WEBVTT 00:00:00.000 --> 00:00:03.000 კითხვა მაქვს თქვენთან 00:00:03.000 --> 00:00:05.000 ხართ რელიგიური? 00:00:05.000 --> 00:00:07.000 აწიეთ ხელი თუ შეიძლება 00:00:07.000 --> 00:00:10.000 თუ თავს რელიგიურად მიიჩნევთ. 00:00:10.000 --> 00:00:13.000 ვნახოთ, სადღაც 3 ან 4 პროცენტი. 00:00:13.000 --> 00:00:16.000 არ მეგონა ასე ბევრი მორწუნე თუ ესწრებოდა TED-ის კონფერენციას. 00:00:16.000 --> 00:00:18.000 (სიცილი) 00:00:18.000 --> 00:00:20.000 კარგი, შემდეგი კითხვა: 00:00:20.000 --> 00:00:22.000 თვლით თუ არა თავს რამე გაგებით, 00:00:22.000 --> 00:00:24.000 ან ფორმით სულიერად? აწიეთ ხელი. 00:00:24.000 --> 00:00:27.000 კარგი, უმრავლესობა. NOTE Paragraph 00:00:27.000 --> 00:00:29.000 ჩემი დღევანდელი საუბარი 00:00:29.000 --> 00:00:31.110 ეხება მთავარ, ან ერთ-ერთ მთავარ მიზეზს იმისა, 00:00:31.110 --> 00:00:33.000 თუ რატომ მიიჩნევს უმეტესობა თავს 00:00:33.000 --> 00:00:35.000 რამე გაგებით, ან ფორმით სულიერად. 00:00:35.000 --> 00:00:38.000 ჩემი დღევანდელი საუბარი თვითტრანსცენდენტულობაზეა. 00:00:38.000 --> 00:00:41.000 ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანები 00:00:41.000 --> 00:00:44.000 ზოგჯერ თითქოს საკუთარ "მე"-ს ვკარგავთ 00:00:44.000 --> 00:00:46.000 და როცა ეს ხდება, 00:00:46.000 --> 00:00:49.000 აღფროვანებას ვგრძნობთ 00:00:49.000 --> 00:00:51.000 და ამ გრძნობების აღსაწერად 00:00:51.000 --> 00:00:53.000 მეტაფორებს ვიშველიებთ. 00:00:53.000 --> 00:00:55.000 ჩვენ ვყვებით, რომ ამ დროს ავმაღლდით, 00:00:55.000 --> 00:00:57.000 ან აღვზევდით. NOTE Paragraph 00:00:57.000 --> 00:01:00.000 რთულია ასეთ აბსტრაქტულ რამეზე მსჯელობა 00:01:00.000 --> 00:01:02.000 კონკრეტული კარგი მეტაფორის გარეშე. 00:01:02.000 --> 00:01:05.000 ამიტომ ასეთ მეტაფორას გთავაზობთ. 00:01:05.000 --> 00:01:08.000 წარმოიდგინეთ რომ გონება სახლია ბევრი ოთახით, 00:01:08.000 --> 00:01:11.000 რომელთაგან უმრავლესობა ჩვენთვის ძალიან ნაცნობია. 00:01:11.000 --> 00:01:14.000 მაგრამ ზოგჯერ თითქოს არსაიდან კარი ჩნდება 00:01:14.000 --> 00:01:16.000 მაგრამ ზოგჯერ თითქოს არსაიდან კარი ჩნდება 00:01:16.000 --> 00:01:19.000 და მის მიღმა კიბეა. 00:01:19.000 --> 00:01:21.000 ჩვენ ავდივართ კიბეზე 00:01:21.000 --> 00:01:25.000 და ცნობიერების ცვლილებას ვგრძნობთ. NOTE Paragraph 00:01:25.000 --> 00:01:27.000 1902 წელს 00:01:27.000 --> 00:01:29.000 დიდმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა უილიამ ჯეიმსმა 00:01:29.000 --> 00:01:32.000 რელიგიური განცდების ბევრ სხვადასხვაობაზე დაწერა. 00:01:32.000 --> 00:01:34.000 მან შეაგროვა ყველა კვლევა. 00:01:34.000 --> 00:01:36.070 დააციტირა ყველა იმ ტიპის ადამიანის სიტყვები, 00:01:36.070 --> 00:01:38.000 ვინც მსგავსი რამეები გამოსცადა. 00:01:38.000 --> 00:01:40.000 ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო 00:01:40.000 --> 00:01:42.000 ეს ახალგაზრდა კაცი, სტივენ ბრედლია, 00:01:42.000 --> 00:01:45.000 რომელსაც ეგონა რომ იესო ნახა 1820 წელს. 00:01:45.000 --> 00:01:48.000 აი, რა თქვა ბრედლიმ ამაზე. NOTE Paragraph 00:01:51.000 --> 00:01:53.000 (მუსიკა) NOTE Paragraph 00:01:54.000 --> 00:01:57.000 (ვიდეო) სტივენ ბრედლი: მეგონა მხსნელი ვნახე ადამიანის ფორმით 00:01:57.000 --> 00:01:59.000 ოთახში სადღაც 1 წამით. 00:01:59.000 --> 00:02:01.000 ის ხელგაშლილი იყო 00:02:01.000 --> 00:02:04.000 და თითქოს მეუბნებოდა: "მოდი". 00:02:04.000 --> 00:02:07.000 შემდეგ დღეს სიხარულისგან ვკანკალებდი 00:02:07.000 --> 00:02:10.000 უდიდესი ბედნიერებისგან, ვთქვი რომ სიკვდილი მინდოდა. 00:02:10.000 --> 00:02:13.000 ეს სამყარო არ იყო ჩემთვის ამაღელვებელი. 00:02:13.000 --> 00:02:15.000 ამ დრომდე, 00:02:15.000 --> 00:02:17.000 მე ძალიან ეგოისტი და თვითკმაყოფილი ვიყავი. 00:02:17.000 --> 00:02:20.000 მაგრამ ახლა მთელი კაცობრიობისთვის კეთილდღეობა მსურდა 00:02:20.000 --> 00:02:22.000 და შემეძლო მთელი გულით მიმეტევებინა 00:02:22.000 --> 00:02:25.000 ჩემი ყველაზე უარესი მტრებისთვის. NOTE Paragraph 00:02:26.000 --> 00:02:28.000 ჯ.