Return to Video

ჩემი ქალიშვილი, მალალა

  • 0:01 - 0:05
    ბევრ პატრიარქალურ
    და ტომობრივ საზოგადოებაში,
  • 0:05 - 0:10
    მამები ძირითადად
    ვაჟებით არიან განთქმულნი,
  • 0:10 - 0:14
    მაგრამ მე იმ უმცირესობას წარმოავდგენ,
  • 0:14 - 0:16
    რომელიც ქალიშვილითაა განთქმული
  • 0:16 - 0:17
    და მე ამაყი ვარ ამით.
  • 0:17 - 0:22
    (აპლოდისმენტები)
  • 0:24 - 0:27
    მალალამ განათლების კამპანია
  • 0:27 - 0:30
    და საკუთარი უფლებების დაცვა
    2007-ში დაიწყო.
  • 0:30 - 0:34
    როცა მისი ღვაწლი 2011 წელს დაფასდა,
  • 0:34 - 0:38
    მას ნაციონალური
    ახალგაზრდული მშვიდობის პრიზი გადაეცა,
  • 0:38 - 0:39
    და ის ცნობილი გახდა,
  • 0:39 - 0:43
    ქვეყნის ყველაზე ცნობილი გოგონა.
  • 0:43 - 0:47
    მანამდე ის ჩემი ქალიშვილი იყო,
  • 0:47 - 0:50
    მაგრამ ახლა, მე ვარ მისი მამა.
  • 0:51 - 0:52
    ქალბატონებო და ბატონებო,
  • 0:52 - 0:56
    თუ კაცობრიობის ისტორიას
    თვალს გადავავლებთ ვნახავთ,
  • 0:56 - 0:58
    რომ ქალების ისტორია
  • 0:58 - 1:02
    არის უსამართლობის,
  • 1:02 - 1:04
    უთანასწორობის,
  • 1:04 - 1:09
    ძალადობისა და ექსპლუატაციის ისტორია.
  • 1:09 - 1:11
    იცით,
  • 1:11 - 1:15
    პატრიარქალურ საზოგადოებებში
  • 1:15 - 1:18
    თავიდანვე,
  • 1:18 - 1:21
    გოგონას გაჩენისას
  • 1:21 - 1:25
    მის დაბადებას არ ზეიმობენ.
  • 1:25 - 1:27
    გოგონას დაბადებას არ მიესალმება
  • 1:27 - 1:30
    არც მამა და არც დედა.
  • 1:30 - 1:32
    მეზობლები მოდიან
  • 1:32 - 1:34
    და თანაუგრძნობენ დედას,
  • 1:34 - 1:39
    არავინ ულოცავს მამას.
  • 1:39 - 1:43
    დედა არაკომფორტულად გრძნობს თავს
  • 1:43 - 1:48
    გოგონას დაბადების გამო.
  • 1:48 - 1:51
    როდესაც დედა პირველ გოგოს აჩენს,
  • 1:51 - 1:55
    ნაღვლიანდება.
  • 1:55 - 1:59
    როდესაც მეორე გოგოს აჩენს,
  • 1:59 - 2:01
    შოკირებულია
  • 2:01 - 2:04
    და როცა ვაჟის მოლოდონში,
  • 2:04 - 2:07
    მესამე გოგო იბადება,
  • 2:07 - 2:13
    დედა თავს დამნაშავად გრძნობს,
    როგორც კრიმინალი.
  • 2:13 - 2:16
    მხოლოდ დედა არ იტანჯება,
  • 2:16 - 2:18
    არამედ ახალდაბადებული ქალიშვილიც,
  • 2:18 - 2:20
    რადგან როცა გაიზრდება
  • 2:20 - 2:23
    ისიც ასევე დაიტანჯება.
  • 2:23 - 2:25
    ხუთი წელი რომ შეუსრულდება
  • 2:25 - 2:28
    და სკოლაში უნდა წავიდეს,
  • 2:28 - 2:30
    ის სახლში რჩება
  • 2:30 - 2:34
    და მისი ძმები კი სკოლაში შედიან.
