ისტორიის 2600 წელი ერთ ნივთში
-
0:00 - 0:02ჩვენს შექმნილ ნივთებს
-
0:02 - 0:05ერთი მთავარი თვისება აქვთ...
-
0:05 - 0:07ისინი ჩვენზე ხანგრძლივად ცხოვრობენ.
-
0:07 - 0:09ჩვენ ვკვდებით, ისინი კი რჩებიან;
-
0:09 - 0:12ჩვენ ერთი სიცოცხლე გვაქვს, მათ კი უამრავი
-
0:12 - 0:15და თითოეულ სიცოცხლეში
შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეთ. -
0:15 - 0:18რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას
ერთი ბიოგრაფია გვაქვს, -
0:18 - 0:20მათ კი - ბევრი.
-
0:20 - 0:22ამ დილით, მინდა ერთი კონკრეტული საგნის,
-
0:22 - 0:25ერთი განსაკუთრებული ნივთის,
-
0:25 - 0:28ერთ ისტორიაზე, ბიოგრაფიაზე...
-
0:28 - 0:30უფრო სწორად ბიოგრაფიებზე ვისაუბრო.
-
0:30 - 0:32გეთანხმებით,
-
0:32 - 0:34რომ მაინცდამაინც განსაკუთრებულად
არ გამოიყურება. -
0:34 - 0:37იგი დაახლოებით რაგბის ბურთის ზომისაა.
-
0:37 - 0:39თიხისგანაა დამზადებული
-
0:39 - 0:41და გარეგნულად
-
0:41 - 0:44ცილინდრის ფორმა აქვს,
-
0:44 - 0:46დაფარულია მჭიდრო წარწერებით
-
0:46 - 0:49და შემდეგ გამომშრალია მზეზე.
-
0:49 - 0:51როგორც თქვენ ხედავთ,
-
0:51 - 0:53მცირე ნაწილი მომტვრეულია,
-
0:53 - 0:55რაც დიდად გასაკვირი არცაა,
-
0:55 - 0:58რადგან იგი 2500 წლის წინ დაამზადეს
-
0:58 - 1:00და 1879 წელს
-
1:00 - 1:02არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს.
-
1:02 - 1:04მაგრამ დღეს,
-
1:04 - 1:06ჩემი აზრით, ეს ნივთი
-
1:06 - 1:08ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში
-
1:08 - 1:10მთავარ როლს თამაშობს.
-
1:10 - 1:12ეს არის ნივთი
-
1:12 - 1:14მომაჯადოვებელი ისტორიებით,
-
1:14 - 1:18და ეს ისტორიები დღემდე გრძელდება.
-
1:18 - 1:20ეს ისტორია
-
1:20 - 1:24ირან-ერაყის ომის დროს დაიწყო
-
1:24 - 1:26როცა განვითარებულმა მოვლენებმა
-
1:26 - 1:28საბოლოოდ
-
1:28 - 1:30უცხო ძალების მიერ
-
1:30 - 1:32ერაყში შეჭრა,
-
1:32 - 1:34დესპოტი მმართველის ჩამოგდება
-
1:34 - 1:37და რეჟიმის მყისიერი ცვლა გამოიწვია.
-
1:37 - 1:38და მე სწორედ
-
1:38 - 1:41ამ მოვლენათა თანმიმდევრობის
ერთი ეპიზოდით მინდა დავიწყო, -
1:41 - 1:44რომელიც ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის.
-
1:44 - 1:46ესაა ბალთაზარის ნადიმი,
-
1:46 - 1:48რადგანაც ჩვენ ირან-ერაყის
-
1:48 - 1:51ძვ.წ. 530 წელს მომხდარ ომზე ვსაუბრობთ.
-
1:51 - 1:53პარალელები
-
1:53 - 1:55ძვ.წ. 539 და ახ.წ. 2003 წელს
-
1:55 - 1:58მომხდარ მოვლენებს შორის
-
1:58 - 2:00გასაოცარია.
-
2:00 - 2:02ეკრანზე ხედავთ რემბრანტის ნახატს,
-
2:02 - 2:04რომელიც ამჟამად ლონდონის
ეროვნულ გალერეაშია. -
2:04 - 2:07მასზე დანიელ წინასწარმეტყველის
ტექსტის ილუსტრაციაა -
2:07 - 2:09ებრაული ბიბლიიდან.
-
2:09 - 2:11ეს ისტორია მეტ-ნაკლებად ალბათ ყველამ იცით.
-
2:11 - 2:14ბალთაზარი, ნაბუქოდონოსორის ვაჟია.
-
2:14 - 2:17ნაბუქოდონოროსმა ისრაელი დაიპყრო,
იერუსალიმი გაძარცვა, -
2:17 - 2:19ხალხი შეიპყრო
-
2:19 - 2:21და ებრაელები ბაბილონში დააბუნა.
-
2:21 - 2:24მან არა მხოლოდ ებრაელები წაიყვანა,
არამედ ტაძრის ჭურჭელიც წაიღო. -
2:24 - 2:27მან გაძარცვა და შებღალა ტაძარი
-
2:27 - 2:30და იერუსალიმის ტაძრის ოქროს
დიდებული ჭურჭელი -
2:30 - 2:33ბაბილონში წაიღო.
