-
კალიმ მოაწყო პიკნიკი ექვსი მეგობრისთვის.
ყველაზე უფროსი მეგობარი ვიქრიმია, 10 წლის.
-
ყველაზე პატარა დიაა, ექვსი წლის.
-
მას სულ აქვს 48 მოცვი და სურს
თანაბრად გაანაწილოს მეგობრებს შორის.
-
რამდენ მოცვს მიიღებს თითო მეგობარი?
-
მინდა მოგიწოდოთ, შეაჩეროთ ვიდეო
და დამოუკიდებლად სცადოთ ამოცანის ამოხსნა.
-
რამდენ მოცვს მიიღებს თითო მეგობარი?
-
მოდი ცოტა ვიფიქროთ ამის შესახებ.
-
მაშ, მას ჰყავს ექვსი მეგობარი.
-
და სურს, რომ თითოეულმა მეგობარმა
მიიღოს თანაბარი რაოდენობის მოცვი.
-
ანუ, მას სურს, 48 მოცვი გაანაწილოს
თანაბარად ექვსი მეგობრისთვის.
-
მეგობრების ასაკს არ აქვს მნიშვნელობა.
-
ის აპირებს 48 მოცვი გაყოს ექვსზე.
-
მას სურს,
48 გაყოს ექვს ჯგუფად, 48 გაყოს ექვსზე.
-
კითხვის ნიშანი აღნიშნავს მოცვის რაოდენობას,
რომელიც თითოეულმა მეგობარმა უნდა მიიღოს.
-
ანუ, 48 გაყოფილი ექვსზე
ტოლია კითხვის ნიშნის
-
ეს იგივეა, რაც 48 ტოლია კითხვის ნიშანი
გამრავლებული ექვსზე.
-
შეგვიძლია გავარკვიოთ, რა რიცხვი
უნდა გავამრავლოთ ექვსზე, რომ მივიღოთ 48
-
ჩვენ ვიცით, 48 გაყოფილი ექვსზე
არის ჩვენი ამოცანა.
-
მაგალითად, კითხვის ნიშანი არის
მოცვის რაოდენობა თითოეული მეგობრისთვის
-
თითოეული მეგობრისთვის განკუთვნილი მოცვის
რაოდენობის გამრავლებით ექვს მეგობარზე
-
მივიღებთ მოცვის საერთო რაოდენობას,
რაც 48–ის ტოლია.
-
მაშ, რამდენის ტოლია ეს რიცხვი?
-
მოდი, გავამრავლოთ რიცხვები ექვსზე.
-
ექვსჯერ ერთი ტოლია ექვსის.
ექვსჯერ ორი ტოლია 12–ის.
-
და რეალურად, ყოველ ჯერზე ვამატებთ ექვსს.
ექვსით ვზრდით.
-
ექვსჯერ სამი ტოლია 18–ის, ექვსჯერ ოთხი
ტოლია 24–ის, ექვსჯერ ხუთი ტოლია 30–ის,
-
ექვსჯერ ექვსი ტოლია 36–ის, .
-
ექვსჯერ შვიდი ტოლია 42–ის,
დააკვირდი, ყველა ჯერზე ვამატებთ ექვსს
-
ექვსჯერ რვა ტოლია 48–ის.
ის ტოლია 48–ის.
-
ჩვენ ახლა ვიცით,
რომ კითხვის ნიშანი უნდა იყოს რვა.
-
ექვსჯერ რვა და
რვაჯერ ექვსი ერთი და იგივეა.
-
ანუ, ეს ტოლი იქნება ექვსჯერ კითხვის ნიშანი
-
და ახლახან გავიგეთ, რომ
კითხვის ნიშანი ტოლია რვის.
-
ანუ, თითოეული მეგობარი მიიღებს რვა მოცვს.
48 გაყოფილი ექვსზე ტოლია რვა მოცვის.
-
ახლა შევამოწმოთ ეს. აქ გვაქვს 48 მოცვი.
დავყოთ ის ექვს ჯგუფად, თითოში რვა მოცვით.
-
ეს არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. ეს
რვა ცალი მოცვისგან შემდგარი ჯგუფია.
-
აქ მოცვების სხვა ჯგუფია.
აქ რვა ცალი მოცვისგან შემდგარი სხვა ჯგუფია.
-
ეს რვა ცალი მოცვისგან შემდგარი მეოთხე ჯგუფია.
ეს მოცვების მეხუთე ჯგუფია.
-
და ბოლოს,
ეს რვა ცალი მოცვისგან შემდგარი მეექვსე ჯგუფია.
-
გავარკვიეთ, რომ რვა ცალი
მოცვისგან შემდგარი ექვსი ჯგუფი გვაქვს,
-
ექვსი მეგობრისგან თითოეულს შეუძლია აიღოს
რვა ცალი მოცვისგან შემდგარი ჯგუფებიდან ერთერთი.