Return to Video

ნაიჯელ მარში: როგორ დავაბალანსოთ დრო სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის

  • 0:00 - 0:02
    ვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა
  • 0:02 - 0:04
    დავიწყებდი უბრალო თხოვნით
  • 0:05 - 0:07
    ყველა თქვენგანმა
  • 0:07 - 0:09
    დააპაუზეთ ერთი წუთით
  • 0:09 - 0:11
    თვენ უსუსურებო,
  • 0:11 - 0:14
    და მიაქციეთ ყურადღება თქვენს საცოდავ არსებობას
  • 0:14 - 0:16
    (სიცილი)
  • 0:18 - 0:20
    ეს ის რჩევა იყო,
  • 0:20 - 0:22
    რომელიც წმ. ბენედიქტმა მისცა მის მიმდევრებს
  • 0:22 - 0:24
    მეხუთე საუკუნეში
  • 0:24 - 0:26
    ეს ის რჩევა იყო, რომელსაც გადავწყვიტე რომ მე გავყოლოდი
  • 0:26 - 0:29
    როცა 40 წლის გავხდი.
  • 0:29 - 0:32
    ამ მომენტამდე, მე ვიყავი კლასიკური კორპორატიული მებრძლი
  • 0:32 - 0:34
    ვჭამდი ზედმეტად ბევრს, ვსვამდი ბევრს,
  • 0:34 - 0:36
    და ბევრს ვმუშაობდი ,
  • 0:36 - 0:38
    და უარვყოფდი ჩემს ოჯახს.
  • 0:38 - 0:40
    და გადავწყვიტე, რომ მეცადა
  • 0:40 - 0:42
    და შემომებრუნებინა ჩემი ცხოვრება სხვა მხარეს,
  • 0:42 - 0:44
    კონკრეტულად კი, გადავწყვიტე,
  • 0:44 - 0:46
    რომ მიმემართა უსიამოვნო საკითხისთვის -
  • 0:46 - 0:49
    სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დასაბალანსებლად.
  • 0:49 - 0:52
    ასე რომ, გვერდზე გავდექი სამუშაო ძალიდან
  • 0:52 - 0:55
    და გავატარე ერთი წელი სახლში
  • 0:55 - 0:58
    ჩემს ცოლთან და შვილებთან ერთად
  • 0:58 - 1:00
    მაგრამ სულ რაც შევისწავლე ამ ბალანსის შესახებ
  • 1:00 - 1:02
    ამ ერთი წლის განმავლობაში
  • 1:02 - 1:04
    იყო ის, რომ ძალიან მარტივია.
  • 1:04 - 1:06
    დააბალანსო სამუშაო და ცხოვრება
  • 1:06 - 1:08
    მაშინ, როდესაც არ გაქვს სამუშაო.
  • 1:08 - 1:12
    (სიცილი)
  • 1:12 - 1:14
    არც თუ ისე პრაქტიკული თვისებაა.
  • 1:14 - 1:17
    განსაკუთრებით მაშინ, როცა ფული გამოგელევა
  • 1:17 - 1:19
    ასე, რომ მე დავუბრუნდი სამსახურს,
  • 1:19 - 1:22
    და გავატარე 7 წელი
  • 1:22 - 1:25
    სწავლაში
  • 1:25 - 1:28
    სამუშაოსა და პირდი ცხოვრების დაბალანსების შესახებ წერაში.
  • 1:28 - 1:30
    მე მაქვს ოთხი დაკვირვება
  • 1:30 - 1:32
    რომელიც მინდა დღეს გაგიზიაროთ.
  • 1:32 - 1:34
    პირველი:
  • 1:34 - 1:37
    თუ საზოგადოებას უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი განიცადოს,
  • 1:37 - 1:40
    ჩვენ გვჭირდება გულახდილი დებატები
  • 1:40 - 1:42
    მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ
  • 1:42 - 1:44
    ამდენი ხალხი ლაპარაკობს ბევრ უაზრობას
  • 1:44 - 1:46
    სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსის შესახებ.
