Return to Video

როგორ ავიცილოთ ალცჰაიმერის დაავადება

  • 0:01 - 0:06
    აქ მყოფთაგან რამდენს გსურთ
    იცხოვროთ სულ მცირე 80 წელი?
  • 0:06 - 0:08
    ჰო.
  • 0:08 - 0:10
    ვფიქრობ, ყველას გვაქვს
    იმედის მომცემი მოლოდინი,
  • 0:10 - 0:12
    რომ ღრმა სიბერემდე ვიცხოვრებთ.
  • 0:13 - 0:15
    მოდით, მომავალში გადავინაცვლოთ,
  • 0:15 - 0:16
    მომავალ "თქვენთან"
  • 0:17 - 0:19
    და მოდით, წარმოვიდგინოთ,
    რომ ჩვენ ყველა 85 წლის ვართ.
  • 0:20 - 0:22
    ახლა კი, ყველამ ორ ადამიანს შეხედეთ.
  • 0:23 - 0:27
    ერთერთ თქვენგანს, სავარაუდოდ,
    ალცჰაიმერის დაავადება აქვს.
  • 0:27 - 0:31
    (სიცილი)
  • 0:31 - 0:32
    კარგით, კარგით.
  • 0:33 - 0:37
    და ალბათ ფიქრობთ,
    "ეს მე არ ვიქნები".
  • 0:37 - 0:41
    კარგი. მაშინ თქვენ მომვლელი ხართ.
  • 0:41 - 0:43
    ასე რომ --
  • 0:43 - 0:45
    (სიცილი)
  • 0:45 - 0:47
    ასე თუ ისე,
  • 0:47 - 0:50
    ეს საშინელი დაავადება სავარაუდოდ
    ყველა ჩვენგანს შეეხება.
  • 0:51 - 0:54
    ნაწილობრივ, ალცჰაიმერის შიში
    იქიდან გამომდინარეობს, რომ
  • 0:54 - 0:56
    ჩვენ მას ვერაფრით ვშველით.
  • 0:56 - 0:58
    მიუხედავად მრავალწლიანი კვლევებისა,
  • 0:58 - 1:03
    ჯერ კიდევ არ გვაქვს სამკურნალო საშუალება.
  • 1:03 - 1:06
    ასე რომ, თუ გაგვიმართლებს და
    საკმარისად დიდხანს ვიცოცხლებთ,
  • 1:06 - 1:09
    ალცჰაიმერი ჩვენი ტვინის ბედი იქნება.
  • 1:09 - 1:11
    თუმცა, იქნებ ამის შეცვლა შეიძლება.
  • 1:12 - 1:15
    რა მოხდება თუ გეტყვით, რომ
    ჩვენ შეგვიძლია ეს სტატისტიკა შევცვალოთ,
  • 1:15 - 1:18
    ჩვენი ტვინის ბედი შევცვალოთ,
  • 1:18 - 1:21
    მკურნალობაზე ან მედიცინის მიღწევებზე
    დაყრდნობის გარეშე?
  • 1:22 - 1:25
    დავიწყოთ იმით, რაც ამჟამად გვესმის
  • 1:25 - 1:27
    ალცჰაიმერის დაავადების
    ნეირომეცნიერების შესახებ.
  • 1:28 - 1:31
    ეს ორი ნეირონის კავშირის
    ამსახველი სურათია.
  • 1:31 - 1:34
    კავშირის წერტილს,
    წითელი წრით შემოსაზღვრულ სივრცეს
  • 1:34 - 1:36
    სინაფსი ეწოდება.
  • 1:36 - 1:39
    სინაფსი ნეიროტრანსმიტერებს გამოიმუშავებს.
  • 1:39 - 1:43
    სწორედ აქ ხდება სიგნალის გადაცემა
    და კომუნიკაციის დამყარება.
  • 1:43 - 1:48
    ეს ისაა, სადაც ჩვენ ვფიქრობთ,
    ვგრძნობთ, ვხედავთ, გვესმის, გვსურს...
