-
მიუმატეთ და გაამარტივეთ პასუხი და
დაწერეთ შერეული რიცხვის სახით.
-
ამგვარად, აქ ჩვენ
გვაქვს ორი შერეული წილადი.
-
გვაქვს მთლიანი რიცხვის ნაწილი
და წილადის ნაწილი.
-
ჩვენ გვჭირდება მათი მიმატება.
-
არსებობს ამის გაკეთების ორი გზა.
-
შეგვიძლია, ორივე მათგანი
გარდავქმნათ არაწესიერ წილადად,
-
მივუმატოთ ისინი და შემდეგ ისევ
გარდავქმნათ ისინი შერეულ წილადად.
-
ან უბრალოდ შეგიძლიათ,
მარტივად შეხედოთ ამას:
-
17 2/9 იგივეა რაც 17-ს მიუმატოთ 2/9.
-
და შემდეგ 5 1/9 იგივეა,
რაც 5 მიუმატოთ 1/9.
-
ასე რომ, 17 2/9-ს პლუს 5 1/9 იგივეა,
რაც 17-ს პლუს 2/9, პლუს 5 და პლუს 1/9.
-
ეს ორი წინადადება არის სრულიად ერთნაირი.
-
და ჩვენ ვიცით, რომ
როდესაც ჩვენ ვუმატებთ რიცხვებს,
-
მნიშვნელობა არ აქვს,
რა წყობით ვაკეთებთ ამას,
-
შეგიძლია თანმიმდევრობის
შეცვლა.
-
ამგვარად, შეგეძლო, გეთქვა,
რომ ეს იგივეა, რაც,
-
17-ს მივუმატოთ ხუთი,
მივუმატოთ 2/9 და მივუმატოთ 1/9.
-
და შეგვიძლია, გავაკეთოთ
ასე ნებისმიერი წყობით.
-
ჩვენ ვიცით, რას მივიღებთ,
17-ს რომ მივუმატოთ ხუთი.
-
ეს ადრეც გაგვიკეთებია.
-
17-ს მიუმატოთ 5 არის 22.
-
ასე რომ, ეს ნაწილი აქ არის 22.
-
ასე რომ, გვაქვს 22-ს პლუს ---
რას მივიღებთ, 2/9-ს რომ მიუმატოთ 1/9?
-
მათ აქვთ საერთო მნიშვნელი,
ასე რომ, ეს იქნება 9.
-
შემდეგ შევკრებთ მრიცხველებს.
-
2-ს პლუს 1 არის 3.
-
ამგვარად, 22-ს მივუმატოთ 3/9.
-
მაგრამ ეს შეიძლება, გამარტივდეს.
-
ორივე მრცხველიც და მნიშვნელიც
შეიძლება, გაიყოს 3-ზე.
-
გავყოთ მრიცხველი სამზე, მივიღებთ ერთს.
-
გავყოთ მნიშვნელი სამზე, მივიღებთ სამს.
-
ამგვარად ეს არის 22 პლიუს 1/3,
რომელიც ზუსტად იგივეა, რაც 22 და ---
-
მოდით, დავწეროთ ის ლურჯი ფერით ---
-
რომელიც, ზუსტად იგივეა, რაც 22 1/3.