Return to Video

ინტერნეტი: დაშიფვრა და ღია გასაღები

  • 0:03 - 0:08
    ინტერნეტი: დაშიფვრა და ღია გასაღები
  • 0:09 - 0:11
    გამარჯობა, მე მქვია მია გილ-ეპნერი,
  • 0:11 - 0:14
    ვსწავლობ კომპიუტერულ
    მეცნიერებებს ბერკელის უნივერსიტეტში
  • 0:14 - 0:19
    და ვმუშაობ თავდაცვის დეპარტამენტში, სადაც
    ვცდილობ, დავიცვა ინფორმაციის უსააფრთხოება.
  • 0:19 - 0:22
    ინტერნეტი ღია და საჯარო სისტემაა.
  • 0:22 - 0:26
    ჩვენ ყველა ვაგზავნით და ვიღებთ ინფორმაციას
    საერთო სადენებით და მაკავშირებლებით.
  • 0:26 - 0:28
    მაგრამ, მიუხედავად იმისა,
    რომ ეს სისტემა ღიაა,
  • 0:28 - 0:31
    ჩვენ მაინც ვუზიარებთ ერთმანეთს
    უამრავ პირად ინფორმაციას,
  • 0:31 - 0:34
    მაგალითად საკრედიტო ბარათის
    ნომრებს, ბანკის ინფორმაციას,
  • 0:34 - 0:36
    პაროლებს და ელექტრონულ ფოსტას.
  • 0:36 - 0:39
    მაშ, როგორ ვინარჩუნებთ ყველა
    ამ პირად ინფორმაციას საიდუმლოდ?
  • 0:39 - 0:41
    ნებისმიერი სახის ინფორმაცია
    შეიძლება შენარჩუნდეს საიდუმლოდ
  • 0:41 - 0:42
    პროცესით, რომელსაც ჰქვია დაშიფვრა:
  • 0:42 - 0:46
    შეტყობინების დამახინჯებით ან შეცვლით,
    თავდაპირველი ტექსტის დაფარვის მიზნით.
  • 0:46 - 0:49
    გაშიფვრა არის თავდაპირველი
    სახის დაბრუნების პროცესი,
  • 0:49 - 0:52
    რომლის შემდეგაც შესაძლებელი
    ხდება შეტყობინების წაკითხვა.
  • 0:52 - 0:56
    ეს მარტივი იდეაა და ადამიანები ამ
    ხერხს საუკუნეები გაბმავლობაში მიმართავენ.
  • 0:56 - 1:02
    ერთ-ერთი პირველი დაშიფრვის მეთოდია კეისრის
    შიფრი, რომელსაც იულიუს კეისრის სახელი ჰქვია.
  • 1:02 - 1:05
    ეს იყო რომაელი გენერალი, რომელიც შიფრავდა
    სამხედრო ბრძანებებს, რათა არწმუნებულიყო,
  • 1:05 - 1:10
    რომ თუ შეტყობინება მტრის ხელში
    ჩავარდებოდა, ის მას ვერ წაიკითხავდა.
  • 1:10 - 1:13
    კეისრის შიფრი არის ალგორითმი,
    რომელიც თავდაპირველ შეტყობინებას
  • 1:13 - 1:17
    ჩამოიყვანს ანბანის რამდენიმე
    საფეხურით ქვევით.
  • 1:17 - 1:23
    თუ რიცხვი მხოლოდ გამგზავნმა და მიმღებმა
    იციან, მაშინ მას ეწოდება გასაღები.
  • 1:23 - 1:27
    მისი საშუალებით, წამკითხავს შეუძლია,
    გაშიფროს საიდუმლო შეტყობინება.
  • 1:27 - 1:30
    მაგალითად, თუ თქვენი თავდაპირველი
    შეტყობინება იყო "HELLO",
  • 1:30 - 1:34
    მაშინ, კეისრის შიფრის ალგორითმის
    გამოყენებით, რომლის გასაღებიცაა 5,
  • 1:34 - 1:40
    დაშიფრული შეტყობინება იქნება ეს...