  • 1:48 - 1:50
    და გვახსოვს.
  • 1:50 - 1:53
    და სინაფსი არის ადგილი,
    რომელსაც ალცჰაიმერი აზიანებს.
  • 1:53 - 1:55
    მოდით, მოვაახლოვოთ სინაფსი
  • 1:55 - 1:58
    და ვნახოთ, თუ რა ხდება.
  • 1:59 - 2:01
    ინფორმაციის გადაცემის პროცესში,
  • 2:01 - 2:05
    ნეიროტრანსმიტერების, მაგალითად
    გლუტამატის, გამოყოფის გარდა,
  • 2:05 - 2:10
    ნეირონები, ასევე, გამოყოფენ მცირე ზომის
    ბეტა ამილოიდურ პეპტიდებს.
  • 2:11 - 2:15
    ნორმაში, ბეტა ამილოიდი
    მეტაბოლიზდება მიკროგლიის,
  • 2:15 - 2:18
    ჩვენი ტვინის გამწმენდი
    უჯრედების მიერ.
  • 2:18 - 2:22
    მართალია, ალცჰაიმერის მოლეკულური
    მიზეზები კვლავ დისკუსიის საგანია,
  • 2:22 - 2:26
    მაგრამ ნეირომეცნიერთა უმეტესობა თვლის,
    რომ დაავადება იწყება
  • 2:26 - 2:28
    ბეტა ამილოიდის დაგროვებით.
  • 2:29 - 2:32
    მისი ჭარბი გამოყოფის ან არასაკმარისი
    რაოდენობით დაშლის შედეგად,
  • 2:32 - 2:35
    სინაფსი ბეტა ამილოიდით ივსება.
  • 2:35 - 2:37
    ამ დროს, მათი შეერთება იწვევს
  • 2:37 - 2:41
    წებოვანი ნაერთების,
    ამილოიდური ნადების წარმოქმნას.
  • 2:42 - 2:45
    რამდენი თქვენგანია 40 წლის? ან უფრო მეტის?
  • 2:45 - 2:48
    ახლა აღიარების გეშინიათ, მაგრამ
  • 2:48 - 2:50
    დაავადების ეს საწყისი ეტაპი,
  • 2:50 - 2:53
    დაგროვილი ამილოიდური ნადები,
  • 2:53 - 2:56
    შესაძლოა თქვენს ტვინშიც აღმოჩნდეს.
  • 2:56 - 3:00
    ამაში მხოლოდ ტომოგრაფიის საშუალებით
    შეგვიძლია დავრწმუნდეთ,
  • 3:00 - 3:04
    რადგან, ამჟამად, თქვენ ნეტარ
    უცოდინრობაში იმყოფებით.
  • 3:04 - 3:08
    თქვენ არ ავლენთ მეხსიერების, ენის ან
    კოგნიტური ფუნქციების დარღვევებს...
  • 3:08 - 3:09
    ჯერ.
  • 3:09 - 3:14
    ჩვენ ვფიქრობთ, რომ 15-20 წელი მაინც
    დასჭირდება, რომ ამილოიდის დაგროვებამ
  • 3:14 - 3:16
    გარდამტეხ წერტილს მიაღწიოს
  • 3:16 - 3:19
    და მოლეკულური კასკადი გამოიწვიოს,
  • 3:19 - 3:21
    რომელიც დაავადების სიმპტომებს გამოავლენს.
  • 3:22 - 3:24
    გარდამტეხი წერტილის მიღწევამდე,
  • 3:24 - 3:27
    თქვენ, შესაძლოა, ხარვეზები გქონდეთ
    მეხსიერებაში, როგორიცაა:
  • 3:27 - 3:30
    "რატომ შემოვედი ამ ოთახში?"
  • 3:30 - 3:32
    ან "ოჰ.. რა ერქვა მას?"
  • 3:32 - 3:35
    ან "სად დავდე გასაღები?"