  • 1:47 - 1:49
    ყველა დისკუსია დროის მოქნილობის
  • 1:49 - 1:52
    თავისუფალი პარასკევის,
  • 1:52 - 1:54
    ან მამაკაცთა დეკრეტის შესახებ
  • 1:54 - 1:57
    ემსახურება მხოლოდ იმას, რომ შენიღბოს მთავარი საკითხი
  • 1:57 - 1:59
    რაც არის ის,
  • 1:59 - 2:02
    რომ კონკრეტული საქმე და კარიერული არჩევანი
  • 2:02 - 2:05
    ფუნდამენტურად შეუთავსებელია,
  • 2:05 - 2:07
    იმის შეძლებასთან, რომ თავიდან ბოლომდე ჩაერთო
  • 2:07 - 2:09
    ყოველდღიურ ცხოვრებაში
  • 2:09 - 2:11
    ახლად შექმნილ ოჯახთან.
  • 2:13 - 2:15
    პირველი ნაბიჯი პრობლემის გადაჭრისკენ
  • 2:15 - 2:18
    არის ის, რომ გააცნობიერო რეალურად რა სიტუაციაში ხარ.
  • 2:18 - 2:22
    დღევანდელი საზოგადოების რეალობა
  • 2:22 - 2:24
    არის ის, რომ ათასობით
  • 2:24 - 2:26
    ადამიანი არსებობს, რომლებიც
  • 2:26 - 2:30
    ცხოვრობენ წყნარი, სასოწარკვეთილი ცხოვრებით,
  • 2:30 - 2:32
    სადაც ისინ მუშაობენ ხანგრძლივად,
  • 2:32 - 2:34
    იმ სამსახურებში, რომლებიც ეზიზღებათ,
  • 2:34 - 2:36
    იმისთვის, რომ ჰქონდეთ საშუალება, იყიდონ საგნები, რომლებიც არ სჭირდებათ,
  • 2:36 - 2:38
    რომ შთაბეჭდილება მოახდინონ ადამიანებზე, რომლებიც არ მოსწონთ.
  • 2:38 - 2:40
    (სიცილი)
  • 2:40 - 2:43
    (აპლოდისმენტები)
  • 2:43 - 2:47
    მე ვამტკიცებ, რომ პარასკევს სამსახურში ჯინსებით და მაისურით მისვლა
  • 2:47 - 2:49
    არ ამოგვიხსნის აღნიშნულ პრობლემას.
  • 2:49 - 2:52
    (სიცილი)
  • 2:53 - 2:55
    მეორე დაკვირვება, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ
  • 2:55 - 2:57
    არის ის, რომ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ სიმართლეს,
  • 2:57 - 2:59
    რომ, ხელისუფლება და კორპორაციები
  • 2:59 - 3:02
    ამ პრობლემას არ გადაგვიჭრიან.
  • 3:02 - 3:04
    უნდა მოვრჩეთ გარეთ ყურებას,
  • 3:04 - 3:06
    ჩვენ, ინდივიდუალურმა პიროვნებებმა
  • 3:06 - 3:09
    უნდა გავუწიოთ კონტროლი და ავიღოთ ვალდებულება
  • 3:09 - 3:12
    იმ ცხოვრებისთვის, რომელიც ჩვენ გვინდა რომ გვქონდეს.
  • 3:12 - 3:14
    თუ თქვენ თვითონ არ გამოძერწავთ თქვენს ცხოვრებას,
  • 3:14 - 3:17
    თქვენს მაგივრად ამას სხვა გააკეთებს,
  • 3:17 - 3:19
    და თქვენ უბრალოდ, შეიძლება არ მოგეწონოთ
  • 3:19 - 3:21
    როგორ დაგიბალანსებენ ისინი ცხოვრებას.