-
2:33 - 2:35ერთხელაც, მისმა ვაჟმა, ბალთაზარმა
-
2:35 - 2:37ნადიმის გამართვა გადაწყვიტა.
-
2:37 - 2:39ნადიმი რომ უფრო დიდებული გამოსულიყო,
-
2:39 - 2:42მან დანარჩენ გასართობს
ცოტა მკრეხელობაც დაამტა -
2:42 - 2:45და ტაძრის ჭურჭელი გამოიტანა.
-
2:45 - 2:48ამ დროს იგი უკვე ომობდა ირანელებთან,
-
2:48 - 2:50სპარსეთის მეფესთან.
-
2:50 - 2:53და იმ ღამით, როგორც დანიელი გვიყვება,
-
2:53 - 2:55შუა ნადიმის დროს
-
2:55 - 2:58ხელი გამოჩნდა და კედელზე დაწერა,
-
2:58 - 3:01"სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი,
-
3:01 - 3:03გაიყო შენი სამეფო
-
3:03 - 3:05და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცა იგი"
-
3:05 - 3:07და იმავე ღამეს,
-
3:07 - 3:11სპარსეთის მეფე კიროსი, ბაბილონში შეიჭრა
-
3:11 - 3:16და ბალთაზარის მმართველობა დასრულდა.
-
3:16 - 3:18რა თქმა უნდა
-
3:18 - 3:20ეს უდიდესი მოვლენაა
-
3:20 - 3:21ებრაელი ხალხის ისტორიაში.
-
3:21 - 3:24ეს დიდებული ისტორიაა.
ისტორია, რომელიც ყველამ ვიცით. -
3:24 - 3:27გამოთქმა:"წარწერა კედელზე"
(The writing on the wall) -
3:27 - 3:29როგორც ცუდის მომასწავებელი,
ყოველდღიური ენი ნაწილი გახდა -
3:29 - 3:31რაც შემდეგ მოხდა
-
3:31 - 3:33აღსანიშნავია
-
3:33 - 3:35და ჩვენი ცილინდრიც
-
3:35 - 3:37სწორედ ამ დროს შემოდის ისტორიაში.
-
3:37 - 3:39სპარსეთის მეფე კიროსი
-
3:39 - 3:41ბაბილონში უომრად შევიდა
-
3:41 - 3:43და ბაბილონის დიდებული იმპერია,
-
3:43 - 3:45რომელიც ცენტრალური სამხრეთ ირანიდან
-
3:45 - 3:47ხმელთაშუა ზღვამდე იყო გადაჭიმული
-
3:47 - 3:49ხელში ჩაიგდო.
-
3:49 - 3:53ამ დროს კიროსმა გამოსცა ბრძანება.
-
3:53 - 3:56და სწორედ ესაა ცილინდრი,
-
3:56 - 3:59ბრძანება, ღვთის კურთხევით შერჩეული
მმართველისა, -
3:59 - 4:03რომელმაც ჩამოაგდო ერაყელი დესპოტი
-
4:03 - 4:05და ხალხისთვის
თავისუფლების დაბრუნება სურდა. -
4:05 - 4:07ჟღერადი ბაბილონურით...
-
4:07 - 4:09იქ ბაბილონურ ენაზე ეწერა...
-
4:09 - 4:12ის ამბობს: "მე ვარ კიროსი, სამყაროს მეფე,
-
4:12 - 4:14დიდებული და ძლევამოსილი მეფე,
-
4:14 - 4:18მეფე ბაბილონისა და მეფე
მსოფლიოს ოთხივე მხარისა". -
4:18 - 4:21როგორც ხედავთ, გაზვიადებას არ ერიდებიან.
-
4:21 - 4:23ეს ალბათ,
-
4:23 - 4:25გამარჯვებული ჯარის
-
4:25 - 4:27პირველი პრეს-რელიზია
-
4:27 - 4:29რაც კი არსებობს
-
4:29 - 4:31და როგორც ვნახავთ,
-
4:31 - 4:34ძალიან გამოცდილი
პიარ კონსულტანტების მიერაა დაწერილი. -
4:34 - 4:37ამიტომ, გაზვიადება დიდად გასაკვირი არცაა.
-
4:37 - 4:39მაშ, დიდებული მეფე, ძლევამოსილი მეფე,
-
4:39 - 4:42მსოფლიოს ოთხივე მხარის მეფე რის
გაკეთებას აპირებს? -
4:42 - 4:45ის შემდეგ ამბობს,
რომ ბაბილონის დაპყრობისთანავე, -
4:45 - 4:48ყველა ხალხებს ვინც ბაბილონელებმა...
-
4:48 - 4:50ნაბუქოდონოროსმა და ბალთაზარმა
-
4:50 - 4:52დაიპრეს და დაიმონეს
-
4:52 - 4:54გაათავისფლებს.
-
4:54 - 4:56ის მათ თავიანთ ქვეყნებში
დაბრუნების უფლებას მისცემს. -
4:56 - 4:58და ყველაზე მთავარი,
-
4:58 - 5:00იგი მისცემს მათ უფლებას,
რომ აღადგინონ -
5:00 - 5:02ღმერთები, ქანდაკებები,
-
5:02 - 5:04ტაძრის ჭურჭელი,
-
5:04 - 5:06რომლებიც ჩამოართვეს.