ჰ.: დააკვირდით, როგორ კვდება 00:02:28.000 --> 00:02:30.000 ბრედლის უმნიშვნელო, მორალისტური "მე" 00:02:30.000 --> 00:02:32.000 კიბეზე ასვლისას 00:02:32.000 --> 00:02:34.000 და ამ ზედა დონეზე 00:02:34.000 --> 00:02:37.000 ის მოსიყვარულე და მიმტევებელი ხდება. 00:02:38.000 --> 00:02:40.000 მსოფლიოს ბევრი რელიგია 00:02:40.000 --> 00:02:42.170 სხვადასხვა გზით დაეხმარა ხალხს კიბეზე ასვლაში. 00:02:42.170 --> 00:02:44.000 ზოგი მედიტაციაში ჩაიკეტა, 00:02:44.000 --> 00:02:46.000 სხვებმა ფსიქოდელური წამლები გამოიყენეს 00:02:46.000 --> 00:02:50.000 ეს მე-16 საუკუნის აცტეკების გრაგნილია. 00:02:50.000 --> 00:02:53.000 აქ ჩანს კაცი, რომელიც პსილოციბინიანი სოკოს შეჭმას აპირებს 00:02:53.000 --> 00:02:57.000 და ამავე დროს ის კიბეზე აჰყავს ღმერთს. 00:02:57.000 --> 00:02:59.310 ზოგი ცეკვას, ტრიალს და წრეზე მოძრაობას მიმართავს 00:02:59.310 --> 00:03:01.160 თვითტრანსცენდეტულობის მისაღწევად. 00:03:01.160 --> 00:03:04.000 მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ რელიგია კიბეზე ასასვლელად. 00:03:04.000 --> 00:03:07.000 ბევრი ადამიანი თვითტრანსცენდეტულობას ბუნებაში პოულობს. 00:03:07.000 --> 00:03:10.000 სხვები საკუთარ "მე"-ს რეივებზე ძლევენ. NOTE Paragraph 00:03:10.000 --> 00:03:13.000 მაგრამ აი, ყველაზე უცნაური ადგილი: 00:03:13.000 --> 00:03:15.000 ომი. 00:03:15.000 --> 00:03:17.000 ბევრი წიგნი ომზე ერთსა და იგივეს ამბობს, 00:03:17.000 --> 00:03:19.000 რომ არაფერი არ აერთიანებს ადამიანებს ისე, 00:03:19.000 --> 00:03:21.000 როგორც ომი. 00:03:21.000 --> 00:03:24.000 მათი ეს ერთობა თვითტრანსცენდენტულობის განცდის 00:03:24.000 --> 00:03:27.000 საოცარ საშუალებას იძლევა. 00:03:27.000 --> 00:03:29.000 გლენ გრეის ამ წიგნიდან 00:03:29.000 --> 00:03:31.000 ამონარიდს მოგასმენინებთ. 00:03:31.000 --> 00:03:34.000 გრეი მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის არმიის ჯარისკაცი იყო. 00:03:34.000 --> 00:03:36.860 ომის შემდეგ, მან ბევრი სხვა ჯარისკაცის 00:03:36.860 --> 00:03:39.160 და ბრძოლაში მყოფი ადამიანის გამოცდილებაზე დაწერა. 00:03:39.160 --> 00:03:41.000 აი, საკვანძო ნაწილი, 00:03:41.000 --> 00:03:44.320 სადაც ის ფაქტიურად კიბეს აღწერს. NOTE Paragraph 00:03:46.000 --> 00:03:48.000 (ვიდეო) გლენ გრეი: ბევრი ვეტერანი აღიარებს, 00:03:48.000 --> 00:03:51.000 რომ ბრძოლაში საერთო ძალისხმევის განცდა, 00:03:51.000 --> 00:03:54.000 მათი ცხოვრების მწვერვალი იყო. 00:03:54.000 --> 00:03:57.000 "მე" შეუმჩნევლად გადადის "ჩვენ"-ში 00:03:57.000 --> 00:03:59.000 "ჩემი" ხდება "ჩვენი" 00:03:59.000 --> 00:04:01.000 და პირადი რწმენა 00:04:01.000 --> 00:04:04.000 საკუთარ მთავარ მნიშვნელოვნებას კარგავს. 00:04:04.000 --> 00:04:06.000 მე ვთვლი, რომ სულ ცოტა 00:04:06.000 --> 00:04:09.000 უკვდავობის რწმენა არის ის, 00:04:09.000 --> 00:04:12.000 რაც ამ წუთებში თავგანწირვას 00:04:12.000 --> 00:04:15.000 შედარებით იოლს ხდის. 00:04:15.000 --> 00:04:18.000 მე შეიძლება წავიქცე, მაგრამ არ მოვკვდები, 00:04:18.000 --> 00:04:21.000 რადგან ის რაც ჩემში ცხოვრობს გრძელდება. 00:04:21.000 --> 00:04:23.000 და ჩემს მეგობრებში აგრძელებს ცხოვრებას. 00:04:23.000 --> 00:04:25.550 მათში, ვისთვისაც მე სიცოცხლე გავწირე. NOTE Paragraph 00:04:27.000 --> 00:04:30.000 ჯ.ჰ.: ყველა ამ შემთხვევას ის საერთო აქვს, 00:04:30.000 --> 00:04:32.950 რომ "მე" თითქოს მცირდება და ქრება 00:04:32.950 --> 00:04:35.110 და ეს კარგი შეგრძნებაა, ისეთი კარგი შეგრძნება, 00:04:35.110 --> 00:04:38.000 როგორსაც ვერასდროს ვგრძნობთ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. 00:04:38.000 --> 00:04:41.000 ის თითქოს აგამაღლებს. 00:04:41.000 --> 00:04:44.000 ზემოთ ასვლის ეს აზრი, 00:04:44.000 --> 00:04:47.000 მთავარია დიდი ფრანგი სოციოლოგის ემილ დურკჰეიმის ნაწერებში. 