დაბრუნდი ბანაკში.
დაბრუნდი, ახლავე!
ნერვიულობა არ არის საჭირო, ცოცხალიხარ.
ცოცხალიხარ და მთელი.
ჩემზე ნუ იღელვებ,
ცოტათი გაბრუებული ვიყავი წაქცევის შემდეგ,
ჩემო ქალბატონო!
ოჰ ბრენნა, მადლობა ღმერთს.
ყველაფერი კარგადაა, ჩემი მსახური აქაა.
ბრენა, გთხოვ, დაგვეხმარე.
ჩვენ გვჭირდება საკაცე, ურიკა,
ნებისმიერი რამ.
ოჰ მე მოვიყვანე ჩემი ცხენი და საზიდარი, ქალბატონო.
საუკეთესო მდგომარეობაში არ არის,
მაგრამ მხოლოდ ესაა რისი პოვნაც შევძელი.
ყველაფერი კარგად იქნება.
ახლა, მომეხმარე, ჩავსვა ჩვენი მეგობარი შიგნით.
აი ასე.
როგორც იქნა გაგვიმართლა ცოტათი,
წვიმა შეწყდა.
ძალიან არ გცივა არა?
ოჰ, მე მაქვს პლედი აი აქ.
მშრალია?
ერთ მხარეზე, ჩემო ქალბატონო.
სულ არაფერს სჯობს.
აი ასე.
კარგი ბრენა, დავტოვოთ აქაურობა.
წავედით გრიფინ.
არ შეგეშინდეს,
უსაფრთხო გზით წავალთ.
დაბრუნდი მკვდრეთით?
როგორ გრძნობ თავს?
ჰო, ვიცი, მგზავრობა არ იყო ყველაზე კომფორტული.
მაგრამ ახლა უსაფრთხოდ ვართ, ბანაკში
ეს არის სერ გილერანის კარავი.
მას კარავი აღარ დასჭირდება.
ახლა ნება მომეცი შევაფასო შენი ჭრილობები.
როგორც ჩანს შენ რთულ ამბებს გაუძელი,
მაგრამ საბედნიეროდ საქმე ცუდად არ არის
მკურნალი ამაღამ ვერ შეძლებს შენს ნახვას.
მას იზიდავს ძალიან ბევრი...
რთული ჭრილობა.
თუმცა მან დამიტოვა წამლები
და მე ვვარჯიშობდი რათა განმეკურნა უბრალო ტრამვები.
მე მოვახერხებ დაგაყენო ფეხზე
მოდი შეგხედო
შენი კისერი.
ამ მხარეს...
გთხოვ, მაჩვენე შენი მკლავები.
მეორე.
მხრები...
არ გტკივა აქ?
იგივე, კარგია.
ფეხებზე გრძნობ ტკივილს?
არაფერს?
კარგია.
ნება მომეცი შევხედო შენს თავს
და კისრის უკანა ნაწილს
ეს სევე საკმაოდ დაუცველი წერტილია
არა, აქ არაფერია
ვხედავ...
აქ არის რაღაც, მაგრამ ცოტა ხნით დაიცდის.
აშკარად, შენი ყველაზე დიდი ჭრილობა
არის ეს დამწვრობა შენს მკლავზე.
ჩვენს მტერს უყვარს ცეცხლის გამოყენება
ჩვენს შესაშინებლად.
მათ ჩვენი ხმლების ეშინიათ.
ლაჩრები.
მკურნალმა დამიტოვა წმინდა ჯონის მალამო,
რომელიც ისაა, რაც შენ გჭრიდება
მოიცადე
ეს უნდა იყოს მალამო და...
(გაუგებარი ჩურჩული)
საკმარისია.
ამათ მოგვიანებით შევხედავ.
ესეც ასე, მკლავი გამომიწოდე.
არ იდარდო, საერთოდ არ გატკენს.
შენ უმალვე ირგძნობ თავს თავისუფლად
დამწვრობის შეგრძნებისგან.
ნაზად ვიზა, არანაირი ზეწოლა.
აი ასე.
ეს შენი პირველი ბრძოლა იყო?
ნუ, ძალიან შთამბეჭდავი იყავი.
