ნებისმიერმა სპორსმენმა იცის,
რომ ვარჯიში გვაუმჯობესებს,
ერთი და იმავე მოქმედებების გამეორებით
ძალიან ვიხვეწებით, ან ვაღწევთ მიზნებს.
როცა საშუალო სკოლაში ვსწავლობდი,
10-ჯერ ზედიზედ კალათში ბურთის
ჩაგდებამდე ვარჯიშს არ ვწყვეტდი.
მსგავსად, როცა კომპიუტერულ
პროგრამას ბრძანებას ამეორებინებთ,
შეგიძლიათ ზუსტად მიუთითოთ
რამდენჯერ გამეორდეს ბრძანება,
ან განსაზღვროთ მიზანი
და მიუთითოთ, იმეოროს ბრძანება,
სანამ მიზანი მიღწეული არ იქნება.
შემდეგ მაგალითში
"გამეორების" ბლოკი შეცვლილია,
გამეორების რაოდენობის მითითების ნაცვლად,
შეგიძლიათ გამოიყენოთ "გაიმეორე სანამ"
ბლოკი და გაბრაზებულ ჩიტსაც მიუთითოთ,
გააკეთოს იგივე სანამ ღორს
არ მოხვდება ან კედელს არ დაეჯახება.
ისევ, შეგვიძლია ციკლში რამდენიმე ბლოკის
მოთავსებით გავიმეოროთ მოქმედებათა სერია.