YouTube

Got a YouTube account?

Νέο: ενεργοποιείστε μεταφράσεις και λεζάντες που δημιουργήθηκαν από θεατές στο κανάλι σας στο YouTube!

Georgian υπότιτλους

← ოპტიკური ტელეგრაფების ისტორია (მონეტების ენა 5/9)

Πάρτε τον Κωδικό ενσωμάτωσης
11 Γλώσσες

Showing Revision 8 created 06/05/2015 by EduCare Alexander Gachechiladze.

  1. ცეცხლი არის ინფორმაციის გადაცემის ერთ-ერთი
    უძველესი მეთოდი

  2. შესაძლოა, ხალხმა მისი გამოყენება პირდაპირ
    ცეცხლის გამოყენების სწავლის შემდეგ დაიწყო
  3. მისი მეშვეობით ერთ ადამიანს შეუძლია
  4. მანძილზე მეორე ადამიანის "რწმენის
    მდგომარეობაზე" მოახდინოს გავლენა
  5. ცეცხლის ალის არსებობის ან არარსებობის
    გაცნობიერების უნარი
  6. საშუალებას გვაძლევს გადავერთოთ
    ორიდან ერთ-ერთი "რწმენის მდგომარეობაზე"
  7. ერთი განსხვავება, ორი მდგომარეობა
  8. თუ გადავხედავთ ისტორიას, ვნახავთ, რომ
    ეს მნიშვნელოვანი იყო სამხედრო ძალებისთვის
  9. რომლებიც ეფექტურ კომუნიკაციაზე იყვნენ
    დამყარებულნი
  10. დავიწყოთ ძველბერძნული მითით
    კადმოსის შესახებ
  11. ის იყო ფინიკიელი პრინცი, რომელმაც
    საბერძნეთს
  12. პირველმა გააცნო "ფონეტიკური" წერილები
  13. ბერძნულმა ანბანმა, რომელიც ფინიკიურ
    ასოებს ეფუძნება
  14. მსუბუქ, იაფ პაპირუსთან ერთად
  15. ხელი შეუწყო ძალაუფლების გადაცემას
  16. სამღვდელოებიდან სამხედრო კლასამდე
  17. ბერძნული სამხედრო ისტორია კი გვაწვდის
    მასალებს კომუნიკაციის განვითარების შესახებ
  18. რომელიც გამაფრთხილებელი ჩირაღდნების
    გამოყენებიდან მომდინარეობს
  19. პოლიბიუსი იყო ბერძენი ისტორიკოსი, რომელიც
    ჩვენს წელთაღრიცხვამდე 200 წელს დაიბადა
  20. მან დაწერა "ისტორიები", სადაც მოიპოვება
    ბევრი სამხილი
  21. იმდოინდელი კომუნიკაციის ტექნოლოგიების
    შესახებ
  22. ის წერს:
  23. "სწორ დროს მოქმედება ბევრი წამოწყების
    ბედ-იღბალს წყვეტს
  24. ამაში კი ყველაზე მეტად ცეცხლის ჩირაღდნები
    გვეხმარება"
  25. თუმცა მას მშვენივრად ესმოდა ჩირაღდნების
    შეზღუდვები
  26. ის წერს:
  27. "შესაძლებელია ისეთი გზავნილის გადმოცემა
    რომელიც გვეტყვის, რომ 'ფლოტი მოვიდა'
  28. თუმცა უფრო რთული სახის ინფორმაცია,
    მაგალითად მოქალაქეების ღალატი ან
  29. ქალაქში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა--
  30. მოვლენები, რომლებიც ხდება ხოლმე, თუმცა
    მათი განჭვრეტა რთულია
  31. ცეცხლის სიგნალით მსგავს ინფორმაციას
    ვერ გადასცემდი"
  32. ცეცხლის სიგნალი სასარგებლოა, როდესაც
    "გზავნილების სივრცე" მცირეა
  33. მაგალითად, "მტერი მოგვიახლოვდა" ან
    "არ მოგვიახლოვდა"
  34. თუმცა როდესაც გზავნილების სივრცე
  35. --ეს აღნიშნავს ყველა შესაძლო გზავნილის
    რაოდენობას--
  36. იზრდება, საჭირო ხდება უფრო მეტი
    განსხვავებულობის გადაცემა
  37. "ისტორიებში'' პოლიბიუსი მოგვითხრობს
    ტექნოლოგიაზე, რომელიც შექმნა
  38. ენეას ტაქტიკუსმა, ერთ-ერთმა ადრინდელმა
    მწერალმა ომის თემატიკაზე
  39. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში
  40. მისი ტექნოლოგიის აღწერა ასე
    გამოიყურება:
  41. "ვისაც სურს სწრაფად გადასცეს ერთმანეთს
    გადაუდებელი ამბები ცეცხლის გამოყენებით
  42. უნდა ჰქონდეთ ორი ერთნაირი ჯამი
    ზუსტად ერთნაირად განიერი და ერთნაირად ღრმა
  43. შუაში უნდა გადიოდეს თოკი, რომელიც
    დაყოფილია ტოლ ნაწილებად
  44. ყოველი ნაწილი უნდა იყოს კარგად გამოხატული
    და ბერძნული ასოთი აღნიშნული
  45. თითოეული ასო უნდა შეესაბამებოდეს
    ერთ-ერთ გზავნილს
  46. წინასწარ ცნობილი გზავნილებიდან, რომლებიც
    აღწერენ ომის დროს ხშირად მომხდარ მოვლენებს
  47. კავშირის დასამყარებლად ისინი ასე უნდა
    მოქცეულიყვნენ:
  48. თავიდან გამგზავნს უნდა აენთო ჩირაღდანი
    იმის სანიშნებლად, რომ გზავნილი ჰქონდა
  49. მიმღებს კი თავისი ჩირაღდანი უნდა აენთო
    იმის სათქმელად, რომ მისაღებად მზად იყო
  50. შემდეგ გამგზავნი ძირს დადებდა ჩირაღდანს
    და ორივე
  51. დაიწყებდა თავიანთი ჯამების დაცლას
    ტოლი დიამეტრის მქონე ხვრელით
  52. როდესაც სასურველ მოვლენა დადგებოდა
    გამგზავნი მაღლა აწევდა ჩირაღდანს
  53. ეს ნიშნავდა, რომ ორივეს უნდა შეეჩერებინა
    წყლის დინება
  54. ამით წყლის დონე ორივე ჯამში ზუსტად
    ერთნაირი იქნებოდა
  55. და ეს დონე ერთიდაიგივე ასოზე იქნებოდა
    გაჩერებული
  56. ეს მეთოდი იყენებდა განსხვავებას დროში
    რომ გადაეცა შეტყობინებები
  57. თუმცა მისი გამომხატველობითი შესაძლებლობა
    შეზღუდული იყო
  58. მისი სიჩქარის გამო
  59. პოლიბიუსი შემდეგ წერს უფრო ახალ მეთოდზე,
    რომელიც შექმნა დემოკრატუსმა
  60. შემდეგ ეს მეთოდი პოლიბიუსმა დახვეწა და
  61. მისი თქმით "ნებისმიერი სახის სასწრაფო
    შეტყობინების გადაცემა შეეძლო"
  62. ეს მეთოდი, რომელსაც "პოლიბიუსის კვადრატი"
    ეწოდება, ასე მუშაობს:
  63. ორი ადამიანიდან თითოეულს აქვს 10 ცალი
    ჩირაღდანი
  64. თითოეულთან ისინი დაყოფილია ორ ჯგუფად
    თითო ჯგუფში ხუთი ჩირაღდანი შედის
  65. დასაწყისისთვის, გამგზავნი მაღლა წევს
    ჩირაღდანს და მიმღების პასუხს ელის
  66. შემდეგ გამგზავნი ანთებს თითოეული ჯგუფიდან
    განსაზღვრული რაოდენობის ჩირაღდანს
  67. და მათ მაღლა წევს
  68. შემდეგ მიმღები ითვლის პირველ ჯგუფში
    ანთებული ჩირაღდნების რაოდენობას
  69. ეს რიცხვი განსაზღვრავს რიგის ნომერს
    ანბანის ცხრილში, რომელიც ორივეს გააჩნია
  70. მეორე ჯგუფის ჩირაღდნების რაოდენობა კი
    ამ ცხრილში სვეტის ნომერს განსაზღვრავს
  71. რიგის და სვეტის ნომრების გადაკვეთით
    მივიღებთ რომელიმე ასოს
  72. ამ მეთოდით ხდება ორი სიმბოლოს
    მიმოცვლა
  73. თითოეული ჩირაღდნების ჯგუფი არის სიმბოლო
  74. რომლებსაც შეუძლიათ ხუთი სხვადასხვა
    მნიშვნელობის მიღება
  75. ერთიდან ხუთ ჩირაღდნამდე
  76. ერთად, ეს სიმბოლოები ქმნიან ხუთჯერ ხუთ--
    25 სხვადასხვა მნიშვნელობას
  77. ეს გამრავლება ძალიან
    მნიშვნელოვანია ჩვენს ამბავში
  78. ის ახსნილია ქრისტეშობამდე მეექვსე საუკუნის
    ინდურ ტექსტში
  79. რომლის ავტორადაც მიჩნეულია სუშრუტა
  80. იქ წერია:
  81. "თუ გვაქვს ექვსი სხვადასხვა სანელებელი
  82. რამდენი სხვადასხვა გემოს მიღებაა
    შესაძლებელი?"
  83. ნარევის მიღების პროცესი შეგვიძლია
    ექვს შეკითხვად დავყოთ