  • 3:21 - 3:24
    ეს ცალსახად მნიშვნელოვანია
  • 3:24 - 3:26
    ეს ინტერნეტში, ხომ არ გამოქვეყნდება, არ გამათავისუფლონ სამსახურიდან --
  • 3:26 - 3:28
    ცალსახად მნიშვნელოვანია
  • 3:28 - 3:31
    რომ თქვნი ცხოვრების ხარისხი
  • 3:31 - 3:34
    არასოდეს ჩაუგდოთ კომერციულ კორპორაციას ხელში.
  • 3:35 - 3:38
    ეხლა მე მხოლოდ ცუდ კომპანიებზე არ ვსაუბრობ--
  • 3:38 - 3:41
    ადამიანის სულის სასაკლაოზე - როგორც მე ვიტყოდი.
  • 3:41 - 3:43
    (სიცილი)
  • 3:43 - 3:46
    მე ვსაუბრობ ყველა კომპანიაზე
  • 3:46 - 3:48
    რადგან კომერციული კომპანიები
  • 3:48 - 3:50
    არიან არსებითად შექმნილნი
  • 3:50 - 3:52
    იმისთვის, რომ თქვენგან მიიღონ იმდენი
  • 3:52 - 3:54
    რამდენიც შერჩებათ.
  • 3:54 - 3:56
    ეს მათ ბუნებრივად აქვთ, ეს მათი დე-ენ-ემის ნაწილია.
  • 3:56 - 3:58
    ეს არის რასაც აკეთებენ --
  • 3:58 - 4:01
    კარგი, კეთილი ზრახვების მქონე კომპანიებიც კი.
  • 4:01 - 4:03
    ერთის მხრივ,
  • 4:03 - 4:05
    ბავშვთა მოვლის საშუალებების სამუშაო ადგილზე განთავსება
  • 4:05 - 4:07
    გასაოცარია და კარგი სიახლეა.
  • 4:07 - 4:09
    მეორეს მხრივ, ეს კოშმარია.
  • 4:09 - 4:12
    ეს იმას ნიშნავ, რომ თქვენ მეტ დროს თქვენს დამქანცველ ოფისში ატარებთ.
  • 4:14 - 4:16
    ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები
  • 4:16 - 4:18
    იმ საზღვრების ჩამოყალიბებაზე და ბიძგის მიცემაზე,
  • 4:18 - 4:21
    რომლებიც გვინდა რომ გვქონდეს ჩვენს ცხოვრებაში.
  • 4:22 - 4:24
    მესამე დაკვირვება არის ის, რომ
  • 4:24 - 4:26
    უნდა ვიყოთ ფრთხილები
  • 4:26 - 4:29
    იმ დროის შუალედის არჩევის დროს,
  • 4:29 - 4:32
    რის მიხედვითაც ბალანსს ვადგენთ.
  • 4:33 - 4:35
    სანამ სამუშაოს დავუბრუნდებოდი,
  • 4:35 - 4:37
    სახლში გატარებული ერთი წლის შემდეგ,
  • 4:37 - 4:39
    დავჯექი
  • 4:39 - 4:41
    და ჩამოვწერე
  • 4:41 - 4:44
    დეტალური, სიტყვა-სიტყვითი აღწერა
  • 4:44 - 4:47
    თუ როგორი მინდოდა ყოფილიყო ჩემი დაბალანსებული დღე
  • 4:47 - 4:49
    რისკენაც მივისწრაფვოდი.
  • 4:49 - 4:52
    და დავიწყე ასე:
  • 4:52 - 4:54
    გავიღვიძო კარგად დასვენებულმა
  • 4:54 - 4:56
    კარგი ძილის შემდეგ.
  • 4:56 - 4:58
    მქონდეს სექსი
  • 4:59 - 5:01
    გავასეირნო ძაღლი
  • 5:01 - 5:04
    ვისაუზმო ჩემს ცოლთან და შვილებთან ერთად.
