კითხვა მაქვს თქვენთან
ხართ რელიგიური?
აწიეთ ხელი თუ შეიძლება
თუ თავს რელიგიურად მიიჩნევთ.
ვნახოთ, სადღაც 3 ან 4 პროცენტი.
არ მეგონა ასე ბევრი მორწუნე თუ ესწრებოდა
TED-ის კონფერენციას.
(სიცილი)
კარგი, შემდეგი კითხვა:
თვლით თუ არა თავს რამე გაგებით,
ან ფორმით სულიერად? აწიეთ ხელი.
კარგი, უმრავლესობა.
ჩემი დღევანდელი საუბარი
ეხება მთავარ,
ან ერთ-ერთ მთავარ მიზეზს იმისა,
თუ რატომ მიიჩნევს უმეტესობა თავს
რამე გაგებით, ან ფორმით სულიერად.
ჩემი დღევანდელი საუბარი
თვითტრანსცენდენტულობაზეა.
ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანები
ზოგჯერ თითქოს საკუთარ "მე"-ს ვკარგავთ
და როცა ეს ხდება,
აღფროვანებას ვგრძნობთ
და ამ გრძნობების აღსაწერად
მეტაფორებს ვიშველიებთ.
ჩვენ ვყვებით, რომ ამ დროს ავმაღლდით,
ან აღვზევდით.
რთულია ასეთ აბსტრაქტულ რამეზე მსჯელობა
კონკრეტული კარგი მეტაფორის გარეშე.
ამიტომ ასეთ მეტაფორას გთავაზობთ.
წარმოიდგინეთ რომ გონება სახლია
ბევრი ოთახით,
რომელთაგან უმრავლესობა
ჩვენთვის ძალიან ნაცნობია.
მაგრამ ზოგჯერ თითქოს არსაიდან კარი ჩნდება
მაგრამ ზოგჯერ თითქოს არსაიდან კარი ჩნდება
და მის მიღმა კიბეა.
ჩვენ ავდივართ კიბეზე
და ცნობიერების ცვლილებას ვგრძნობთ.
1902 წელს
დიდმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა უილიამ ჯეიმსმა
რელიგიური განცდების
ბევრ სხვადასხვაობაზე დაწერა.
მან შეაგროვა ყველა კვლევა.
დააციტირა ყველა იმ ტიპის
ადამიანის სიტყვები,
ვინც მსგავსი რამეები გამოსცადა.
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო
ეს ახალგაზრდა კაცი, სტივენ ბრედლია,
რომელსაც ეგონა რომ იესო ნახა 1820 წელს.
აი, რა თქვა ბრედლიმ ამაზე.
(მუსიკა)
(ვიდეო) სტივენ ბრედლი: მეგონა
მხსნელი ვნახე ადამიანის ფორმით
ოთახში სადღაც 1 წამით.
ის ხელგაშლილი იყო
და თითქოს მეუბნებოდა: "მოდი".
შემდეგ დღეს სიხარულისგან ვკანკალებდი
უდიდესი ბედნიერებისგან,
ვთქვი რომ სიკვდილი მინდოდა.
ეს სამყარო არ იყო ჩემთვის ამაღელვებელი.
ამ დრომდე,
მე ძალიან ეგოისტი და თვითკმაყოფილი ვიყავი.
მაგრამ ახლა მთელი კაცობრიობისთვის
კეთილდღეობა მსურდა
და შემეძლო მთელი გულით მიმეტევებინა
ჩემი ყველაზე უარესი მტრებისთვის.
ჯ.ჰ.: დააკვირდით, როგორ კვდება
ბრედლის უმნიშვნელო, მორალისტური "მე"
კიბეზე ასვლისას
და ამ ზედა დონეზე
ის მოსიყვარულე და მიმტევებელი ხდება.
მსოფლიოს ბევრი რელიგია
სხვადასხვა გზით დაეხმარა
ხალხს კიბეზე ასვლაში.
ზოგი მედიტაციაში ჩაიკეტა,
სხვებმა ფსიქოდელური წამლები გამოიყენეს
ეს მე-16 საუკუნის აცტეკების გრაგნილია.