მართლაც ძალიან შთამბეჭდავი.
მჯერა, რომ ეს უყურადღებოდ არ დარჩება.
შენ გადაარჩინე მეფის ძმისწული,
საკუთარი სიცოცხლის ფასად,
რომელიც საკმაოდ დიდი მიღწევაა.
გტკივა?
ახლა შეგიხვევ მკლავს.
ყოველგვარი ხახუნის ასარიდებლად
გამოწვეული შენი ტანსაცმლის ან აბჯრისგან.
ახლა ეს არის საფრთხილო ნაწილი.
საკმარისად უნდა იყოს მოჭერილი, რათა დარჩეს ადგილას,
მაგრამ ძალიან მჭიდროდ არა თორემ შენ დაკარგავ
შენი ხელის ზოგიერთ მგრძნობელობას.
და ეს არ არის ის, რაც ახლა გვსურს.
როგორ გრძნობ თავს?
გშია?
ბრენნა?
დიახ ქალბატონო?
შეგიძლია გვიპოვო ცოტა თბილი საჭმელი სადმე?
მზარეულის კარავში წავალ,
მჯერა, რამდენიმე კაცი დავინახე,
ცხელი თასით ხელში
რამდენიმე წუთის წინ.
გმადლობ.
კიდევ ერთი.
წვიმა იწყებს, ისევ.
აი ასე.
კვანძი...
და...
დაგიწყნარა ტკივილი?
კარგია.
ცოტაოდენი ჩაშუშული ვიპოვე ქალბატონო.
ინებეთ, ისევ ცხელია.
გმადლობ.
მაგრამ...
ამას აკეთებენ ბრძოლის ველზე
ნაპოვნი რაღაცებით?
მე... ვერ გეტყვით, ზუსტად.
კარგი, აბა შენიცი, გაუმკლავდი.
პური და ღვინო ხომ არ გნებავს
რომ ჩაირეცხო?
ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.
აი ინებე.
ახლა ნება მომეცი შეგხედო თავზე.
როგორც ვატყობ, შენ ჩაგარტყეს
აი აქ.
საბედნიეროდ, ნივთი არ იყო ბასრი.
ალბათ ფარი ან რაიმე სხვა იყო.
მაგრამ არაფერია ისეთი, დასვენებამ რომ არ უშველოს
თუმცა, შესამჩნევი შეშუპება გაქვს,
ვნახავ, თუ არის ყინული ბანაკში.
საბედნიეროდ ვიპოვე ცოტა.
ზაფხული გზაშია
ამიტომაც მალე დაგვიმთავრდება.
ძალიან კარგი. იდილაურია.
შემახედე.
აი აქ.
ვიცი, ცოტათი ცივია.
შეგიძლია ხელით დაიჭირო?
სანამ დაიწყებს დნობას, დიახ.
ქალბატონო, ქალბატონო
ბრენნა, რა ხდება?
წერილი მოვიდა თვით მეფისგან.
დღის გმირისთვის.
ნუ, ვფქირობ შენზე ვსაუბრობთ.
გმადლობ.
გინდა წაგიკითხო?
ჩემო ერთგულო მებრძოლო,
ჩემო ძვირფასო რაინდო,
დღევანდელი ბრძოლა სასტიკი იყო
და ჩვენ ბევრი მამაცი მებრძოლი დავკარგეთ.
მაგრამ ამბები გავიგე შენი გადარჩენისა
და ამან გამოიწვია იმედისა და სიამოვნების ნაპერწკალი
ყველა მწუხარებისა და ტკივილის შუაგულში.
ამ ღამეს შემოვიდა მოხსენებები
დიდი კომპლიმენტები შენს შესახებ.
შენი უნარები ბრძოლის ველზე,
შენი გამბედაობა და თავგანწირვის გრძნობა
ძალიან დაფასებულია და ამგვარად
ის უნდა დაჯილდოვდეს.
შენ ფლობ უზარმაზარ ძალას
და სწორედ ეს ძალა მჭირდება
ჩემ მხარეს.
ჩემ მხარეს მჭირდები.