00:04:47.000 --> 00:04:49.000 დურკჰეიმმა ჰომო დუპლექსიც კი გვიწოდა, 00:04:49.000 --> 00:04:51.000 ან ორ-დონიანი კაცი. 00:04:51.000 --> 00:04:54.000 ქვედა დონეს მან მიწიერი დონე უწოდა. 00:04:54.000 --> 00:04:57.000 მიწიერი სასულიეროს საპირისპიროა. 00:04:57.000 --> 00:04:59.000 ის ჩვეულებრივს ნიშნავს. 00:04:59.000 --> 00:05:02.000 ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვარსებობთ როგორც ინდივიდები. 00:05:02.000 --> 00:05:05.000 ჩვენ საკუთარი ინდივიდუალური სურვილების დაკმაყოფილება გვსურს. 00:05:05.000 --> 00:05:07.000 ჩვენ ინდივიდუალური მიზნებისკენ მივიწევთ. 00:05:07.000 --> 00:05:09.000 მაგრამ ზოგჯერ რაღაც ხდება, 00:05:09.000 --> 00:05:11.000 რაც ცვლილებას იწვევს. 00:05:11.000 --> 00:05:13.000 ინდივიდები ერთიანდებიან გუნდში, 00:05:13.000 --> 00:05:16.000 მოძრაობაში, ან ერში. 00:05:16.000 --> 00:05:19.000 რაც უფრო მეტია ვიდრე მისი ნაწილების ნაკრები. NOTE Paragraph 00:05:19.000 --> 00:05:22.000 დურკჰეიმმა ამ დონეს სულიერების დონე შეარქვა, 00:05:22.000 --> 00:05:24.000 რადგან ის თვლიდა, რომ რელიგიის ფუნქცია 00:05:24.000 --> 00:05:26.000 ადამიანების ჯგუფებად გაერთოანება იყო, 00:05:26.000 --> 00:05:29.000 მორალურ საზოგადოებებად. 00:05:29.000 --> 00:05:32.000 დურკჰეიმი თვლიდა რომ ნებისმიერი რამ, რაც გვაერთიანებს 00:05:32.000 --> 00:05:34.000 სულიერების ნაპერწკალს შეიცავს 00:05:34.000 --> 00:05:36.000 და როცა ადამიანები რამე სულიერის, 00:05:36.000 --> 00:05:38.000 ან ფასეულის გარშემო ერთიანდებიან, 00:05:38.000 --> 00:05:41.000 ისინი ერთ გუნდად მუშაობენ და იბრძვიან მის დასაცავად. 00:05:41.000 --> 00:05:43.000 დურკჰეიმმა ისეთ მძლავრ, 00:05:43.000 --> 00:05:45.000 კოლექტიურ ემოციებზე დაწერა, 00:05:45.000 --> 00:05:48.000 რომლებიც ამ სასწაულს ახდენენ: "ბევრისგან ერთი", 00:05:48.000 --> 00:05:50.000 რაც ჯგუფის შექმნაა ინდივიდებისგან. 00:05:50.000 --> 00:05:53.000 წარმოიდგინეთ ის საყოველთაო სიხარული ბრიტანეთში 00:05:53.000 --> 00:05:56.000 მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღეს. 00:05:56.000 --> 00:05:59.000 წარმოიდგინეთ ის საყოველთაო წყრომა ტაჰრირის მოედანზე, 00:05:59.000 --> 00:06:02.000 რომელმაც დიქტატორი დაამხო. 00:06:02.000 --> 00:06:04.100 წარმოიდგინეთ ის საყოველთაო მწუხარება აშშ-ში, 00:06:04.100 --> 00:06:06.000 რომელიც ყველამ ვიგრძენით 00:06:06.000 --> 00:06:09.000 და რომელმაც ყველა გაგვაერთიანა 00:06:09.000 --> 00:06:12.000 9/11-ის შემდეგ. NOTE Paragraph 00:06:12.000 --> 00:06:15.000 მოდით შევაჯამოთ სად ვართ. 00:06:15.000 --> 00:06:17.090 მე ვამბობ, რომ თვითტრანსცენდენტულობის უნარი 00:06:17.090 --> 00:06:20.000 ადამიანად ყოფნის ძირითადი ნაწილია. 00:06:20.000 --> 00:06:22.000 მე გთავაზობთ გონებრივი კიბის მეტაფორას. 00:06:22.000 --> 00:06:24.000 მე გთავაზობთ გონებრივი კიბის მეტაფორას. 00:06:24.000 --> 00:06:26.000 ვამბობ, რომ ჰომო დუპლექსები ვართ 00:06:26.000 --> 00:06:29.000 და ამ კიბეს მიწიერი დონიდან 00:06:29.000 --> 00:06:31.000 სასულიეროზე ავყავართ. 00:06:31.000 --> 00:06:33.000 როცა ამ კიბეზე ავდივართ 00:06:33.000 --> 00:06:35.000 პირადი ინტერესები ქრება, 00:06:35.000 --> 00:06:37.070 ჩვენ ბევრად ნაკლებად ეგოცენტრულები ვხდებით 00:06:37.070 --> 00:06:39.410 და ვგრძნობთ რომ ვართ უკეთესები, უფრო კეთილშობილები 00:06:39.410 --> 00:06:42.000 და რაღაცნაირად ამაღლებულნი. NOTE Paragraph 00:06:42.000 --> 00:06:45.000 აი, უმნიშვნელოვანესი კითხვა 00:06:45.000 --> 00:06:47.000 ჩემნაირი სოციალური მეცნიერებისთვის: 00:06:47.000 --> 00:06:49.000 არის ეს კიბე 00:06:49.000 --> 00:06:52.000 ჩვენი ევოლუციის ნაწილი? 00:06:52.000 --> 00:06:55.000 არის ის ბუნებრივი გადარჩევის შედეგი, 00:06:55.000 --> 00:06:57.000 როგორც ჩვენი ხელები, 00:06:57.000 --> 00:07:00.000 თუ ეს დეფექტია, სისტემის შეცდომა? 