-
მისმინეთ ხალხო.
CSS-ის ფუნქციები არასდროს დამთავრდება.
-
მოდი, ცოტა მეტს გაჩვენებთ.
-
როგორ შევცვალოთ
-
ჩემს სიმღერის ტექსტში ხაზებს
შორის დაშორება?
-
მე შემიძლია გამოვიყენო `line-height` თვისება,
-
და დავაკონკრეტო პიქსელებში, მაგ: 15px.
-
ან, შეიძლება ჯობდეს 1.5em-ით განვსაზღვრო,
რომელიც ხაზის სიმაღლეს
-
ტექსტის ზომის 150 % ს გახდის.
-
და რა ვქნა, თუ მინდა ჩემი სიმღერის ტექსტი
გვერდის შუაში იყოს?
-
მე შემიძლია გამოვიყენო `text-align`(ტექსტის განლაგება)
თვისება, და მივუთითო `center`(ცენტრი).
-
მე შემიძლია ასევე `right`ის (მარჯვნივ)- ან
`justified` მითითება,
-
თუმცა, ვფიქრობ, ეს ცოტა უცნაური იქნება.
-
და რა ვქნა, თუ მინდა მთავარი აბზაცის
ხაზგასმა?
-
ამისთვის შემიძლია გამოვიყენო `text-decoration`
თვისება
-
და შემდეგ`underline` .
-
ხოლო თუ მათი წაშკა მინდა ჩემი ბმულებიდან?
-
მაგალითად ვიკიპედიის ბმულიდან?
-
კარგი, ბრაუზერს აქვს დეფოლტ სტილები
-
რომლებიც ყველაფერს მიემართება.
-
მაგალითად, `text-decoration: underline` ბმულებისთვის.
-
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ CSS
რათა უგულებელვყოთ ბრაუზერის დეფოლტ სტილები
-
და მივუთითოთ- `text-decoration: none`.
-
უბრალოდ დავამატოთ წესი აქ :
{ text-decoration: none; }
-
და თქვენ ხედავთ, რომ ის აღარაა ხაზგასმული.
-
მაგრამ ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამის
კეთებისას,
-
რადგან დეფოლტები, ზოგადად, რაღაც
მიზეზით შეირჩა,.
-
თუ ბმულები არ იქნება ხაზგასმული,
როგორ მიხვდნენ ადამიანები, რომ ისინი ბმულებია?
-
რა მოხდება, თუ ისინი არასდროს დააწკაპუნებენ
მათზე, რადგან ჩვეულებრივი ტექსტი ეგონებათ?
-
თუ ჩვენ წავშლით ხაზებს,
ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული,,
-
რომ ბმულები რამე სხვა გზით ჩანს
გამორჩეულად.
-
წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლები
დაღონდებიან.
-
ეს კი მეც მადარდებს,
-
და თქვენც უნდა გადარდებდეთ.
-
მე შემიძლია მთელი დღე გესაუბროთ
ტექსტურ თვისებებზე.
-
მაგრამ, ამას არ გავაკეთებ, რადგან კიდევ
ბევრ რამ გვაქვს სასწავლი.
-
აქ CSS -ის ასამდე თვისებაა
-
და ბრაუზერები ყოველ წელს კიდევ ამატებენ.
-
ალბათ, ყველას ვერასდროს აგიხსნით.
-
მაგრამ, საბედნიეროდ, მე შემიძლია საკმარისი
გითხრათ იმისთვის, რომ ჩაგრთოთ.
-
და შემდეგ,თუ თქვენ მოგინდებათ ზოგიერთი სტილისთვის
ამა თუ იმ თვისების არსებობაზე გაგება
-
და ის არ არის ჩვენს დოკუმენტაციაში აქ,
-
შეგიძლიათ თავად მოძებნოთ.
-
მაგალითად, თუ გსურთ გაიგოთ,
-
შეგიძლიათ თუ არა დაამატოთ ჩრიდილი
თქვენს ტექსტს,
-
უბრალოდ ჩაწერეთ "CSS text shadow"
ინტერნეტში,
-
და თქვენ უამრავ შედეგს ნახავთ.
-
ზოგადად, ინტერნეტში ძებნის უნარი
-
თქვენი შეკითხვებისთვის პასუხების
მისაღებად,
-
დეველოპერისთვის ნამდვილად
მნიშვნელოვანია.
-
რადგან, იმდენ ადამიანს აქვს იგივე შეკითხვა,
რაც თქვენ,
-
და 99.9 პროცენტ შემთხვევაში
პასუხსაც იპოვით.
-
უბრალოდ, კარგად უნდა მოძებნოთ.