გამთენიისას, ჩვენ დავიძრებით მტრის ბანაკისკენ
ჩვენი ბოლო შეტევისკენ
და შევხდებით ჩვენს ბედისწერას.
შენ ჩემთან ერთად გამოაჭენებ,
და მაღლა და ამაყად დაიჭერ ჩვენს დროშას.
მე მტკიცედ მოგიწოდებ დაისვენო ცოტა ხნით
და ისიამოვნო კომფორტით სანამ შეგიძლია,
და მზად იყავი როცა მეფეე მოგიხმობს.
ნუ, გილოცავ.
სამეფო რაინდებთან ერთად წასვლა
უდიდესი პატივისცემაა.
შეხვედრილხარ მეფეს აქამდე?
მაღალია.
შავი თვალებით, მუქი თმით,
მამაცი და ცეცხლოვანი.
ისეთი მამაკაცია, რომელსაც გაყვებოდი
მსოფლიოს დასალიერში.
მე მქონდა პრივილეგია წავსულიყავი მის გვერდით ერთხელ,
დიდი ხნის წინ,
ეს ყოველივე სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე მემახსოვრება.
ახლა, მოდი მივხედოთ უკანასკნელ ჭრილობებს.
რამდენიმე უბრალო ნაკაწრი შენს სახეზე, როგორც ჩანს.
წყლით მოგბან მათ
და ცოტათი ღვინით.
ბრენნა?
დიახ, ჩემო ქალბატონო?
შეგიძლია ცხელი წყალი მოგვიტანო?
აი.
არ გამოძრავდე.
თბილია, მაგრამ შეიძლება ცოტათი ქავილი გამოიწვიოს.
ასევე ცოტა თაფლიც დავამატე
რათა სწრაფად იგრძნო თავი კარგად.
ნერვიულობ?
ყველაზე მამაცებიც ნერვიულობენ ზოგჯერ.
როგორც შემიძლია ისე მოგხედავ.
შორს არ ვიქნები.
იმისდა მიუხედავად რომ დაღლილივარ, ვფქირობ.
მეფის რაზმში მიმსახურია
დიდი ხნის წინ.
20 წლის წინ შევუერთდი.
ჯერ კიდევ ბავშვი იყო.
ეს ჩემი უკანასკნელი ბრძოლა იქნება,
შემდეგ თავს დავანებებ.
თუკი ხვალამდე მივაღწევ.
ოჰ არაფერი მდიდრული,
ბორცვების პირას მოხუცი მამიდა მყავს.
მას მოვუვლი,
გავზრდი ბოსტნეულს,
გავზრდი რამდენიმე ცხვარს,
და მშვიდი ცხოვრებით ვიცხოვრებ.
საკმარისი სისხლი მინახავს.
არაუშავს, შენს სისხლს მაინც მივხედავ.
და ახლა, უმჯობესია დაისვენო.
მოვამზადებ ქინძის ინფუზიას,
რათა სიცხე ავირიდოთ,
და დავამატებ მწარე აბზინდას,
რომ დაგეხმაროს და დასვენებაში.
აი, დალიე სანამ ცხელია.
ბრენნა, შეგიძლია სხვა პლედი გვიშოვნო?
აქ მაქვს ერთი.
გმადლობ.
ამ მხარეს.
საკმარისად თბილია?
აი.
ეცადე დაიძინო,
და დროზე არ იდარდო.
გაგაღვიძებ, საჭიროების შემთხვევაში.
ქალბატონო, ქალბატონო.
მეფე იწყებს მზადებას და მალე გზაში იქნება
ჩვენ კარავს მოუახლოვდება სამეფო რაინდებით.
ჰეი, გაიღვიძე.
მზე ამოდის.
როგორ გრძნობ თავს, მზად ხარ?
ნება მომეცი დაგეხმარო აბჯრისთვის.
შენი მკლავები.
ბრენნა, ზურგი თუ შეიძლება.
რა თქმა უნდა.
მხარზე...
კარგია.
კარგია?
კიდევ ერთი.
მხრებზე ხომ არ გიჭერს?
კარგია.
დიდება მეფეს!
ის მოდის.
ბრენნა, ფეხსაცმელები.
მეფისთვის.