Return to Video

აბსტრაქტულობა

  • 0:00 - 0:11
    ჩემგან ხშირად გაიგებთ სიტყვა 'აბსტრაქტულს'
    ამიტომ ვეცდები ეს ცნება გავნმარტო
  • 0:11 - 0:15
    ეს სიტყვა შეიძლება ვიხმაროთ, როგორც
    ზედსართავი სახელი, მაგალითად
  • 0:15 - 0:16
    'აბსტრაქტული აზრი'
  • 0:16 - 0:22
    არსებობს 'აბსტრაქტული ხელოვნება' ან, ასევე
    შეიძლება მისი ზმნად გამოყენება
  • 0:22 - 0:25
    რაღაც იდეაის გააბსტრაქტულება
  • 0:25 - 0:38
    'აბსტრაქტს' ასევე იყენებენ, როგორც
    არსებით სახელს და 'შინაარსის' სინონიმია
  • 0:38 - 0:45
    თუმცა რა კონტექტსშიც არ უნდა გაიგოთ ეს
    სიტყვა, ძირითადად მის ქვეშ გულისხმობენ
  • 0:45 - 0:54
    რაიმე არსებული საგნის არსს, იქნება ეს
    ზმნის,არსებითი თუ ზედსართავი სახელის ფორმით
  • 0:54 - 1:05
    აქ იყოს ნამდვილი სამყარო, აქ კი მოვათავსოთ
    იდეების სამყარო
  • 1:05 - 1:14
    აბსტრაქცია ნიშნავს ნამდვილი სამყაროდან
    რაიმე საგნის აღებას და
  • 1:14 - 1:17
    იდეების სამყაროში გადატანას
  • 1:17 - 1:31
    ჩემთვის აბსტრაქტულობის კარგი მაგალითია
    გეომეტრიული ფიგურები
  • 1:31 - 1:37
    მაგალითად, შენთვის რომ მეთხოვა, კუბი
    მაჩვენეო, შენ ალბათ მიმითითებდი
  • 1:37 - 1:56
    რაიმე ყუთისკენ, ან კამათლისკენ, ასევე
    შეიძლება რუბიკის კუბიკიც გაგახსენდეს
  • 1:56 - 2:03
    შეიძლება რაიმე კუბის ფორმის შენობაც
    მაჩვენო
  • 2:03 - 2:09
    შენ გაქვს დაახლოებითი წარმოდგენა იმაზე, თუ
    რა არის კუბი
  • 2:09 - 2:31
    ყველა ეს ნივთი ერთმანეთისგან
    განსხვავებულია, გეომეტრიულადაც კი
  • 2:31 - 2:43
    თუმცა ყველას ეს კუბის ფორმა აერთიანებს
    ამ საგნების არსის დაყვანა კუბამდე შეიძლება
  • 2:43 - 2:52
    გეომეტრიულად, კუბი არის ასეთი ფიგურა,
    რომლის ყველა გვერდს თანაბარი სიგრძე აქვს
  • 2:52 - 3:04
    სამივე განზომილებაში ამ წიბოების
    სიგრძეები ტოლი იქნება
  • 3:04 - 3:11
    იმის თქმა მინდა, რომ არსებობს წარმოდგენა,
    თუ რა უნდა იყოს კუბი
  • 3:11 - 3:17
    და ჩვენს სამყაროში არ არსებობს ისეთი ნივთი
    რომელიც სრულყოფილი კუბია
  • 3:17 - 3:24
    ეს კამათლები ძალიან ზუსტად რომ გაგვეზომა
    ყველა გვერდი ზუსტად ტოლი არ იქნებოდა
  • 3:24 - 3:37
    იდეალური კუბის ყველა გვერდის სიგრძე
    კი ტოლი უნდა იყოს
  • 3:37 - 3:49
    ანუ კამათლის რეალური ფორმა დაგვყავს,
    ვამსგავსებთ კუბის იდეას
  • 3:49 - 3:54
    სიტყვა 'აბსტრაქტულს' ხელოვნების მიმართაც
    ხმარობენ ხოლმე, 'აბსტრაქტული ხელოვნება'
