Return to Video

ჰოლოკოსტის უარყოფის ტყუილებს მიღმა

  • 0:01 - 0:05
    დღეს მე თქვენთან მოვედი,
    რომ გესაუბროთ მატყუარების,
  • 0:05 - 0:07
    სასამართლო სარჩელებისა
  • 0:07 - 0:08
    და სიცილის შესახებ.
  • 0:09 - 0:12
    პირველად როდესაც ჰოლოკოსტის
    უარყოფის შესახებ შევიტყვე,
  • 0:12 - 0:13
    გამეცინა.
  • 0:14 - 0:16
    ჰოლოკოსტის უარყოფა?
  • 0:16 - 0:20
    ჰოლოკოსტის, რომელიც გამოირჩევა,
  • 0:20 - 0:24
    როგორც დოკუმენტურად ყველაზე კარგად
    დადასტურებული გენოციდი მსოფლიოში?
  • 0:25 - 0:27
    ვის შეიძლება ეგონოს, რომ ის არ მომხდარა?
  • 0:28 - 0:29
    დაფიქრდით.
  • 0:30 - 0:33
    უარმყოფელები რომ მართლები იყვნენ,
  • 0:33 - 0:34
    ვინ უნდა ცდებოდეს?
  • 0:35 - 0:38
    პირველ რიგში, მისი მსხვერპლნი,
  • 0:38 - 0:43
    გადარჩენილები, რომელთაც გვიამბეს მათი
    სულისშემძვრელი ისტორიები.
  • 0:44 - 0:46
    კიდევ ვინ უნდა ცდებოდეს?
  • 0:46 - 0:48
    მისი შემსწრეები.
  • 0:48 - 0:52
    ის ადამიანები, რომლებიც
    აურაცხელი რაოდენობის სოფლებსა და ქალაქებში
  • 0:52 - 0:54
    აღმოსავლეთ ფრონტზე ცხოვრობდნენ.
  • 0:54 - 0:56
    რომელნიც შეესწრნენ,
    როგორ შეკრიბეს მათი მეზობლები,
  • 0:56 - 1:00
    კაცები, ქალები, ბავშვები,
    ახალგაზრდები თუ მოხუცები
  • 1:00 - 1:02
    და წაიყვანეს ისინი ქალაქის გარეუბნებში,
  • 1:02 - 1:05
    რათა დაეხვრიტათ და თხრილებში ჩაეყარათ.
  • 1:06 - 1:07
    ასევე პოლონელები,
  • 1:07 - 1:12
    რომლებიც სიკვდილის ბანაკების ირგვლივ
    ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობდნენ,
  • 1:12 - 1:14
    და ყოველ დღე ხედავდნენ,
  • 1:14 - 1:17
    თუ როგორ მიდიოდნენ
    ხალხით სავსე მატარებლები,
  • 1:17 - 1:20
    ხოლო უკან კი, ცარიელები ბრუნდებოდნენ
  • 1:20 - 1:23
    მაგრამ უმთავრესად,
    ვინ აღმოჩნდებოდა მცდარი?
  • 1:24 - 1:25
    დამნაშავეები.
  • 1:26 - 1:29
    ადამიანები რომლებიც ამბობენ:
    "ჩვენ ჩავიდინეთ ეს."
  • 1:29 - 1:31
    "მე ჩავიდინე ეს."
  • 1:31 - 1:33
    შეიძლება, ისინი ამას
    რაღაც დათქმით აკეთებენ.
  • 1:33 - 1:38
    ისინი ამბობენ: "მე არ მქონდა არჩევანი;
    მე დამაძალეს ამის გაკეთება."
  • 1:38 - 1:41
    თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი ამბობენ:
    "მე ჩავიდინე ეს."
  • 1:42 - 1:43
    დაფიქრდით ამაზე.
  • 1:44 - 1:49
    მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,
    არცერთ სამხედრო დამნაშავეთა სასამართლოზე
  • 1:49 - 1:56
    არცერთ ეროვნების დამნაშავეს
    არ უთქვამს: "ეს არ მომხდარა."
