1 00:00:01,117 --> 00:00:05,531 აქ მყოფთაგან რამდენს გსურთ იცხოვროთ სულ მცირე 80 წელი? 2 00:00:06,072 --> 00:00:07,547 ჰო. 3 00:00:07,571 --> 00:00:10,366 ვფიქრობ, ყველას გვაქვს იმედის მომცემი მოლოდინი, 4 00:00:10,390 --> 00:00:12,350 რომ ღრმა სიბერემდე ვიცხოვრებთ. 5 00:00:12,828 --> 00:00:14,914 მოდით, მომავალში გადავინაცვლოთ, 6 00:00:14,938 --> 00:00:16,498 მომავალ "თქვენთან" 7 00:00:16,522 --> 00:00:19,375 და მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ყველა 85 წლის ვართ. 8 00:00:19,894 --> 00:00:21,912 ახლა კი, ყველამ ორ ადამიანს შეხედეთ. 9 00:00:23,151 --> 00:00:26,683 ერთერთ თქვენგანს, სავარაუდოდ, ალცჰაიმერის დაავადება აქვს. 10 00:00:27,365 --> 00:00:30,789 (სიცილი) 11 00:00:30,813 --> 00:00:32,407 კარგით, კარგით. 12 00:00:32,954 --> 00:00:36,771 და ალბათ ფიქრობთ, "ეს მე არ ვიქნები". 13 00:00:37,350 --> 00:00:40,735 კარგი. მაშინ თქვენ მომვლელი ხართ. 14 00:00:41,388 --> 00:00:42,552 ასე რომ -- 15 00:00:42,576 --> 00:00:45,448 (სიცილი) 16 00:00:45,472 --> 00:00:46,829 ასე თუ ისე, 17 00:00:46,853 --> 00:00:50,497 ეს საშინელი დაავადება სავარაუდოდ ყველა ჩვენგანს შეეხება. 18 00:00:50,933 --> 00:00:53,947 ნაწილობრივ, ალცჰაიმერის შიში იქიდან გამომდინარეობს, რომ 19 00:00:53,971 --> 00:00:56,385 ჩვენ მას ვერაფრით ვშველით. 20 00:00:56,409 --> 00:00:58,468 მიუხედავად მრავალწლიანი კვლევებისა, 21 00:00:58,468 --> 00:01:02,865 ჯერ კიდევ არ გვაქვს სამკურნალო საშუალება. 22 00:01:03,121 --> 00:01:05,800 ასე რომ, თუ გაგვიმართლებს და საკმარისად დიდხანს ვიცოცხლებთ, 23 00:01:05,884 --> 00:01:08,922 ალცჰაიმერი ჩვენი ტვინის ბედი იქნება. 24 00:01:09,249 --> 00:01:11,249 თუმცა, იქნებ ამის შეცვლა შეიძლება. 25 00:01:11,585 --> 00:01:14,950 რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს სტატისტიკა შევცვალოთ, 26 00:01:14,974 --> 00:01:17,664 ჩვენი ტვინის ბედი შევცვალოთ, 27 00:01:17,688 --> 00:01:21,217 მკურნალობაზე ან მედიცინის მიღწევებზე დაყრდნობის გარეშე? 28 00:01:21,983 --> 00:01:24,508 დავიწყოთ იმით, რაც ამჟამად გვესმის 29 00:01:24,532 --> 00:01:26,889 ალცჰაიმერის დაავადების ნეირომეცნიერების შესახებ. 30 00:01:27,730 --> 00:01:30,739 ეს ორი ნეირონის კავშირის ამსახველი სურათია. 31 00:01:30,763 --> 00:01:34,120 კავშირის წერტილს, წითელი წრით შემოსაზღვრულ სივრცეს 32 00:01:34,144 --> 00:01:35,783 სინაფსი ეწოდება. 33 00:01:35,807 --> 00:01:38,999 სინაფსი ნეიროტრანსმიტერებს გამოიმუშავებს. 34 00:01:39,023 --> 00:01:43,291 სწორედ აქ ხდება სიგნალის გადაცემა და კომუნიკაციის დამყარება. 35 00:01:43,315 --> 00:01:48,421 ეს ისაა, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, ვგრძნობთ, ვხედავთ, გვესმის, გვსურს... 36 00:01:48,445 --> 00:01:50,094 და გვახსოვს. 