-
5:06 - 5:10და ხალხებს, ვინც კი ბაბილონელებმა
შეავიწროვეს და გადაასახლეს -
5:10 - 5:12სახლში დააბრუნებს
-
5:12 - 5:14და თავიანთ ღმერთებსაც თან წაიღებენ.
-
5:14 - 5:17ისინი ისევ შეძლებენ საკუთარი
საკურთხევლების აღდგენას -
5:17 - 5:19და თავიანთი ღმერთების თაყვანისცემას,
-
5:19 - 5:22საკუთარი წესებითა და საკუთარ ტერიტორიაზე.
-
5:22 - 5:24ეს არის ბრძანებულება,
-
5:24 - 5:27ეს ნივთი არის იმის მტკიცებულება,
-
5:27 - 5:29რომ ბაბილონში გაძევების შემდეგ,
-
5:29 - 5:31ებრაელებს,
-
5:31 - 5:34რომლებმაც წლები გაატარეს ბაბილონის
მდინარეებთან -
5:34 - 5:37და იერუსალიმის გახსენებისას
ცრემლებად იღვრებოდნენ, -
5:37 - 5:40სახლში დაბუნების უფლება მიეცათ.
-
5:40 - 5:42მათ იერუსალიმში დაბრუნებისა
-
5:42 - 5:44და ტაძრის თავიდან აშენების უფლება მიეცათ.
-
5:44 - 5:46ამ დოკუმენტს ებრაელების ისტორიაში
-
5:46 - 5:48ცენტრალური ადგილი უჭირავს.
-
5:48 - 5:52"ნეშტთა" და "ეზრას" წიგნები
ებრაული ბიბლიიდან -
5:52 - 5:54მკაფიოდ მოგვითხრობს ამაზე.
-
5:54 - 5:56ეს არის იგივე ისტორიის
-
5:56 - 5:57ებრაული ვერსია.
-
5:59 - 6:01"ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე:
-
6:01 - 6:04'ქვეყნის ყველა სამეფო მე მიბოძა უფალმა,
ცათა ღმერთმა, -
6:04 - 6:05და დამავალა
-
6:05 - 6:07მისთვის სახლის აგება იერუსალიმში
-
6:07 - 6:09ვინც თქვენს შორის მისი ერიდან არის,
-
6:09 - 6:11უფალი, მისი ღმერთი, იყოს მასთან,
-
6:11 - 6:14და წავიდეს!?
-
6:14 - 6:16'წავიდეს' — aaleh
-
6:16 - 6:19მთავარი ელემენტი,
-
6:19 - 6:21მაინც დაბრუნებაა.
-
6:21 - 6:23იუდაიზმში ცხოვრების
-
6:23 - 6:25ცენტრალური ნაწილია.
-
6:25 - 6:28როგორც ყველამ ვიცით,
გადასახლებიდან დაბრუნებამ, -
6:28 - 6:29მეორე ტაძარმა,
-
6:29 - 6:31იუდაიზმს ახალი ფორმა შესძინა.
-
6:31 - 6:33და ეს ცვლილება,
-
6:33 - 6:35ეს დიდებული ისტორიული მომენტი,
-
6:35 - 6:39რომელიც სპარსეთის მეფის
კიროსის მეოხებით მოხდა, -
6:39 - 6:42ბიბლიაში ივრითითაა მოთხრობილი
-
6:42 - 6:45და თიხაზე კი - ბაბილონურად.
-
6:45 - 6:47ორი დიდებული ტექსტი,
-
6:47 - 6:49მაგრამ რა ხდება პოლიტიკაში?
-
6:49 - 6:51რაც ამ მხრივ ხდებოდა,
-
6:51 - 6:54ეს იყო ფუნდამენტური ძვრა
ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. -
6:54 - 6:57ირანის იმპერია, მიდია და სპარსეთი
-
6:57 - 6:59კიროსის გავლენის ქვეშ გაერთიანდა
-
6:59 - 7:03და მსოფლიოს პირველი დიდებული
იმპერია გახდა. -
7:03 - 7:06ეს პროცესი კიროსმა
ძვ.წ. 530-იან წლებში დაიწყო -
7:06 - 7:10და მისი ვაჟის დარიუსის დროს კი,
-
7:10 - 7:13მთელი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ტერიტორია
-
7:13 - 7:15სპარსეთის კონტოლის ქვეშ მოექცა.
-
7:15 - 7:17რეალურად, ეს იმპერია
-
7:17 - 7:19არის ახლანდელი ახლო აღმოსავლეთი
-
7:19 - 7:22და სწორედ მან მისცა ახლო აღმოსავლეთს
ის ფორმა რაც დღეს აქვს. -
7:22 - 7:25ეს იყო, იმ დროისთვის მსოფლიოს ისტორიაში
ყველაზე დიდი იმპერია. -
7:25 - 7:27კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა,
-
7:27 - 7:28რომ ეს იყო პირველი
-
7:28 - 7:30მულტიკულტურული, მულტირელიგიური
-
7:30 - 7:32დიდი მასშტაბის სახელმწიფო.
-
7:32 - 7:34ის სრულიად ახლებურად უნდა ემართათ
-
7:34 - 7:36და სხვადასხვა ენაზე უნდა ემართათ.