აქ ჩანს კაცი, რომელიც პსილოციბინიანი
სოკოს შეჭმას აპირებს
და ამავე დროს ის კიბეზე აჰყავს ღმერთს.
ზოგი ცეკვას, ტრიალს
და წრეზე მოძრაობას მიმართავს
თვითტრანსცენდეტულობის მისაღწევად.
მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ რელიგია
კიბეზე ასასვლელად.
ბევრი ადამიანი თვითტრანსცენდეტულობას
ბუნებაში პოულობს.
სხვები საკუთარ "მე"-ს რეივებზე ძლევენ.
მაგრამ აი, ყველაზე უცნაური ადგილი:
ომი.
ბევრი წიგნი ომზე ერთსა და იგივეს ამბობს,
რომ არაფერი არ აერთიანებს ადამიანებს ისე,
როგორც ომი.
მათი ეს ერთობა
თვითტრანსცენდენტულობის განცდის
საოცარ საშუალებას იძლევა.
გლენ გრეის ამ წიგნიდან
ამონარიდს მოგასმენინებთ.
გრეი მეორე მსოფლიო ომის დროს
ამერიკის არმიის ჯარისკაცი იყო.
ომის შემდეგ, მან ბევრი სხვა ჯარისკაცის
და ბრძოლაში მყოფი
ადამიანის გამოცდილებაზე დაწერა.
აი, საკვანძო ნაწილი,
სადაც ის ფაქტიურად კიბეს აღწერს.
(ვიდეო) გლენ გრეი: ბევრი ვეტერანი აღიარებს,
რომ ბრძოლაში საერთო ძალისხმევის განცდა,
მათი ცხოვრების მწვერვალი იყო.
"მე" შეუმჩნევლად გადადის "ჩვენ"-ში
"ჩემი" ხდება "ჩვენი"
და პირადი რწმენა
საკუთარ მთავარ მნიშვნელოვნებას კარგავს.
მე ვთვლი, რომ სულ ცოტა
უკვდავობის რწმენა არის ის,
რაც ამ წუთებში თავგანწირვას
შედარებით იოლს ხდის.
მე შეიძლება წავიქცე, მაგრამ არ მოვკვდები,
რადგან ის რაც ჩემში ცხოვრობს გრძელდება.
და ჩემს მეგობრებში აგრძელებს ცხოვრებას.
მათში, ვისთვისაც მე სიცოცხლე გავწირე.
ჯ.ჰ.: ყველა ამ შემთხვევას ის საერთო აქვს,
რომ "მე" თითქოს მცირდება და ქრება
და ეს კარგი შეგრძნებაა,
ისეთი კარგი შეგრძნება,
როგორსაც ვერასდროს ვგრძნობთ
ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ის თითქოს აგამაღლებს.
ზემოთ ასვლის ეს აზრი,
მთავარია დიდი ფრანგი სოციოლოგის
ემილ დურკჰეიმის ნაწერებში.
დურკჰეიმმა ჰომო დუპლექსიც კი გვიწოდა,
ან ორ-დონიანი კაცი.
ქვედა დონეს მან მიწიერი დონე უწოდა.
მიწიერი სასულიეროს საპირისპიროა.
ის ჩვეულებრივს ნიშნავს.
ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში
ვარსებობთ როგორც ინდივიდები.
ჩვენ საკუთარი ინდივიდუალური სურვილების
დაკმაყოფილება გვსურს.
ჩვენ ინდივიდუალური მიზნებისკენ მივიწევთ.
მაგრამ ზოგჯერ რაღაც ხდება,
რაც ცვლილებას იწვევს.
ინდივიდები ერთიანდებიან გუნდში,
მოძრაობაში, ან ერში.
რაც უფრო მეტია
ვიდრე მისი ნაწილების ნაკრები.
დურკჰეიმმა ამ დონეს
სულიერების დონე შეარქვა,
რადგან ის თვლიდა, რომ რელიგიის ფუნქცია
ადამიანების ჯგუფებად გაერთოანება იყო,
მორალურ საზოგადოებებად.