  • 3:36 - 3:38
    სანამ ნერვიულობას დაიწყებდეთ, რადგან ვიცი,
  • 3:38 - 3:44
    თქვენგან ნახევარს გამოუცდია რომელიმე
    მათგანი ბოლო 24 საათის განმავლობაში --
  • 3:44 - 3:47
    გეტყვით, რომ ასეთი დეტალების
    დავიწყება ნორმალურია.
  • 3:47 - 3:49
    მე ვიტყოდი, რომ ეს მაგალითები
  • 3:49 - 3:51
    არც კი უკავშირდება თქვენს მეხსიერებას,
  • 3:51 - 3:54
    რადგან თქვენ თავიდანვე
    არ მიაქციეთ ყურადღება,
  • 3:54 - 3:55
    თუ სად დადეთ გასაღები.
  • 3:55 - 3:57
    გარდამტეხი წერტილის მიღწევის შემდეგ,
  • 3:57 - 4:01
    ჩავარდნები მეხსიერებაში, ენასა და
    შემეცნებაში განსხვავებულია.
  • 4:01 - 4:04
    გასაღების ქურთუკის ჯიბეში
  • 4:04 - 4:06
    ან კართან მაგიდაზე პოვნის ნაცვლად,
  • 4:06 - 4:08
    შეიძლება მაცივარში იპოვოთ,
  • 4:08 - 4:10
    ან იპოვოთ და დაფიქრდეთ
  • 4:10 - 4:12
    "ეს რისთვისაა?"
  • 4:13 - 4:18
    მაშ, რა ხდება, როდესაც ამილოიდური ნადები
    გარდამტეხ წერტილს აღწევს?
  • 4:18 - 4:21
    ჩვენი მიკროგლიალური გამწმენდი
    უჯრედი ჰიპერაქტიური ხდება,
  • 4:21 - 4:26
    გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც
    ანთებას და უჯრედების დაზიანებას იწვევენ.
  • 4:26 - 4:28
    ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი შესაძლოა იწყებენ
  • 4:28 - 4:30
    სინაფსების წაშლას.
  • 4:30 - 4:35
    ნეირონის საკვანძო სატრანსპორტო ცილა "ტაუ"
    ჰიპერფოსფორილდება,
  • 4:35 - 4:37
    გროვდება და წარმოქმნის "კვანძებს",
  • 4:37 - 4:41
    რომლებიც ნეირონებს შიგნიდან ახშობენ.
  • 4:41 - 4:44
    ალცჰაიმერის შუა სტადიისთვის ვაწყდებით
    ძლიერი ანთებას და კვანძებს,
  • 4:44 - 4:46
    დაძაბულ ომს სინაფსზე
  • 4:46 - 4:48
    და უჯრედების სიკვდილს.
  • 4:48 - 4:51
    ვთქვათ, მეცნიერი ხართ, რომელიც
    ამ დაავადების განკურნებას ცდილობს,
  • 4:51 - 4:54
    რა დონეზე გირჩევნიათ ჩარევა?
  • 4:55 - 4:59
    ბევრი მეცნიერი ემხრობა ყველაზე
    მარტივ გამოსავალს:
  • 4:59 - 5:03
    ნადების მიერ გარდამტეხი წერტილის
    მიღწევის პრევენციას,
  • 5:03 - 5:07
    ეს ნიშნავს, რომ კვლევები
    მიმართულია ისეთი ნაერთის შექმნისკენ,
  • 5:07 - 5:12
    რომელიც თავიდან აგვარიდებს ან შეამცირებს
    ამილოიდური ნადების დაგროვებას.
  • 5:13 - 5:18
    ასე რომ, დიდი ალბათობით,
    ალცჰაიმერის წამალი პრევენციული იქნება.
  • 5:18 - 5:22
    ჩვენ ეს წამალი გარდამტეხი წერტილის
    მიღწევამდე უნდა მივიღოთ,
  • 5:22 - 5:24
    მოლეკულური კასკადის დაწყებამდე,
  • 5:24 - 5:27
    სანამ გასაღები მაცივარში დაგვრჩება.