  • 1:57 - 2:02
    მათ შეიძლება თქვეს: "მე დამაძალეს",
    მაგრამ არასოდეს უთქვამთ, რომ არ მომხდარა.
  • 2:02 - 2:03
    მას შემდეგ რაც დავფიქრდი ამაზე,
  • 2:03 - 2:07
    გადავწყვიტე, რომ უარყოფა არ იქნებოდა
    ჩემ დღის წესრიგში;
  • 2:07 - 2:11
    მე უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა
    მენერვიულა, დამეწერა, მეკვლია
  • 2:11 - 2:12
    და მეც გადავერთე.
  • 2:13 - 2:16
    ათ წელზე ოდნავ მეტი გავიდა
  • 2:16 - 2:18
    და ორმა უფროსმა ისტორიკოს მეცნიერმა,
  • 2:18 - 2:21
    ჰოლოკოსტის ისტორიის ორმა ყველაზე
    გამოჩენლმა ისტორიკოსმა,
  • 2:21 - 2:22
    მომმართა და მითხრა,
  • 2:22 - 2:24
    "დებორა, მოდი ყავა დავლიოთ.
  • 2:24 - 2:27
    ჩვენ ერთი კვლევის იდეა გვაქვს,
    რაც ვფიქრობთ, რომ ზედგამოჭრილია შენთვის.
  • 2:27 - 2:31
    ინტრიგითა და პატივით მოცულმა,
    რომ მათ მე მომაკითხეს იდეით
  • 2:31 - 2:33
    და ამის ღირსად მიმიჩნიეს,
  • 2:33 - 2:35
    მე შევეკითხე: "რა არის?"
  • 2:36 - 2:39
    და მათ მითხრეს: "ჰოლოკოსტის უარყოფა."
  • 2:39 - 2:42
    და მე მეორედ გამეცინა.
  • 2:42 - 2:44
    ჰოლოკოსტის უარყოფა?
  • 2:44 - 2:46
    ის ხალხია, დედამიწა რომ ბრტყელი ჰგონიათ?
  • 2:46 - 2:48
    "ელვისი–ცოცხალია" ხალხი?
  • 2:48 - 2:51
    ეგენი უნდა შევისწავლო?
  • 2:51 - 2:53
    და ამ ორმა კაცმა მითხრა:
  • 2:53 - 2:55
    "კი, ჩვენ გვაინტერესებს,
  • 2:55 - 2:57
    რისი მიღწევა სურთ მათ?
  • 2:57 - 2:58
    რა არის მათი მიზანი?
  • 2:58 - 3:02
    როგორ აჯერებენ ხალხს იმას,
    რასაც ისინი ამტკიცებენ?"
  • 3:03 - 3:06
    რაკი მათ ეს საყურადღებოდ ჩათვალეს ,
  • 3:06 - 3:10
    მეც წუთიერად გადავერთვებოდი...
  • 3:10 - 3:13
    შეიძლება ერთი წლით ან ორი, სამი,
    თუნდაც ოთხი წლით.
  • 3:13 - 3:15
    აკადემიურ ენაზე სწორედ ესაა წუთიერი.
  • 3:15 - 3:16
    (სიცილი)
  • 3:16 - 3:18
    ჩვენ ძალიან ნელა ვმუშაობთ.
  • 3:19 - 3:20
    (სიცილი)
  • 3:20 - 3:22
    მაშ, ვიფიქრე, რომ მათ დავაკვირდებოდი
  • 3:22 - 3:23
    და ასეც მოვიქეცი.
  • 3:23 - 3:26
    ჩავატარე ჩემი კვლევა და
    რამდენიმე დასკვნამდე მივედი.
  • 3:26 - 3:29
    მსურს მათგან ორი დღეს თქვენ გაგიზიაროთ.
  • 3:29 - 3:30
    პირველი:
  • 3:30 - 3:35
    უარმყოფელები არიან მგლები ცხვრის ტყავში.
  • 3:36 - 3:39
    ისინი არიან იგივე ნაცისტები,
    ნეო–ნაცისტები.