დურკჰეიმი თვლიდა რომ ნებისმიერი რამ,
რაც გვაერთიანებს
სულიერების ნაპერწკალს შეიცავს
და როცა ადამიანები რამე სულიერის,
ან ფასეულის გარშემო ერთიანდებიან,
ისინი ერთ გუნდად მუშაობენ
და იბრძვიან მის დასაცავად.
დურკჰეიმმა ისეთ მძლავრ,
კოლექტიურ ემოციებზე დაწერა,
რომლებიც ამ სასწაულს ახდენენ:
"ბევრისგან ერთი",
რაც ჯგუფის შექმნაა ინდივიდებისგან.
წარმოიდგინეთ ის საყოველთაო სიხარული
ბრიტანეთში
მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღეს.
წარმოიდგინეთ ის საყოველთაო წყრომა
ტაჰრირის მოედანზე,
რომელმაც დიქტატორი დაამხო.
წარმოიდგინეთ ის საყოველთაო მწუხარება
აშშ-ში,
რომელიც ყველამ ვიგრძენით
და რომელმაც ყველა გაგვაერთიანა
9/11-ის შემდეგ.
მოდით შევაჯამოთ სად ვართ.
მე ვამბობ,
რომ თვითტრანსცენდენტულობის უნარი
ადამიანად ყოფნის ძირითადი ნაწილია.
მე გთავაზობთ გონებრივი კიბის მეტაფორას.
მე გთავაზობთ გონებრივი კიბის მეტაფორას.
ვამბობ, რომ ჰომო დუპლექსები ვართ
და ამ კიბეს მიწიერი დონიდან
სასულიეროზე ავყავართ.
როცა ამ კიბეზე ავდივართ
პირადი ინტერესები ქრება,
ჩვენ ბევრად ნაკლებად ეგოცენტრულები ვხდებით
და ვგრძნობთ რომ ვართ უკეთესები,
უფრო კეთილშობილები
და რაღაცნაირად ამაღლებულნი.
აი, უმნიშვნელოვანესი კითხვა
ჩემნაირი სოციალური მეცნიერებისთვის:
არის ეს კიბე
ჩვენი ევოლუციის ნაწილი?
არის ის ბუნებრივი გადარჩევის შედეგი,
როგორც ჩვენი ხელები,
თუ ეს დეფექტია, სისტემის შეცდომა?
ეს რელიგიური ამბები მხოლოდ მაშინ ხდება,
როცა ტვინში მოკლე ჩართვაა?
ჯილს ინსულტი დაემართა
და რელიგიური განცდა ჰქონდა.
ეს მხოლოდ შეცდომაა.
ბევრი მეცნიერი, ვინც რელიგიას შეისწავლის
ამ აზრზეა.
მაგალითად, "ახალი ათეისტები"
ამტკიცებენ, რომ რელიგია რაღაც პარაზიტული
მემების (კულტურული წეს-ჩვეულება) ნაკრებია,
რომელიც ჩვენს ტვინში აღწევს
და ყველანაირ
რელიგიურ სიგიჟეს გვაკეთებინებს,
როგორც თვითგანადგურება
და თავის აფეთქებაა.
ბოლო-ბოლო,
როგორ შეიძლება საკუთარი "მე"-ს დაკარგვა
როდისმე კარგი იყოს?
როგორ შეიძლება რომელიმე ორგანიზმისთვის
ადაპტაციური თვისება
პირადი ინტერესის უგულებელყოფა იყოს?
ნება მომეცით გაჩვენოთ.
"ადამიანის წარმოშობაში"
ჩარლზ დარვინმა მორალის ევოლუციაზე
ბლომად დაწერა.
საიდან გაჩნდა და რატომ გვაქვს ის.
დარვინმა აღნიშნა, რომ ბევრ ჩვენს ღირსებას
ნაკლები სარგებელი აქვს საკუთარი თავისთვის,
მაგრამ სასარგებლოა ჩვენი ჯგუფებისთვის.
მან სცენარი შემოგვთავაზა,
სადაც პირველყოფილი ადამიანების
ორ ტომს შორის
შეხვედრა და შეჯიბრი გაიმართა.