00:07:00.000 --> 00:07:02.000 ეს რელიგიური ამბები მხოლოდ მაშინ ხდება, 00:07:02.000 --> 00:07:04.660 როცა ტვინში მოკლე ჩართვაა? 00:07:04.660 --> 00:07:07.000 ჯილს ინსულტი დაემართა და რელიგიური განცდა ჰქონდა. 00:07:07.000 --> 00:07:09.000 ეს მხოლოდ შეცდომაა. NOTE Paragraph 00:07:09.000 --> 00:07:13.000 ბევრი მეცნიერი, ვინც რელიგიას შეისწავლის ამ აზრზეა. 00:07:13.000 --> 00:07:15.000 მაგალითად, "ახალი ათეისტები" 00:07:15.000 --> 00:07:17.000 ამტკიცებენ, რომ რელიგია რაღაც პარაზიტული 00:07:17.000 --> 00:07:19.000 მემების (კულტურული წეს-ჩვეულება) ნაკრებია, 00:07:19.000 --> 00:07:21.000 რომელიც ჩვენს ტვინში აღწევს 00:07:21.000 --> 00:07:24.000 და ყველანაირ რელიგიურ სიგიჟეს გვაკეთებინებს, 00:07:24.000 --> 00:07:26.000 როგორც თვითგანადგურება და თავის აფეთქებაა. 00:07:26.000 --> 00:07:28.000 ბოლო-ბოლო, 00:07:28.000 --> 00:07:30.000 როგორ შეიძლება საკუთარი "მე"-ს დაკარგვა 00:07:30.000 --> 00:07:32.000 როდისმე კარგი იყოს? 00:07:32.000 --> 00:07:34.000 როგორ შეიძლება რომელიმე ორგანიზმისთვის 00:07:34.000 --> 00:07:36.000 ადაპტაციური თვისება 00:07:36.000 --> 00:07:39.000 პირადი ინტერესის უგულებელყოფა იყოს? 00:07:39.000 --> 00:07:41.000 ნება მომეცით გაჩვენოთ. NOTE Paragraph 00:07:41.000 --> 00:07:43.000 "ადამიანის წარმოშობაში" 00:07:43.000 --> 00:07:45.000 ჩარლზ დარვინმა მორალის ევოლუციაზე 00:07:45.000 --> 00:07:47.000 ბლომად დაწერა. 00:07:47.000 --> 00:07:50.000 საიდან გაჩნდა და რატომ გვაქვს ის. 00:07:50.000 --> 00:07:52.000 დარვინმა აღნიშნა, რომ ბევრ ჩვენს ღირსებას 00:07:52.000 --> 00:07:54.000 ნაკლები სარგებელი აქვს საკუთარი თავისთვის, 00:07:54.000 --> 00:07:56.000 მაგრამ სასარგებლოა ჩვენი ჯგუფებისთვის. 00:07:56.000 --> 00:07:58.000 მან სცენარი შემოგვთავაზა, 00:07:58.000 --> 00:08:00.180 სადაც პირველყოფილი ადამიანების ორ ტომს შორის 00:08:00.180 --> 00:08:02.000 შეხვედრა და შეჯიბრი გაიმართა. 00:08:02.000 --> 00:08:05.000 მან თქვა: "თუ ერთ-ერთ ტომში 00:08:05.000 --> 00:08:07.000 დიდი რაოდენობით მამაცი, გულისხმიერი 00:08:07.000 --> 00:08:09.000 და თავდადებული წევრები აღმოჩნდებიან, 00:08:09.000 --> 00:08:12.030 რომლებიც მუდამ მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად და დასაცავად, 00:08:12.030 --> 00:08:13.000 ეს ტომი აჯობებს 00:08:13.000 --> 00:08:15.000 და დაიპყრობს მეორეს" 00:08:15.000 --> 00:08:17.300 ის აგრძელებს: "ეგოისტი და ანტაგონისტი ადამიანები 00:08:17.300 --> 00:08:19.000 ვერ შეთანხმდებიან 00:08:19.000 --> 00:08:21.000 და შეთანხმებული მოქმედების გარეშე კი, 00:08:21.000 --> 00:08:23.000 ვერაფერს შეცვლით" 00:08:23.000 --> 00:08:25.000 სხვა სიტყვებით, 00:08:25.000 --> 00:08:27.000 ჩარლზ დარვინს სჯეროდა 00:08:27.000 --> 00:08:29.000 ჯგუფური გადარჩევის. NOTE Paragraph 00:08:29.000 --> 00:08:32.000 ეს აზრი საკამათო იყო ბოლო 40 წლის მანძილზე, 00:08:32.000 --> 00:08:35.000 მაგრამ წელს საგრძნობი გარღვევა ელის, 00:08:35.000 --> 00:08:38.070 განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ე.ო. უილსონის წიგნი გამოვა აპრილში, 00:08:38.070 --> 00:08:40.000 რომელშიც ძლიერი არგუმენტია იმის შესახებ, 00:08:40.000 --> 00:08:42.000 რომ ჩვენ და ზოგიერთი სხვა სახეობა 00:08:42.000 --> 00:08:44.000 ჯგუფური გადარჩევის შედეგი ვართ. 00:08:44.000 --> 00:08:46.000 თუმცა, სინამდვილეში 00:08:46.000 --> 00:08:48.000 ეს მრავალდონიან გადარჩევად უნდა აღქვივათ. NOTE Paragraph 00:08:48.000 --> 00:08:50.000 შემდეგნაირად შეხედეთ: 00:08:50.000 --> 00:08:53.000 შეჯიბრი ხდება ჯგუფებს შიგნითაც და ჯგუფებს შორისაც. 00:08:53.000 --> 00:08:56.000 აი, ბიჭების ჯგუფი კოლეჯის გუნდიდან. 00:08:56.000 --> 00:08:58.000 ამ გუნდის შიგნით შეჯიბრია. 00:08:58.000 --> 00:09:00.000 ამ გუნდის შიგნით შეჯიბრია. 00:09:00.000 --> 00:09:02.000 ეს ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებიან. 