  • 3:39 - 3:42
    შეგიძლიათ გამოიყენოთ,
    ან არ გამოიყენოთ "ნეო" წინსართი,
  • 3:43 - 3:45
    მაგრამ როდესაც მე მათ შევხედე,
  • 3:45 - 3:50
    მე არ დამინახავს SS-ის მსგავსი უნიფორმა,
  • 3:50 - 3:53
    სვასტიკას სიმბოლოები კედლებზე,
  • 3:53 - 3:55
    ნაცისტური მისალმებები,
  • 3:55 - 3:57
    არაფერი მსგავსი.
  • 3:57 - 4:00
    ამის ნაცვლად რაც მე აღმოვაჩინე,
  • 4:00 - 4:04
    იყო ხალხი, რომელსაც თავი
    საპატიო აკადემიკოსებად მოჰქონდა.
  • 4:05 - 4:06
    რა ჰქონდათ მათ?
  • 4:06 - 4:08
    მათ ჰქონდათ ინსტიტუტი.
  • 4:08 - 4:12
    "ისტორიული მიმოხილვის ინსტიტუტი."
  • 4:12 - 4:15
    მათ ასევე ჰქონდათ ჟურნალი
  • 4:15 - 4:18
    "ისტორიული მომხილვის ჟურნალი."
  • 4:18 - 4:21
    რომელიც სავსე იყო ფურცლებით.
  • 4:21 - 4:23
    შენიშვნებით სავსე ფურცლებით.
  • 4:24 - 4:26
    და მათ ჰქონდათ ახალი სახელი.
  • 4:26 - 4:29
    არც ნეო–ნაცისტები,
  • 4:29 - 4:31
    არც ანტისემიტები,
  • 4:31 - 4:32
    არამედ რევიზიონისტები.
  • 4:33 - 4:35
    ისინი ამბობდნენ: "რევიზიონისტები ვართ.
  • 4:35 - 4:38
    ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვსურს:
  • 4:38 - 4:41
    ისტორიაში არსებული შეცდომების რევიზია."
  • 4:42 - 4:48
    მაგრამ საკმარისი იყო ოდნავ ღრმად ჩაგეხედათ
  • 4:48 - 4:50
    და რას იპოვიდით იქ?
  • 4:50 - 4:52
    იგივე ჰიტლერის განდიდებას,
  • 4:52 - 4:54
    მესამე რაიხის ქებას,
  • 4:54 - 4:57
    ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ცრურწმენას.
  • 4:58 - 5:00
    სწორედ ამან დამაინტრიგა.
  • 5:00 - 5:07
    ანტისემიტიზმი, რასიზმი და ცრურწმენა
    წარმოდგენილი რაციონალურ მსჯელობაში.
  • 5:09 - 5:10
    კიდევ ერთი რამ რაც ვიპოვე,
  • 5:10 - 5:14
    ბევრი ჩვენგანისთვის უსწავლებიათ, რომ
    არსებობს ფაქტები და არსებობს მოსაზრებები.
  • 5:14 - 5:16
    უარმყოფელების შესწავლის შემდეგ,
  • 5:16 - 5:17
    მე სხვანაირად ვფიქრობ.
  • 5:17 - 5:19
    არსებობს ფაქტები,
  • 5:19 - 5:21
    არსებობს მოსაზრებები,
  • 5:21 - 5:22
    და არსებობს ტყუილები.
  • 5:23 - 5:28
    ის რაც უარმყოფელებს სურთ,
    არის მათი ტყუილების,
  • 5:29 - 5:30
    როგორც მოსაზრების შენიღბვა.
  • 5:30 - 5:32
    შეიძლება უკიდურესი მოსაზრების,
  • 5:32 - 5:35
    ერთგვარი ჩარჩოს მიღმა მოსაზრების,
  • 5:35 - 5:37
    მაგრამ თუ მას მოსაზრებას დავარქმევთ,
  • 5:37 - 5:39
    ის უნდა იყოს დიალოგის ნაწილი.
  • 5:39 - 5:42
    შემდეგ კი ისინი ხელყოფენ ფაქტებს.
  • 5:43 - 5:45
    მე გამოვაქვეყნე ჩემი ნაშრომი,
  • 5:45 - 5:46
    გამოქვეყნდა წიგნი:
  • 5:46 - 5:49
    "ჰოლოკოსტის უარყოფა: მზარდი
    დარტყმა ჭეშმარიტებასა და ხსოვნაზე."