37 00:01:50,118 --> 00:01:53,016 და სინაფსი არის ადგილი, რომელსაც ალცჰაიმერი აზიანებს. 38 00:01:53,040 --> 00:01:55,002 მოდით, მოვაახლოვოთ სინაფსი 39 00:01:55,026 --> 00:01:58,113 და ვნახოთ, თუ რა ხდება. 40 00:01:58,799 --> 00:02:01,086 ინფორმაციის გადაცემის პროცესში, 41 00:02:01,110 --> 00:02:05,108 ნეიროტრანსმიტერების, მაგალითად გლუტამატის, გამოყოფის გარდა, 42 00:02:05,132 --> 00:02:09,593 ნეირონები, ასევე, გამოყოფენ მცირე ზომის ბეტა ამილოიდურ პეპტიდებს. 43 00:02:10,617 --> 00:02:15,435 ნორმაში, ბეტა ამილოიდი მეტაბოლიზდება მიკროგლიის, 44 00:02:15,435 --> 00:02:17,798 ჩვენი ტვინის გამწმენდი უჯრედების მიერ. 45 00:02:18,405 --> 00:02:22,264 მართალია, ალცჰაიმერის მოლეკულური მიზეზები კვლავ დისკუსიის საგანია, 46 00:02:22,288 --> 00:02:25,542 მაგრამ ნეირომეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ დაავადება იწყება 47 00:02:25,566 --> 00:02:28,396 ბეტა ამილოიდის დაგროვებით. 48 00:02:28,837 --> 00:02:31,716 მისი ჭარბი გამოყოფის ან არასაკმარისი რაოდენობით დაშლის შედეგად, 49 00:02:31,740 --> 00:02:35,074 სინაფსი ბეტა ამილოიდით ივსება. 50 00:02:35,098 --> 00:02:37,317 ამ დროს, მათი შეერთება იწვევს 51 00:02:37,341 --> 00:02:40,630 წებოვანი ნაერთების, ამილოიდური ნადების წარმოქმნას. 52 00:02:41,582 --> 00:02:44,535 რამდენი თქვენგანია 40 წლის? ან უფრო მეტის? 53 00:02:45,184 --> 00:02:47,704 ახლა აღიარების გეშინიათ, მაგრამ 54 00:02:47,728 --> 00:02:49,954 დაავადების ეს საწყისი ეტაპი, 55 00:02:49,978 --> 00:02:53,062 დაგროვილი ამილოიდური ნადები, 56 00:02:53,086 --> 00:02:55,680 შესაძლოა თქვენს ტვინშიც აღმოჩნდეს. 57 00:02:56,271 --> 00:02:59,741 ამაში მხოლოდ ტომოგრაფიის საშუალებით შეგვიძლია დავრწმუნდეთ, 58 00:02:59,765 --> 00:03:03,581 რადგან, ამჟამად, თქვენ ნეტარ უცოდინრობაში იმყოფებით. 59 00:03:03,605 --> 00:03:07,894 თქვენ არ ავლენთ მეხსიერების, ენის ან კოგნიტური ფუნქციების დარღვევებს... 60 00:03:07,918 --> 00:03:09,069 ჯერ. 61 00:03:09,471 --> 00:03:14,008 ჩვენ ვფიქრობთ, რომ 15-20 წელი მაინც დასჭირდება, რომ ამილოიდის დაგროვებამ 62 00:03:14,032 --> 00:03:16,413 გარდამტეხ წერტილს მიაღწიოს 63 00:03:16,437 --> 00:03:18,672 და მოლეკულური კასკადი გამოიწვიოს, 64 00:03:18,696 --> 00:03:21,363 რომელიც დაავადების სიმპტომებს გამოავლენს. 65 00:03:21,810 --> 00:03:23,771 გარდამტეხი წერტილის მიღწევამდე, 66 00:03:23,795 --> 00:03:27,379 თქვენ, შესაძლოა, ხარვეზები გქონდეთ მეხსიერებაში, როგორიცაა: 67 00:03:27,403 --> 00:03:29,728 "რატომ შემოვედი ამ ოთახში?" 68 00:03:29,752 --> 00:03:31,980 ან "ოჰ.. რა ერქვა მას?" 69 00:03:32,479 --> 00:03:34,823 ან "სად დავდე გასაღები?" 70 00:03:35,553 --> 00:03:38,109 სანამ ნერვიულობას დაიწყებდეთ, რადგან ვიცი, 71 00:03:38,133 --> 00:03:43,531 თქვენგან ნახევარს გამოუცდია რომელიმე მათგანი ბოლო 24 საათის განმავლობაში -- 72 00:03:43,555 --> 00:03:46,792 გეტყვით, რომ ასეთი დეტალების დავიწყება ნორმალურია. 