  • 5:04 - 5:06
    ისევ სექსი.
  • 5:06 - 5:09
    (სიცილი)
  • 5:09 - 5:12
    წავიყვანო ჩემი შვილები სკოლაში გზად ოფისისკენ.
  • 5:12 - 5:14
    ვიმუშავო სამი საათი
  • 5:14 - 5:17
    ვითამაშო სპორტული თამაშები მეგობართან ერთად ლანჩის დროს,
  • 5:17 - 5:19
    ვიმუშავო კიდევ სამი საათი.
  • 5:19 - 5:22
    შევხვდე ჩემს მეგობრებს პაბში ადრიანი საღამოს სმისთვის.
  • 5:23 - 5:25
    მივიდე სახლში სადილისთვის
  • 5:25 - 5:28
    ჩემს ცოლთან და შვილებთან ერთად.
  • 5:28 - 5:31
    ნახევარი საათით მედიტაცია მქონდეს,
  • 5:31 - 5:33
    და სექსი.
  • 5:33 - 5:36
    გავასეირნო ძაღლი, კიდევ ერთი სექსი.
  • 5:36 - 5:39
    წავიდე დასაძინებლად.
  • 5:39 - 5:44
    (აპლოდისმენტები)
  • 5:44 - 5:46
    როგორ ფიქრობთ, რამდენად ხშირად მაქვს ასეთი დღე?
  • 5:46 - 5:49
    (სიცილი)
  • 5:49 - 5:51
    ჩვენ უნდა შევხედოთ ყველაფერს რეალისტურად.
  • 5:51 - 5:53
    ამ ყველაფერს ერთ დღეში ვერ გააკეთებ.
  • 5:53 - 5:56
    უნდა განვაცრცოთ ის დროის მონაკვეთი,
  • 5:56 - 5:58
    რომლის მიხედვითაც ჩვენი ცხოვრების ბალანსს ვადგენთ,
  • 5:58 - 6:00
    მაგრამ ეს ისე უნდა გავაკეთოთ,
  • 6:00 - 6:02
    რომ არ მოვექცეთ შემდეგი ფრაზის
  • 6:02 - 6:05
    ხაფანგში: ”მე მექნება ცხოვრება მაშინ, როცა პენსიაზე გავალ”♫
  • 6:05 - 6:07
    როცა ჩემი შვილები წავლენ სახლიდან,
  • 6:07 - 6:10
    როცა ცოლი გამშორდება და ჩემი ჯანმრთელობა შეირყევა,
  • 6:10 - 6:12
    როცა არც მეგობრები და ინტერესები აღარ შემრჩება”
  • 6:12 - 6:14
    (სიცილი)
  • 6:14 - 6:17
    დღე ზედმეტად მოკლეაა ხოლო პენსიონერობისას, ზედმეტად გრძელი.
  • 6:17 - 6:20
    სადღაც უნდა იყოს შუალედი.
  • 6:21 - 6:23
    მეოთხე დაკვირვება:
  • 6:23 - 6:25
    უნდა მივუახლოვდეთ ბალანსს
  • 6:25 - 6:28
    დაბალანსებული გზით.
  • 6:28 - 6:30
    შარშან ჩემი მეგობარი მესტუმრა --
  • 6:30 - 6:33
    (მას არ აქვს პრობლემა ამ ისტორიის მოყოლაზე)
  • 6:33 - 6:35
    და მითხრა ”ნაიჯელ, მე წავიკითხე შენი წიგნი
  • 6:35 - 6:38
    და გავაანალიზე, რომ ჩემი ცხოვრება არის მთლიანად ამოვარდნილი ბალანსიდან.
  • 6:38 - 6:41
    ის მთლიანად ჩემს სამსახურს უკავია.
  • 6:41 - 6:44
    ვმუშაობ 10 საათის განმავლობაში დღეში, 2 საათი გზას ვანდომებ,
  • 6:44 - 6:46
    ყველა ურთიერთობა ჩამეშალა.
