ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, გოგონებმაც ისწავლონ
კომპიუტერული მეცნიერებები. საუკუნეების
განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ზოგი საქმიანობა
ქალებისთვისაა, ზოგი - კაცებისთვის. ამიტომ,
ყველას ესმის, რომ შესაძლებელია, გოგონებს და ბიჭებს
ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობები. გოგონებს თუ
წავახალისებთ, ისინიც ისეთივე მდგომარეობაში
აღმოჩნდებიან, როგორც ბიჭები.
შემდეგ ყველაფერი წყალივით წავა, თანასწორობა
თავისით შენარჩუნდება.
კოდის წერა ნებისმიერი რამის აგების შანსს
გაძლევს, ეს ძალიან დიდი ძალაუფლებაა.
მომწონს, რომ მე მაქვს ეს ძალაუფლება,
შემიძლია, პროგრამირებით გამოვხატო ჩემი აზრები.
პროგრამირება ფიქრის ახალი მეთოდიცაა.
მისი სწავლის შემდეგ ყველაფერს
მიზნამდე მისასვლელ ნაბიჯებად აღიქვამთ.
ეს ფიქრის ძალიან გამოსადეგი გზაა.
პროგრამის გამოყენება ერთია,
მისი ფუნქციონირების მექანიზმის შეცვლა
კი სულ სხვაა. ყველაზე სასიამოვნოდ
გუნდური პროგრამირება
მახსენდება. ჩემი აზრით, კომპიუტერული
მეცნიერება ერთი კაცის საქმე არაა.
რამე საოცარის აგება თუ გინდა,
გუნდში უნდა იმუშავო.
ასეა აქაც. დღესდღეისობით თვითგამოხატვა,
განსხვავებული ადამიანების
შეცნობა, ბიზნესის წარმოება და
საზოგადოებაში ცვლილების შეტანა
შესაძლებელია. მეტიც, კომპიუტერით
ამის გაკეთება ძალიან მარტივია. სულ ერთია,
გოგო ხარ თუ ბიჭი. მთავარია, ნიჭიერი იყო.
კომპიუტერულ მეცნიერებას მეტი ნიჭიერი ადამიანი სჭირდება
რომლებიც ბედავენ, იყვნენ შემოქმედებითნი
და სამყარო უკეთესი გახადონ. მიდით!
ისწავლეთ! ერთი კურსი მაინც სცადეთ.
ერთი საათი. იმდენი რამის სწავლა შეგიძლიათ
ერთ საათში. კოდის ერთი საათიც
ამიტოა ასეთი მაგარი. მონაწილეობის მიღება
ყველას შეუძია, ნებისმიერი ქვეყნის, ასაკის,
წარმომავლობის ადამიანს.
ყველას თანაბარი შესაძლებლობა აქვს.
ყველა გოგო იმსახურებს, მონაწილეობა მიიღოს
ისეთი ტექნოლოგიის შექმნაში, რომელიც
ცვლის სამყაროს და მის მმართველებს.
სხვადასხვა ქვეყნის გოგონებო, თქვენთვის
გამოწვევა მაქვს - კოდის ერთი საათი. ტექნოლოგია
ჩვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილია. შეცვალეთ
ტექნოლოგია და შეცვალეთ ჩვენი სამყარო.
შეცვალეთ სამყარო. #HourOfCode