  • 2:34 - 2:37
    12 წლამდე გოგონას,
  • 2:37 - 2:40
    მეტ-ნაკლებად კარგი ცხოვრება აქვს.
  • 2:40 - 2:41
    მას შეუძლია იმხიარულოს,
  • 2:41 - 2:44
    ითამაშოს მეგობრებთან ერთად
  • 2:44 - 2:46
    და ისეირნოს ქუჩებში,
  • 2:46 - 2:49
    როგორც პეპელას.
  • 2:49 - 2:53
    თინეიჯერობის ასაკის მიღწევისთანავე კი,
  • 2:53 - 2:55
    როცა 13-ის ხდება,
  • 2:55 - 2:59
    მას ეკრძალება სახლიდან გასვლა
  • 2:59 - 3:02
    მამაკაცის თანხლების გარეშე.
  • 3:02 - 3:08
    იგი სახლში, ოთხ კედელს
    შუა გამომწყვდეული რჩება,
  • 3:08 - 3:13
    აღარაა თავისუფალი ინდივიდი.
  • 3:13 - 3:16
    იგი ხდება საკუთარი მამის,
  • 3:16 - 3:19
    ძმების
  • 3:19 - 3:22
    და ოჯახის ე.წ. ღირსება.
  • 3:22 - 3:25
    თუ ის დაარღვევს
  • 3:25 - 3:28
    ამ ე.წ. ღირსების ეტიკეტს,
  • 3:28 - 3:32
    შეიძლება მოკლან კიდეც.
  • 3:32 - 3:34
    ნიშანდობლივია,
  • 3:34 - 3:38
    რომ ეს ე.წ. ღირსების კოდექსი,
  • 3:38 - 3:41
    გავლენას ახსენას არა მხოლოდ
    გოგონას ცხოვრებაზე,
  • 3:41 - 3:43
    არამედ ოჯახის სხვა
  • 3:43 - 3:48
    მამაკაც წევრებზეც.
  • 3:48 - 3:55
    მე ვიცნობ ოჯახს,
    რომელშიც შვიდი და და ერთი ძმაა
  • 3:55 - 3:57
    და ეს ძმა,
  • 3:57 - 4:00
    მიგრირებულია სპარსეთის ყურის ქვეყნებში,
  • 4:00 - 4:03
    რომ გამოიმუშაოს საარსებო
    საშუალება შვიდი დისთვის
  • 4:03 - 4:05
    და მშობლებისთვის,
  • 4:05 - 4:11
    რადგან ის ფიქრობს,
    რომ დამამცირებელი იქნება,
  • 4:11 - 4:14
    თუ მისი შვიდი და რამეს ისწავლის,
  • 4:14 - 4:16
    სახლიდან გავა
  • 4:16 - 4:20
    და საარსებო საშუალებას გამოიმუშავებს.
  • 4:20 - 4:22
    ამიტომ ეს ძმა
  • 4:22 - 4:25
    საკუთარ ცხოვრებისეულ სიამოვნებებს
  • 4:25 - 4:29
    დების ბედნიერებას წირავს
  • 4:29 - 4:33
    ამ ე.წ. ღირსების სამსხვერპლოზე.
  • 4:33 - 4:35
    პატრიარქალურ საზოგადოებებში
  • 4:35 - 4:37
    არსებობს კიდევ ერთი ნორმა
  • 4:37 - 4:42
    და მას ეწოდება - მორჩილება.
  • 4:42 - 4:45
    კარგი გოგონა უნდა იყოს
  • 4:45 - 4:51
    ძალიან ჩუმი, თავმდაბალი
  • 4:51 - 4:55
    და ძალიან მორჩილი.
  • 4:55 - 4:56
    ეს კრიტერიუმია.
  • 4:56 - 5:00
    სანიმუშო კარგი გოგონა
    ჩუმი უნდა იყოს.