მან თქვა: "თუ ერთ-ერთ ტომში
დიდი რაოდენობით მამაცი, გულისხმიერი
და თავდადებული წევრები აღმოჩნდებიან,
რომლებიც მუდამ მზად არიან
ერთმანეთის დასახმარებლად და დასაცავად,
ეს ტომი აჯობებს
და დაიპყრობს მეორეს"
ის აგრძელებს: "ეგოისტი
და ანტაგონისტი ადამიანები
ვერ შეთანხმდებიან
და შეთანხმებული მოქმედების გარეშე კი,
ვერაფერს შეცვლით"
სხვა სიტყვებით,
ჩარლზ დარვინს სჯეროდა
ჯგუფური გადარჩევის.
ეს აზრი საკამათო იყო
ბოლო 40 წლის მანძილზე,
მაგრამ წელს საგრძნობი გარღვევა ელის,
განსაკუთრებით მას შემდეგ
რაც ე.ო. უილსონის წიგნი გამოვა აპრილში,
რომელშიც ძლიერი არგუმენტია იმის შესახებ,
რომ ჩვენ და ზოგიერთი სხვა სახეობა
ჯგუფური გადარჩევის შედეგი ვართ.
თუმცა, სინამდვილეში
ეს მრავალდონიან გადარჩევად უნდა აღქვივათ.
შემდეგნაირად შეხედეთ:
შეჯიბრი ხდება ჯგუფებს შიგნითაც
და ჯგუფებს შორისაც.
აი, ბიჭების ჯგუფი კოლეჯის გუნდიდან.
ამ გუნდის შიგნით შეჯიბრია.
ამ გუნდის შიგნით შეჯიბრია.
ეს ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებიან.
ყველაზე ნელი და სუსტი მენიჩბეები
გავარდებიან გუნდიდან
და მხოლოდ რამდენიმე მათაგნი გაჰყვება
ამ სპორტს
შეიძლება ერთ-ერთმა ოლიმპიადას მიაღწიოს.
ანუ, გუნდში მათი ინტერესები
ერთმანეთის საწინააღმდეგოა.
და ზოგჯერ ერთისთვის
შეიძლება სასარგებლოც იყოს
სხვებისთვის ხელის შეშლა.
შეიძლება მან მთავარ კონკურენტზე
ცუდი თქვას მწვრნელთან.
თუმცა, ნავის შიგნით არსებული
შეჯიბრის პარალელურად,
ნავებს შორისაც შეჯიბრია
და როცა ეს ბიჭები სხვა ნავთან შეჯიბრისთვის
ერთ ნავში ჩასხდებიან,
მათ ერთმანეთთან თანამშრომლობის გარდა
ალტერნატივა აღარ აქვთ,
რადგან ისინი ყველა ერთ ნავში არიან.
ისინი მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებენ,
თუ როგორც გუნდი ისე იმოქმედებენ.
ეს ბანალურად ჟღერს,
მაგრამ ეს ღრმა ევოლუციური ჭეშმარიტებაა.
ჯგუფური სელექციის საწინააღმდეგო
მთავარი არგუმენტი ყოველთვის იყო,
რომ თანამშრომლობა კარგია,
მაგრამ როგორც კი
თანამშრომლების ჯგუფი გაჩნდება,
გაჩნდებიან ასევე მუქთახორებიც,
ინდივიდები, რომლებიც სხვისი
მძიმე შრომის ხარჯზე იქნებიან.
ნება მომეცით გაჩვენოთ ეს ყველაფერი.
დავუშვათ გვაქვს პატარა ორგანიზმების ჯგუფი.
ეს შეიძლება იყოს ბაქტერია, ან ზაზუნა.
არ აქვს მნიშვნელობა.
დავუშვათ ეს პატარა ჯგუფი ევოლუციურად
მოთანამშრომლედ განვითარდა.
მშვენიერია. ისინი იკვებებიან,
იცავენ ერთმანეთს,
ერთად მუშაობენ, მდიდრდებიან.
როგორც ამ სიმულაციაში ნახავთ,
ურთიერთქმედებისას ისინი ქულებს მოიპოვებენ,
ანუ იზრდებიან
და როცა მათი ზომა გაორმაგდება - იყოფიან.