  • 5:27 - 5:31
    ვფიქრობთ, რომ დღევანდელი
    წამლების კლინიკური ცდების
  • 5:31 - 5:32
    წარუმატებლობის მიზეზია
  • 5:32 - 5:35
    არა ის, რომ მეცნიერება იყო მცდარი,
  • 5:35 - 5:39
    არამედ ის, რომ ამ ცდებში მონაწილე
    ადამიანები უკვე სიმპტომატურები იყვნენ.
  • 5:39 - 5:41
    გვიანი იყო.
  • 5:41 - 5:44
    იფიქრეთ ამილოიდურ ნადებზე, როგორც
    ანთებულ ასანთზე.
  • 5:44 - 5:47
    გარდამტეხ წერტილში ასანთი
    ტყეს ცეცხლს უკიდებს.
  • 5:48 - 5:50
    როგორც კი ტყე ალშია,
  • 5:50 - 5:52
    აზრი აღარ აქვს ასანთის ჩაქრობას.
  • 5:52 - 5:56
    ასანთი იქამდე უნდა ჩააქრო,
    ვიდრე ტყეს ცეცხლი წაეკიდება.
  • 5:56 - 5:58
    მეცნიერების მიერ ამის გარკვევის გარეშეც,
  • 5:58 - 6:01
    ეს ინფორმაცია სასარგებლოა ჩვენთვის,
  • 6:01 - 6:05
    რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრების
    წესი გავლენას ახდენს
  • 6:05 - 6:06
    ამილოიდური ნადების დაგროვებაზე.
  • 6:06 - 6:08
    ანუ ჩვენ შეგვიძლია, რამე მოვიმოქმედოთ
  • 6:08 - 6:11
    იმისთვის, რომ გარდამტეხ
    წერტილს არ მივაღწიოთ.
  • 6:11 - 6:15
    მოდით, წარმოვიდგინოთ ალცჰაიმერის
    განვითარების რისკები სასწორზე.
  • 6:15 - 6:17
    ერთ ხელზე დავალაგოთ რისკფაქტორები,
  • 6:17 - 6:20
    და როდესაც ხელი იატაკს შეეხება,
    თქვენ სიმპტომები დაგეწყებათ
  • 6:20 - 6:22
    და ალცჰაიმერის დიაგნოზი დაგესმებათ.
  • 6:22 - 6:25
    მოდით წარმოვიდგინოთ, რომ 50 წლის ხართ.
  • 6:25 - 6:27
    თქვენ ახალგამჩეკილი წიწილა აღარ ხართ,
  • 6:27 - 6:30
    ასაკთან ერთად თქვენ
    ამილოიდური ნადებიც დააგროვეთ.
  • 6:30 - 6:32
    თქვენმა სასწორმა ცოტა დაიწია.
  • 6:32 - 6:34
    ახლა, მოდით, თქვენს დნმ-ს შევხედოთ.
  • 6:35 - 6:38
    ჩვენ ყველამ მივიღეთ გენები
    დედ-მამისგან.
  • 6:38 - 6:42
    ზოგი გენი ჩვენს რისკს გაზრდის,
    ზოგი კი შეამცირებს.
  • 6:42 - 6:44
    თუ თქვენ ელისს გავხართ
    "ჯერ კიდევ ელისიდან",
  • 6:44 - 6:49
    მაშინ იშვიათი გენეტიკური მუტაცია გაქვთ,
    რომელიც ბეტა ამილოიდის რაოდენობას ზრდის,
  • 6:49 - 6:53
    მხოლოდ ამასაც კი შეუძლია თქვენი
    სასწორის მიწამდე დაწევა.
  • 6:53 - 6:57
    მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში გენები მხოლოდ
    უმნიშვნელოდ ცვლიან რისკებს.
