დერეკ სივერსი: უცნაური, თუ უბრალოდ განსხვავებული?
-
0:00 - 0:04წარმოიდგინეთ რომ დგახართ ქუჩაში, სადმე ამერიკაში
-
0:04 - 0:07იაპონელი მოდის და გეკითხება
-
0:07 - 0:09"უკაცრავად, ამ კორპუსის სახელს ხომ ვერ მეტყვით?"
-
0:09 - 0:13თქვენ კი ეუბნებით, "ეს არის ოუკ სტრიტი, ის ელმ სტრიტი.
-
0:13 - 0:15ეს 26-ე, ის 27-ე."
-
0:15 - 0:17ის გპასუხობთ, "ეგ გასაგებია, და იმ უბანს რა ჰქვია?"
-
0:17 - 0:20თქვენ ეუბნებით, "ჰმ, ქუჩებს არ აქვთ სახელები.
-
0:20 - 0:22ქუჩებს აქვთ სახელები; უბნები უბრალოდ
-
0:22 - 0:24უსახელო სივრცეებია მათ შორის."
-
0:24 - 0:28მოსაუბრე მიდის, დაბნეული და იმედგაცრუებული.
-
0:28 - 0:31ეხლა წარმოიდგინეთ, რომ დგახართ ქუჩაში, სადმე იაპონიაში.
-
0:31 - 0:33ტრიალდებით გვერდზე მდგომისკენ და ეკითხებით,
-
0:33 - 0:35"უკაცრავად, რა ჰქვია ამ ქუჩას?"
-
0:35 - 0:39ის გპასუხობთ, "ეს არის უბანი 17 და ის უბანი 16."
-
0:39 - 0:42თქვენ ეუბნებით, "კარგი, მაგრამ რა ჰქვია ამ ქუჩას?"
-
0:42 - 0:44ის გეუბნებათ, "ქუჩებს არ აქვთ სახელები.
-
0:44 - 0:46უბნებს აქვთ სახელები.
-
0:46 - 0:50აი შეხედეთ რუქას. აგერ უბანი 14, 15,16, 17, 18, 19.
-
0:50 - 0:52ყველა ამ უბანს აქვს სახელი.
-
0:52 - 0:56ქუჩები უბრალოდ უსახელო სივრცეებია მათ შორის.
-
0:56 - 0:59"კარგი," ამბობთ თქვენ, "მაშინ როგორ იგებთ სახლის მისამართს?"
-
0:59 - 1:02"ძალიან მარტივად, ეს არის მერვე რაიონი.
-
1:02 - 1:05აგერ უბანი 17, სახლი ნომერი ერთი."
-
1:05 - 1:07თქვენ ამბობთ, "კარგი. მაგრამ გარშემო სეირნობისას,
-
1:07 - 1:09შევნიშნე რომ სახლების ნომრები არ არის თანმიმდევრული."
-
1:09 - 1:12"როგორ არა!", გპასუხობთ ის. "სახლები დანომრილია მათი აშენების დროის მიხედვით.
-
1:12 - 1:15პირველი სახლი რომელიც ამ უბანში აშენდა არის სახლი ნომერი ერთი.
-
1:15 - 1:18მეორე -- სახლი ნომერი ორი.
-
1:18 - 1:20მესამე -- მესამე. ძალიან მარტივი და ბუნებრივია."
-
1:20 - 1:23მიყვარს როდესაც ვხედავ, რომ ხანდახან უნდა
-
1:23 - 1:25შემოვუაროთ მსოფლიოს მეორე მხრიდან
-
1:25 - 1:27იმ სტერეოტიპების გამოსააშკარავებლად, რომელიც არც კი ვიცოდით რომ გვქონდა
-
1:27 - 1:30და გავიაზროთ რომ მათი საპირისპიროც მართალია.
-
1:30 - 1:32მაგალითად, ჩინეთში არიან ექიმები
-
1:32 - 1:35რომლებიც თვლიან რომ მათი მოვალეობაა ჯანმრთელად "შეგინახონ".
-
1:35 - 1:37შესაბამისად, ყოველ თვე, რომელსაც ჯანმრთელად გაატარებთ, ფული უნდა გადაუხადოთ
-
1:37 - 1:39და როდესაც ავად გახდებით მაშინ არა, იმიტომ რომ მოვალეობა კარგად ვერ შეასრულეს.
-
1:39 - 1:41ისინი მდიდრდებიან როდესაც ჯანმრთელად ხართ და არა პირიქით.
-
1:41 - 1:44(ოვაცია)
-
1:44 - 1:46უმეტესაც "ერთი" წარმოგვიდგენია
-
1:46 - 1:50როგორც რითმის საწყისი მუსიკაში. ერთი, ორი, სამი, ოთხი.
-
1:50 - 1:52მაგრამ დასავლეთ აფრიკულ მუსიკაში "ერთი"
-
1:52 - 1:54განიხილება როგორც მისი დასასრული,
-
1:54 - 1:56როგორც წერტილი წინადადების ბოლოს.
-
1:56 - 1:58ეს თვასაჩინოდ ჩანს რითმის ათვლისას.
-
1:58 - 2:01ორი, სამი, ოთხი, ერთი.
-
2:01 - 2:04და ეს რუქაც სწორია.
-
2:04 - 2:06(სიცილი)
-
2:06 - 2:09არსებობს გამოთქმა, რომ ნებისმიერ სიმართლეს ინდოეთის შესახებ,
-
2:09 - 2:11აქვს საპირისპირო მტკიცება, რომელიც ასევე მართალია.
-
2:11 - 2:13ასე რომ, მოდით ნუ დავივიწყებთ, TED-ზე თუ სადმე სხვაგან,
-
2:13 - 2:16რომ რაც არ უნდა გენიალური იდეა გქონდეთ, ან მოისმონოთ
-
2:16 - 2:18მისი საპირისპირო შეიძლება ასევე მართალი იყოს.
-
2:18 - 2:20Domo arigato gozaimashita.
- Title:
- დერეკ სივერსი: უცნაური, თუ უბრალოდ განსხვავებული?
- Speaker:
- Derek Sivers
- Description:
-
"ყველაფერს აქვს მეორე მხარე," ამბობს გამოთქმა და დერეკ სივერსი თავის 2 წუთიან გამოსვლაში ამას მოულოდნელი მაგალითებით ამტკიცებს.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 02:21