73 00:03:46,816 --> 00:03:49,129 მე ვიტყოდი, რომ ეს მაგალითები 74 00:03:49,153 --> 00:03:51,130 არც კი უკავშირდება თქვენს მეხსიერებას, 75 00:03:51,154 --> 00:03:54,046 რადგან თქვენ თავიდანვე არ მიაქციეთ ყურადღება, 76 00:03:54,070 --> 00:03:55,415 თუ სად დადეთ გასაღები. 77 00:03:55,439 --> 00:03:57,157 გარდამტეხი წერტილის მიღწევის შემდეგ, 78 00:03:57,171 --> 00:04:00,664 ჩავარდნები მეხსიერებაში, ენასა და შემეცნებაში განსხვავებულია. 79 00:04:00,688 --> 00:04:03,588 გასაღების ქურთუკის ჯიბეში 80 00:04:03,612 --> 00:04:05,614 ან კართან მაგიდაზე პოვნის ნაცვლად, 81 00:04:05,638 --> 00:04:08,352 შეიძლება მაცივარში იპოვოთ, 82 00:04:08,376 --> 00:04:10,342 ან იპოვოთ და დაფიქრდეთ 83 00:04:10,366 --> 00:04:11,899 "ეს რისთვისაა?" 84 00:04:12,843 --> 00:04:18,051 მაშ, რა ხდება, როდესაც ამილოიდური ნადები გარდამტეხ წერტილს აღწევს? 85 00:04:18,075 --> 00:04:21,394 ჩვენი მიკროგლიალური გამწმენდი უჯრედი ჰიპერაქტიური ხდება, 86 00:04:21,418 --> 00:04:25,552 გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ანთებას და უჯრედების დაზიანებას იწვევენ. 87 00:04:25,576 --> 00:04:28,171 ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი შესაძლოა იწყებენ 88 00:04:28,195 --> 00:04:29,899 სინაფსების წაშლას. 89 00:04:30,398 --> 00:04:34,846 ნეირონის საკვანძო სატრანსპორტო ცილა "ტაუ" ჰიპერფოსფორილდება, 90 00:04:34,870 --> 00:04:37,454 გროვდება და წარმოქმნის "კვანძებს", 91 00:04:37,478 --> 00:04:40,513 რომლებიც ნეირონებს შიგნიდან ახშობენ. 92 00:04:40,537 --> 00:04:44,371 ალცჰაიმერის შუა სტადიისთვის ვაწყდებით ძლიერი ანთებას და კვანძებს, 93 00:04:44,395 --> 00:04:46,342 დაძაბულ ომს სინაფსზე 94 00:04:46,366 --> 00:04:47,619 და უჯრედების სიკვდილს. 95 00:04:48,128 --> 00:04:51,326 ვთქვათ, მეცნიერი ხართ, რომელიც ამ დაავადების განკურნებას ცდილობს, 96 00:04:51,350 --> 00:04:54,347 რა დონეზე გირჩევნიათ ჩარევა? 97 00:04:55,134 --> 00:04:59,038 ბევრი მეცნიერი ემხრობა ყველაზე მარტივ გამოსავალს: 98 00:04:59,062 --> 00:05:02,896 ნადების მიერ გარდამტეხი წერტილის მიღწევის პრევენციას, 99 00:05:02,920 --> 00:05:06,948 ეს ნიშნავს, რომ კვლევები მიმართულია ისეთი ნაერთის შექმნისკენ, 100 00:05:06,972 --> 00:05:12,320 რომელიც თავიდან აგვარიდებს ან შეამცირებს ამილოიდური ნადების დაგროვებას. 101 00:05:12,859 --> 00:05:18,048 ასე რომ, დიდი ალბათობით, ალცჰაიმერის წამალი პრევენციული იქნება. 102 00:05:18,072 --> 00:05:21,501 ჩვენ ეს წამალი გარდამტეხი წერტილის მიღწევამდე უნდა მივიღოთ, 103 00:05:21,525 --> 00:05:23,777 მოლეკულური კასკადის დაწყებამდე, 104 00:05:23,801 --> 00:05:26,829 სანამ გასაღები მაცივარში დაგვრჩება. 