  • 5:00 - 5:02
    მისგან მოელიან, რომ იქნება მდუმარე
  • 5:02 - 5:05
    და იმ გადაწყვეტილებების მორჩილი,
  • 5:05 - 5:07
    რომელსაც მამა, დედა
  • 5:07 - 5:11
    და მასზე უფროსი ადამიანები მიიღებენ,
  • 5:11 - 5:13
    მაშინაც კი, თუ მას ეს
    გადაწყვეტილება არ მოსწონს.
  • 5:13 - 5:16
    თუ მას გაათხოვებენ მამაკაცზე,
    რომელიც არ მოსწონს,
  • 5:16 - 5:19
    ან ასაკით უფროს მამაკაცზე,
  • 5:19 - 5:21
    იგი ვალდებულია დაემორჩილოს,
  • 5:21 - 5:23
    რომ მისი ქმედება არ იქნას აღქმული
  • 5:23 - 5:26
    როგორც ურჩობა.
  • 5:26 - 5:27
    თუ მას ნაადრევად გაათხოვებენ,
  • 5:27 - 5:29
    ვალდებულია დაეთანხმოს.
  • 5:29 - 5:33
    სხვა შემთხვევაში მას ურჩს უწოდებენ.
  • 5:33 - 5:36
    და რა ხდება საბოლოო ჯამში?
  • 5:36 - 5:38
    პოეტი ქალის ენით, რომ ვთქვათ:
  • 5:38 - 5:40
    გოგონას ათხოვებენ, საწოლზე აწვენენ
  • 5:40 - 5:45
    და შემდეგ იგი აჩენს უფრო მეტ ვაჟს და ქალს.
  • 5:45 - 5:48
    ამ სიტუაციის ირონიულობა იმაშია,
  • 5:48 - 5:51
    რომ ეს დედა
  • 5:51 - 5:54
    მორჩილების ზუსტად იგივე გაკვეთილს უტარებს
  • 5:54 - 5:55
    საკუთარ ქალიშვილს
  • 5:55 - 5:59
    და ღირსების იგივე გაკვეთილს მის ვაჟებს.
  • 5:59 - 6:04
    ეს მანკიერი, უწყვეტი წრე კი გრძელდება.
  • 6:06 - 6:09
    ქალბატონებო და ბატონებო,
  • 6:09 - 6:12
    მილიონობით ქალის მძიმე მდგომარეობა
  • 6:12 - 6:15
    შეიძლება შეიცვალოს
  • 6:15 - 6:17
    სხვანაირად თუ ვიფიქრებთ.
  • 6:17 - 6:21
    თუ ქალები და კაცები
    სხვანაირად იაზროვნებენ,
  • 6:21 - 6:25
    თუ კაცები და ქალები ტომობრივ
    და პატრიარქალურ საზოგადოებებში,
  • 6:25 - 6:27
    განვითარებად ქვეყნებში,
  • 6:27 - 6:30
    შეძლებენ დაარღვიონ
  • 6:30 - 6:35
    ოჯახის და საზოგადოების ნორმები.
  • 6:35 - 6:40
    თუ მოახერხებენ გააუქმონ
    დისკრიმინაციული კანონები
  • 6:40 - 6:43
    თავიანთ ქვეყნებში,
  • 6:43 - 6:45
    რომლებიც მიმართულია ქალების
  • 6:45 - 6:49
    ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ.
  • 6:49 - 6:54
    ძვირფასო დებო და ძმებო,
    როცა მალალა დაიბადა,
  • 6:54 - 6:56
    თავდაპირველად,
  • 6:56 - 6:57
    მერწმუნეთ,
  • 6:57 - 7:02
    სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს
    ახალდაბადებული ბავშვები,
  • 7:02 - 7:06
    მაგრამ როდესაც მას თვალებში ჩავხედე,
  • 7:06 - 7:08
    დამიჯერეთ,
  • 7:08 - 7:12
    ძალიან პატივდადებულად ვიგრძენი თავი.
  • 7:12 - 7:14
    მის დაბადებამდე კარგა ხნით ადრე,
  • 7:14 - 7:17
    ვფიქრობდი მის სახელზე.
  • 7:17 - 7:21
    მოხიბლული ვიყავი გმირით,
  • 7:21 - 7:25
    რომელიც თავისუფლებისთვის
    იბრძოდა ავღანეთში.