-
7:36 - 7:39ის ფაქტი, რომ ეს ბრძანებულება
ბაბილონურ ენაზეა, სწორედ ამაზე მეტველებს. -
7:39 - 7:42მას უნდა ეღიარებინა მათი
განსხვავებული წეს-ჩვეულებები. -
7:42 - 7:45განსხვავებული ხალხები, განსხვავებული
რელიგიები და სარწმუნოებები. -
7:45 - 7:47კიროსი ყველა ამ ფაქტორს სცემდა პატივს.
-
7:47 - 7:49კიროსმა შექმნა მოდელი,
-
7:49 - 7:51თუ როგორ უნდა მართო დიდი,
-
7:51 - 7:56მულტინაციონალური, მულტირელიგიური
და მულტიკულტურული საზოგადოება. -
7:56 - 7:58და ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნა იმპერია,
-
7:58 - 8:01რომელიც ეკრანზე ნაჩვენებ
ტერიტორიებს მოიცავდა -
8:01 - 8:04და რომელმაც 200 წელი
სტაბილურობაში იარსება, -
8:04 - 8:07სანამ ალქსანდრე მაკედონელმა არ დაარღვია.
-
8:07 - 8:09რამაც ახლო აღმოსავლეთის
ერთობის ოცნება დაასამარა -
8:09 - 8:12ისეთი ერთობის, სადაც განსხვავებული
რწმენის ადამიანები -
8:12 - 8:13ერთად იცხოვრებდნენ.
-
8:13 - 8:15ამ ყველაფერს ბერძნულმა შემოსევებმა
დაუსვეს წერტილი. -
8:15 - 8:18და ცხადია, ალექსანდრემ ვერ შეძლო
მმართველობის შენარჩუნება -
8:18 - 8:20და იგი დაქუცმაცდა.
-
8:20 - 8:22თუმცა, ის რასაც კიროსი წარმოადგენდა
-
8:22 - 8:24კვლავ მთავარ ფაქტორად რჩება.
-
8:24 - 8:27ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე
-
8:27 - 8:29თავის წიგნში "კიროპედია"
-
8:29 - 8:31კიროსს, როგორც დიდებულ
მმართველს ახასიათებს. -
8:31 - 8:34და მას შემდეგ ევეროპის ისტორიაში,
-
8:34 - 8:37კიროსი ნიმუშად დარჩა.
-
8:37 - 8:39ეს მე-16 საუკუნის სურათია,
-
8:39 - 8:41რომელიც გვაჩვენებს,
თუ რამდენად დიდი იყო -
8:41 - 8:44მისდამი პატივისცემა.
-
8:44 - 8:46ქსენეფონტეს წიგნი კიროსის შესახებ,
-
8:46 - 8:49თუ როგორ უნდა მართო
მრავალნაირი საზოგადოება, -
8:49 - 8:51ერთ-ერთი დიდებული სახელმძღვანელოა,
-
8:51 - 8:54რომელიც ამერიკული რევოლუციის
დამფუძვნებელი მამებისთვის -
8:54 - 8:55შთაგონების წყარო გახდა.
-
8:55 - 8:57ჯეფერსონი, კიროსის იდეალების
-
8:57 - 8:59დიდი ტაყვანისმცემელი იყო,
-
8:59 - 9:01რაზეც მეტყველებს მე-18 საუკუნის იდეალები,
-
9:01 - 9:03თუ როგორ იქმნება რელიგიური ტოლერანტობა
-
9:03 - 9:06ახალ სახელმწიფოში.
-
9:08 - 9:10ამ დროს კი, ბაბილონში,
-
9:10 - 9:12საქმეები არც ისე კარგად მიდიოდა.
-
9:12 - 9:15ალექსანდრეს შემდეგ, სხვა იმპერიები,
-
9:15 - 9:18ბაბილონი დასუსტდა, ნანგრევებად იქცა
-
9:18 - 9:22და დიდებული ბაბილონის იმპერიის კვალი
-
9:22 - 9:241879 წლამდე იკარგება,
-
9:24 - 9:27სანამ ბრიტანეთის მუზეუმის მიერ
-
9:27 - 9:30ბაბილონში ჩატერებული გათხრების
შედეგად ცილინდრს აღმოაჩენდნენ. -
9:30 - 9:33ახლა კი ის, ახალ ისტორიაში შედის.
-
9:33 - 9:35ის შედის მე-19 საუკუნის შუაში არსებულ
-
9:35 - 9:37დიდ კამათში, იმის შესახებ,
-
9:37 - 9:40არის თუ არა სანდო ბიბლია?
უნდა ვენდოთ თუ არა ამ წყაროს? -
9:40 - 9:42მხოლოდ ებრაული ბიბლიიდან ვიცით,
-
9:42 - 9:44რომ კიროსის ბრძანებულებით
-
9:44 - 9:46ებრაელები დაბრუნდნენ.
-
9:46 - 9:48სხვა მტკიცებულება არ გაგვაჩნია.
-
9:48 - 9:50და უცებ, გამოჩნდა ეს ცილინდრი.
-
9:50 - 9:52რამაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია,
-
9:52 - 9:54იმ ხალხში, ვისაც ბიბლიის სჯეროდა
-
9:54 - 9:56და ევოლუციისა და გეოლოგიის გამო
-
9:56 - 9:58რწმენა შეერყა.