  • 5:50 - 5:51
    იგი ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში გამოიცა,
  • 5:51 - 5:55
    მათ შორის გამომცემლობა Penguin-მა აქ,
    გაერთიანებულ სამეფოში გამოსცა
  • 5:55 - 5:58
    და მეც ამით დავასრულე ამ ხალხთან
    და მზად ვიყავი სხვა საქმეზე გადავსულიყავი,
  • 5:58 - 6:02
    როცა Penguin-გან წერილი მივიღე
  • 6:02 - 6:05
    და მესამედ გამეცინა...
  • 6:07 - 6:08
    შევცდი.
  • 6:09 - 6:11
    გავხსენი წერილი,
  • 6:11 - 6:17
    რომელიც მაცნობებდა, რომ დეივიდ ირვინგი
    ჩემ წინააღმდეგ გაერთიანებულ სამეფოში
  • 6:17 - 6:18
    ცილისწამების სარჩელს აღძრავდა,
  • 6:18 - 6:21
    რადგან მას ჰოლოკოსტის უარმყოფელი ვუწოდე.
  • 6:22 - 6:24
    დეივიდ ირვინგი მიჩივის მე?
  • 6:24 - 6:25
    ვინ არის დეივიდ ირვინგი?
  • 6:25 - 6:28
    დეივიდ ირვინგი იყო ავტორი
    ისტორიული ნაშრომებისა,
  • 6:28 - 6:30
    რომელთა უმეტესობაც
    მეორე მსოფლიო ომზე იყო
  • 6:30 - 6:33
    და რომელთა უმეტესობაში ფაქტობრივად
    დაფიქსირებული იყო პოზიცია,
  • 6:33 - 6:37
    რომ ნაცისტები არც ისე ცუდები იყვნენ
  • 6:37 - 6:40
    და მოკავშირეები არც ისე კარგები.
  • 6:40 - 6:42
    და ებრაელებს რაც მოუვიდათ,
  • 6:42 - 6:43
    მათ ერთგვარად დაიმსახურეს.
  • 6:44 - 6:46
    მან იცოდა დოკუმენტები,
  • 6:46 - 6:47
    მან იცოდა ფაქტები,
  • 6:47 - 6:50
    მაგრამ მან როგორღაც დაამახინჯა ისინი
    და ამ შეხედულებამდე მივიდა.
  • 6:51 - 6:54
    ის ყოველთვის არ უარყოფდა ჰოლოკოსტს,
  • 6:54 - 6:55
    მაგრამ 80–იანი წლების ბოლოს,
  • 6:55 - 6:58
    მან მხურვალდედ გაიზიარა ეს აზრი.
  • 7:00 - 7:03
    მიზეზი, თუ რატომ გამეცინა,
    იყო ისიც, რომ ეს კაცი
  • 7:03 - 7:05
    არამხოლოდ უარყოფდა ჰოლოკოსტს,
  • 7:05 - 7:07
    არამედ ამით ამაყობდა კიდეც.
  • 7:07 - 7:09
    ეს იყო კაცი, და მე ვციტირებ,
  • 7:09 - 7:12
    რომელმაც თქვა: "მე ჩავძირავ
    აუშვიცის საბრძოლო ხომალდს."
  • 7:13 - 7:15
    ეს იყო კაცი,
  • 7:15 - 7:19
    რომელმაც შეხედა ერთ–ერთი გადარჩენილის
    ტატუს მის მხარზე და თქვა:
  • 7:20 - 7:21
    "რამდენი ფული გააკეთე,
  • 7:21 - 7:25
    მაგ შენ მხარზე ამოსვირინგებული რიცხვით?"
  • 7:26 - 7:27
    ეს იყო ადამიანი, რომელმაც თქვა:
  • 7:27 - 7:30
    "უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა
    სენატორ კენედის მანქანაში,
  • 7:30 - 7:32
    ჩაპაქუიდიკში,
  • 7:32 - 7:35
    ვიდრე გაზის კანტორებში, აუშვიცში."