ისინი ასე მრვალდებიან
და მათი რაოდენობაც იზრდება.
ახლა, დავუშვათ ერთი მათგანი
მუტაციას განიცდის.
გენში მუტაციაა
და ერთის მუტაცია
ეგოისტურ ქმედებებში ვლინდება.
ის ბოროტად სარგებლობს სხვებით
და როცა მწვანე ლურჯთან ურთიერთქმედებს,
თქვენ ნახავთ, რომ მწვანე იზრდება,
ლურჯი მცირდება.
მაშ, აი როგორ ხდება ეს ყველაფერი.
ჩვენ ვიწყებთ
მხოლოდ ერთი მწვანე ორგანიზმით
და ურთიერთქმედების შედეგად
ის მოიპოვებს სიმდიდრეს,
ქულებს, ან საჭმელს
და მოკლე დროში,
მოთანამშრომლე ჯგუფი ნადგურდება.
ყველაფერს მუქთახორები ეუფლებიან.
თუ ჯგუფი მათ პრობლემას ვერ გადაწყვეტს,
ის თანამშრომლობით სარგებელს ვერ მიიღებს
და ჯგუფური გადარჩევაც ვერ მოხდება.
მაგრამ არსებობს
მუქთახორების პრობლემის გადაჭრა
ეს არც ისე რთული პრობლემაა.
პრინციპში, ბუნებამ ის ბევრჯერ გადაწყვიტა.
ბუნების საყვარელი გადაწყვეტა
ყველას ერთ ნავში ჩასმაა.
მაგალითად, რატომ არის
რომ მიტოქონდრიას ყველა უჯრედში
საკუთარი დნმ აქვს?
ბირთვის დნმ-სგან სრულიად განცალკევებული.
ეს იმიტომ რომ ერთ დროს
ეს ცალკე მყოფი მუქთახორა ბაქტერია იყო
და ისინი სუპერორგანიზმად გაერთიანდნენ.
და ისინი სუპერორგანიზმად გაერთიანდნენ.
ასე თუ ისე, შეიძლება ერთმა მეორე გადაყლაპა
ზუსტად ვერ გავიგებთ,
მაგრამ როგორც კი
მათ გარშემო მემბრანა გაჩნდა,
ანუ როცა ყველა ერთ მემბრანაში აღმოჩნდა,
ახლა მთელი სიმდიდრე...
სამუშაოს განაწილებით,
მთელი თანამშრომლობით შექმნილი დიდება,
ამ ერთ მემბრანაშია ჩაკეტილი
და გვაქვს სუპერორგანიზმი.
მოდით კვლავ გავუშვათ სიმულაცია
და მუქთახორების, განდგომილი, ყალთაბანდების
სიმრავლეში
ერთ-ერთი ეს სუპერორგანიზმი ჩავსვათ
და შეხედეთ რა მოხდება.
სუპერორგანიზმს შეუძლია მიიღოს
რაც სჭირდება.
ის ისეთი დიდი, ძლიერია და ეფექტურია,
რომ შეუძლია მწვანეებისგან,
განდგომილებისგან და მუქთახორებისგან
რესურსების აღება
და საკმაოდ მალე მთელი სიმრავლე
ამ ახალი სუპერორგანიზმებისგან შედგება.
იმას რაც აქ გაჩვენეთ
ზოგჯერ მთავარ გადასვლას უწოდებენ
ევოლუციურ ისტორიაში.
დარვინის კანონები არ იცვლება,
მაგრამ ახლა მინდორზე ახალი ტიპის მოთამაშეა
და რაღაცეები სხვანაირად გამოიყურება.
ეს გადასვლა არ იყო
ბუნების ერთჯერადი გამოხტომა,
რომელიც მხოლოდ რომელიღაც ბაქტერიაზე მოხდა.
ეს კიდევ მოხდა,
დაახლოებით 120 ან 140 მილიონი წლის წინ,
როცა გარკვეულმა განცალკევებულმა ბზიკებმა
დაიწყეს მარტივი, პრიმიტიული
ბუდეების და სკების შექმნა.