  84. დაუმატებ თუ არა A-ს?
    კი ან არა
  85. დაუმატებ თუ არა B-ს?
    C-ს?
  86. D-ს? E-ს? ან F-ს?
  87. ეს ყველაფერი მრავლდება და ვიღებთ
    შესაძლო პასუხების თანმიმდევრობების ხეს
  88. ოჯერ ორჯერ ორჯერ ორჯერ ორჯერ ორი
    უდრის 64-ს
  89. ამიტომ შესძლებელია 64 სხვადასხვა
    პასუხთა თანმიმდევრობა
  90. თუ მოცემულია n რაოდენობის კი-ან-არა
    შეკითხვა
  91. მაშინ შესაძლო პასუხთა თანმიმდევრობების
    რაოდენობა იქნება ორი n ხარიხში-ს ტოლი
  92. 1605 წელს ფრენსის ბეკონმა ახსნა, თუ როგორ
    შეიძლებოდა ამ აზრის გამოყენება
  93. ანბანის ყველა ასოს გასაგზავნად
  94. მხოლოდ ერთადერთი განსხვავებულობის
    მეშვეობით
  95. ბეკონი წერდა:
  96. "ორი ასოს ჩასმით ხუთ სხვადასხვა ადგილას
    მივიღებთ 32 შესაძლო მნიშვნელობას
  97. ამის მეშვეობით ადამიანს შეუძლია მისი
    განზრახვების
  98. გადაცემა ნებისმიერ მანძილზე მხოლოდ იმ
    ნივთების გამოყენებით,
  99. რომლებსაც მხოლოდ ორი მნიშვნელობის
    გადაცემა შეუძლიათ"
  100. ეს მარტივი იდეა,ერთადერთი განსხვავებულობის
    გამოყენებით მთლიანი ანბანის გადაცემა
  101. გავრცელდა მე-17 საუკუნეში
  102. ტელესკოპის გამოგონების წყალობით
  103. ეს ხელსაწყო გამოიგონეს ლიპერშეიმ 1608 წელს
    და გალილეომ 1609 წელს
  104. რადგან ადამიანის თვალის გამადიდებელი ძალა
    უცბად 32-მაგი გახდა
  105. ერთადერთი განსხვავებულობის დაფიქსირება
    შესაძლებელი გახდა დიდი მანძილებიდან
  106. რობერტ ჰუკმა,რომელიც ლინზებით ადამიანის
    მხედველობის შესაძლებლობებს სწავლობდა
  107. დიდი ბიძგი მისცა პროგრესს, როდესაც
    1684 წელს თქვა:
  108. მცირე ვარჯიშის შემდეგ უკვე შესაძლებელია
    პარიზიდან ისეთი საგნის დანახვა
  109. რომელიც ლონდონში ერთი წუთის წინ
    გამოჩნდა
  110. ამას მოყვა გამოგონებათა მთელი ტალღა
  111. რომლებიც ცდილობდნენ განსხვავებულობების
    გადაცემას უფრო და უფრო დიდ მანძილებზე
  112. 1795 წლის ერთ-ერთი ტექნოლოგია
  113. იდეალურად გვიჩვენებს ერთადერთი
    განსხვავებულობის მეშვეობით
  114. ყველაფრის გადაცემის შესაძლებლობას
  115. ლორდ ჯორჯ მიურეის"რყევის ტელეგრაფი"
  116. იყო ბრიტანეთის პასუხი ნაპოლეონის
    მუქარებისადმი
  117. ის შედგებოდა ექვსი მბრუნავი ჩამკეტისგან
  118. და შეიძლებოდა ამ ჩამკეტების ან გახსნა, ან
    დაკეტვა
  119. თითოეულ ჩამკეტს შეგვიძლია შევხედოთ,
    როგორც ერთ განსხვავებულობას
  120. ექვსი ჩამკეტით გვაქვს ექვსი შეკითხვა -
    ღია ან დახურული
  121. ეს გვაძლევს ორი მეექვსე ხარიხსში--
    ანუ 64 განსხვავებულობებს
  122. ეს საკმარისია ყველა ასოსთვის და
    ციფრისთვის
  123. რყევის ტელეგრაფზე თითოეული დაკვირვება
  124. შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც ერთ-ერთი გზა
    გადაწყევტილების ხეზე
  125. ტელესკოპის მეშვეობით კი შესაძლებელი იყო
    შეტყობინებების დიდ მანძილზე გადაცემა
  126. თუმცა, ერთ-ერთმა დაკვირვებამ 1820 წელს
    მოგვცა რევოლუციური ტექნოლოგია
  127. რამაც სამუდამოდ შეცვალა შეტყობინებების
    გადაცემის მანძილი
  128. ამან დაბადა იდეები, რომლებმაც
    "ინფორმაციის ეპოქაში" გადაგვიყვანეს