  • 7:35 - 7:38
    ეს პარალელია ამერიკულ ინციდენტთან,
    შეგიძლიათ მოიძიოთ.
  • 7:39 - 7:42
    ამ კაცს საერთოდ არ რცხვენოდა იმის,
  • 7:42 - 7:45
    რომ ჰოლოკოსტს უარყოფდა.
  • 7:45 - 7:49
    ბევრა ჩემმა აკადემიკოსმა კოლეგამ მირჩია:
  • 7:49 - 7:51
    "ეჰ, დებორა, ყურადღება არ მიაქციო."
  • 7:51 - 7:54
    როდესაც მე ავუხსენი, რომ ასე უბრალოდ
    ვერ გავატარებდი ცილისწამების სარჩელს,
  • 7:54 - 7:57
    მათ მითხრეს: "კი, მაგრამ
    ვინ დაუჯერებს მას?"
  • 7:58 - 8:00
    მაგრამ პრობლემა ის იყო,
  • 8:00 - 8:05
    რომ ბრიტანული კანონით,
    მტკიცების ტვირთი ჩემზე იყო.
  • 8:05 - 8:08
    ჩემი ნათქვამის სისწორე
    უნდა დამემტკიცებინა,
  • 8:08 - 8:11
    განსხვავებით იმისგან, რაც აშშ-ში
  • 8:11 - 8:12
    და ბევრი სხვა ქვეყნანაშია,
  • 8:12 - 8:15
    სადაც მას მოუწევდა სიცრუის დამტკიცება.
  • 8:16 - 8:17
    რას ნიშნავდა ეს?
  • 8:17 - 8:21
    ეს ნიშნავდა, რომ თუ მე არ ვიბრძოლებდი,
  • 8:21 - 8:23
    ის ავტომატურად გაიმარჯვებდა.
  • 8:24 - 8:26
    ხოლო თუ ის გაიმარჯვებდა,
  • 8:26 - 8:28
    შემდეგ შეეძლებოდა ლეგიტიმურად ეთქვა:
  • 8:28 - 8:34
    "დევიდი ირვინგისეული ჰოლოკოსტის ვერსია
    ლეგიტიმური ვერსიაა.
  • 8:34 - 8:36
    დებორა ლიპსტადტმა მე ცილი დამწამა,
  • 8:36 - 8:38
    როდესაც ჰოლოკოსტის უარმყოფელი მიწოდა.
  • 8:38 - 8:42
    შესაბამისად, მე, დეივიდ ირვინგი,
    არ ვარ ჰოლოკოსტის უარმყოფელი."
  • 8:42 - 8:44
    და რა არის მისი ვერსია?
  • 8:44 - 8:47
    არ არსებობდა ებრაელთა დახოცვის გეგმა,
  • 8:47 - 8:50
    არ არსებობდა გაზის კამერები,
  • 8:50 - 8:51
    არ არსებობდა მასიური დახვრეტები,
  • 8:51 - 8:55
    ჰიტლერის ბრალი არაფერი ყოფილა
    ამ ტანჯვაში,
  • 8:55 - 8:58
    და რომ ებრაელებმა ეს ყველაფერი გამოიგონეს,
  • 8:58 - 9:01
    რათა გერმანიისგან ფული მიეღოთ.
  • 9:01 - 9:03
    და რათა სახელმწიფო მიეღოთ
  • 9:03 - 9:06
    და მათ ეს მოახერხეს
    მოკავშირეების დახმარებით.
  • 9:06 - 9:09
    მათ ჩანერგეს დოკუმენტები
    და მტკიცებულებები.
  • 9:10 - 9:13
    მე ამას ვერ დავუშვებდი,
  • 9:13 - 9:16
    რადგან თვალბში ვერ ჩავხედავდი
    ჰოლოკოსტ გამოვლილებს,
  • 9:16 - 9:18
    ან მათ შვილებს.
  • 9:18 - 9:20
    მე ამას ვერ დავუშვებდი,
  • 9:20 - 9:24
    რადგან თავს უპასუხისმგებლო
    ისტორიკოსად ჩავთვლიდი.