  • 6:57 - 7:02
    მაგალითად, APOE4 გენი
    ამილოიდის რაოდენობას ზრდის,
  • 7:02 - 7:05
    მაგრამ, APOE4 გენის ორივე მშობლისგან
    მიღების შემთხვევაშიც კი,
  • 7:05 - 7:07
    შეიძლება ალცჰაიმერის დაავადებით
    არ დაავადდეთ
  • 7:07 - 7:09
    რაც ნიშნავს, რომ უმრავლესობისთვის
  • 7:09 - 7:13
    მხოლოდ დნმ არ განსაზღვრავს,
    დაგვემართება თუ არა ალცჰაიმერი.
  • 7:14 - 7:15
    მაშ რა განსაზღვრავს?
  • 7:15 - 7:19
    ჩვენ ვერ შევცვლით იმ ფაქტს, რომ ვბერდებით,
    ან ჩვენს გენებს, რომელიც გვერგო.
  • 7:19 - 7:22
    ჯერჯერობით ჩვენი ტვინის ბედი
    არ შეგვიცვლია.
  • 7:23 - 7:25
    ძილზე რას იტყოდით?
  • 7:25 - 7:29
    ნელი ძილის დროს ჩვენი გლიალური უჯრედები
    ცერებროსპინალური სითხის საშუალებით
  • 7:29 - 7:31
    ასუფთავებენ ტვინს
  • 7:31 - 7:34
    სიფხიზლის დროს სინაფსებში დაგროვებული
  • 7:34 - 7:36
    მეტაბოლური ნარჩენებისგან.
  • 7:36 - 7:39
    ღრმა ძილი თავისებური
    წმენდაა ტვინისთვის.
  • 7:40 - 7:43
    მაგრამ რა მოხდება, თუ ძილს შეამცირებთ?
  • 7:43 - 7:45
    ბევრ მეცნიერს სჯერა,
  • 7:45 - 7:49
    რომ არასრულფასოვანი ძილი შესაძლებელია
    ალცჰაიმერის წინამორბედი იყოს.
  • 7:50 - 7:55
    ერთი ღამით უძილობამაც კი შეიძლება
    ამილოიდის რაოდენობის მომატება გამოიწვიოს.
  • 7:55 - 7:59
    ხოლო ამილოიდის დაგროვება
    ძილის დარღვევას იწვევს,
  • 7:59 - 8:01
    რაც, თავის მხრივ, იწვევს
    მეტი ამილოიდის დაგროვებას.
  • 8:01 - 8:04
    ასე რომ, წრეზე ვტრიალებთ,
  • 8:04 - 8:07
    რომელიც ჩვენი სასწორის დაწევას დააჩქარებს.
  • 8:07 - 8:09
    კიდევ რა?
  • 8:09 - 8:11
    გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობა.
  • 8:11 - 8:15
    მაღალი წნევა, დიაბეტი, სიმსუქნე,
    თამბაქო, მაღალი ქოლესტერინი,
  • 8:15 - 8:19
    ცნობილია, რომ ეს ყველაფერი
    ალცჰაიმერის დაავადების რისკს ზრდის.
  • 8:19 - 8:21
    აუტოფსიურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ
  • 8:21 - 8:24
    ალცჰაიმერის დაავადების მქონე
    პაციენტთა 80%-ს
  • 8:24 - 8:26
    ასევე გულსისხლძარღვთა
    სისტემის დაავადებები აქვს.
  • 8:26 - 8:31
    ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ აერობიკამ
    ბეტა ამილოიდის რაოდენობა შეამცირა
  • 8:31 - 8:33
    ცდისპირ ცხოველებში.
  • 8:34 - 8:37
    ასე რომ, ჯანმრთელ გულს, ხმელთაშუა ზღვის
    ცხოვრების წესსა და დიეტას
  • 8:37 - 8:40
    შეუძლია სასწორის დაწევა შეაჩეროს.
  • 8:41 - 8:43
    შესაბამისად, ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ
  • 8:43 - 8:45
    ალცჰაიმერის პრევენციის
    ან გადავადებისთვის.
  • 8:45 - 8:48
    მაგრამ, ვთქვათ, არცერთი
    მათგანი არ გააკეთეთ.