105 00:05:27,381 --> 00:05:31,054 ვფიქრობთ, რომ დღევანდელი წამლების კლინიკური ცდების 106 00:05:31,078 --> 00:05:32,315 წარუმატებლობის მიზეზია 107 00:05:32,339 --> 00:05:34,784 არა ის, რომ მეცნიერება იყო მცდარი, 108 00:05:34,808 --> 00:05:38,942 არამედ ის, რომ ამ ცდებში მონაწილე ადამიანები უკვე სიმპტომატურები იყვნენ. 109 00:05:38,966 --> 00:05:40,698 გვიანი იყო. 110 00:05:40,722 --> 00:05:43,974 იფიქრეთ ამილოიდურ ნადებზე, როგორც ანთებულ ასანთზე. 111 00:05:43,998 --> 00:05:47,416 გარდამტეხ წერტილში ასანთი ტყეს ცეცხლს უკიდებს. 112 00:05:47,884 --> 00:05:49,834 როგორც კი ტყე ალშია, 113 00:05:49,858 --> 00:05:52,340 აზრი აღარ აქვს ასანთის ჩაქრობას. 114 00:05:52,364 --> 00:05:55,887 ასანთი იქამდე უნდა ჩააქრო, ვიდრე ტყეს ცეცხლი წაეკიდება. 115 00:05:56,241 --> 00:05:58,194 მეცნიერების მიერ ამის გარკვევის გარეშეც, 116 00:05:58,218 --> 00:06:01,086 ეს ინფორმაცია სასარგებლოა ჩვენთვის, 117 00:06:01,110 --> 00:06:05,154 რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრების წესი გავლენას ახდენს 118 00:06:05,178 --> 00:06:06,407 ამილოიდური ნადების დაგროვებაზე. 119 00:06:06,431 --> 00:06:08,227 ანუ ჩვენ შეგვიძლია, რამე მოვიმოქმედოთ 120 00:06:08,231 --> 00:06:10,850 იმისთვის, რომ გარდამტეხ წერტილს არ მივაღწიოთ. 121 00:06:11,117 --> 00:06:15,005 მოდით, წარმოვიდგინოთ ალცჰაიმერის განვითარების რისკები სასწორზე. 122 00:06:15,029 --> 00:06:17,078 ერთ ხელზე დავალაგოთ რისკფაქტორები, 123 00:06:17,102 --> 00:06:19,810 და როდესაც ხელი იატაკს შეეხება, თქვენ სიმპტომები დაგეწყებათ 124 00:06:19,810 --> 00:06:21,739 და ალცჰაიმერის დიაგნოზი დაგესმებათ. 125 00:06:22,058 --> 00:06:24,777 მოდით წარმოვიდგინოთ, რომ 50 წლის ხართ. 126 00:06:24,801 --> 00:06:26,536 თქვენ ახალგამჩეკილი წიწილა აღარ ხართ, 127 00:06:26,560 --> 00:06:29,632 ასაკთან ერთად თქვენ ამილოიდური ნადებიც დააგროვეთ. 128 00:06:29,656 --> 00:06:31,847 თქვენმა სასწორმა ცოტა დაიწია. 129 00:06:32,323 --> 00:06:34,062 ახლა, მოდით, თქვენს დნმ-ს შევხედოთ. 130 00:06:34,536 --> 00:06:38,088 ჩვენ ყველამ მივიღეთ გენები დედ-მამისგან. 131 00:06:38,112 --> 00:06:42,190 ზოგი გენი ჩვენს რისკს გაზრდის, ზოგი კი შეამცირებს. 132 00:06:42,214 --> 00:06:44,403 თუ თქვენ ელისს გავხართ "ჯერ კიდევ ელისიდან", 133 00:06:44,427 --> 00:06:48,978 მაშინ იშვიათი გენეტიკური მუტაცია გაქვთ, რომელიც ბეტა ამილოიდის რაოდენობას ზრდის, 134 00:06:49,002 --> 00:06:52,555 მხოლოდ ამასაც კი შეუძლია თქვენი სასწორის მიწამდე დაწევა. 135 00:06:52,579 --> 00:06:56,745 მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში გენები მხოლოდ უმნიშვნელოდ ცვლიან რისკებს. 