00:09:02.000 --> 00:09:05.000 ყველაზე ნელი და სუსტი მენიჩბეები გავარდებიან გუნდიდან 00:09:05.000 --> 00:09:07.210 და მხოლოდ რამდენიმე მათაგნი გაჰყვება ამ სპორტს 00:09:07.210 --> 00:09:10.000 შეიძლება ერთ-ერთმა ოლიმპიადას მიაღწიოს. 00:09:10.000 --> 00:09:12.000 ანუ, გუნდში მათი ინტერესები 00:09:12.000 --> 00:09:15.000 ერთმანეთის საწინააღმდეგოა. 00:09:15.000 --> 00:09:17.000 და ზოგჯერ ერთისთვის 00:09:17.000 --> 00:09:19.000 შეიძლება სასარგებლოც იყოს 00:09:19.000 --> 00:09:21.000 სხვებისთვის ხელის შეშლა. 00:09:21.000 --> 00:09:23.000 შეიძლება მან მთავარ კონკურენტზე 00:09:23.000 --> 00:09:25.000 ცუდი თქვას მწვრნელთან. 00:09:25.000 --> 00:09:27.000 თუმცა, ნავის შიგნით არსებული 00:09:27.000 --> 00:09:29.000 შეჯიბრის პარალელურად, 00:09:29.000 --> 00:09:32.000 ნავებს შორისაც შეჯიბრია 00:09:32.000 --> 00:09:35.000 და როცა ეს ბიჭები სხვა ნავთან შეჯიბრისთვის ერთ ნავში ჩასხდებიან, 00:09:35.000 --> 00:09:37.800 მათ ერთმანეთთან თანამშრომლობის გარდა ალტერნატივა აღარ აქვთ, 00:09:37.800 --> 00:09:40.000 რადგან ისინი ყველა ერთ ნავში არიან. 00:09:40.000 --> 00:09:42.000 ისინი მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებენ, 00:09:42.000 --> 00:09:44.000 თუ როგორც გუნდი ისე იმოქმედებენ. 00:09:44.000 --> 00:09:46.000 ეს ბანალურად ჟღერს, 00:09:46.000 --> 00:09:48.000 მაგრამ ეს ღრმა ევოლუციური ჭეშმარიტებაა. NOTE Paragraph 00:09:48.000 --> 00:09:50.000 ჯგუფური სელექციის საწინააღმდეგო 00:09:50.000 --> 00:09:52.000 მთავარი არგუმენტი ყოველთვის იყო, 00:09:52.000 --> 00:09:55.000 რომ თანამშრომლობა კარგია, 00:09:55.000 --> 00:09:57.210 მაგრამ როგორც კი თანამშრომლების ჯგუფი გაჩნდება, 00:09:57.210 --> 00:10:00.000 გაჩნდებიან ასევე მუქთახორებიც, 00:10:00.000 --> 00:10:03.000 ინდივიდები, რომლებიც სხვისი მძიმე შრომის ხარჯზე იქნებიან. 00:10:03.000 --> 00:10:05.000 ნება მომეცით გაჩვენოთ ეს ყველაფერი. 00:10:05.000 --> 00:10:08.000 დავუშვათ გვაქვს პატარა ორგანიზმების ჯგუფი. 00:10:08.000 --> 00:10:11.000 ეს შეიძლება იყოს ბაქტერია, ან ზაზუნა. არ აქვს მნიშვნელობა. 00:10:11.000 --> 00:10:14.030 დავუშვათ ეს პატარა ჯგუფი ევოლუციურად მოთანამშრომლედ განვითარდა. 00:10:14.030 --> 00:10:16.310 მშვენიერია. ისინი იკვებებიან, იცავენ ერთმანეთს, 00:10:16.310 --> 00:10:19.000 ერთად მუშაობენ, მდიდრდებიან. 00:10:19.000 --> 00:10:21.000 როგორც ამ სიმულაციაში ნახავთ, 00:10:21.000 --> 00:10:24.000 ურთიერთქმედებისას ისინი ქულებს მოიპოვებენ, ანუ იზრდებიან 00:10:24.000 --> 00:10:26.000 და როცა მათი ზომა გაორმაგდება - იყოფიან. 00:10:26.000 --> 00:10:28.290 ისინი ასე მრვალდებიან და მათი რაოდენობაც იზრდება. NOTE Paragraph 00:10:28.290 --> 00:10:31.000 ახლა, დავუშვათ ერთი მათგანი მუტაციას განიცდის. 00:10:31.000 --> 00:10:32.900 გენში მუტაციაა 00:10:32.900 --> 00:10:35.130 და ერთის მუტაცია ეგოისტურ ქმედებებში ვლინდება. 00:10:35.130 --> 00:10:37.000 ის ბოროტად სარგებლობს სხვებით 00:10:37.000 --> 00:10:39.880 და როცა მწვანე ლურჯთან ურთიერთქმედებს, 00:10:39.880 --> 00:10:42.190 თქვენ ნახავთ, რომ მწვანე იზრდება, ლურჯი მცირდება. 00:10:42.190 --> 00:10:44.000 მაშ, აი როგორ ხდება ეს ყველაფერი. 00:10:44.000 --> 00:10:46.000 ჩვენ ვიწყებთ მხოლოდ ერთი მწვანე ორგანიზმით 00:10:46.000 --> 00:10:48.000 და ურთიერთქმედების შედეგად 00:10:48.000 --> 00:10:51.000 ის მოიპოვებს სიმდიდრეს, ქულებს, ან საჭმელს 00:10:51.000 --> 00:10:54.000 და მოკლე დროში, მოთანამშრომლე ჯგუფი ნადგურდება. 00:10:54.000 --> 00:10:57.000 ყველაფერს მუქთახორები ეუფლებიან. 00:10:57.000 --> 00:11:00.000 თუ ჯგუფი მათ პრობლემას ვერ გადაწყვეტს, 00:11:00.000 --> 00:11:03.000 ის თანამშრომლობით სარგებელს ვერ მიიღებს 00:11:03.000 --> 00:11:05.860 და ჯგუფური გადარჩევაც ვერ მოხდება. NOTE Paragraph 00:11:05.860 --> 00:11:08.000 მაგრამ არსებობს მუქთახორების პრობლემის გადაჭრა 00:11:08.000 --> 00:11:10.000 ეს არც ისე რთული პრობლემაა. 00:11:10.000 --> 00:11:13.000 პრინციპში, ბუნებამ ის ბევრჯერ გადაწყვიტა. 