  • 8:48 - 8:51
    ვთქვათ, 65 წლის ხართ,
  • 8:51 - 8:54
    ალცჰაიმერიანი ოჯახის წევრი გყავთ და
    ერთი ან ორი გენი მაინც გერგოთ,
  • 8:54 - 8:56
    რომელიც ოდნავ ხრის თქვენს სასწორს;
  • 8:56 - 8:59
    წლების განმავლობაში თავს იტვირთავდით,
  • 8:59 - 9:01
    გიყვართ ბეკონი;
  • 9:01 - 9:03
    და არ დარბიხართ,
    თუ ვინმე არ მოგსდევთ.
  • 9:03 - 9:04
    (სიცილი)
  • 9:04 - 9:08
    წარმოვიდგინოთ, რომ ამილოიდის ნალექებმა
    მიაღწიეს გარდამტეხ წერტილს.
  • 9:08 - 9:10
    თქვენი სასწორის ეს მხარე
    იატაკზე დაენარცხა.
  • 9:10 - 9:12
    კასკადი დაიწყო
  • 9:12 - 9:13
    და ტყეს ცეცხლი წაეკიდა,
  • 9:13 - 9:17
    რამაც გამოიწვია ანთება, კვანძების გაჩენა,
    და უჯრედების სიკვდილი.
  • 9:17 - 9:20
    თქვენ ალცჰაიემრის სიმპტომები უნდა გქონდეთ.
  • 9:20 - 9:23
    თქვენ უნდა გიჭირდეთ სიტყვების
    და გასაღების პოვნა,
  • 9:23 - 9:26
    და იმის გახსენება, თუ რა ვთქვი
    ამ საუბრის დასაწყისში.
  • 9:27 - 9:29
    მაგრამ შესაძლებელია ეს ასე არ იყოს.
  • 9:29 - 9:32
    კიდევ არის ერთი რამ
    რისი გაკეთებაც შეგიძლიათ
  • 9:32 - 9:34
    ალცჰაიმერის სიმპტომებისგან
    თავის დასაცავად,
  • 9:34 - 9:39
    მაშინაც, თუ კი თქვენს ტვინში ალცჰაიმერის
    პათოლოგიური პროცესებია გაჩაღებული,
  • 9:39 - 9:43
    ეს არის ნეიროპლასტიურობისა და
    კოგნიტური მარაგის შექმნა.
  • 9:43 - 9:46
    გახსოვდეთ, ალცჰაიმერის დაავადების
    სიმპტომები საბოლოოდ
  • 9:46 - 9:49
    სინაფსების დაკარგვის შედეგად ვლინდება.
  • 9:49 - 9:53
    ტვინში არის ასეულ ტრილიონ
    სინაფსზე მეტი,
  • 9:53 - 9:55
    რაც მშვენიერია - ბევრი სამუშაო
    მასალა გვაქვს.
  • 9:55 - 9:57
    და ეს არ არის სტატიკური რიცხვი.
  • 9:57 - 10:00
    სინაფსები მუდამ წარმოიქმნებიან და ქრებიან,
  • 10:00 - 10:02
    და ამ პროცესს ნეიროპლასტიურობა ჰქვია.
  • 10:02 - 10:04
    ყოველთვის, როდესაც ახალ რამეს ვსწავლობთ,
  • 10:05 - 10:09
    ჩვენ ვქმნით და ვაძლიერებთ ახალ
    ნეირონულ კავშირებს,
  • 10:09 - 10:10
    ახალ სინაფსებს.
  • 10:11 - 10:13
    ერთერთ კვლევაში
  • 10:13 - 10:17
    678, კვლევის დასაწყისისთვის 75 წელს
    გადაცილებულ, მონაზონს აკვირდებოდნენ
  • 10:18 - 10:20
    ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.
  • 10:20 - 10:23
    მათ რეგულარულად უტარდებოდათ ფიზიკური
    შემოწმებები და კოგნიტური ტესტები
  • 10:23 - 10:27
    და გარდაცვალების შემდეგ, მათ
    აუტოფსია ჩაუტარდათ, ტვინის შესასწავლად.