  • 6:46 - 6:48
    ჩემს ხოვრებაში არაფერია
  • 6:48 - 6:50
    გარდა ჩემი სამუშაოსი.
  • 6:50 - 6:53
    ასე რომ, გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი გავაკონტროლო და დავალაგო.
  • 6:53 - 6:55
    ამიტომ, დავიწყე ვარჯიში (სავარჯიშო დარბაზში)
  • 6:55 - 6:58
    (სიცილი)
  • 6:58 - 7:01
    დაცინვას არ ვაპირებ,
  • 7:01 - 7:05
    მაგრამ, 10 საათის განმავლობაში ოფისში
  • 7:05 - 7:08
    გამხდარი წრუწუნასავით რბოლა, დაბალანსებას არ ნიშნავს.
  • 7:08 - 7:10
    (სიცილი)
  • 7:10 - 7:13
    ფიზიკური ვარჯიში კი კარგი შეიძლება იყოს,
  • 7:13 - 7:15
    მაგრამ ამ ცხოვრებას სხვა ბევრი მხარეც აქვს.
  • 7:15 - 7:17
    ინტელექტუალური, ემოციური მხარე,
  • 7:17 - 7:19
    სულიერი მხარე,
  • 7:19 - 7:21
    და დაბალანსებისთვის
  • 7:21 - 7:23
    მჯერა, რომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა
  • 7:23 - 7:25
    ყველა არსებულ სფეროში
  • 7:25 - 7:28
    და არა 50 მუცლის ვარჯიში ვაკეთოთ.
  • 7:28 - 7:30
    ეს შეიძლება იყოს რთული.
  • 7:30 - 7:33
    რადგან ხალხი ამბობს ”იმისთვისაც არ მაქვს დრო, რომ თავს მივხედო,
  • 7:33 - 7:35
    და გინდათ, რომ ეკლესიაში წავიდე ან დედას დავურეკო?!”
  • 7:35 - 7:37
    მე მესმის მათი.
  • 7:37 - 7:40
    მესმის, როგორი რთული შეიძლება იყოს ეს.
  • 7:40 - 7:43
    მაგრამ, შემთხვევამ, რომელიც მოხდა რამდენიმე წლის წინ,
  • 7:43 - 7:45
    დამანახა ახალი პერსპექტივა.
  • 7:45 - 7:48
    ჩემმა ცოლმა, რომელიც ეხლა სადღაც აქ არის,
  • 7:48 - 7:51
    დამირეკა ოფისში
  • 7:51 - 7:54
    და მითხრა ”ნაიჯელ, ჩვენი უმცროსი შვილი (ჰარი) უნდა წამოიყვანო
  • 7:54 - 7:56
    სკოლიდან
  • 7:56 - 7:59
    ჩემი ცოლი სადღაც სხვაგან უნდა წასულიყო დანარჩენ სამ ბავშვთან ერთად იმ საღამოს.
  • 7:59 - 8:02
    ამიტომ, მე გამოვედი სამსახურიდან ერთი საათით ადრე
  • 8:02 - 8:05
    და წამოვიყვანე ჰარი სკოლიდან.
  • 8:06 - 8:08
    ჩვენ ჩავისეირნეთ ადგილობრივი პარკისკენ,
  • 8:08 - 8:11
    ვიკატავეთ საქანელებზე, ვითამაშეთ სულელური თამაშები,
  • 8:11 - 8:14
    შემდეგ მივედით ადგილობრივ კაფეში,
  • 8:14 - 8:17
    და მივირთვით პიცა ჩაისთან ერთად,
  • 8:17 - 8:19
    რის შემდეგაც ჩავისეირნეთ გორაკზე სახლამდე.
  • 8:19 - 8:21
    შემდეგ იგი ვაბანავე,
  • 8:21 - 8:24
    და ჩავაცვი ბეტმენის ღამის პერანგი.