როცა კი რამდენიმე ბზიკი ერთ სკაში მოხვდა,
მათ თანამშრომლობის გარდა
არჩევანი აღარ ჰქონდათ,
რადგან მალევე ისინი სხვა სკებთან
შეჯიბრში ჩაებნენ.
და ყველაზე
შეთანხმებულებმა სკებმა გაიმარჯვეს.
ზუსტად ისე როგორც დარვინი ამბობდა.
ეს ადრეული ბზიკები,
იყვნენ იმ ფუტკრების
და ჭიანჭველების წინაპრები,
რომლებმაც გაავსეს მსოფლიო
და შეცვალეს ბიოსფერო.
ეს კიდევ ერთხელ მოხდა
კიდევ უფრო შთამბეჭდავად,
ბოლო ნახევარი მილიონი წლის წინ.
როცა ჩვენი წინაპრები,
კულტურული არსებები გახდნენ.
ისინი შეიკრიბნენ კერის, ან კოცონის ირგვლივ
დაინაწილეს სამუშაო.
დაიწყეს საკუთარი სხეულების მოხატვა,
საკუთარ დიალექტზე საუბარი.
და საბოლოოდ
საკუთარი ღმერთების თაყვანისცემა.
როგორც კი ერთ ტომში მოხვდნენ,
შეძლეს თანამშრომლობის სარგებელი
შიგნით მოექციათ.
მათ აღმოაჩინეს ყველაზე ძლევამოსილი რამ
ამ პლანეტაზე:
ადამიანთა თანამშრომლობა.
შენებისა და ნგრევის ძალა.
შენებისა და ნგრევის ძალა.
რა თქმა უნდა ადამიანთა ჯგუფები
ახლოსაც არ არიან
სკაში ფუტკრებისნაირ
შეთანხმებულ მუშაობასთან.
ადამიანთა ჯგუფები
რაღაც მომენტებში მათ ემსგავსებიან,
მაგრამ შემდეგ როგორც წესი იშლებიან.
ჩვენ არ ვართ ისეთ მჭიდრო თანამშრომლობაში
როგორც ფუტკრები და ჭიანჭველები.
პრინციპში, ხშირად
როგორც არაბული გაზაფხულის
ბევრ რევოლუციაში ვნახეთ,
ხშირად დაყოფა რელიგიური ნიშნითაა.
მიუხედავად ამისა, როცა ხალხი ერთიანდება
და საკუთარ ძალისხმევას
ერთ მოძრაობას ახმარს,
მას მთების შეძვრა შეუძლია.
შეხედეთ ამ ხალხს,
რომელიც ფოტოებზე გაჩვენეთ.
ფიქრობთ ისინი იქ
პირადი ინტერესისთვის არიან,
თუ საერთო ინტერესისთვის,
რაც მათგან საკუთარი "მე"-ს
დაკარგვას მოითხოვს
იმისთვის
რომ ერთი მთლიანის ნაწილი გახდნენ?
კარგი, ეს იყო ჩემი საუბარი
სტანდარტულ TED-ის ფორმატში.
ახლა იგივე საუბარს
3 წუთის განმავლობაში
უფრო სრული სპექტრის სტილში შემოგთავაზებთ.
(მუსიკა)
(ვიდეო) ჯონათან ჰეიდტი:
ჩვენ ადამიანები
როგორც უილიამ ჯეიმსი ხსნის,
ბევრნაირად გამოვცდით რელიგიას.
ერთ-ერთი ჩვეული საიდუმლო კიბეზე ასვლა,
და საკუთარი "მე"-ს დაკარგვაა.
კიბეს სიცოცხლის მიწიერი განცდიდან,
ზემოთ სასულიერო,
ან ღრმად ურთიერთგადაჯაჭვულ
სიცოცხლეში ავყავართ.
როგორც დურკჰეიმმა ახსნა,
ჩვენ ჰომო დუპლექსები ვართ.
ჰომო დუპლექსი ვართ,
რადგან როგორც დარვინმა ახსნა
ევოლუცია მრავალდონიანი
გადარჩევით განვიცადეთ.