-
9:58 - 10:00ეს კი იყო მკიცებულება იმასა,
-
10:00 - 10:02რომ ბიბლიაში ისტორული სიმართლე ეწერა.
-
10:02 - 10:05ეს მე-19 საუკუნის მნიშვნელოვანი მომენტია.
-
10:05 - 10:10თუმცა... და ცხადია აქ ვითარება რთულდება...
-
10:10 - 10:12ფაქტები სწორი იყო
-
10:12 - 10:15არქეოლოგიის წყალობით,
-
10:15 - 10:18მაგრამ ინტერპრეტაცია ბევრად რთული იყო,
-
10:18 - 10:21რადგან ცილინდრზე და
ებრაულ ბიბლიაში არსებული განმარტება, -
10:21 - 10:23ერთ მთავარ საკითხში განსხვავდებოდა.
-
10:23 - 10:25ბაბილონური ცილინდრი,
-
10:25 - 10:27ბაბილონის დიდი ღმერთის,
-
10:27 - 10:29მარდუკის მღვდლების მიერ იქნა დაწერილი,
-
10:29 - 10:31და გასაკვირი არცაა,
-
10:31 - 10:33როცა ისინი წერენ,
რომ ეს ყველაფერი მარდუკმა მოახდინა. -
10:33 - 10:36"ვთვლით, რომ მარდუკმა
სახელით მიმართა კიროსს" -
10:36 - 10:39მარდუკი ხელს ჰკიდებს კიროსს
-
10:39 - 10:41და მოუწოდებს მას მწყემსოს მისი ხალხი
-
10:41 - 10:44და ბაბილონს აძლევს მართვაში.
-
10:44 - 10:46მარდუკმა უთხრა კიროსს,
-
10:46 - 10:48რომ ის გააკეთებდა დიდებულ
და კეთილ საქმეს, -
10:48 - 10:50როგორც ხალხის გათავისუფლებაა.
-
10:50 - 10:52სწორედ ესაა, რის გამოც უნდა ვუმადლოდეთ
-
10:52 - 10:54და თაყვანს ვცემდეთ მარდუკს.
-
10:54 - 10:56ებრაელი მწერლები,
-
10:56 - 10:58ძველ აღთქმაში,
-
10:58 - 11:01ალბათ არ გაგიკვირდებათ,
-
11:01 - 11:03ამ მომენტს სხვაგვარად უყურებენ.
-
11:03 - 11:05მათთვის, ცხადია, ამ ყველაფრის გამკეთებელი
-
11:05 - 11:07მარდუკი ვერ იქნებოდა.
-
11:07 - 11:09ეს მხოლოდ იეჰოვა შეიძლება ყოფილიყო.
-
11:09 - 11:11ასე რომ ესაიას წიგნში,
-
11:11 - 11:13დიდებული ტექსტებია,
-
11:13 - 11:15რომელშიც ეს ყველაფერი
-
11:15 - 11:16არა მარდუკს,
-
11:16 - 11:19არამედ ისრაელის მაღალ ღმერთს მიეწერება.
-
11:19 - 11:21ისრაელის მაღალმა ღმერთმაც
-
11:21 - 11:23სახელით იხმო კიროსი,
-
11:23 - 11:26მანაც ჩაკიდა ხელი
-
11:26 - 11:28და მანაც მოუწოდა
თავისი ხალხის მწყემსობისკენ. -
11:28 - 11:30ეს ერთი მოვლენის, ორი განსხვავებული
-
11:30 - 11:34სამღვდელოების მიერ მითვისების,
შესანიშნავი მაგალითია. -
11:34 - 11:36პოლიტიკური ფაქტის ორი განსხვავებული
-
11:36 - 11:38რელიგიის მიერ ხელში ჩაგდება.
-
11:38 - 11:40ღმერთი, ვიცით,
-
11:40 - 11:42რომ ჩვეულებრივ დიდი ბატალიონების მხარესაა,
-
11:42 - 11:45მაგრამ ისმის კითხვა, რომელი ღმერთი იყო ეს?
-
11:45 - 11:47და ამ დავამ ყველა ააღელვა
-
11:47 - 11:49მე-19 საუკუნეში,
-
11:49 - 11:51როცა მიახვედრა, რომ ებრაული ბიბლია
-
11:51 - 11:54უფრო ფართე რელიგიური სამყაროს ნაწილია.
-
11:54 - 11:56ასევე ცხადია,
-
11:56 - 11:59რომ ცილინდრი ესაიას წიგნზე ძველია,
-
11:59 - 12:01მიუხედავად ამისა, იეჰოვას სიტყვები
-
12:01 - 12:03ძალიან ჰგავს
-
12:03 - 12:05მარდუკის მიერ გამოყენებულ სიტყვებს.
-
12:05 - 12:08და არსებობს მცირე შეგრძნება,
რომ ესაიამ ეს იცის, -
12:08 - 12:10რადგან ის ამბობს,
-
12:10 - 12:13ამას ღმერთი ამბობს, რა თქმა უნდა:
-
12:13 - 12:16"ჩემი რჩეულის, გულისათვის
გიწოდებ სახელს და გნათლავ -
12:16 - 12:17თუმცა არ მიცნობ".
