-
როგორც წესი, პროგრამებს ტექსტურად ვწერთ, მაგრამ
ჩვენ Blockly-ის გამოვიყენებთ, რომელშიც ბლოკების
-
გადაქაჩვა-გადმოქაჩვით წერთ პროგრამას. სინამდვილეში,
თქვენ მაინც კოდს წერთ.
-
დასაწყისისთვის დავწეროთ კოდი პროგრამისთვის,
რომელიც ამ გაბრაზებულ ჩიტს ლაბირინთის გავლასა და
-
ბოროტ ღორებთან მისვლაში დაეხმარება (ღორებმა
მისი კვერცხები მოიპარეს!). Blockly სამ ძირითად
-
ნაწილად იყოფა. მარცხნივ ჩიტის ლაბირინთია,
სადაც იმუშავებს თქვენი პროგრამა. ლაბირინთის
-
ქვეშ წერია თითოეული ეტაპის ინსტრუქცია. შუა
ნაწილია ხელსაწყოთა კოლოფი.
-
თითოეული ბლოკი ბრძანებაა, რომელიც ჩიტს ესმის.
მარჯვენა თეთრ სივრცეს სამუშაო სივრცე ჰქვია
-
აქ ავაშენებთ პროგრამას! მოძრაობის ბლოკს სამუშაო
სივრცეში თუ ჩავაგდებ და "გაშვებას" დავაჭერ,
-
რა მოხდება? ჩიტი ბადეზე ერთი უჯრით გადაადგილდება.
-
და თუ მინდა, ერთი უჯრით გამოძრავების შემდეგ
კიდევ რამე გააკეთოს?
-
შემიძლია, პროგრამას კიდევ ერთი ბლოკი დავუმატო.
ავირჩევ "მარჯვნივ მოხვევის" ბლოკს და ჩავაგდებ მოძრაობის ბლოკის ქვეშ, სანამ არ გამოჩნდება ყვითელი ისარი.
-
ხელს რომ გავუშვებ, ორი ბლოკი შეერთდება. "გაშვებას"
კიდევ თუ დავაჭერ, ჩიტი შეასრულებს სამუშაო
-
სივრცის ბრძანებებს ზემოდან ქვემოთ. თუ
მოგინდებათ, ბლოკი წაშალოთ,
-
გადმოქაჩეთ სივრციდან და ჩააგდეთ ნაგვის ყუთში.
-
გაშვების დაჭერის შემდეგ შეგიძლიათ, ხელახლა
დაწყების ღილაკს დააჭიროთ. ჩიტი ახლიდან დაიწყებს.
-
აბა, დავიჭიროთ ეს ოხერი ღორები!