ციკლი - ეს ქმედების გამეორებაა.
შევდივარ სკაში, ჩარჩო ამომაქვს, ვუყურებ და
უკან ვდებ.
ერთსა და იმავე ქმედებას რამდენჯერმე ვიმეორებ.
ესაა ციკლი, ერთისა და იმავე მოქმედების
გამეორება.
ესაა "გამეორების" ბლოკი. რაც არ უნდა ჩასვათ
გამეორების ბლოკში,
ის მოქმედება იმდენჯერ გამეორდება,
რამდენჯერაც ეტყვით. მაგალითად,
იმის მაგივრად, რომ სამჯერ გადავათრიოთ
"წინ სიარულისა" და "ნექტარის მოგროვების" ბლოკები,
შეგვიძლია, ისინი მხოლოდ ერთხელ გადავათრიოთ
და ქმედება სამჯერ გავიმეოროთ.
ეს ბევრად უფრო მარტივია!