  • 1:40 - 1:46
    შეტყობინებს გასაშიფრად, მიმღები, უბრალოდ,
    გამოიყენებს გასაღებს და შეაბრუნებს პროცესს.
  • 1:46 - 1:52
    მაგრამ კეისრის შიფრს დიდი პრობლემა
    აქვს - მისი გატეხვა მარტივად შეიძლება,
  • 1:52 - 1:57
    ამისთვის საჭიროა ყველა შესაძლო გასაღებიც
    ცდა, ინგლისურ ანბანში კი მხოლოდ 26 ასოა,
  • 1:57 - 2:03
    რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ 26 ცდა
    დაგჭირდებოდათ მესიჯის გაშიფვრისთვის.
  • 2:03 - 2:09
    26 შესაძლო გასაღების ცდა არ არის
    ძალიან რთული, ერთ ან ორ საათს წაიღებს.
  • 2:09 - 2:11
    ამიტომ, მოდით, გავართულოთ.
    იმის ნაცვლად, რომ
  • 2:11 - 2:13
    ყველა ასო ერთი და იმავე
    რიცხვით გადავაადგილოთ,
  • 2:13 - 2:16
    თითოეული ასო გადავანაცვლოთ
    სხვადასხვა რიცხვით.
  • 2:16 - 2:22
    ამ მაგალითში, ათნიშნა გასაღები გვიჩვენებს,
    რამდენი პოზიციით შეიცვლება თითოეული ასო,
  • 2:22 - 2:27
    უფრო გრძელი მესიჯის დასაშიფრად.
  • 2:27 - 2:31
    ამ გასაღების გამოცნობა ძალიან რთული
    იქნება. 10-ნიშნა გასაღების გამოყენებით,
  • 2:31 - 2:34
    10 მილიარდი შესაძლო გასაღები გვაქვს.
  • 2:34 - 2:39
    ცხადია, ამდენ გასაღებს ვერც ერთი ადამიანი
    ვერ შეამოწმებს, ამას საუკუნეები დასჭირდებოდა.
  • 2:39 - 2:43
    მაგრამ ჩვეულებრივ კომპიუტერს,
    დღესდღეობით, სულ რამდენიმე წამი დასჭირდება
  • 2:43 - 2:46
    ყველა 10 მილიარდი
    ვარიანტის შესამოწმებლად.
  • 2:46 - 2:48
    მაშინ, თანამედროვე სამყაროში, სადაც
  • 2:48 - 2:51
    ცუდი ტიპები ფანქრების ნაცვლად
    კომპიუტერებით არიან შეიარაღებული,
  • 2:51 - 2:57
    როგორ შეიძლება დაშიფროთ შეტყობინება ისე
    დაცულად, რომ მისი გატეხვა ძალიან რთული იყოს?
  • 2:57 - 2:59
    ძალიან რთული ნიშნავს, რომ
    ძალიან ბევრი ვარიანტია იმისთვის
  • 2:59 - 3:03
    რომ გამოთვლა გონივრულ
    ვადაში იყოს შესაძლებელი.
  • 3:03 - 3:09
    დღევანდელი დაცული კომუნიკაცია დაშიფრულია
    256-ბიტიანი გასაღების გამოყენებით.
  • 3:09 - 3:12
    ეს ნიშნავს, რომ ცუდ ტიპის კომპიუტერს,
    რომელიც თქვენს შეტყობინებას მოიპარავს,
  • 3:12 - 3:20
    ამდენი ცდის განხორციელება მოუწევს...
    სანამ მიაგნებს გასაღებს და გატეხს მესიჯს.