00:11:13.000 --> 00:11:15.000 ბუნების საყვარელი გადაწყვეტა 00:11:15.000 --> 00:11:18.000 ყველას ერთ ნავში ჩასმაა. 00:11:18.000 --> 00:11:20.000 მაგალითად, რატომ არის 00:11:20.000 --> 00:11:23.000 რომ მიტოქონდრიას ყველა უჯრედში 00:11:23.000 --> 00:11:25.000 საკუთარი დნმ აქვს? 00:11:25.000 --> 00:11:28.000 ბირთვის დნმ-სგან სრულიად განცალკევებული. 00:11:28.000 --> 00:11:30.000 ეს იმიტომ რომ ერთ დროს 00:11:30.000 --> 00:11:32.000 ეს ცალკე მყოფი მუქთახორა ბაქტერია იყო 00:11:32.000 --> 00:11:34.000 და ისინი სუპერორგანიზმად გაერთიანდნენ. 00:11:34.000 --> 00:11:36.000 და ისინი სუპერორგანიზმად გაერთიანდნენ. 00:11:36.000 --> 00:11:38.960 ასე თუ ისე, შეიძლება ერთმა მეორე გადაყლაპა ზუსტად ვერ გავიგებთ, 00:11:38.960 --> 00:11:41.160 მაგრამ როგორც კი მათ გარშემო მემბრანა გაჩნდა, 00:11:41.160 --> 00:11:43.040 ანუ როცა ყველა ერთ მემბრანაში აღმოჩნდა, 00:11:43.040 --> 00:11:46.000 ახლა მთელი სიმდიდრე... სამუშაოს განაწილებით, 00:11:46.000 --> 00:11:48.000 მთელი თანამშრომლობით შექმნილი დიდება, 00:11:48.000 --> 00:11:50.000 ამ ერთ მემბრანაშია ჩაკეტილი 00:11:50.000 --> 00:11:53.000 და გვაქვს სუპერორგანიზმი. NOTE Paragraph 00:11:53.000 --> 00:11:54.840 მოდით კვლავ გავუშვათ სიმულაცია 00:11:54.840 --> 00:11:57.330 და მუქთახორების, განდგომილი, ყალთაბანდების სიმრავლეში 00:11:57.330 --> 00:12:00.000 ერთ-ერთი ეს სუპერორგანიზმი ჩავსვათ 00:12:00.000 --> 00:12:03.000 და შეხედეთ რა მოხდება. 00:12:03.000 --> 00:12:05.000 სუპერორგანიზმს შეუძლია მიიღოს რაც სჭირდება. 00:12:05.000 --> 00:12:07.880 ის ისეთი დიდი, ძლიერია და ეფექტურია, 00:12:07.880 --> 00:12:10.800 რომ შეუძლია მწვანეებისგან, განდგომილებისგან და მუქთახორებისგან 00:12:10.800 --> 00:12:14.000 რესურსების აღება 00:12:14.000 --> 00:12:16.000 და საკმაოდ მალე მთელი სიმრავლე 00:12:16.000 --> 00:12:19.000 ამ ახალი სუპერორგანიზმებისგან შედგება. 00:12:19.000 --> 00:12:21.000 იმას რაც აქ გაჩვენეთ 00:12:21.000 --> 00:12:23.000 ზოგჯერ მთავარ გადასვლას უწოდებენ 00:12:23.000 --> 00:12:26.000 ევოლუციურ ისტორიაში. 00:12:26.000 --> 00:12:28.000 დარვინის კანონები არ იცვლება, 00:12:28.000 --> 00:12:31.000 მაგრამ ახლა მინდორზე ახალი ტიპის მოთამაშეა 00:12:31.000 --> 00:12:33.790 და რაღაცეები სხვანაირად გამოიყურება. NOTE Paragraph 00:12:33.790 --> 00:12:36.000 ეს გადასვლა არ იყო ბუნების ერთჯერადი გამოხტომა, 00:12:36.000 --> 00:12:38.000 რომელიც მხოლოდ რომელიღაც ბაქტერიაზე მოხდა. 00:12:38.000 --> 00:12:40.000 ეს კიდევ მოხდა, 00:12:40.000 --> 00:12:42.000 დაახლოებით 120 ან 140 მილიონი წლის წინ, 00:12:42.000 --> 00:12:45.000 როცა გარკვეულმა განცალკევებულმა ბზიკებმა 00:12:45.000 --> 00:12:47.000 დაიწყეს მარტივი, პრიმიტიული 00:12:47.000 --> 00:12:50.000 ბუდეების და სკების შექმნა. 00:12:50.000 --> 00:12:52.920 როცა კი რამდენიმე ბზიკი ერთ სკაში მოხვდა, 00:12:52.920 --> 00:12:55.110 მათ თანამშრომლობის გარდა არჩევანი აღარ ჰქონდათ, 00:12:55.110 --> 00:12:57.000 რადგან მალევე ისინი სხვა სკებთან 00:12:57.000 --> 00:12:59.000 შეჯიბრში ჩაებნენ. 00:12:59.000 --> 00:13:01.110 და ყველაზე შეთანხმებულებმა სკებმა გაიმარჯვეს. 00:13:01.110 --> 00:13:03.000 ზუსტად ისე როგორც დარვინი ამბობდა. NOTE Paragraph 00:13:03.000 --> 00:13:04.930 ეს ადრეული ბზიკები, 00:13:04.930 --> 00:13:07.100 იყვნენ იმ ფუტკრების და ჭიანჭველების წინაპრები, 00:13:07.100 --> 00:13:09.000 რომლებმაც გაავსეს მსოფლიო 00:13:09.000 --> 00:13:11.000 და შეცვალეს ბიოსფერო. 00:13:11.000 --> 00:13:13.000 ეს კიდევ ერთხელ მოხდა 00:13:13.000 --> 00:13:15.000 კიდევ უფრო შთამბეჭდავად, 00:13:15.000 --> 00:13:17.000 ბოლო ნახევარი მილიონი წლის წინ. 00:13:17.000 --> 00:13:19.000 როცა ჩვენი წინაპრები, 00:13:19.000 --> 00:13:21.000 კულტურული არსებები გახდნენ. 00:13:21.000 --> 00:13:24.000 ისინი შეიკრიბნენ კერის, ან კოცონის ირგვლივ 00:13:24.000 --> 00:13:26.000 დაინაწილეს სამუშაო. 