136 00:06:56,769 --> 00:07:01,584 მაგალითად, APOE4 გენი ამილოიდის რაოდენობას ზრდის, 137 00:07:01,608 --> 00:07:04,876 მაგრამ, APOE4 გენის ორივე მშობლისგან მიღების შემთხვევაშიც კი, 138 00:07:04,900 --> 00:07:07,291 შეიძლება ალცჰაიმერის დაავადებით არ დაავადდეთ 139 00:07:07,315 --> 00:07:09,428 რაც ნიშნავს, რომ უმრავლესობისთვის 140 00:07:09,452 --> 00:07:13,292 მხოლოდ დნმ არ განსაზღვრავს, დაგვემართება თუ არა ალცჰაიმერი. 141 00:07:13,984 --> 00:07:15,458 მაშ რა განსაზღვრავს? 142 00:07:15,482 --> 00:07:19,274 ჩვენ ვერ შევცვლით იმ ფაქტს, რომ ვბერდებით, ან ჩვენს გენებს, რომელიც გვერგო. 143 00:07:19,298 --> 00:07:22,295 ჯერჯერობით ჩვენი ტვინის ბედი არ შეგვიცვლია. 144 00:07:23,144 --> 00:07:24,609 ძილზე რას იტყოდით? 145 00:07:25,278 --> 00:07:29,360 ნელი ძილის დროს ჩვენი გლიალური უჯრედები ცერებროსპინალური სითხის საშუალებით 146 00:07:29,384 --> 00:07:30,600 ასუფთავებენ ტვინს 147 00:07:30,624 --> 00:07:34,196 სიფხიზლის დროს სინაფსებში დაგროვებული 148 00:07:34,220 --> 00:07:36,121 მეტაბოლური ნარჩენებისგან. 149 00:07:36,145 --> 00:07:38,951 ღრმა ძილი თავისებური წმენდაა ტვინისთვის. 150 00:07:39,646 --> 00:07:42,832 მაგრამ რა მოხდება, თუ ძილს შეამცირებთ? 151 00:07:43,421 --> 00:07:44,953 ბევრ მეცნიერს სჯერა, 152 00:07:44,977 --> 00:07:49,227 რომ არასრულფასოვანი ძილი შესაძლებელია ალცჰაიმერის წინამორბედი იყოს. 153 00:07:49,613 --> 00:07:54,749 ერთი ღამით უძილობამაც კი შეიძლება ამილოიდის რაოდენობის მომატება გამოიწვიოს. 154 00:07:55,410 --> 00:07:58,836 ხოლო ამილოიდის დაგროვება ძილის დარღვევას იწვევს, 155 00:07:58,860 --> 00:08:01,367 რაც, თავის მხრივ, იწვევს მეტი ამილოიდის დაგროვებას. 156 00:08:01,367 --> 00:08:03,847 ასე რომ, წრეზე ვტრიალებთ, 157 00:08:03,871 --> 00:08:06,744 რომელიც ჩვენი სასწორის დაწევას დააჩქარებს. 158 00:08:07,306 --> 00:08:08,729 კიდევ რა? 159 00:08:08,753 --> 00:08:10,559 გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობა. 160 00:08:11,043 --> 00:08:14,788 მაღალი წნევა, დიაბეტი, სიმსუქნე, თამბაქო, მაღალი ქოლესტერინი, 161 00:08:14,812 --> 00:08:18,948 ცნობილია, რომ ეს ყველაფერი ალცჰაიმერის დაავადების რისკს ზრდის. 162 00:08:18,972 --> 00:08:20,863 აუტოფსიურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ 163 00:08:20,887 --> 00:08:23,559 ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტთა 80%-ს 164 00:08:23,583 --> 00:08:26,345 ასევე გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები აქვს. 165 00:08:26,379 --> 00:08:31,384 ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ აერობიკამ ბეტა ამილოიდის რაოდენობა შეამცირა 166 00:08:31,398 --> 00:08:33,128 ცდისპირ ცხოველებში. 167 00:08:33,619 --> 00:08:37,199 ასე რომ, ჯანმრთელ გულს, ხმელთაშუა ზღვის ცხოვრების წესსა და დიეტას 168 00:08:37,223 --> 00:08:39,877 შეუძლია სასწორის დაწევა შეაჩეროს. 