  • 10:27 - 10:32
    ზოგიერთი მათგანის ტვინში მეცნიერებმა
    რაღაც გასაკვირი აღმოაჩინეს.
  • 10:32 - 10:36
    მიუხედავად ნადების, კვანძებისა და
    ტვინის ქსოვილის შეჭმუხვნისა,
  • 10:36 - 10:39
    რაც უდავოდ ალცჰაიმერის დაავადება
    უნდა ყოფილიყო --
  • 10:39 - 10:42
    მონაზვნებს სიცოცხლეში
  • 10:42 - 10:46
    დაავადების ნიშნები არ ჰქონდათ.
  • 10:46 - 10:48
    ეს როგორ არის შესაძლებელი?
  • 10:48 - 10:52
    ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მონაზვნებს
    დიდი კოგნიტური მარაგი ჰქონდათ,
  • 10:52 - 10:56
    სხვანაირად რომ ვთქვათ, მათ
    მეტი ფუნქციონირებადი სინაფსი ჰქონდათ.
  • 10:56 - 10:59
    ადამიანებს, რომლებსაც რამდენიმე
    წლიანი განათლება აქვთ,
  • 10:59 - 11:01
    რომლებიც უფრო ნაკითხები არიან,
  • 11:01 - 11:05
    ხშირად მონაწილეობენ
    გონებრივ სავარჯიშოებში,
  • 11:05 - 11:07
    მეტი კოგნიტური მარაგი აქვთ.
  • 11:07 - 11:11
    მათი ნეირონული კავშირები
    ჭარბი და მრავალხრივია.
  • 11:11 - 11:14
    ამიტომ, მათ სინაფსების დამაზიანებელი
    დაავადება რომც ჰქონდეთ,
  • 11:14 - 11:16
    როგორიც ალცჰაიმერია,
  • 11:16 - 11:19
    სარეზერვო კავშირების წყალობით,
  • 11:19 - 11:22
    დანაკარგი შეუმჩნეველი დარჩება.
  • 11:23 - 11:25
    მოდით, მარტივი მაგალითი განვიხილოთ.
  • 11:25 - 11:28
    ვთქვათ, მხოლოდ ერთი ფაქტი იცით რამეზე,
  • 11:28 - 11:30
    ვთქვათ, ჩემზე.
  • 11:30 - 11:32
    იცით, რომ ლიზა ჯენოვამ დაწერა
    "ჯერ კიდევ ელისი",
  • 11:32 - 11:34
    და სხვა არაფერი იცით ჩემს შესახებ.
  • 11:34 - 11:37
    თქვენ მხოლოდ ეს ერთი
    ნეირონული კავშირი გაქვთ,
  • 11:37 - 11:39
    ეს ერთადერთი სინაფსი.
  • 11:39 - 11:41
    ახლა წარმოიდგინეთ, რომ ალცჰაიმერი გაქვთ.
  • 11:41 - 11:43
    გაქვთ ნადები, კვანძები, ანთება
  • 11:43 - 11:46
    და მიკროგლია ანადგურებს ამ სინაფსს.
  • 11:47 - 11:51
    თუ კი ვინმე გკითხავთ
    "ჯერ კიდევ ელისი" ვინ დაწერა
  • 11:51 - 11:52
    ვერ გაიხსენებთ,
  • 11:52 - 11:55
    რადგან ეს სინაფსი ან
    დაზიანებულია, ან გაქრა.
  • 11:55 - 11:57
    თქვენ სამუდამოდ დაგავიწყდით.
  • 11:58 - 12:00
    მაგრამ ჩემზე რომ მეტი რამ გცოდნოდათ?
  • 12:00 - 12:02
    ვთქვათ ოთხი ფაქტი იცით ჩემს შესახებ.
  • 12:03 - 12:04
    ახლა წარმოიდგინეთ, რომ ალცჰაიმერი გაქვთ,
  • 12:04 - 12:07
    და ამ ოთხთაგან სამი სინაფსი
    დაზიანდა ან განადგურდა.