  • 8:24 - 8:26
    წავუკითხე ერთი თავი
  • 8:26 - 8:29
    რონალდ დალის ”ჯეიმსი და გიგანტური ატამი” -დან
  • 8:29 - 8:31
    შემდეგ შვილი ჩავაწვინე საწოლში,
  • 8:31 - 8:33
    ვაკოცე შუბლზე და ვუთხარი ”ძილინებისა, მეგობარო”
  • 8:33 - 8:35
    და გამოვედი მისი საძინებლიდან.
  • 8:35 - 8:37
    ამასობაში მან მითხრა:
  • 8:37 - 8:40
    ”მამიკო?”, ვუპასუხე, ”დიახ, მეგობარო?”
  • 8:40 - 8:42
    ”მამიკო, ეს ჩემი საუკეთესო დღე იყო
  • 8:42 - 8:45
    რაც კი ცხოვრებაში ოდესმე მქონია”
  • 8:47 - 8:50
    არც არაფერი გამიკეთებია
  • 8:50 - 8:53
    არც დისნეიში წამიყვანია, არც პლეისტეიშენი მიყიდია მისთვის.
  • 8:53 - 8:55
    ამით იმის თქმა მინდა, რომ
  • 8:55 - 8:58
    პატარ-პატარა ქცევებს მნიშვნელობა აქვს.
  • 8:58 - 9:00
    დაბალასებული ყოფნა
  • 9:00 - 9:03
    არ ნიშნავს დრამატულ შემობრუნებას თქვენს ცხოვრებაში.
  • 9:03 - 9:05
    სულ მცირე ინვესტიციით
  • 9:05 - 9:07
    საჭირო ადგილას,
  • 9:07 - 9:10
    თქვენ შეგიძლიათ რადიკალუტად შეცვალოთ თქვენი ურთიერთობების ხარისხი
  • 9:10 - 9:12
    და თქვენი ცხოვრების ხარისხი.
  • 9:12 - 9:14
    უფრო მეტიც, მე ვფიქრობ,
  • 9:14 - 9:17
    ამას შეუძლია შეცვალოს საზოგადოება.
  • 9:17 - 9:19
    რადგან, თუ საკმარისად ბევრი ხალხი გააკეთებს ამას,
  • 9:19 - 9:22
    ჩვენ შევცვლით საზოგადოების მიერ წარმატების განსაზღვრებას
  • 9:22 - 9:25
    სულელური მარტივი გაგებიდან,
  • 9:25 - 9:29
    რომ ადამიანი, რომელსაც აქვს მეტი ფული, როცა კვდება, იმარჯვებს.
  • 9:29 - 9:32
    უფრო ჭკვიანური, დაბალანსებული განსაზღვრებისკენ,
  • 9:32 - 9:36
    თუ როგორი გამოიყურება კარგად განვლილი ცხოვრება.
  • 9:36 - 9:38
    და მე ვფიქრობ, ეს არის
  • 9:38 - 9:40
    ის აზრი, რაც უნდა გავავრცელოთ.
  • 9:40 - 9:43
    (აპლოდისმენტები)
Title:
ნაიჯელ მარში: როგორ დავაბალანსოთ დრო სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის
Speaker:
Nigel Marsh
Description:

ნაიჯელ მარში ამბობს, რომ სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი არის ზედმეტად მნიშვნელოვანი და ეს საკითხი არ უნდა ჩავუგდოთ ხელში ჩვენს დამქირავებლებს. TED-სიდნეის გამოსვლაში მარში გვთავაზობს თავის იდეალურ ნიმუშს საოჯახო, პირადი და სამუშაო დროის დაბალანსებისა. ის გვამხნევებს, რომ ეს ყველაფერი შევძლოთ.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
09:44
Retired user added a translation

Georgian subtitles

Revisions