?
  • 11:11 - 11:14
    თქვენ ამბობთ, თქვენ ამბობთ,
  • 11:14 - 11:17
    "შვილო, ეს სარისკოა.
  • 11:17 - 11:20
    შეიძლება არ გამოგივიდეს.
    ამით ფულს ვერ იშოვი, შვილო.
  • 11:20 - 11:23
    არ ვიცი, შვილო.
    კიდევ უნდა დაფიქრდე ამაზე.
  • 11:23 - 11:25
    ასე კარგად გამოგდის მათემატიკა,
    რატომ არ..."
  • 11:25 - 11:26
    შვილი გაწყვეტინებთ და გეუბნებათ
  • 11:26 - 11:30
    "მაგრამ ეს ჩემი ოცნებაა.
    ამის კეთება ჩემი ოცნებაა."
  • 11:30 - 11:32
    და თქვენ რას ეუბნებით?
  • 11:32 - 11:34
    იცით რას ეუბნებით?
  • 11:34 - 11:37
    "მისმინე შვილო,
    ერთ დროს მეც მქონდა ოცნება, მაგრამ...
  • 11:39 - 11:40
    მაგრამ...
  • 11:40 - 11:43
    მაშ, როგორ დაამთავრებთ თქვენს წინადადებას?
  • 11:43 - 11:48
    "მეც მქონდა ოცნება, შვილო,
    მაგრამ შემეშინდა მას გავყოლოდი."
  • 11:49 - 11:51
    თუ, ამას ეტყვით:
  • 11:51 - 11:53
    "ერთ დროს ოცნება მქონდა, შვილო,
  • 11:55 - 11:57
    მაგრამ, მერე შენ გაჩნდი."
  • 11:57 - 11:59
    (სიცილი)
  • 11:59 - 12:02
    (აპლოდისმენტები)
  • 12:02 - 12:07
    მართლა გსურთ თქვენი ოჯახის გამოყენება?
  • 12:07 - 12:11
    მართლა გსურთ თქვენს მეუღლეს და შვილს,
  • 12:11 - 12:13
    თქვენს მეტუსაღეებად ხედავდეთ?
  • 12:15 - 12:18
    არის რაღაც,
    რაც შეიძლება გეპასუხათ თქვენი შვილისთვის,
  • 12:18 - 12:21
    როცა მან გითხრათ: "მე მაქვს ოცნება."
  • 12:22 - 12:24
    თქვენ შეგეძლოთ გეთქვათ...
  • 12:24 - 12:28
    ჩაგეხედათ თვალებში და გეთქვათ:
  • 12:28 - 12:30
    "კარგია! სცადე, შვილო!
  • 12:31 - 12:33
    ისევე, როგორც ოდესღაც მე ვცადე"
  • 12:35 - 12:37
    მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ ამის თქმას,
  • 12:37 - 12:39
    იმიტომ რომ არ გიცდიათ.
  • 12:39 - 12:40
    ასე რომ, ვერ ეტყვით.
  • 12:40 - 12:42
    (სიცილი)
  • 12:45 - 12:48
    ამიტომ, მშობლების ცოდვები
  • 12:48 - 12:50
    საწყალ შვილებზე გადადის.
  • 12:52 - 12:58
    რატომ ეძებთ თავშესაფარს
    ადამიანურ ურთიერთობებში
  • 12:58 - 13:04
    იმის გასამართლებლად, რომ არ ეძებოთ
    და არ მისდიოთ ვნებას?
  • 13:05 - 13:06
    თქვენ იცით რატომ.
  • 13:06 - 13:09
    გულის სიღრმეში, იცით რატომ
  • 13:09 - 13:11
    და მე ამას სრული სერიოზულობით ვამბობ.
  • 13:11 - 13:14
    იცით რატომ ხდებით თბილი და ფუმფულა
  • 13:14 - 13:17
    და ეხვევით ადამიანურ ურთიერთობებში.
  • 13:18 - 13:20
    იმიტომ რომ თქვენ ხართ...
  • 13:21 - 13:22
    იცით რაც ხართ.
  • 13:23 - 13:26
    თქვენ გეშინიათ მიჰყვეთ ვნებას.
  • 13:26 - 13:28
    გეშინიათ სასაცილოდ გამოიყურებოდეთ.
  • 13:28 - 13:30
    გეშინიათ სცადოთ.
  • 13:30 - 13:32
    გეშინიათ, რომ შეიძლება მარცხი განიცადოთ.
  • 13:35 - 13:41
    დიდებული მეგობარი,
    მეუღლე, მშობელი, კარიერა.
  • 13:42 - 13:45
    ერთი პაკეტი არ არის?
    ეს თქვენ არ ხართ?
  • 13:46 - 13:48
    როგორ შეიძლება ერთი იყოს, მეორის გარეშე?
  • 13:49 - 13:51
    მაგრამ, თქვენ გეშინიათ.
  • 13:52 - 13:57
    და ეს არის მიზეზი, რომ ვერ მიაღწევთ
    დიდებულ კარიერას.
  • 13:59 - 14:02
    თუ არ...
  • 14:02 - 14:07
    "თუ არ" ეს ძლიერი გამოსაფხიზლებელი ფრაზა.
  • 14:07 - 14:08
    "თუ არ."
  • 14:09 - 14:14
    მაგრამ "თუ არ" ასევე კავშირშია
  • 14:14 - 14:19
    სხვა, საშინელ ფრაზასთან:
  • 14:19 - 14:21
    "ნეტა გამეკეთებინა..."
  • 14:21 - 14:24
    "ნეტა გამეკეთებინა..."
  • 14:24 - 14:29
    თუ როდესმე გაგჩენიათ ეს აზრი,
    რომელიც დახტის თავში,
  • 14:29 - 14:32
    ეს ძალიან მტკივნეული იქნება.
  • 14:33 - 14:36
    ასე რომ, ეს არის ბევრი მიზეზი იმისა,
  • 14:36 - 14:38
    რომ თქვენ
  • 14:38 - 14:39
    ვერ მიაღწევთ დიდებულ კარიერას
  • 14:41 - 14:43
    თუ არ...
  • 14:47 - 14:48
    თუ არ...
  • 14:50 - 14:51

    მადლობა.
  • 14:51 - 14:54
    (აპლოდისმენტები)
Title:
რატომ ვერ მიაღწევთ დიდებულ კარიერას
Speaker:
ლარი სმითი
Description:

ამ სახალისო და ამავე დროს პირდაპირ გამოსვლაში, ლარი სმითი დაუნდობლად ააშკარავებს იმ აბსურდულ გამართლებებს, რომლებსაც იგონებენ ადამიანები, როცა ისინი ვერ ახერხებენ გაჰყვენენ საკუთარ ვნებებს.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
15:15

Georgian subtitles

Revisions Compare revisions