  • 9:25 - 9:27
    ასე რომ ჩვენ ვიბრძოლეთ.
  • 9:27 - 9:29
    და მათთვის ვისაც არ უნახავს
    ფილმი "უარყოფა",
  • 9:29 - 9:30
    წინასწარ გაგიმჟღავნებთ:
  • 9:30 - 9:32
    ჩვენ მოვიგეთ.
  • 9:32 - 9:33
    (სიცილი)
  • 9:33 - 9:36
    (აპლოდისმენტები)
  • 9:40 - 9:44
    მოსამართლემ დეივიდ ირვინგი მიიჩნია
  • 9:44 - 9:48
    მატყუარად,
  • 9:48 - 9:49
    რასისტად
  • 9:49 - 9:50
    და ანტისემიტად.
  • 9:50 - 9:52
    ისტორიისადმი მისი მიდგომა იყო ტენდენციური,
  • 9:52 - 9:54
    მან მოიტყუა და დაამახინჯა ფაქტები
  • 9:54 - 9:57
    და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,
  • 9:57 - 9:59
    მან ეს განზრახ ჩაიდინა.
  • 9:59 - 10:03
    მან მსგავსი სახის ქმედება გამოავლინა
    25 სხვადასხვა მნიშვნელოვან შემთხვევაში.
  • 10:03 - 10:06
    არა პატარა რამეში... ამ აუდიტორიაში
    ბევრი ჩვენგანი წერს წიგნებს,
  • 10:08 - 10:11
    ყოველთვის ვუშვებთ შეცდომებს და
    ამიტომ გვიხარია წიგნის მეორე გამოცემა:
  • 10:11 - 10:13
    რათა შევასწოროთ შეცდომები.
  • 10:13 - 10:14
    (სიცილი)
  • 10:15 - 10:18
    თუმცა მისი წიგნები ყოველთვის
    ერთი მიმართულებით ვითარდებოდა:
  • 10:19 - 10:21
    ებრაელების დადანაშაულება,
  • 10:21 - 10:23
    ნაცისტების გამართლება.
  • 10:24 - 10:25
    მაშ, როგორ გავიმარჯვეთ ჩვენ?
  • 10:26 - 10:32
    ჩვენ მივყვეთ
    მის სქოლიოში მოხმობილ წყაროებს.
  • 10:32 - 10:34
    და რა აღმოვაჩინეთ ჩვენ?
  • 10:34 - 10:35
    არა უმეტეს შემთხვევაში,
  • 10:36 - 10:37
    და არა უპირატეს შემთხვევებში
  • 10:37 - 10:42
    არამედ ყველა იმ შემთხვევაში,
    როდესაც იგი ჰოლოკოსტს მოიხსენიებდა,
  • 10:42 - 10:46
    მისი მტკიცებულებები იყო დამახინჯებული,
  • 10:46 - 10:48
    ნახევრად–მართალი,
  • 10:48 - 10:49
    თარიღები შეცვილილი,
  • 10:49 - 10:51
    თანმიმდევრობა შეცვლილი.
  • 10:51 - 10:54
    შეხვედრებზე ისეთი ადამიანის ჩასმა,
    ვინც იქ არ იყო.
  • 10:54 - 10:56
    სხვა სიტყვებით,
    მას არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება.
  • 10:56 - 10:58
    მის მტკიცებებს საფუძველი არ ჰქონდათ.
  • 10:58 - 11:01
    ჩვენ არ დაგვიმტკიცებია, თუ რა მოხდა,
  • 11:02 - 11:04
    არამედ დავამტკიცეთ, რომ ის რაც მან
  • 11:04 - 11:07
    და სხვა უარმყოფელებმა თქვეს,
    რომელსაც ის ციტირებდა,
  • 11:07 - 11:10
    ან რომლებიც მისგან იღებდნენ არგუმენტებს,
  • 11:10 - 11:11
    არ იყო ჭეშმარიტება.
  • 11:11 - 11:12
    მათ მტკიცებებს,
  • 11:12 - 11:15
    არანაირი დასაბუთება არ გააჩნდა.