  • 3:54 - 4:01
    ეს არის ასეთი ხელოვნების მაგალითი და
    აქაც მსგავსი რამ ხდება
  • 4:01 - 4:11
    აბსტრაქტული ხელოვნება არ ცდილობს რეალობის
    ისე ასახვას, როგორც ის სინამდვილეშია
  • 4:11 - 4:16
    თუ გაიხსენებთ რენესანსს, ამ დროს
  • 4:16 - 4:18
    ხელოვნები ცდილობდნენ საგნების ზუსტად,
    რეალისტურად ასახვას
  • 4:18 - 4:22
    თუმცა აბსტრაქტული ხელოვნები ხშირად არც
    ცდილობენ ისეთი რამის დახატვას, რაც
  • 4:22 - 4:39
    ჩვენს სამყაროშია, ისინი იდეების ასახვას
    ცდილობენ
  • 4:39 - 4:46
    როგორც ამ ნახატზეც ხედავთ, მხატვარი
    არ ცდილობს, ვთქვათ,ცხენის ან კატის ასახვას
  • 4:46 - 4:54
    რაც მან დახატა, სრულიად გამოყოფილია
    იმისგან, რასაც სამაყროში ვხედავთ
  • 4:54 - 5:04
    'აბსტრაქცია' ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ
    ყველაფრის მიმართ, რასაც ვაკეთებთ
  • 5:04 - 5:15
    გარკვეულ საგნებზე საუბრისას ჩვენ ამ
    საგნების აბსტრაქციას ვახდენთ სიტყვებად
  • 5:15 - 5:28
    მაგალითად, როცა ვამბობ სიტყვა "ძაღლს"
    ამაში ვგულისხმობ იმ ყველა მახასიათებელს
  • 5:28 - 5:37
    რომლებიც ძაღლს შეესაბამება, მაგალითად:
    ოთხი ფეხი, ფართხუნა ყურები, ყეფა
  • 5:37 - 5:46
    ამ სიტყვის გაგონებისას თავში ძაღლი
    წარმოგიდგებათ, იმისდამიუხედავად, რომ
  • 5:46 - 5:53
    რეალურად, ბევრნაირი ძაღლი არსებობს და
    ყველანი ერთმანეთისგან განსხვავებულები
  • 5:53 - 5:58
    ვხვდებით, რომ მათ ამ "ძაღლის" არსი
    აერთიანებთ
  • 5:58 - 6:08
    იგივე შეეხებათ რიცხვებსაც, როცა ვწერ
    ციფრ 'ხუთს'
  • 6:08 - 6:14
    იმდენად ხშირად ვიყენებთ მას, რომ თითქოს
    რაღაც რეალური საგანია
  • 6:14 - 6:19
    თუმცა ის ძალიან აბსტრაქტულია, 'ხუთი'
    მხოლოდ რაოდენობაა
  • 6:19 - 6:27
    ეს ციფრი შემელო ასე, სხვადასხვანაირადაც
    გამომესახა
  • 6:27 - 6:32
    ყველა მათგანით ვგულისხმობ გარკვეულ
    ხუთ ცალ ნივთს
  • 6:32 - 7:00
    იმედია დაახლოებით მაინც მიხვდით, თუ რას
    ნიშნავს სიტყვა 'აბსტრაქტული'
Title:
აბსტრაქტულობა
Description:

სიტყვა 'აბსტრაქტულობის' მთავარი აზრი

more » « less
Video Language:
English
Duration:
07:00
Salome Tsilosani edited Georgian subtitles for Abstract-ness
EduCare Alexander Gachechiladze edited Georgian subtitles for Abstract-ness
EduCare Alexander Gachechiladze edited Georgian subtitles for Abstract-ness

Georgian subtitles

Revisions Compare revisions