-
მოდი შევეცადოთ 0.36-ის წილადად ჩაწერას.
-
ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს.
მე რომელიც მომწონს, ასეთია:
-
0.36 იგივეა, რაც 36 მეასედი.
ან, სხვანაირად რომ ვთქვათ,
-
6 არის მეასედების ადგილას,
3 კი არის მეათედების ადგილას.
-
ან შეგიძლია ჩათვალო,
რომ 3 არის 30 მეასედი.
-
3 შეიძლება იყოს 3 ათეული ან 30 ასეული
-
ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 0.36 იგივეა,
რაც 36 მეასედი, ანუ 36/100.
-
ჩვენ უკვე ჩავწერეთ წილადად, მაგრამ
ახლა უკვე შეგვიძლია იგი შევკვეცოთ,
-
რადგან 36-ს და 100-ს
საერთო გამყოფები აქვთ.
-
ორივე იყოფა 4-ზე, ასე რომ, თუ გავყოფთ
მრიცხველს 4-ზე და მნიშვნელსაც 4-ზე,
-
(ჩვენ ორივეზე ერთნაირ მოქმედებას ვატარებთ,
ამიტომ წილადის მნიშვნელობა არ იცვლება),
-
36 გაყოფილი 4-ზე არის 9.
100 გაყოფილი 4-ზე არის 25
-
ახლა კი ხედავ, რომ ამ ორ რიცხვს
აღარ აქვთ საერთო გამყოფი.
-
ანუ წილადი შეკვეცილი სახით ჩავწერეთ.
და მაგალითსაც მოვრჩით