-
75 დაშალეთ მარტივ მამრავლებად.
-
დაწერეთ პასუხი მაჩვენებლიანი სისტემის
გამოყენებით.
-
გვაქვს რამდენიმე საინტერესო რამ.
-
მარტივ მამრავლებად დაშლა და
მაჩვენებლიანი სისტემა.
-
მაჩვენებლიან სისტემაზე მოგვიანებით
ვიფიქრებთ.
-
თავიდან უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა არის
ზუსტად მარტივი რიცხვი?
-
რომ გავიხსენოთ, მარტივი რიცხვი არის რიცხვი
-
რომელიც იყოფა მხოლოდ საკუთარ თავზე და
ერთზე, მარტივი რიცხვის მაგალითებია--
-
დავწერ აქ რამდენიმე რიცხვს--
-
მარტივი, არა მარტივი--
-
2 არის მარტივი რიცხვი.
-
ის იყოფა მხოლოდ 1-ზე და 2-ზე.
-
3 კიდევ ერთი მარტივი რიცხვია.
-
ახლა, 4 არ არის მარტივი, რადგან ის
-
იყოფა 1, 2 და 4-ზე.
-
შეგვიძლია, გავაგრძელოთ.
-
5, მოკლედ, 5 იყოფა 1-ზე და 5-ზე, გამოდის,
რომ 5 არის მარტივი.
-
6 არ არის მარტივი, რადგან ის იყოფა 2-ზე
და 3-ზე.
-
ვფიქრობ, მიხვდით მთავარ იდეას.
-
გადადიხართ 7-ზე, 7 არის მარტივი.
-
ის იყოფა მხოლოდ 1-ზე და 7-ზე.
-
8 არ არის მარტივი რიცხვი.
-
9, შეიძლება, გეგონოთ, რომ მარტივია,
მაგრამ გაიხსენეთ, ის იყოფა 3-ზე,
-
ამიტომ, 9 არ არის მარტივი.
-
მარტივი და კენტი რიცხვები ერთი და იგივე
არ არის.
-
შემდეგ თუ გადახვალთ 10-ზე, 10 ასევე არ
არის მარტივი,
-
იყოფა 2-ზე და 5-ზე.
-
11, ის მხოლოდ იყოფა 1-ზე და 11-ზე, ამიტომ
11 არის მარტივი რიცხვი.
-
შეგვიძლია,, ასე გავაგრძელოთ.
-
ხალხმა კომპიუტერული პროგრამები დაწერა
ყველაზე დიდი მარტივი რიცხვის ძებნაში...
-
ახლა, როცა ვიცით, რა არის მარტივი, მარტივ
მამრავლებად დაშლა
-
არის რიცხვის დანაწევრება, როგორც 75-ის,
მარტივი რიცხვების ნამრავლად.
-
ვცადოთ ასე.
-
ვიწყებთ 75-ით და მე ვაპირებ, გავაკეთო ეს
იმის გამოყენებით,
-
რასაც ვეძახით მარტივ მამრავლებად
დაშლის ხე.
-
პირველად ვცდით, ვიპოვოთ ყველაზე მცირე
მარტივი რიცხვი, რომელიც
-
მოთავსდება 75-ში.
-
ყველაზე მცირე მარტივი რიცხვი არის 2.
-
2 მოთავსდება 75-ში?
-
75 არის კენტი რიცხვი, ანუ, რიცხვი ერთეულების
ადგილზე, ეს 5, არის კენტი რიცხვი.
-
5 არ იყოფა 2-ზე, ამიტომ, 2 არ მოთავსდება
75-ში.
-
შემდეგ შეგვიძლია, ვცადოთ 3.
-
3 მოთავსდება 75-ში?
-
7-ს დამატებული 5 არის 12.
-
12 იყოფა 3-ზე, ამიტომ, 3 მოთავსდება ამაში.
-
75 არის 3-ჯერ რაღაც.
-
თუ ოდესმე შეხება გქონიათ ფულის
დახურდავებასთან, გეცოდინებათ
-
რომ თუ გაქვთ სამი ოცდახუთი, გაქვთ 75
ცენტი, ანუ, თუ გაქვთ 3-ჯერ 25
-
გაქვთ 75.
-
ეს არის 3-ჯერ 25.
-
შეგიძლიათ, გადაამრავლოთ,
თუ არ გჯერათ ჩემი.
-
გაამრავლეთ 3-ჯერ 25.
-
ახლა, 25 იყოფა-- თავი დაანებეთ 2-ს.
-
თუ 75 არ იყოფა 2-ზე, ასევე 25
არ გაიყოფა 2-ზე.
-
მაგრამ შეიძლება, 25 იყოფოდეს 3-ზე.
-
თუ აიღებთ ციფრებს 2-ს დამატებული 5,
მიიღებთ 7-ს.
-
7 არ იყოფა 3-ზე, ამიტომ, 25 არ გაიყოფა
3-ზე.
-
ვაგრძელებთ: 5.
-
25 იყოფა 5-ზე?
-
რა თქმა უნდა.
-
ეს არის 5-ჯერ 5.
-
მოკლედ, 25 არის 5-ჯერ 5.
-
და დავასრულეთ მარტივ მამრავლებად დაშლა,
რადგან ახლა ჩვენ
-
გვაქვს ყველა მარტივი რიცხვი აქ.
-
შეგვიძლია, დავწეროთ, რომ 75 არის 3-ჯერ 5
გამრავლებული 5-ზე.
-
გამოდის, რომ 75 ტოლია 3-ჯერ 5 გამრავლებული
5-ზე.
-
შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის 3-ჯერ 25.
-
25 არის 5-ჯერ 5.
-
3-ჯერ 25, 25 არის 5-ჯერ 5.
-
ეს არის მარტივ მამრავლებად დაშლა, მაგრამ
მათ უნდათ, რომ
-
ჩვენი პასუხი დავწეროთ მაჩვენებლიანი
სისტემის გამოყენებით.
-
ეს ნიშნავს, რომ თუ გვაქვს გამეორებული
მარტივი მამრავლები,
-
შეგვიძლია, დავწეროთ ეს მაჩვენებელით.
-
რა არის 5-ჯერ 5?
-
5-ჯერ 5 არის 5 გამრავლებული საკუთარ თავზე
ორჯერ.
-
ეს იგივეა, რაც 5 მეორე ხარისხში.
-
ასე რომ, თუ გვინდა, დავწეროთ პასუხი
მაჩვენებლიანი
-
სისტემით, შეგვიძლია, ვთქვათ ეს არის ტოლი
3-ჯერ 5-ის
-
მეორე ხარისხში, რაც იგივე 5-ჯერ 5-ია.