169 00:08:40,697 --> 00:08:43,046 შესაბამისად, ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ 170 00:08:43,070 --> 00:08:45,442 ალცჰაიმერის პრევენციის ან გადავადებისთვის. 171 00:08:45,466 --> 00:08:47,695 მაგრამ, ვთქვათ, არცერთი მათგანი არ გააკეთეთ. 172 00:08:48,211 --> 00:08:50,665 ვთქვათ, 65 წლის ხართ, 173 00:08:50,689 --> 00:08:54,355 ალცჰაიმერიანი ოჯახის წევრი გყავთ და ერთი ან ორი გენი მაინც გერგოთ, 174 00:08:54,379 --> 00:08:56,403 რომელიც ოდნავ ხრის თქვენს სასწორს; 175 00:08:56,427 --> 00:08:59,159 წლების განმავლობაში თავს იტვირთავდით, 176 00:08:59,183 --> 00:09:00,686 გიყვართ ბეკონი; 177 00:09:00,710 --> 00:09:03,043 და არ დარბიხართ, თუ ვინმე არ მოგსდევთ. 178 00:09:03,043 --> 00:09:04,258 (სიცილი) 179 00:09:04,282 --> 00:09:07,894 წარმოვიდგინოთ, რომ ამილოიდის ნალექებმა მიაღწიეს გარდამტეხ წერტილს. 180 00:09:07,918 --> 00:09:09,966 თქვენი სასწორის ეს მხარე იატაკზე დაენარცხა. 181 00:09:09,990 --> 00:09:11,671 კასკადი დაიწყო 182 00:09:11,695 --> 00:09:13,261 და ტყეს ცეცხლი წაეკიდა, 183 00:09:13,285 --> 00:09:16,523 რამაც გამოიწვია ანთება, კვანძების გაჩენა, და უჯრედების სიკვდილი. 184 00:09:17,137 --> 00:09:19,796 თქვენ ალცჰაიემრის სიმპტომები უნდა გქონდეთ. 185 00:09:19,820 --> 00:09:23,136 თქვენ უნდა გიჭირდეთ სიტყვების და გასაღების პოვნა, 186 00:09:23,160 --> 00:09:26,306 და იმის გახსენება, თუ რა ვთქვი ამ საუბრის დასაწყისში. 187 00:09:26,917 --> 00:09:28,631 მაგრამ შესაძლებელია ეს ასე არ იყოს. 188 00:09:29,180 --> 00:09:31,658 კიდევ არის ერთი რამ რისი გაკეთებაც შეგიძლიათ 189 00:09:31,682 --> 00:09:34,268 ალცჰაიმერის სიმპტომებისგან თავის დასაცავად, 190 00:09:34,292 --> 00:09:38,783 მაშინაც, თუ კი თქვენს ტვინში ალცჰაიმერის პათოლოგიური პროცესებია გაჩაღებული, 191 00:09:38,807 --> 00:09:42,714 ეს არის ნეიროპლასტიურობისა და კოგნიტური მარაგის შექმნა. 192 00:09:43,101 --> 00:09:45,638 გახსოვდეთ, ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები საბოლოოდ 193 00:09:45,662 --> 00:09:48,868 სინაფსების დაკარგვის შედეგად ვლინდება. 194 00:09:49,339 --> 00:09:52,716 ტვინში არის ასეულ ტრილიონ სინაფსზე მეტი, 195 00:09:52,740 --> 00:09:55,453 რაც მშვენიერია - ბევრი სამუშაო მასალა გვაქვს. 196 00:09:55,477 --> 00:09:57,146 და ეს არ არის სტატიკური რიცხვი. 197 00:09:57,170 --> 00:09:59,568 სინაფსები მუდამ წარმოიქმნებიან და ქრებიან, 198 00:09:59,592 --> 00:10:02,395 და ამ პროცესს ნეიროპლასტიურობა ჰქვია. 199 00:10:02,419 --> 00:10:04,491 ყოველთვის, როდესაც ახალ რამეს ვსწავლობთ, 200 00:10:04,515 --> 00:10:08,642 ჩვენ ვქმნით და ვაძლიერებთ ახალ ნეირონულ კავშირებს, 201 00:10:08,666 --> 00:10:10,283 ახალ სინაფსებს. 202 00:10:10,988 --> 00:10:12,563 ერთერთ კვლევაში 203 00:10:12,587 --> 00:10:17,480 678, კვლევის დასაწყისისთვის 75 წელს გადაცილებულ, მონაზონს აკვირდებოდნენ 204 00:10:17,504 --> 00:10:19,813 ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. 