  • 7:25 - 7:30
    მისი სახელი იყო მალალაი მაივანდიდან
  • 7:30 - 7:34
    და მის საპატივცემულოდ დავარქვი
    ჩემს ქალიშვილს ეს სახელი.
  • 7:34 - 7:37
    მალალას დაბადებიდან რამდენიმე დღეში,
  • 7:37 - 7:39
    ჩემი ქალიშვილი რომ დაიბდა,
  • 7:39 - 7:40
    ჩემი ბიძაშვილი მოვიდა...
  • 7:40 - 7:42
    ეს დამთხვევა იყო...
  • 7:42 - 7:45
    ის ჩემთან სახლში მოვიდა
  • 7:45 - 7:48
    და თან გენეალოგიური ხე მოიტანა,
  • 7:48 - 7:51
    იუსაფზაის გენეალოგიური ხე
  • 7:51 - 7:54
    და როცა მას დავხედე,
  • 7:54 - 8:00
    ის ჩვენი 300 წლის წინანდელ
    წინაპრებამდე მიდიოდა,
  • 8:00 - 8:04
    მაგრამ ყველა კაცი იყო,
  • 8:04 - 8:07
    ამიტომ კალამი ავიღე,
  • 8:07 - 8:09
    ჩემი სახელის გასწვრივ ხაზი გავავლე
  • 8:09 - 8:12
    და "მალალა" დავწერე.
  • 8:14 - 8:16
    როდესაც იგი გაიზარდა
  • 8:16 - 8:20
    და ოთხ-ნახევარი წლის გახდა,
  • 8:20 - 8:23
    მე იგი ჩემ სკოლაში მივიღე.
  • 8:23 - 8:26
    თქვენ მკითხავთ, რატომ ვახსენე
  • 8:26 - 8:29
    გოგონას სკოლაში მიღება?
  • 8:29 - 8:31
    დიახ, მე უნდა ვახსენო ეს.
  • 8:31 - 8:34
    ეს შეიძლება ჩვეულებრივი რამაა კანადაში,
  • 8:34 - 8:38
    ამერიკაში, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში,
  • 8:38 - 8:40
    მაგრამ ღარიბ ქვეყნებში,
  • 8:40 - 8:44
    პატრიარქალურ და ტომობრივ საზოგადოებებში,
  • 8:44 - 8:47
    ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა
    გოგოს ცხოვრებაში.
  • 8:47 - 8:51
    სკოლაში შესვლა,
  • 8:51 - 8:57
    მისი იდენტობის აღიარებას ნიშნავს.
  • 8:57 - 8:59
    სკოლაში მიღება ნიშნავს,
  • 8:59 - 9:02
    რომ ის ოცნებების
  • 9:02 - 9:04
    და მისწრაფებების სამყაროში შევიდა,
  • 9:04 - 9:07
    სადაც მას საკუთარი პოტენციალის
    შეცნობა შეუძლია
  • 9:07 - 9:11
    მომავლი ცხოვრებისთვის.
  • 9:11 - 9:13
    მე ხუთი და მყავს
  • 9:13 - 9:16
    და არც ერთ მათგანს არ უვლია სკოლაში.
  • 9:16 - 9:18
    თქვენ გაოცდებით
  • 9:18 - 9:22
    და ორი კვირის წინ,
  • 9:22 - 9:26
    როცა კანადის სავიზო განაცხადს ვავსებდი
  • 9:26 - 9:31
    და ოჯახის ნაწილი უნდა შემეტანა,
  • 9:31 - 9:33
    ჩემი ზოგიერთი დის გვარი
  • 9:33 - 9:37
    ვერ გავიხსენე.
  • 9:37 - 9:39
    ამის მიზეზი ის იყო,
  • 9:39 - 9:42
    რომ ჩემი დის სახელები
  • 9:42 - 9:48
    არასდროს მინახავს რამე დოკუმენტზე.
  • 9:48 - 9:51
    ეს იყო იმის მიზეზი,
  • 9:51 - 9:54
    რომ მე დავაფასე ჩემი ქალიშვილი.