-
12:17 - 12:19ვფიქრობ აღიარებულია,
-
12:19 - 12:21რომ კიროსმა არც კი იცოდა,
-
12:21 - 12:24რომ იეჰოვას ბრძანებას ასრულებდა.
-
12:24 - 12:27და ასევე გაუკვირდებოდა, რომ გაეგო
თურმე მარდუკის ბრძანებებს ასრულებდა, -
12:27 - 12:29რადგანაც საინტარესოა,
-
12:29 - 12:31რომ კიროსი კარგი ირანელია,
-
12:31 - 12:33რომელიც სრულიად სხვა
ღმერთებს ეთაყვანება, -
12:33 - 12:35რომლებიც არცერთ ამ ტექსტში არაა ნახსენები.
-
12:35 - 12:37(სიცილი)
-
12:37 - 12:39ეს 1879 წელია.
-
12:39 - 12:4140 წლის შემდეგ
-
12:41 - 12:441917 წელია
-
12:44 - 12:46და ცილინდრი ახალ სამყაროში შედის.
-
12:46 - 12:48ამჯერად, თანამდროვე მსოფლიოს
-
12:48 - 12:50რეალურ პოლიტიკაში.
-
12:50 - 12:53ესაა "ბალფურის დეკლარაციის" მიღების წელი,
-
12:53 - 12:56წელი, როცა ახალმა იმპერიულმა ძალამ
ახლო აღმოსავლეთში, ბრიტანეთმა, -
12:56 - 12:58გადაწყვიტა რომ ის გამოაცხადებდა
-
12:58 - 13:00ებრაელებისთვის ეროვნულ კერას
-
13:00 - 13:02და მათ, დაბრუნების
-
13:02 - 13:04უფლებას მისცემდა.
-
13:04 - 13:06ამას აღმოსავლეთ ევროპის
-
13:06 - 13:09ებრაელი მოსახლეობა აღფრთოვანებით შეხვდა.
-
13:09 - 13:11მთელ აღმოსავლეთ ევროპაში,
-
13:11 - 13:13ებრაელებს ერთმანეთის გვერდიგვერდ,
-
13:13 - 13:15კიროსისა და ჯორჯ V-ის სურათები
-
13:15 - 13:17გამოჰქონდათ.
-
13:17 - 13:19ორი უდიდესი მმართველის,
-
13:19 - 13:22რომელმაც მათ
იერუსალიმში დაბრუნების საშუალება მისცა. -
13:22 - 13:26შესაბამისად, კიროსის ცილინდრი
კვლავ საჯარო თვალთახედვის არეში ბრუნდება -
13:26 - 13:27და მისი ტექსტი,
-
13:27 - 13:30იმის საჩვენებლად გამოდგება,
რომ რაც ომის დასრულების შემდეგ -
13:30 - 13:331918 წელს მოხდება,
-
13:33 - 13:36უფლის გეგმის ნაწილია.
-
13:36 - 13:38თქვენ ყველამ იცით რაც მოხდა.
-
13:38 - 13:41ისრაელის სახელმწიფო მომზადდა,
-
13:41 - 13:44და 50 წლის შემდეგ, 60-იანი
წლების ბოლოს, ცხადი გახდა, -
13:44 - 13:47რომ ბრიტანეთის, როგორც
იმპერიული ძალის როლი დასრულდა. -
13:47 - 13:50და აქედან ცილინდრის ახალი ისტორია იწყება.
-
13:50 - 13:52გაერთიანებულმა სამეფომ
და აშშ-მ გადაწყვიტეს, -
13:52 - 13:55რომ რეგიონი კომუნიზმისგან დაეცვათ
-
13:55 - 13:58და ზესახელმწიფო, რომელიც შეიქმნებოდა
ამის განსახორციელებლად -
13:58 - 14:00უნდა ყოფილიყო, ირანი და მისი შაჰი.
-
14:00 - 14:03და ამგვარად, შაჰი იგონებს ირანის ისტორიას,
-
14:03 - 14:05ან უბრუნდება ირანის ისტორიას
-
14:05 - 14:08და ამით დიდი ტრადიციის ცენტრში ექცევა,
-
14:08 - 14:10და ჭრის მონეტებს,
-
14:10 - 14:12სადაც იგი,
-
14:12 - 14:14კიროსის ცილინდრთან ერთადაა გამოსახული.
-
14:14 - 14:17პერსეპოლისში გამართული დიდი ზეიმობისას,
-
14:17 - 14:19მან გამოიხმო ცილინდრი,
-
14:19 - 14:22იგი ითხოვეს ბრიტანეთის მუზეუმისგან
და თეირანში წაიღეს. -
14:22 - 14:24ის ფაჰლავის დინასტიის
-
14:24 - 14:27დიდი დღესასწაულების ნაწილი გახდა.
-
14:27 - 14:30კიროსის ცილიდრი:
შაჰის მმართველობის გარანტი. -
14:30 - 14:3310 წლის შემდეგ კი, კიდევ ერთი ისტორია:
-
14:33 - 14:35ირანის რევოლუცია, 1979 წელი.
-
14:35 - 14:37ისლამური რევოლუცია. კიროსი აღარაა;
-
14:37 - 14:39ჩვენ არ გვაინტერესებს ის ისტორია,
-
14:39 - 14:42ჩვენ გვაინტერესებს ისლამური ირანი...