205 00:10:19,837 --> 00:10:23,297 მათ რეგულარულად უტარდებოდათ ფიზიკური შემოწმებები და კოგნიტური ტესტები 206 00:10:23,321 --> 00:10:27,369 და გარდაცვალების შემდეგ, მათ აუტოფსია ჩაუტარდათ, ტვინის შესასწავლად. 207 00:10:27,393 --> 00:10:31,768 ზოგიერთი მათგანის ტვინში მეცნიერებმა რაღაც გასაკვირი აღმოაჩინეს. 208 00:10:31,792 --> 00:10:36,368 მიუხედავად ნადების, კვანძებისა და ტვინის ქსოვილის შეჭმუხვნისა, 209 00:10:36,392 --> 00:10:39,261 რაც უდავოდ ალცჰაიმერის დაავადება უნდა ყოფილიყო -- 210 00:10:39,285 --> 00:10:41,754 მონაზვნებს სიცოცხლეში 211 00:10:41,808 --> 00:10:45,555 დაავადების ნიშნები არ ჰქონდათ. 212 00:10:46,181 --> 00:10:47,630 ეს როგორ არის შესაძლებელი? 213 00:10:48,009 --> 00:10:52,136 ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მონაზვნებს დიდი კოგნიტური მარაგი ჰქონდათ, 214 00:10:52,160 --> 00:10:56,083 სხვანაირად რომ ვთქვათ, მათ მეტი ფუნქციონირებადი სინაფსი ჰქონდათ. 215 00:10:56,107 --> 00:10:58,681 ადამიანებს, რომლებსაც რამდენიმე წლიანი განათლება აქვთ, 216 00:10:58,705 --> 00:11:00,940 რომლებიც უფრო ნაკითხები არიან, 217 00:11:00,964 --> 00:11:04,543 ხშირად მონაწილეობენ გონებრივ სავარჯიშოებში, 218 00:11:04,567 --> 00:11:07,048 მეტი კოგნიტური მარაგი აქვთ. 219 00:11:07,072 --> 00:11:10,889 მათი ნეირონული კავშირები ჭარბი და მრავალხრივია. 220 00:11:10,903 --> 00:11:13,903 ამიტომ, მათ სინაფსების დამაზიანებელი დაავადება რომც ჰქონდეთ, 221 00:11:13,927 --> 00:11:15,981 როგორიც ალცჰაიმერია, 222 00:11:16,005 --> 00:11:18,990 სარეზერვო კავშირების წყალობით, 223 00:11:19,014 --> 00:11:22,349 დანაკარგი შეუმჩნეველი დარჩება. 224 00:11:22,977 --> 00:11:25,239 მოდით, მარტივი მაგალითი განვიხილოთ. 225 00:11:25,263 --> 00:11:27,989 ვთქვათ, მხოლოდ ერთი ფაქტი იცით რამეზე, 226 00:11:28,013 --> 00:11:29,542 ვთქვათ, ჩემზე. 227 00:11:29,566 --> 00:11:31,872 იცით, რომ ლიზა ჯენოვამ დაწერა "ჯერ კიდევ ელისი", 228 00:11:31,896 --> 00:11:34,332 და სხვა არაფერი იცით ჩემს შესახებ. 229 00:11:34,356 --> 00:11:36,746 თქვენ მხოლოდ ეს ერთი ნეირონული კავშირი გაქვთ, 230 00:11:36,770 --> 00:11:38,716 ეს ერთადერთი სინაფსი. 231 00:11:38,740 --> 00:11:40,901 ახლა წარმოიდგინეთ, რომ ალცჰაიმერი გაქვთ. 232 00:11:40,925 --> 00:11:43,258 გაქვთ ნადები, კვანძები, ანთება 233 00:11:43,282 --> 00:11:46,017 და მიკროგლია ანადგურებს ამ სინაფსს. 234 00:11:46,603 --> 00:11:50,833 თუ კი ვინმე გკითხავთ "ჯერ კიდევ ელისი" ვინ დაწერა 235 00:11:50,857 --> 00:11:52,102 ვერ გაიხსენებთ, 236 00:11:52,126 --> 00:11:55,309 რადგან ეს სინაფსი ან დაზიანებულია, ან გაქრა. 237 00:11:55,333 --> 00:11:57,092 თქვენ სამუდამოდ დაგავიწყდით. 