00:13:26.000 --> 00:13:29.000 დაიწყეს საკუთარი სხეულების მოხატვა, საკუთარ დიალექტზე საუბარი. 00:13:29.000 --> 00:13:32.000 და საბოლოოდ საკუთარი ღმერთების თაყვანისცემა. 00:13:32.000 --> 00:13:34.000 როგორც კი ერთ ტომში მოხვდნენ, 00:13:34.000 --> 00:13:37.000 შეძლეს თანამშრომლობის სარგებელი შიგნით მოექციათ. 00:13:37.000 --> 00:13:39.000 მათ აღმოაჩინეს ყველაზე ძლევამოსილი რამ 00:13:39.000 --> 00:13:41.000 ამ პლანეტაზე: 00:13:41.000 --> 00:13:43.000 ადამიანთა თანამშრომლობა. 00:13:43.000 --> 00:13:45.000 შენებისა და ნგრევის ძალა. 00:13:45.000 --> 00:13:47.740 შენებისა და ნგრევის ძალა. NOTE Paragraph 00:13:47.740 --> 00:13:50.000 რა თქმა უნდა ადამიანთა ჯგუფები ახლოსაც არ არიან 00:13:50.000 --> 00:13:52.080 სკაში ფუტკრებისნაირ შეთანხმებულ მუშაობასთან. 00:13:52.080 --> 00:13:55.000 ადამიანთა ჯგუფები რაღაც მომენტებში მათ ემსგავსებიან, 00:13:55.000 --> 00:13:56.790 მაგრამ შემდეგ როგორც წესი იშლებიან. 00:13:56.790 --> 00:14:00.180 ჩვენ არ ვართ ისეთ მჭიდრო თანამშრომლობაში როგორც ფუტკრები და ჭიანჭველები. 00:14:00.180 --> 00:14:02.000 პრინციპში, ხშირად 00:14:02.000 --> 00:14:04.350 როგორც არაბული გაზაფხულის ბევრ რევოლუციაში ვნახეთ, 00:14:04.350 --> 00:14:08.000 ხშირად დაყოფა რელიგიური ნიშნითაა. 00:14:08.000 --> 00:14:10.920 მიუხედავად ამისა, როცა ხალხი ერთიანდება 00:14:10.920 --> 00:14:13.000 და საკუთარ ძალისხმევას ერთ მოძრაობას ახმარს, 00:14:13.000 --> 00:14:16.000 მას მთების შეძვრა შეუძლია. NOTE Paragraph 00:14:16.000 --> 00:14:19.000 შეხედეთ ამ ხალხს, რომელიც ფოტოებზე გაჩვენეთ. 00:14:19.000 --> 00:14:21.000 ფიქრობთ ისინი იქ 00:14:21.000 --> 00:14:23.000 პირადი ინტერესისთვის არიან, 00:14:23.000 --> 00:14:26.000 თუ საერთო ინტერესისთვის, 00:14:26.000 --> 00:14:29.000 რაც მათგან საკუთარი "მე"-ს დაკარგვას მოითხოვს 00:14:29.000 --> 00:14:33.050 იმისთვის რომ ერთი მთლიანის ნაწილი გახდნენ? NOTE Paragraph 00:14:34.000 --> 00:14:36.000 კარგი, ეს იყო ჩემი საუბარი 00:14:36.000 --> 00:14:38.000 სტანდარტულ TED-ის ფორმატში. 00:14:38.000 --> 00:14:40.000 ახლა იგივე საუბარს 00:14:40.000 --> 00:14:42.000 3 წუთის განმავლობაში 00:14:42.000 --> 00:14:45.000 უფრო სრული სპექტრის სტილში შემოგთავაზებთ. NOTE Paragraph 00:14:45.000 --> 00:14:47.000 (მუსიკა) NOTE Paragraph 00:14:47.000 --> 00:14:49.000 (ვიდეო) ჯონათან ჰეიდტი: ჩვენ ადამიანები 00:14:49.000 --> 00:14:51.000 როგორც უილიამ ჯეიმსი ხსნის, 00:14:51.000 --> 00:14:53.000 ბევრნაირად გამოვცდით რელიგიას. 00:14:53.000 --> 00:14:56.000 ერთ-ერთი ჩვეული საიდუმლო კიბეზე ასვლა, 00:14:56.000 --> 00:14:58.000 და საკუთარი "მე"-ს დაკარგვაა. 00:14:58.000 --> 00:15:00.000 კიბეს სიცოცხლის მიწიერი განცდიდან, 00:15:00.000 --> 00:15:03.000 ზემოთ სასულიერო, 00:15:03.000 --> 00:15:05.000 ან ღრმად ურთიერთგადაჯაჭვულ 00:15:05.000 --> 00:15:07.000 სიცოცხლეში ავყავართ. 00:15:07.000 --> 00:15:09.000 როგორც დურკჰეიმმა ახსნა, 00:15:09.000 --> 00:15:11.000 ჩვენ ჰომო დუპლექსები ვართ. 00:15:11.000 --> 00:15:13.000 ჰომო დუპლექსი ვართ, 00:15:13.000 --> 00:15:15.000 რადგან როგორც დარვინმა ახსნა 00:15:15.000 --> 00:15:18.000 ევოლუცია მრავალდონიანი გადარჩევით განვიცადეთ. 00:15:18.000 --> 00:15:20.120 დარწმუნებული არ ვარ კიბე ადაპტაციური თვისებაა 00:15:20.120 --> 00:15:22.000 თუ დეფექტი, 00:15:22.000 --> 00:15:24.000 მაგრამ თუ ის ადაპტაციურია, 00:15:24.000 --> 00:15:26.000 მაშინ მას ღრმად მიმავალი შედეგები აქვს. 00:15:26.000 --> 00:15:28.000 თუ ის ადაპტაციურია, 00:15:28.000 --> 00:15:31.000 მაშინ ჩვენ განვვითარდით, რომ ვიყოთ რელიგიურები. NOTE Paragraph 00:15:31.000 --> 00:15:32.070 იმას არ ვგულისხმობ, 00:15:32.070 --> 00:15:35.200 რომ გიგანტურ ორგანიზებულ რელიგიებში გასაერთიანებლად განვვითარდით. 00:15:35.200 --> 00:15:37.000 ასეთი რამეები ზედმეტად ახალია. 