-
დავუშვათ, მაქვს კუთხე ABC
-
მისი წვერო იქნება B წერტილას
A იყოს აქ, B კი - აქ
-
ასევე დავუშვათ, რომ გვაქვს მეორე კუთხე
DBA
-
წვერო კვლავ იქნება B წერტილი
-
ხოლო წერტილი D კი იქნება აქ
-
და დავუშვათ, რომ DBA კუთხე უდრის
40 გრადუსს
-
ამ კუთხის ზომა იქნება 40 გრადუსი
-
ასევე ისიც ვიცით, რომ ABC კუთხე არის
50 გრადუსის ტოლი
-
აქ უკვე ბევრი საინტერესო რამ ხდება
-
პირველი არის ის, რომ ორივე ეს კუთხე ერთ
გვერდს იზიარებს
-
ორივე იზიარებს ამ BA სხივს
-
ასეთ კუთხეებს ეწოდება მოსაზღვრე
კუთხეები
-
ასევე შეიძლება შეგენიშნათ მეორე საინტერესო
რამ
-
ვიცით, რომ DBA კუთხე უდრის 40 გრადუსს
ABC კუთხე კი - 50 გრადუსს
-
ამიტომ ალბათ არ იქნება პრობლემა DBC კუთხის
ზომის გამოცნობა
-
კუთხესთან დაგვეხატა ტრანსპორტირი, მაშინ
ვნახავდით, რომ
-
ეს არის 50 გრადუსი, ეს კი - 40
-
ამიტომ DBC კუთხის ზომა იქნება
40 გრადუსს პლუს 50 გრადუსი
-
ანუ DBC კუთხის ზომა იქნება 90 გრადუსი
-
და უკვე ვიცით, რომ 90-გრადუსიანი კუთხე
განსაკუთრებულია და ეწოდება მართი კუთხე
-
ასევე არსებობს ტერმინი ისეთი კუთხეებისთვის
რომელთა ჯამიც 90 გრადუსია
-
ასეთ კუთხეებს კომპლემენტარული ეწოდება
-
DBA და ABC კომპლემენტარული კუთხეებია
-
რადგან მათი ჯამი უდრის 90 გრადუსს
-
DBA-ს ზომას დამატებული ABC-ს ზომა
უდრის 90 გრადუსს
-
მათი ჯამი ქმნის მართ კუთხეს
-
ახლა, როცა გაქვს მართი კუთხე, იმ ორ ხაზს
რომლებიც ქმნიან ამ კუთხეს, მათ ეწოდება
-
პერპენდიკულარული ხაზები
-
რადგან ვიცით, რომ DBC არის 90 გრადუსიანი
კუთხე და მართია
-
ეს გვეუბნება, რომ ხაზი DB
პერპენდიკულარულია BC ხაზის
-
ხანდახან სიტყვა "პერპენდიკულარულის"
ნაცვლად ამ სიმბოლოს იყენებენ
-
რომელიც ორ პერპენდიკულარულ ხაზს
გვიჩვენებს
-
BD პერპენდიკულარულია BC-ს მიმართ
-
ეს ყველა არის ჭეშმარიტი განსხვავება და
იქიდან მომდინარეობენ, რომ
-
DB და BC-ს შორის შექმნილი კუთხე არის
90-გრადუსიანი
-
გვაქვს სხვა ტერმინებიც ისეთი კუთხეებისთვის
რომელთა ჯამებსაც სხვა მნიშვნელობა აქვთ
-
დავუშვათ, აქ მაქვს xyz კუთხე და მისი
ზომა არის 60 გრადუსი
-
და ასევე გვაქვს მეორე, mno კუთხე
-
mno კუთხის ზომა იყოს 120 გრადუსი
-
mno კუთხის ზომას მიმატებული
xyz კუთხის ზომა
-
იქნება 120 გრადუსს პლუს 60 გრადუსი, რაც
უდრის 180 გრადუსს
-
ამ კუთხეების შეკრებით ტრანსპორტირზე
მიიღებ ნახევარწრეს
-
როცა გაქვს ორი კუთხე, რომელთა ჯამიც არის
180 გრადუსი
-
ასეთ კუთხეებს დამატებითი კუთხეები ეწოდებათ
-
90 გრადუსი თუა ჯამი, მაშინ კუთხეები
კომპლემენტარულია, ხოლო
-
თუ ჯამი 180-ს უდრის, მაშინ ეს კუთხეები
დამატებითია
-
თუ გაქვს ორი დამატებითი კუთხე, რომლებსაც
ერთი საერთო გვერდი აქვთ--
-
ვთქვათ, ერთი კუთხე გამოიყურება ასე
-
ეს იყოს ABC კუთხე
-
და გვაქვს მეორე კუთხეც, რომელიც
ასე გამოიყურება
-
დავუშვათ, რომ ეს არის 50 გრადუსი
-
ეს კი 130 გრადუსი
-
DBA-ს პლუს ABC იქნება 180 გრადუსის
ტოლი
-
ამიტომ, კუთხე DBA და კუთხე ABC
დამატებითი კუთხეებია
-
მათი ჯამი 180 გრადუსს უდრის
-
ასევე, ისინი მოსაზღვრე კუთხეებიც არიან
-
და რადგანაც ეს კუთხეები თან დამატებითები
არიან და თან მოსაზღვრეებიც
-
თუ შეხედავ უფრო ფართო კუთხეს,
კუთხე DBC-ს
-
ეს კუთხე იქნება სწორი ხაზი
ასეთ კუთხეს "სწორი კუთხე" დავარქვათ
-
ახლა უკვე გვაქვს საკმარისი ცოდნა, რომ
რაღაცების დამტკიცება დავიწყოთ
-
ჩვენ ვისაუბრეთ კუთხეებზე, რომელთა ჯამიც
90 გრადუსია და ასეთ კუთხეებს
-
კომპლემენტარული კუთხეები ვუწოდეთ
-
თუ ეს ორი კუთხე მოსაზღვრეა, მაშინ ისინი
ერთად მართ კუთხეს შექმნიან
-
მართი კუთხის ორივე გვერდს კი
პერპენდიკულარული გვერდები ეწოდება
-
თუ ორი კუთხის ჯამი უდრის 180 გრადუსს
ასეთ კუთხეებს დამატებითი კუთხეები ეწოდებათ
-
და თუ ეს კუთხეები მოსაზღვრეა, მაშინ ერთად
სწორ კუთხეს შექმნიან
-
ანუ თუ გაქვს სწორი კუთხე და მასზე არსებული
კიდევ ერთი კუთხე
-
მეორე კუთხე იქნება დამატებითი
მათი ჯამი 180 გრადუსი იქნება