-
ჩაწერეთ 5+5+5+5+5+5+5 გამრავლების სახით.
-
გვთხოვენ, ჩავწეროთ
ეს გამოსახულება სამი სხვადასხვა გზით.
-
ჯერ პირველი ნაწილი გავაკეთოთ.
-
გამოვსახოთ ეს ჯამი ნამრავლით.
-
ვნახოთ, რამდენი ხუთი შევკრიბეთ?
-
1, 2, 3, 4, 5, 6, 7.
-
სხვა მხრივ რომ შევხედოთ, რა გვაქვს აქ?
რამდენი ხუთი გვაქვს?
-
როგორც ვნახეთ,
ხუთს დავუმატეთ ხუთი შვიდჯერ.
-
ანუ, შეგვიძლია ვთქვათ,
რომ ეს არის შვიდჯერ ხუთი.
-
ეს გამოსახუება
შეგვიძლია ჩავწეროთ, როგორც შვიდჯერ ხუთი,
-
და ეს ზუსტად იგივეა, რაც ხუთჯერ შვიდი.
-
ჯერ არ დავწერ ამას მათემატიკურად.
-
უბრალოდ, დავაკვირდეთ:
ვთქვათ, დავინახეთ შვიდი ცალი ვაშლი.
-
შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის
შვიდჯერ ერთი ვაშლი ან ერთჯერ შვიდი ვაშლი.
-
დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს.
აქ რიცხვებს ვკრებთ.
-
შეგვიძლია, გამოვთვალოთ პასუხი.
-
მათემატიკურად ეს ნამრავლი ასე ჩაიწერება:
-
7x5
-
ან კიდევ 7 . 5, წერტილის გამოყენებით.
-
ეს ორი ჩანაწერი ერთსა და იმავეს აღნიშნავს.
-
ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ ხუთს ვამრავლებთ
შვიდზე, ან შვიდს ვამრავლებთ ხუთზე.
-
რიცხვების ადგილის შეცვლა
შეგვიძლია, რადგან ეს პასუხს არ შეცვლის.
-
ანუ, შეგვიძლია, დავწეროთ, 5x7.
-
შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ, როგორ ჩაწერთ ამ
ნამრავლს: როგორც შვიდჯერ ხუთს თუ ხუთჯერ შვიდს.
-
არ დაიბნეთ, უბრალოდ,
მინდა გაჩვენოთ, რომ ორივე ერთი და იგივეა
-
და ესეც იმავეს აღნიშნავს: 5-ჯერ 7.
-
შეგვიძლია, დავწეროთ რიცხვები
ფრჩხილებში, ესეც გამრავლებას ნიშნავს.
-
ესეც არის 7 ჯერ 5 და ესეც.
-
ეს ყველაფერი გამოხატავს
ერთსა და იმავეს: 5 ჯერ 7.
-
მოდით, გამოვთვალოთ პასუხი.
-
თუ ხუთს დავუმატებთ
ხუთს შვიდჯერ, რას მივიღებთ?
-
ხუთს დამატებული ხუთი არის 10,
-
10-ს პლუს 5 არის 15, 15-ს დამატებული 5
არის 20, 20-ს დამატებული 5 არის 25,
-
25-ს პლუს 5 არის 30, 30-ს პლუს 5 არის 35.
-
ანუ ყველა ეს ნამრავლი არის 35.
-
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე,
თუ როგორ გსურს, წარმოადგინო ნამრავლი.
-
ეს იგივეა, რომ დავწეროთ ხუთჯერ შვიდი.
-
ამოცანა არ გვეკითხებოდა ნამრავლის პასუხს,
მაგრამ რას ვკარგავთ.
-
7 აღებული 5 ჯერ
იქნება იგივე, რაც 7+7+7+7+7
-
ანუ, შვიდი აღებული ხუთჯერ.
-
ანუ, შვიდს დავუმატეთ შვიდი ხუთჯერ,
-
როგორც ხედავთ, აქ წერია ხუთი შვიდიანი
-
და თუ მათ შევკრებთ, მივიღებთ 35-ს,
-
ამიტომაც არის, რომ 7x5 იგივეა, რაც 5x7.