  • 11:17 - 11:21
    მაშ, რატომ არის ჩემი ისტორია უბრალოდ
  • 11:21 - 11:25
    უჩვეულო, გრძელ, ექვსწლიან, რთულ
    სასამართლო სარჩელის ამბავზე მეტი,
  • 11:25 - 11:30
    რომელშიც ამერიკელი პროფესორი
    სასამართლოში შემათრია
  • 11:30 - 11:33
    იმ კაცმა, რომელიც სასამართლომ
    თავის გადაწყვეტილებაში
  • 11:33 - 11:36
    ნეო–ნაცისტ პოლემისტად გამოაცხადა?
  • 11:36 - 11:37
    რა არის ჩემი ისტორიის სათქმელი?
  • 11:38 - 11:41
    მე ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტების კონტექსტში,
  • 11:41 - 11:43
    იგი მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს.
  • 11:43 - 11:45
    რადგან დღესდღეისობით,
  • 11:45 - 11:47
    როგორც ჩვენთვის ცნობილია,
  • 11:47 - 11:51
    სიმართლე და ფაქტები შეტევის ქვეშაა.
  • 11:52 - 11:55
    სოციალური მედიამ, იმ კარგთან ერთად
    რაც მან მოგვიტანა,
  • 11:55 - 12:01
    ასევე დადგენილ ფაქტებსა
  • 12:01 - 12:02
    და ტყუილებს შორის
  • 12:02 - 12:04
    განსხვავება გათელა.
  • 12:05 - 12:06
    მესამე მნიშვნელოვანი საკითხი:
  • 12:07 - 12:08
    ექსტრემიზმი.
  • 12:09 - 12:13
    თქვენ შეიძლება არ ხედავდეთ
    კუ–კლუკს–კლანის მანტიებს,
  • 12:13 - 12:15
    შეიძლება არ ხედავდეთ ცეცლწაკიდებულ ჯვრებს,
  • 12:15 - 12:19
    შეიძლება არ გესმოდეთ თეთრკანიანთა
    უპირატესობის მომხრე ენა.
  • 12:19 - 12:24
    ისინი შეიძლება იყვნენ: "ალტერნატიულ
    მემარჯვენე", "ეროვნული ფრონტის" სახელით,
  • 12:24 - 12:30
    მაგრამ მათ მიღმა იგივე ექსტრემიზმია,
    რაც მე ვიპოვე ჰოლოკოსტის უარყოფაში.
  • 12:30 - 12:33
    თავს გვაჩვენებს,
    როგორც რაციონალური დისკურსი.
  • 12:35 - 12:40
    ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც
    ჭეშმარიტება მუდმივ თავდაცვით პოზიციაშია.
  • 12:40 - 12:43
    მე მახსენდება ჟურნალ The New Yorker-ში
    გამოქვეყნებული კარიკატურა
  • 12:43 - 12:45
    სადაც ვიქტორინის წამყვანი
  • 12:45 - 12:49
    ერთ–ერთ მონაწილეს ეუბნება:
  • 12:49 - 12:51
    "დიახ, ქალბატონო, თქვენ გქონდათ
    სწორი პასუხი,
  • 12:51 - 12:53
    მაგრამ თქვენმა მეტოქემ უფრო
    ხმამაღლა დაიძახა,
  • 12:54 - 12:55
    ამიტომ ქულას ის მიიღებს."
  • 12:56 - 12:58
    რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ?
  • 12:59 - 13:00
    პირველ რიგში,
  • 13:00 - 13:05
    ჩვენ არ უნდა ჩაგვითრიოს
    რაციონალურმა შესახედაობამ.
  • 13:05 - 13:07
    ჩვენ მის მიღმა უნდა ჩავიხედოთ
  • 13:07 - 13:10
    და იქ ექსტრემიზმს ვიპოვით.
  • 13:11 - 13:13
    მეორე რიგში,
  • 13:13 - 13:19
    ჩვენ უნდა გავიაზროთ,
    რომ ჭეშმარიტება ფარდობითი არ არის.
  • 13:21 - 13:23
    მესამე რიგში,
  • 13:23 - 13:26
    ჩვენ უნდა გადავიდეთ თავდასხმაზე
  • 13:26 - 13:28
    და არა თავდაცვაზე.