  • 9:54 - 9:59
    რაც მამაჩემმა ვერ მისცა ჩემს დებს
  • 9:59 - 10:00
    და თავის ქალიშვილებს,
  • 10:00 - 10:05
    ვიფიქრე, რომ მე უნდა შევცვალო ეს.
  • 10:05 - 10:08
    მე ვაფასებდი ჩემი ქალიშვილის ინტელექტს
  • 10:08 - 10:11
    და მშვენიერებას.
  • 10:11 - 10:14
    მე ვაქეზებდი მას,
    რომ ჩემ გვერდით მჯდარიყო,
  • 10:14 - 10:15
    როცა ჩემი მეგობრები მსტუმრობდნენ.
  • 10:15 - 10:20
    მე ვაქეზებდი, ჩემთან ერთად
    წამოსულიყო სხვადასხვა შეხვედრებზე
  • 10:20 - 10:22
    და ყველა ამ კარგი ფასეულობის,
  • 10:22 - 10:25
    ჩანერგვას ვცდილობდი მის პიროვნებაში
  • 10:25 - 10:29
    და ეს იყო არა მხოლოდ მალალას შემთხვევაში.
  • 10:29 - 10:32
    მე ვუზიარებდი ყველა ამ კარგ ფასეულობას
  • 10:32 - 10:36
    ჩემი სკოლის მოსწავლე გოგოებს და ბიჭებსაც.
  • 10:36 - 10:40
    მე განათლებას ემანსიპაციისთვის ვიყენებდი.
  • 10:40 - 10:42
    ჩემს გოგოებს ვასწავლიდი,
  • 10:42 - 10:44
    ჩემს მოსწავლე გოგოებს ვასწავლიდი,
  • 10:44 - 10:49
    რომ დაევიწყებინათ მორჩილების გაკვეთილები.
  • 10:49 - 10:52
    მოსწავლე ბიჭებს ვასწავლიდი,
  • 10:52 - 10:58
    რომ დაევიწყებინათ
    ე.წ. ფსევდო-ღირსების გაკვეთილები.
  • 11:02 - 11:06
    ძვირფასო ძმებო და დებო,
  • 11:06 - 11:10
    ჩვენ ვისწრაფვოდით
    ქალების მეტი უფლებებისთვის
  • 11:10 - 11:14
    და ვიბრძოდით უფრო მეტი
  • 11:14 - 11:18
    და მეტი საზოგადოებრივი სივრცისთვის
    ქალებისთვის.
  • 11:18 - 11:21
    მაგრამ ჩვენ შევეჯახეთ ახალ მოვლენას.
  • 11:21 - 11:24
    ის სასიკვდილო იყო ადამიანის
  • 11:24 - 11:27
    და კერძოდ ქალების უფლებებისთვის.
  • 11:27 - 11:32
    მას თალიბანიზაცია ერქვა.
  • 11:32 - 11:36
    ეს ნიშნავდა უარის თქმას
  • 11:36 - 11:38
    ქალების მონაწილეობაზე
  • 11:38 - 11:44
    ყველა პოლიტიკურ, ეკონომიკურ
    და საზოგადოებრივ აქტივობებში.
  • 11:44 - 11:48
    ასობით სკოლა იქნა აფეთქებული.
  • 11:48 - 11:54
    გოგოებს აეკრძალათ სკოლაში სიარული.
  • 11:54 - 11:58
    ქალებს თავსაბურავის ტარებას აძალებდნენ
  • 11:58 - 12:01
    და მათ აეკრძალათ მაღაზიებში სიარული.
  • 12:01 - 12:04
    მუსიკოსები დაადუმეს,
  • 12:04 - 12:06
    გოგოებს წკეპლავდნენ
  • 12:06 - 12:09
    და მომღერლებს ხოცავდნენ.