  • 3:20 - 3:23
    100 000 სუპერ კომპიუტერიც
    რომ გქონდეთ და თითოეულს
  • 3:23 - 3:28
    შეეძლოს მილიარდობით გასაღების
    შემოწმება ყოველ წამში,
  • 3:28 - 3:32
    ყველა ვარიანტის შესამოწმებლად
    საჭირო იქნებოდა ტრილიონობით წელი
  • 3:32 - 3:38
    უბრალოდ ერთი 256-ბიტიანი შიფრით
    დაცული შეტყობინების გასატეხად.
  • 3:38 - 3:43
    რა თქმა უნდა, კომპიუტერული ჩიპები ყოველ
    წელს ორჯერ სწრაფი და ორჯერ პატარა ხდება.
  • 3:43 - 3:47
    თუ ასეთი პროგრესი გაგრძელდება,
    დღევანდელი გადაუჭრელი პრობლემები
  • 3:47 - 3:51
    რამდენიმე ასეულ წელიწადში
    უკვე გადაჭრადი გახდება
  • 3:51 - 3:54
    და 256 ბიტი აღარ იქნება
    საკმარისი უსაფრთხოებისთვის.
  • 3:54 - 3:57
    უფრო მეტიც, გასაღების სიგრძის
    სტანდარტის გაზრდა უკვე მოგვიწია,
  • 3:57 - 4:01
    იმისთვის, რომ დავწეოდით
    კომპიუტერების სიჩქარეს.
  • 4:01 - 4:06
    კარგი ამბავია, რომ უფრო გრძელი გასაღების
    გამოყენებით შეტყობინების დაშიფვრა არ რთულდება
  • 4:06 - 4:11
    მაგრამ ეს ხარისხობრივად ზრდის ცდების
    რაოდენობას, რაც საჭიროა შიფრის გასატეხად.
  • 4:11 - 4:16
    როცა გამგზავნელსა და მიმღებს აქვთ საერთო
    გასაღები მესიჯის დასაშიფრად და გასაშიფრად,
  • 4:16 - 4:22
    ამას ჰქვია სიმეტრიული დაშიფვრა. სიმეტრიული
    დაშიფვრით, როგორც კეისრის შიფრია,
  • 4:22 - 4:27
    საიდუმლო გასაღებზე ორი ადამიანი
    წინასწარ უნდა შეთანხმდეს.
  • 4:27 - 4:32
    ეს მშვენიერია ადამიანებისთვის, მაგრამ
    ინტერნეტი ღია და საჯაროა, ანუ შეუძლებელია,
  • 4:32 - 4:37
    ორი ადამიანი საიდუმლოდ "შეხვდეს
    ერთმანეთს" და შეთანხმდეს გასაღებზე.
  • 4:37 - 4:40
    ამის ნაცვლად, კომპიუტერები იყენებენ
    ასიმეტრიული დაშიფვრის გასაღებს,
  • 4:40 - 4:44
    ღია გასაღებს, რომელიც
    შეიძლება გავუზიაროთ ნებისმიერს,
  • 4:44 - 4:47
    და პირად გასაღებს,
    რომელსაც არავის ვუზიარებთ.
  • 4:47 - 4:51
    ღია გასაღები გამოიყენება ინფორმაციის
    დასაშიფრად და ნებისმიერს შეუძლია,
  • 4:51 - 4:53
    მისი გამოყენებით შექმნას
    საიდუმლო შეტყობინება,
  • 4:53 - 4:57
    მაგრამ ამ შეტყობინების გაშიფვრა
    შეიძლება მხოლოდ იმ კომპიუტერით,
  • 4:57 - 5:00
    რომელსაც აქვს წვდომა პირად გასაღებზე.
  • 5:00 - 5:03
    ამის უკან დგას მათემატიკა,
    რომელსაც ახლა არ ჩავუღრმავდებით.
  • 5:03 - 5:06
    ასე იფიქრეთ, რომ გაქვთ
    პირადი საფოსტო ყუთი,
  • 5:06 - 5:10
    სადაც ნებისმიერს შეუძლია მეილის მოთავსება,
    მაგრამ მათ ამისთვის სჭირდებათ გასაღები.
