-
კომპიუტერებს რამე თუ გამოსდით კარგად,
ესაა ბრძანებების გამეორება.
-
ადამიანს ძალიან ბეზრდება ერთი და იმავე
რაღაცის ბევრჯერ გამეორება სტრიქონში.
-
კომპიუტერს კი შეუძლია ეს
მილიონჯერ, მილიარდჯერ გაიმეოროს,
-
თან ისე რომ, ეს საქმე მომაბეზრებელი არ იყოს
და უშეცდომოდაც კეთდებოდეს.
-
მაგალითად, თუ მე მენდომებოდა Facebook-ზე
-
ყველასთვის მესურვებინა ბედნიერი
დაბადების დღე წერილების დაგზავნით,
-
ამას, სავარაუდოდ, საუკუნეზე მეტი
დასჭირდებოდა.
-
მაგრამ, კოდის რამდენიმე ხაზის
დაწერით, მე შემიძლია შევქმნა სისტემა,
-
რომელიც Facebook-ზე ყველას უსურვებს
ბედნიერ დაბადების დღეს სწრაფად.
-
სწორედ ეს არის ციკლები და ასე შეგვიძლია
მათი გამოყენება.
-
ამის კეთება კომპიუტერებს
ძალიან კარგად შეუძლიათ.
-
ამ მაგალითში, თქვენი მიზანი ჩიტის
-
გოჭთან მიახლოებაა. ჩვენ ამის გაკეთება
მარტივად, "გამეორების" ბლოკის
-
გამოყენებით შეგვიძლია.
მეორე გზაც არსებობს,
-
შეგვიძლია კომპიუტერს ხუთჯერ მივცეთ
"წინ გადაადგილების" ბრძანება,
-
და თითო ბრძანებით თითო ნაბიჯი
გადავადგმევინოთ ჩიტს გოჭისკენ.
-
ან, თქვენ შეგვიძლიათ უთხრათ
"წინ გადაადგილდეს" ერთხელ
-
და შემდეგ ამის ხუთჯერ "გამეორება"
უბრძანოთ.
-
ამის გასაკეთებლად, თქვენ "წინ გადაადგილების"
ბრძანებას
-
სვამთ "გამეორების" ბლოკში.
-
შემდეგ, შეგიძლიათ დააკლიკოთ და უთხრათ
რამდენჯერ გსურთ ბლოკის გამეორება,
-
ანუ, რამდენი ნაბიჯი გსურთ
გადადგას ჩიტმა.
-
თქვენ რამდენიც გსურთ, იმდენი ბრძანების
ჩასმა შეგიძლიათ "გამეორების" ბლოკში.
-
ამ მაგალითში, თქვენ ეუბნებით გადაადგილდეს
წინ და მარცხნივ მოუხვიოს,
-
რასაც ის ხუთჯერ გააკეთებს.
აბა თქვენ იცით, იხალისეთ! :))