-
14:42 - 14:44სანამ ერაყი,
-
14:44 - 14:47ახალი ზესახელმწიფო, რომელიც ყველამ
გადავწყვიტეთ, რომ რეგიონში უნდა იყოს, -
14:47 - 14:49შეტევას დაიწყებს.
-
14:49 - 14:51შემდეგ კიდევ ერთი ირან-ერაყის ომი.
-
14:51 - 14:53ირანელებისთვის,
მათი დიდებული წარსულის გახსენება -
14:53 - 14:56მნიშვნელოვანი ხდება.
-
14:56 - 14:58იმ დიდებული წარსულის,
-
14:58 - 15:01როცა ერაყს ებრძოდნენ და დაამარცხეს.
-
15:01 - 15:03მნიშვნელოვანი ხდება ისეთი სიმბოლოს პოვნა,
-
15:03 - 15:06რომელიც ყველა ირანელს გააერთიანებს...
-
15:06 - 15:08მუსლიმებს, არამუსლიმებს
-
15:08 - 15:11ქრიატიანებს, ზოროასტრისტებს,
ირანში მცხოვრებ ებრაელებს, -
15:11 - 15:13მოწმუნეებს და არამორწმუნეებს.
-
15:13 - 15:16ამის ნათელი სიმბოლო კი - კიროსია.
-
15:16 - 15:19ამგვარად, როცა ბრიტანეთის
და თეირანის ეროვნულმა მუზეუმები -
15:19 - 15:22თანამშრომლობენ და ერთად მუშაობენ,
ისე როგორც ამას ვაკეთებდით, -
15:22 - 15:24ირანელები მხოლოდ ერთი რამის
-
15:24 - 15:25სესხებას ითხოვენ.
-
15:25 - 15:27ეს ერთადერთი ნივთია, რაც მათ უნდათ.
-
15:27 - 15:29მათ უნდათ, რომ კიროსის ცილინდრი ისესხონ.
-
15:29 - 15:31და გასულ წელს,
-
15:31 - 15:35კიროსის ცილინდრი თეირანში
-
15:35 - 15:38უკვე მეორედ გაემგზავრა.
-
15:38 - 15:41აი, აქ ჩანს, როგორ დებს მას ყუთში,
-
15:41 - 15:44თეირანის ეროვნული მუზეუმის დირექტორი,
-
15:44 - 15:47ერთ-ერთი ქალი ირანში, იმ მრავალთა შორის,
რომელიც მაღალ თანამდებობაზეა, -
15:47 - 15:49ქალბატონი არდაკანი.
-
15:49 - 15:51ეს უდიდესი მოვლენა იყო.
-
15:51 - 15:54ეს არის იგივე სურათის მეორე მხარე.
-
15:54 - 15:57თეირანში ეს ცილინდრი
-
15:57 - 15:59რამდენიმე თვის განმავლობაში,
-
15:59 - 16:011-დან 2 მილიონამდე ადამიანმა მოინახულა.
-
16:01 - 16:03ეს ნებისმიერი ბლოკბასტერის
-
16:03 - 16:05გამოფენას აჭარბებს დასავლეთში.
-
16:05 - 16:08და დიდი განხილვის საგანია,
-
16:08 - 16:11თუ რას ნიშნავს ცილინდრი,
რას გულისხმობს კიროსი, -
16:11 - 16:14მაგრამ, უმთავრესად, კიროსი,
როგორც ამას ცილინდრი გადმოგვცემს... -
16:14 - 16:17კიროსი არის სამშობლოს დამცველი,
-
16:17 - 16:19რა თქმა უნდა, ირანული იდენტობის
-
16:19 - 16:21და ირანელი ხალხის დამცველი,
-
16:21 - 16:23ტოლერანტული ყველა აღმსარებლობისადმი.
-
16:23 - 16:25და ამჟამინდელ ირანში,
-
16:25 - 16:28ზოროასტრისტებსა და ქრისტიანებს
გარანტირებული ადგილი აქვთ -
16:28 - 16:31ირანულ პარლამენტში, რაც ძალიან,
ძალიან საამაყოა. -
16:31 - 16:34ამ ექსპონატის სანახავად,
-
16:34 - 16:36ირანში მცხოვრები ათასობით ებრაელი
-
16:36 - 16:38ჩავიდა თეირანში.
-
16:38 - 16:40ეს გახდა უდიდესი სიმბოლო,
-
16:40 - 16:42და დიდი დავის საგანი,
-
16:42 - 16:45თუ როგორია ირანი შინ და გარეთ.
-
16:45 - 16:48ისევ არის ირანი დაჩაგრულთა დამცველი?
-
16:48 - 16:50გაათავისუფლებს ირანი იმ ხალხს,
-
16:50 - 16:53რომლებიც ტირანებმა დაიმონეს და დაჩაგრეს?
-
16:53 - 16:56ეს არის მხურვალე ეროვნული რიტორიკა,
-
16:56 - 16:58და ეს ყველაფერი გაერთიანებული იყო
-
16:58 - 17:00კარგად დადგმულ
-
17:00 - 17:02დაბრუნების აღნიშვნაში.