  • 12:09 - 12:11
    მილიონობით ადამიანი იტანჯებოდა
  • 12:11 - 12:14
    და ცოტა თუ იღებდა ხმას
  • 12:14 - 12:16
    და ეს იყო ყველაზე საშიში რამ,
  • 12:16 - 12:22
    როცა შენს გარშემო ის ხალხია
  • 12:22 - 12:24
    ვინც ხოცავს და წკეპლავს
  • 12:24 - 12:26
    და შენ კი საკუთარ უფლებებზე საუბრობ.
  • 12:26 - 12:30
    ეს ნამდვილად ყველაზე საშიში რამაა.
  • 12:30 - 12:32
    10 წლის ასაკში
  • 12:32 - 12:35
    მალალა აღუდგა,
  • 12:35 - 12:39
    აღუდგა მათ განათლების უფლების დასაცავად.
  • 12:39 - 12:43
    ის დღიურებს წერდა BBC-ის ბლოგისთვის.
  • 12:43 - 12:45
    ის მოხალისედ მონაწილეობდა
  • 12:45 - 12:49
    New York Times-ის დოკუმენტურ ფილმებში.
  • 12:49 - 12:54
    საუბრობდა ყველა შესაძლო ტრიბუნიდან
  • 12:54 - 12:58
    და მისი ხმა ყველაზე მძლავრი იყო.
  • 12:58 - 13:05
    მისი ხმა გავრცელდა
    როგორც კრეშენდო მთელ მსოფლიოში
  • 13:05 - 13:06
    და ეს გახდა იმის მიზეზი,
  • 13:06 - 13:11
    რომ თალიბანმა ვერ აიტანა მისი კამპანია
  • 13:11 - 13:14
    და 2012 წლის 9 ოქტომბერს
  • 13:14 - 13:19
    მას პირდაპირ თავში ესროლეს.
  • 13:19 - 13:24
    ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის
    ეს სამყაროს დასასრული იყო.
  • 13:24 - 13:29
    მსოფლიო დიდ შავ ხვრელად გადაიქცა.
  • 13:29 - 13:31
    როცა ჩემი ქალიშვილი
  • 13:31 - 13:34
    სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო,
  • 13:34 - 13:38
    ჩემს ცოლს ყურში ჩავჩურჩულე:
  • 13:38 - 13:41
    "ჩემი ბრალია
  • 13:41 - 13:45
    ის რაც ჩვენს ქალიშვილს დაემართა?"
  • 13:45 - 13:48
    და მან მყისიერად მიპასუხა:
  • 13:48 - 13:50
    "გთხოვ საკუთარ თავს ნუ ადანაშაულებ,
  • 13:50 - 13:53
    შენ სწორ პრინციპებს იცავდი.
  • 13:53 - 13:55
    საკუთარი სიცოცხლე გადადე
  • 13:55 - 13:57
    სიმართლისთვის,
  • 13:57 - 13:58
    მშვიდობისთვის
  • 13:58 - 14:00
    და განათლებისთვის.
  • 14:00 - 14:02
    და ამან შენი ქალიშვილი შთააგონა
  • 14:02 - 14:04
    და ის შენ შემოგიერთდა.
  • 14:04 - 14:06
    თქვენ ორივე სწორ გზაზე იყავით
  • 14:06 - 14:10
    და მას ღმერთი დაიცავს"
  • 14:10 - 14:13
    ეს რამდენიმე სიტყვა
    ბევრს ნიშნავდა ჩემთვის.
  • 14:13 - 14:17
    და მეტი ეს კითხვა აღარ დამისვამს.
  • 14:17 - 14:21
    როცა მალალა საავადმყოფოში იყო,
  • 14:21 - 14:24
    და საშინელი ტკივილები ტანჯავდა...
  • 14:24 - 14:27
    მას საშინელი თავის ტკივილები ჰქონდა,
  • 14:27 - 14:30
    რადგან მისი სახის ნერვი დაზიანებული იყო,
  • 14:30 - 14:33
    ამ დროს ჩემი ცოლის სახეზე
  • 14:33 - 14:38
    სევდის მუქ ჩრდილს ვხედავდი,
  • 14:38 - 14:44
    მაგრამ ჩემს ქალიშვილს არასდროს დაუჩივლია.