238 00:11:57,760 --> 00:12:00,386 მაგრამ ჩემზე რომ მეტი რამ გცოდნოდათ? 239 00:12:00,410 --> 00:12:02,499 ვთქვათ ოთხი ფაქტი იცით ჩემს შესახებ. 240 00:12:02,523 --> 00:12:04,428 ახლა წარმოიდგინეთ, რომ ალცჰაიმერი გაქვთ, 241 00:12:04,428 --> 00:12:07,397 და ამ ოთხთაგან სამი სინაფსი დაზიანდა ან განადგურდა. 242 00:12:08,077 --> 00:12:10,538 თქვენ კიდევ გაქვთ შემოვლითი გზა. 243 00:12:10,562 --> 00:12:12,581 ჯერ კიდევ შეგიძლიათ გაიხსენოთ ჩემი სახელი. 244 00:12:13,283 --> 00:12:17,209 ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მდგრადები ალცჰაიმერის პათოლოგიის მიმართ 245 00:12:17,233 --> 00:12:20,336 დაუზიანებელი გზების გამოყენების საშუალებით. 246 00:12:20,360 --> 00:12:24,139 ჩვენ ვქმნით ამ ახალ გზებს, ამ კოგნიტურ მარაგს 247 00:12:24,163 --> 00:12:25,863 ახალი რამის სწავლით. 248 00:12:26,455 --> 00:12:30,976 უმჯობესია, ეს სიახლე მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს, 249 00:12:31,000 --> 00:12:35,739 ჩართოს მხედველობა, სმენა, ასოციაციები და ემოცია. 250 00:12:36,398 --> 00:12:39,533 ამიტომ ეს კროსვორდის შევსებას არ გულისხმობს. 251 00:12:39,557 --> 00:12:43,654 თქვენ უკვე ნასწავლის გახსენება კი არ გინდათ, 252 00:12:43,678 --> 00:12:46,430 ეს ძველ, ნაცნობ ქუჩებში სიარულს გავს, 253 00:12:47,045 --> 00:12:49,630 ნაცნობ სამეზობლოში სეირნობას. 254 00:12:50,113 --> 00:12:52,947 არამედ თქვენ ახალი ნეირონული გზების დაგება გინდათ. 255 00:12:52,971 --> 00:12:55,673 ალცჰაიმერისადმი რეზისტენტული ტვინის ჩამოყალიბება ნიშნავს 256 00:12:55,673 --> 00:12:57,687 იტალიურის სწავლას, 257 00:12:57,711 --> 00:12:59,221 ახალი მეგობრების გაცნობას, 258 00:12:59,245 --> 00:13:00,412 წიგნის წაკითხვას, 259 00:13:00,436 --> 00:13:02,805 ან კარგი TED Talk-ის მოსმენას. 260 00:13:03,283 --> 00:13:08,596 და თუკი, ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ ალცჰაიმერის დიაგნოზი დაგისვეს, 261 00:13:08,620 --> 00:13:11,773 გაგიზიარებთ სამ რჩევას, რაც ბებიისგან ვისწავლე 262 00:13:11,797 --> 00:13:15,734 და ათობით სხვა ადამიანისგან, რომლებიც ამ დაავადებით ცხოვრობენ. 263 00:13:16,115 --> 00:13:19,299 ეს დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ხვალ მოკვდებით. 264 00:13:19,323 --> 00:13:21,045 ცხოვრება გააგრძელეთ. 265 00:13:21,069 --> 00:13:23,435 თქვენ არ დაკარგავთ ემოციურ მეხსიერებას. 266 00:13:23,459 --> 00:13:26,965 ისევ შეძლებთ სიყვარულისა და სიხარულის განცდას. 267 00:13:26,989 --> 00:13:29,992 შეიძლება არ გაგახსენდეთ რა თქვით ხუთი წუთის წინ, 268 00:13:30,016 --> 00:13:32,421 მაგრამ გაგახსენდებათ, თუ რა იგრძენით ამ დროს. 269 00:13:32,944 --> 00:13:36,220 და თქვენ მეტი ხართ, ვიდრე თქვენი მეხსიერება. 270 00:13:36,244 --> 00:13:37,533 გმადლობთ. 271 00:13:37,557 --> 00:13:41,500 (აპლოდისმენტები)