  • 5:10 - 5:13
    შეგიძლიათ, გააკეთოთ
    დეპოზიტის გასაღების ბევრი ასლი
  • 5:13 - 5:17
    და გაუგზავნოთ მეგობარს, ან, უბრალოდ,
    საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოთ.
  • 5:17 - 5:20
    თქვენი მეგობარი ან უცნობი ადამიანი
    გამოიყენებს ამ ღია გასაღებს
  • 5:20 - 5:23
    თქვენს დეპოზიტზე წვდომის მისაღებად
    და დატოვებს იქ შეტყობინებას, მაგრამ
  • 5:23 - 5:29
    საფოსტო ყუთის გაღება და ყველა საიდუმლო
    შეტყობინების ნახვა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.
  • 5:29 - 5:32
    თქვენც შეგიძლიათ, გაუგზავნოთ
    დაცული შეტყობინება მეგობარს,
  • 5:32 - 5:35
    მათი საფოსტო ყუთის
    ღია გასაღების გამოყენებით,
  • 5:35 - 5:38
    ამ გზით ადამიანებს შეუძლიათ,
    გაცვალონ დაცული შეტყობინებები
  • 5:38 - 5:41
    საიდუმლო გასაღებზე
    წინასწარ შეთანხმების გარეშე.
  • 5:41 - 5:47
    ღია გასაღების კრიფტოგრაფია, ღია ინტერნეტის პირობებში,
    ყველანაირი დაცული შეტყობინებების გაგზავნის საფუძველია.
  • 5:47 - 5:51
    მათ შორის თავდაცვის პროტოკოლებისაც,
    რომლებიც ცნობილია, როგორც SSL და TLS
  • 5:51 - 5:55
    რაც გვიცავს, როცა ვებს ვათვალიერებთ.
  • 5:55 - 5:57
    თქვენი კომპიუტერი
    იყენებს ამ მეთოდს ამ წუთასაც.
  • 5:57 - 6:03
    ყოველთვის, როცა ხედავთ პატარა ბოქლომს
    ან ასოებს https ბრაუზერის მისამართის ველში.
  • 6:03 - 6:06
    ეს ნიშნავს, რომ თქვენი კომპიუტერი
    დაცულია ღია გასაღებით დაშიფვრის გზით,
  • 6:06 - 6:09
    ვებში მონაცემების უსაფრთხოდ გაცვლისთვის.
  • 6:09 - 6:15
    რაც უფრო მეტი ადამიანი უერთდება ინტერნეტს,
    მით მეტი პირადი ინფორმაცია გაიცვლება,
  • 6:15 - 6:19
    და ამ ინფორმაციის დაცვის საჭიროება
    უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
  • 6:19 - 6:23
    და რადგანაც კომპიუტერები უფრო და უფრო სწრაფი
    ხდება, ჩვენ მოგვიწევს მოვნახოთ ახალი გზები,
  • 6:23 - 6:26
    რომ შიფრი კომპიუტერებისთვის
    ძალიან რთულად გასატეხი იყოს.
  • 6:26 - 6:30
    სწორედ ამას ვაკეთებ ჩემს სამსახურში
    და ის ყოველთვის იცვლება.
Title:
ინტერნეტი: დაშიფვრა და ღია გასაღები
Description:

მია ეპნერი, რომელიც მუშაობს აშშ-ს ეროვნული ინტელექტუალური სააგენტოს თავდაცვის დეპარტამენტში, გვიხსნის, როგორ ხდება ინფორმაციის დაცულად გადაცემა ინტერნეტში კრიპტოგრაფიის დახმარებით. ეს საგანმანათლებლო ვიდეო ხსნის, რა არის 256-ბიტიან დაშიფვრა, ღია და პირადი გასაღებები, SSL & TLS და HTTPS.

more » « less
Video Language:
English
Duration:
06:40

Georgian subtitles

Revisions