  • 14:44 - 14:46
    ის გვეტყოდა ხოლმე:
  • 14:46 - 14:48
    "მე არ მაწუხებს ჩემი დაგრეხილი ღიმილი
  • 14:48 - 14:51
    და ის რომ სახეს ვერ ვგრძნობ.
  • 14:51 - 14:53
    კარგად ვიქნები. გთხოვთ ნუ ნერვიულობთ"
  • 14:53 - 14:55
    ის ჩვენი ნუგეში იყო
  • 14:55 - 14:58
    და გვამშვიდებდა.
  • 15:00 - 15:04
    ძვირფასო ძმებო და დებო,
  • 15:04 - 15:07
    ჩვენ მისგან ვისწავლეთ
    თუ როგორ ვიყოთ ძლიერები
  • 15:07 - 15:10
    ყველაზე ძნელბედობის ჟამს.
  • 15:10 - 15:13
    და მე მოხარული ვარ გაგიზიაროთ,
  • 15:13 - 15:19
    რომ მიუხედავად იმისა რომ ის
  • 15:19 - 15:22
    ბავშვების და ქალების უფლებებისთვის
    მებრძოლი სიმბოლოა,
  • 15:22 - 15:27
    ის ნებისმიერი 16 წლის გოგოსავითაა.
  • 15:27 - 15:32
    ის ტირის როცა დავალებას ვერ ასრულებს.
  • 15:32 - 15:34
    ის ჩხუბობს საკუთარ ძმებთან
  • 15:34 - 15:38
    და ეს ძალიან მახარებს.
  • 15:38 - 15:41
    ხალხი მეკითხება,
  • 15:41 - 15:44
    რა არის განსაკუთრებული
    ჩემი აღზრდის მეთოდში,
  • 15:44 - 15:47
    რამაც მალალა ასეთი გაბედული
  • 15:47 - 15:51
    და მამაცი, ასეთი შეუპოვარი
    და მშიდი გახადა.
  • 15:51 - 15:57
    მე მათ ვპასუხობ, ნუ მკითხავთ რა გავაკეთე.
  • 15:57 - 16:01
    მკითხეთ რა არ გამიკეთებია.
  • 16:01 - 16:07
    მე მისთვის ფრთები არ შემიჭრია და სულ ესაა.
  • 16:07 - 16:09
    დიდი მადლობა.
  • 16:09 - 16:15
    (აპლოდისმენტები)
  • 16:15 - 16:19
    მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა.
    (აპლოდისმენტები)
Title:
ჩემი ქალიშვილი, მალალა
Speaker:
ზიაუდინ იუსაფზაი
Description:

პაკისტანელი მასწავლებელი ზიაუდინ იუსაფზაი გვახსენებს მარტივ ჭეშმარიტებას, რომლის მოსმენაც ბევრს არ სურს: ქალები და კაცები განათლების, ავტონომიის და დამოუკიდებელი იდენტობის თანაბარ შესაძლებლობებს იმსახურებენ. ის გვიყვება ამბავს პირადი და მისი ქალიშვილის, მალალას ცხოვრებიდან, რომელსაც თალიბანის წევრებმა ესროლეს 2012-ში მხოლოდ იმიტომ, რომ მან სკოლაში წასვლა გაბედა. "რატომ არის ჩემი ქალიშვილი ასეთი ძლიერი?" კითხულობს იუსაფზაი, "რადგან მე მისთვის ფრთები არ შემიჭრია"

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
16:36
Levan Lashauri approved Georgian subtitles for My daughter, Malala
Tamta Makharadze accepted Georgian subtitles for My daughter, Malala
Tamta Makharadze edited Georgian subtitles for My daughter, Malala
Levan Lashauri edited Georgian subtitles for My daughter, Malala
Levan Lashauri edited Georgian subtitles for My daughter, Malala
Levan Lashauri edited Georgian subtitles for My daughter, Malala
Levan Lashauri edited Georgian subtitles for My daughter, Malala
Levan Lashauri edited Georgian subtitles for My daughter, Malala
Show all

Georgian subtitles

Revisions