00:15:37.000 --> 00:15:39.000 ვგულისხმობ, რომ განვვითარდით 00:15:39.000 --> 00:15:41.000 ჩვენს გარშემო სულიერების დასანახად 00:15:41.000 --> 00:15:43.000 და სხვებთან ერთად გუნდებში გასაერთიანებლად, 00:15:43.000 --> 00:15:45.000 რომ შევიკრიბოთ სულიერი საგნების, 00:15:45.000 --> 00:15:47.000 ადამიანების და იდეების გარშემო. 00:15:47.000 --> 00:15:50.000 ამიტომ არის პოლიტიკა ასეთი ტომობრივი. 00:15:50.000 --> 00:15:53.000 პოლიტიკა ნაწილობრივ მიწიერია, ნაწილობრივ პირადი ინტერესია, 00:15:53.000 --> 00:15:56.000 მაგრამ ის ასევე სულიერებასაც შეიცავს. 00:15:56.000 --> 00:15:58.000 ის სხვებთან გაერთიანებას გულისხმობს, 00:15:58.000 --> 00:16:00.000 მორალური იდეების განხორციელებისთვის. 00:16:00.000 --> 00:16:03.000 ის მუდმივ ბრძოლაზეა ბოროტსა და კეთილს შორის 00:16:03.000 --> 00:16:06.000 და ჩვენ ყველას გვჯერა, რომ კეთილ გუნდში ვართ. NOTE Paragraph 00:16:06.000 --> 00:16:08.000 და რაც ყველაზე მთავარია, 00:16:08.000 --> 00:16:10.000 თუ კიბის იდეა რეალურია, 00:16:10.000 --> 00:16:12.000 ის ხსნის თანამედროვე ცხოვრებით 00:16:12.000 --> 00:16:14.000 მუდმივ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას. 00:16:14.000 --> 00:16:17.000 რადგან ადამიანები რაღაც დონეზე 00:16:17.000 --> 00:16:19.000 ფუტკრებივით არსებები არიან. 00:16:19.000 --> 00:16:22.000 ჩვენ ფუტკრები ვართ და სკებიდან განმანათლებლობის პერიოდში 00:16:22.000 --> 00:16:25.000 ჩვენ დავამსხვრიეთ ძველი ინსტიტუციები 00:16:25.000 --> 00:16:27.000 და მოვუტანეთ თავისუფლება ჩაგრულებს. 00:16:27.000 --> 00:16:29.300 ჩვენ შევძელით დედამიწის შეცვლა ჩვენი შემოქმედებით 00:16:29.300 --> 00:16:32.000 და შევქმენით დიდი სიმდიდრე და კომფორტი. NOTE Paragraph 00:16:32.000 --> 00:16:34.000 დღეს-დღეობით ჩვენ დავფრინავთ 00:16:34.000 --> 00:16:36.000 როგორც ინდივიდი ფუტკრები. 00:16:36.000 --> 00:16:38.000 მაგრამ ზოგჯერ ვუფიქრდებით: 00:16:38.000 --> 00:16:40.000 სულ ეს არის? 00:16:40.000 --> 00:16:42.000 რა უნდა ვუყო ჩემს ცხოვრებას? 00:16:42.000 --> 00:16:44.000 რა მაკლია? 00:16:44.000 --> 00:16:46.000 გვაკლია ის, რომ ჩვენ ჰომო დუპლექსები ვართ, 00:16:46.000 --> 00:16:49.000 მაგრამ თანამედროვე სეკულარული საზოგადოება 00:16:49.000 --> 00:16:52.000 ჩვენი ქვედა, მიწიერი სურვილების დასაკმაყოფილებლადაა. 00:16:52.000 --> 00:16:55.000 აქ, ქვედა დონეზე მართლაც კომფორტულია. 00:16:55.000 --> 00:16:58.000 მოდით დაჯეგით ჩემი სახლის გასართობ ცენტრში. NOTE Paragraph 00:16:58.000 --> 00:17:00.000 თანამედროვე ცხოვრების ერთი დიდი გამოწვევა 00:17:00.000 --> 00:17:03.000 ამ აურზაურში კიბის პოვნაა 00:17:03.000 --> 00:17:06.000 და როცა ზემოთ ახვალთ, 00:17:06.000 --> 00:17:09.000 რაღაც კარგის და კეთილშობილურის გაკეთება. 00:17:09.000 --> 00:17:12.000 მე ამის სურვილს ჩემ სტუნდენტებში ვხედავ ვირჯინიის უნივერსიტეტში. 00:17:12.000 --> 00:17:14.000 მათ ყველას მიზნის და მოწოდების პოვნა სურთ, 00:17:14.000 --> 00:17:16.000 რომელსაც თავს მიუძღვნიან. 00:17:16.000 --> 00:17:19.000 მათგან ყველა კიბეს ეძებს 00:17:19.000 --> 00:17:20.930 და ეს იმედს მაძლევს, 00:17:20.930 --> 00:17:23.000 რადგან ადამიანები არ არიან მხოლოდ ეგოისტები. NOTE Paragraph 00:17:23.000 --> 00:17:25.000 უმეტესობას საკუთარი უმნიშვნელობის დაძლევა 00:17:25.000 --> 00:17:27.000 და რაღაც უფრო დიდის ნაწილად ყოფნა სურს. 00:17:27.000 --> 00:17:30.000 და ეს ხსნის იმ დიდ რეზონანსს, 00:17:30.000 --> 00:17:32.000 რაც ამ მარტივმა მეტაფორამ გამოიწვია. 00:17:32.000 --> 00:17:35.000 რომელიც თითქმის 400 წლის წინ გაჩნდა: 00:17:35.000 --> 00:17:37.000 "ადამიანი კუნძული როდია, 00:17:37.000 --> 00:17:39.000 ცალკე გარიყული. 00:17:39.000 --> 00:17:42.000 ყოველი ადამიანი მიწისა 00:17:42.000 --> 00:17:45.000 და წყლის ნაწილია." NOTE Paragraph 00:17:45.000 --> 00:17:47.000 ჯ.ჰ.: მადლობა. NOTE Paragraph 00:17:47.000 --> 00:17:55.000 (აპლოდისმენტები)