-
17:02 - 17:05სცენაზე თქვენ ხედავთ კიროსის
ცილინდრის გადიდებულ ვერსიას, -
17:05 - 17:08ირანის ისტორიის
დიდებულ ფიგურებთან ერთად, -
17:08 - 17:10რომლებიც ირანის ისტორიაში
-
17:10 - 17:13საკუთარი ადგილის
დასამკვიდრებლად შეიკრიბნენ. -
17:13 - 17:15სწორედ ეს ამბავი წარმოადგინა
-
17:15 - 17:18თავად პრეზიდენტმა.
-
17:18 - 17:20და ჩემთვის
-
17:20 - 17:22ამ ნივთის ირანში წაღება,
-
17:22 - 17:24ამ ნივთის ირანში წაღების უფლება,
-
17:24 - 17:26გასაოცარი დავის ნაწილად
-
17:26 - 17:28გახდომას ნიშნავდა,
-
17:28 - 17:30რომელმაც უმაღლეს დონეზე მიმდინარეობდა,
-
17:30 - 17:32იმის შესახებ, თუ რას წარმადგენს ირანი,
-
17:32 - 17:35ირანის რამდენი განსხვავებული სახე არსებობს
-
17:35 - 17:37და როგორ სახეს მისცემდა მსოფლიოს დღეს
-
17:37 - 17:40ირანის სხვადასხვა ისტორია.
-
17:40 - 17:43ეს დავა დღემდე გრძელდება,
-
17:43 - 17:45და კვლავ მძაფრად გაგრძელდება,
-
17:45 - 17:47რადგანაც ეს ნივთი,
-
17:47 - 17:49ადამიანის მისწრაფებების
-
17:49 - 17:51ერთ-ერთი უდიდესი დეკლრაციაა.
-
17:51 - 17:55ის ამერიკის კონსტიტუციის გვერდით დგას.
-
17:55 - 17:58და ნამდვილი თავისუფლების შესახებ
ბევრად მეტს გვამცნობს, -
17:58 - 18:00ვიდრე "თავისუფლების დიდი ქარტია".
-
18:00 - 18:03ეს არის დოკუმენტი,
რომელსაც ირანისა და რეგიონისათვის -
18:03 - 18:06შეიძლება ბევრნაირი მნიშვნელობა ჰქონდეს.
-
18:06 - 18:08მისი ასლი
-
18:08 - 18:10გაეროში ინახება.
-
18:10 - 18:13ის წარმოდგენილი იქნება,
შემოდგომაზე ნიუ იორკში, -
18:13 - 18:16როცა ახლო აღმოსავლეთის მომავლის შესახებ
-
18:16 - 18:18დებატები გაიმართება.
-
18:18 - 18:20და მინდა შემდეგი კითხვით დავასრულო.
-
18:20 - 18:22რა იქნება შემდეგი ისტორია,
-
18:22 - 18:24რომელშიც ეს ნივთი ფიგურირებს?
-
18:24 - 18:26ცხადია, რომ ის კიდევ ბევრ
-
18:26 - 18:28ახლო აღმოსავლურ ისტორიაში გამოჩნდება.
-
18:28 - 18:30და ახლო აღმოსავლეთის რომელ ისტორიაში,
-
18:30 - 18:32მსოფლიოს რომელ ისტორიაში გსურთ,
-
18:32 - 18:34რომ ნახოთ ის,
-
18:34 - 18:36რასაც ცილინდრი ამბობს
-
18:36 - 18:38და რაც ცილინდრზეა გამოხატული?
-
18:38 - 18:40ხალხების უფლება,
-
18:40 - 18:42იცხოვრონ ერთად, ერთ ქვეყანაში,
-
18:42 - 18:44სხვადასხვაგვარად ილოცონ, თავისფლად...
-
18:44 - 18:46ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიო,
-
18:46 - 18:48სადაც რელიგია არ ჰყოფს
-
18:48 - 18:51და არ იწვევს დავას.
-
18:51 - 18:54ახლო აღმოსავლეთის სამყაროში ამ დროისათვის,
-
18:54 - 18:57როგორც იცით ეს დავა ძალიან მწვავეა.
-
18:57 - 18:59მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია,
-
18:59 - 19:03ყველაზე ძლევამოსილი და ბრძნული ხმა,
-
19:03 - 19:07იყოს ამ უხმო ნივთის,
-
19:07 - 19:09კიროსის ცილინდრის ხმა.
-
19:09 - 19:11მადლობა.
-
19:11 - 19:15(აპლოდისმენტები)
- Title:
- ისტორიის 2600 წელი ერთ ნივთში
- Speaker:
- ნილ მაკგრეგორი
- Description:
-
აქადური ლურსმული წარწერებით დაფარული დაზიანებული და გატეხილი თიხის ცილინდრი - კიროსის ცილინდრი, რელიგიური ტოლერანტობისა და მულტიკულტურალიზმის დიდებული სიმბოლოა. ამ ჩამთრევ გამოსვლაში, ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორი, ნილ მაკგრეგორი, ამ ერთი ნივთის საშუალებით ახლო აღმოსავლეთის ისტორიის 2600 წელზე მოგვითხრობს.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 19:16
Levan Lashauri approved Georgian subtitles for 2600 years of history in one object | ||
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for 2600 years of history in one object | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for 2600 years of history in one object | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for 2600 years of history in one object | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for 2600 years of history in one object | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for 2600 years of history in one object | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for 2600 years of history in one object | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for 2600 years of history in one object |