  • 12:08 - 12:11
    თქვენ კიდევ გაქვთ შემოვლითი გზა.
  • 12:11 - 12:13
    ჯერ კიდევ შეგიძლიათ გაიხსენოთ ჩემი სახელი.
  • 12:13 - 12:17
    ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მდგრადები
    ალცჰაიმერის პათოლოგიის მიმართ
  • 12:17 - 12:20
    დაუზიანებელი გზების
    გამოყენების საშუალებით.
  • 12:20 - 12:24
    ჩვენ ვქმნით ამ ახალ გზებს,
    ამ კოგნიტურ მარაგს
  • 12:24 - 12:26
    ახალი რამის სწავლით.
  • 12:26 - 12:31
    უმჯობესია, ეს სიახლე
    მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს,
  • 12:31 - 12:36
    ჩართოს მხედველობა, სმენა,
    ასოციაციები და ემოცია.
  • 12:36 - 12:40
    ამიტომ ეს კროსვორდის
    შევსებას არ გულისხმობს.
  • 12:40 - 12:44
    თქვენ უკვე ნასწავლის
    გახსენება კი არ გინდათ,
  • 12:44 - 12:46
    ეს ძველ, ნაცნობ ქუჩებში სიარულს გავს,
  • 12:47 - 12:50
    ნაცნობ სამეზობლოში სეირნობას.
  • 12:50 - 12:53
    არამედ თქვენ ახალი
    ნეირონული გზების დაგება გინდათ.
  • 12:53 - 12:56
    ალცჰაიმერისადმი რეზისტენტული
    ტვინის ჩამოყალიბება ნიშნავს
  • 12:56 - 12:58
    იტალიურის სწავლას,
  • 12:58 - 12:59
    ახალი მეგობრების გაცნობას,
  • 12:59 - 13:00
    წიგნის წაკითხვას,
  • 13:00 - 13:03
    ან კარგი TED Talk-ის მოსმენას.
  • 13:03 - 13:09
    და თუკი, ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ
    ალცჰაიმერის დიაგნოზი დაგისვეს,
  • 13:09 - 13:12
    გაგიზიარებთ სამ რჩევას,
    რაც ბებიისგან ვისწავლე
  • 13:12 - 13:16
    და ათობით სხვა ადამიანისგან, რომლებიც
    ამ დაავადებით ცხოვრობენ.
  • 13:16 - 13:19
    ეს დიაგნოზი არ ნიშნავს,
    რომ ხვალ მოკვდებით.
  • 13:19 - 13:21
    ცხოვრება გააგრძელეთ.
  • 13:21 - 13:23
    თქვენ არ დაკარგავთ ემოციურ მეხსიერებას.
  • 13:23 - 13:27
    ისევ შეძლებთ სიყვარულისა და
    სიხარულის განცდას.
  • 13:27 - 13:30
    შეიძლება არ გაგახსენდეთ რა თქვით
    ხუთი წუთის წინ,
  • 13:30 - 13:32
    მაგრამ გაგახსენდებათ,
    თუ რა იგრძენით ამ დროს.
  • 13:33 - 13:36
    და თქვენ მეტი ხართ,
    ვიდრე თქვენი მეხსიერება.
  • 13:36 - 13:38
    გმადლობთ.
  • 13:38 - 13:42
    (აპლოდისმენტები)
Title:
როგორ ავიცილოთ ალცჰაიმერის დაავადება
Speaker:
ლიზა ჯენოვა
Description:

"არ არის აუცილებელი, რომ ალცჰაიმერი თქვენი ტვინის ბედი იყოს" - ამბობს ნეირომეცნიერი და "ჯერ კიდევ ელისის" ავტორი, ლიზა ჯენოვა. ის გვიზიარებს უახლეს კვლევებს ამ დაავადების შესახებ და რამდენიმე დამაიმედებელ აღმოჩენას, რომელთა მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია ალცჰაიმერისადმი რეზისტენტობის ჩამოყალიბება.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
13:56

Georgian subtitles

Revisions