დარწმუნებული არ ვარ
კიბე ადაპტაციური თვისებაა
თუ დეფექტი,
მაგრამ თუ ის ადაპტაციურია,
მაშინ მას ღრმად მიმავალი შედეგები აქვს.
თუ ის ადაპტაციურია,
მაშინ ჩვენ განვვითარდით,
რომ ვიყოთ რელიგიურები.
იმას არ ვგულისხმობ,
რომ გიგანტურ ორგანიზებულ რელიგიებში
გასაერთიანებლად განვვითარდით.
ასეთი რამეები ზედმეტად ახალია.
ვგულისხმობ, რომ განვვითარდით
ჩვენს გარშემო სულიერების დასანახად
და სხვებთან ერთად
გუნდებში გასაერთიანებლად,
რომ შევიკრიბოთ სულიერი საგნების,
ადამიანების და იდეების გარშემო.
ამიტომ არის პოლიტიკა ასეთი ტომობრივი.
პოლიტიკა ნაწილობრივ მიწიერია,
ნაწილობრივ პირადი ინტერესია,
მაგრამ ის ასევე სულიერებასაც შეიცავს.
ის სხვებთან გაერთიანებას გულისხმობს,
მორალური იდეების განხორციელებისთვის.
ის მუდმივ ბრძოლაზეა
ბოროტსა და კეთილს შორის
და ჩვენ ყველას გვჯერა,
რომ კეთილ გუნდში ვართ.
და რაც ყველაზე მთავარია,
თუ კიბის იდეა რეალურია,
ის ხსნის თანამედროვე ცხოვრებით
მუდმივ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას.
რადგან ადამიანები რაღაც დონეზე
ფუტკრებივით არსებები არიან.
ჩვენ ფუტკრები ვართ
და სკებიდან განმანათლებლობის პერიოდში
ჩვენ დავამსხვრიეთ ძველი ინსტიტუციები
და მოვუტანეთ თავისუფლება ჩაგრულებს.
ჩვენ შევძელით დედამიწის შეცვლა
ჩვენი შემოქმედებით
და შევქმენით დიდი სიმდიდრე და კომფორტი.
დღეს-დღეობით ჩვენ დავფრინავთ
როგორც ინდივიდი ფუტკრები.
მაგრამ ზოგჯერ ვუფიქრდებით:
სულ ეს არის?
რა უნდა ვუყო ჩემს ცხოვრებას?
რა მაკლია?
გვაკლია ის, რომ ჩვენ ჰომო დუპლექსები ვართ,
მაგრამ თანამედროვე სეკულარული საზოგადოება
ჩვენი ქვედა,
მიწიერი სურვილების დასაკმაყოფილებლადაა.
აქ, ქვედა დონეზე მართლაც კომფორტულია.
მოდით დაჯეგით ჩემი სახლის
გასართობ ცენტრში.
თანამედროვე ცხოვრების ერთი დიდი გამოწვევა
ამ აურზაურში კიბის პოვნაა
და როცა ზემოთ ახვალთ,
რაღაც კარგის
და კეთილშობილურის გაკეთება.
მე ამის სურვილს ჩემ სტუნდენტებში ვხედავ
ვირჯინიის უნივერსიტეტში.
მათ ყველას მიზნის და მოწოდების პოვნა სურთ,
რომელსაც თავს მიუძღვნიან.
მათგან ყველა კიბეს ეძებს
და ეს იმედს მაძლევს,
რადგან ადამიანები
არ არიან მხოლოდ ეგოისტები.
უმეტესობას საკუთარი უმნიშვნელობის დაძლევა
და რაღაც უფრო დიდის ნაწილად ყოფნა სურს.
და ეს ხსნის იმ დიდ რეზონანსს,
რაც ამ მარტივმა მეტაფორამ გამოიწვია.
რომელიც თითქმის 400 წლის წინ გაჩნდა:
"ადამიანი კუნძული როდია,
ცალკე გარიყული.
ყოველი ადამიანი მიწისა
და წყლის ნაწილია."
ჯ.ჰ.: მადლობა.
(აპლოდისმენტები)