  • 13:29 - 13:31
    როდესაც ვინმე
    აღმაშფოთებელ რამეს ამტკიცებს,
  • 13:31 - 13:35
    თუნდაც უმაღლესი თანამდებობა
    ეკავოს ქვეყანაში,
  • 13:35 - 13:37
    თუ არა მსოფლიოში,
  • 13:37 - 13:38
    ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ:
  • 13:38 - 13:40
    "სად არის საბუთი?
  • 13:40 - 13:43
    სად არის მტკიცებულება?"
  • 13:43 - 13:45
    ჩვენ მათ პასუხი უნდა მოვთხოვოთ
    მათი ქმედებისთვის.
  • 13:46 - 13:50
    მათი ტყუილები ფაქტებს არ უნდა გავუთანაბროთ
  • 13:51 - 13:55
    და როგორც უკვე აღვნიშნე,
    სიმართლე ფარდობითი არაა.
  • 13:55 - 13:58
    ბვერი ჩვენგანი აკადემიურ
  • 13:58 - 14:00
    და ლიბერალური აზრის,
    განათლებულ გარემოში გაიზარდა,
  • 14:00 - 14:03
    სადაც გვასწავლიან,
    რომ ყველაფერი ღიაა განხილვისთვის.
  • 14:03 - 14:05
    მაგრამ ეს ასე არ არის,
  • 14:05 - 14:09
    არის რაღაცები, რაც ყოველთვის მართალია.
  • 14:09 - 14:12
    რაც წარმოადგენს უდავო ფაქტს,
  • 14:12 - 14:14
    ობიექტურ ჭეშმარიტებას.
  • 14:15 - 14:19
    გალილეომ ეს საუკუნეების წინ გვასწავლა.
  • 14:19 - 14:24
    მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანი
    აიძულებდა უარი ეთქვა,
  • 14:24 - 14:27
    რომ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს,
  • 14:27 - 14:28
    იგი გამოვიდა
  • 14:28 - 14:30
    და რა თქვა მან?
  • 14:30 - 14:34
    "და ის მაინც მოძრაობს."
  • 14:35 - 14:38
    დედამიწა ბრტყელი არ არის.
  • 14:38 - 14:40
    კლიმატი იცვლება.
  • 14:41 - 14:44
    ელვისი ცოცხალი აღარაა.
  • 14:44 - 14:45
    (სიცილი)
  • 14:45 - 14:48
    (აპლოდისმენტები)
  • 14:48 - 14:50
    და რაც მთავარია,
  • 14:50 - 14:55
    სიმართლე და ფაქტები შეტევის ქვეშაა.
  • 14:55 - 14:57
    ჩვენ წინაშე უდიდესი
  • 14:57 - 14:58
    სამუშაო,
  • 14:58 - 15:00
    დავალება
  • 15:00 - 15:01
    და გამოწვევაა.
  • 15:02 - 15:04
    ბრძოლისთვის დრო ცოტაა.
  • 15:05 - 15:08
    ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ.
  • 15:09 - 15:12
    მოგვიანებით ძალიან გვიან იქნება.
  • 15:12 - 15:13
    დიდი მადლობა.
  • 15:13 - 15:18
    (აპლოდისმენტები)
Title:
ჰოლოკოსტის უარყოფის ტყუილებს მიღმა
Speaker:
დებორა ლიპსტადტი
Description:

"არსებობს ფაქტები, არსებობს მოსაზრებები და არსებობს ტყუილები," ამბობს ისტორიკოსი დებორა ლიპსტადტი. ის ჰოლოკისტის უარმყოფელების საკუთარი გამოკვლევის შესანიშნავ ამბავზე და მათ მიერ ისტორიის დამახინჯების გამიზნულ მცდელობაზე გვიამბობს. ლიპსტადტი ჩვენ ყველას მოგვიწოდებს დავუპირისპირდეთ მათ, ვინც უტევს ფაქტებსა და ჭეშმარიტებას. "სიმართლე ფარდობითი არ არის", ამბობს იგი.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
15:30

Georgian subtitles

Revisions