ამ გაკვეთილს ჰქვია პირობები კარტებით.
ყოველ დღე თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას
დანახულსა და მოსმენილზე დაფუძნებით.
მინდა, პარკში გავისეირნო, მაგრამ ჯერ უნდა მოვიფიქრო,
წავიღო თუ არა ქოლგა.
გავიხედავ გარეთ თუ ღრუბლებია, წავიღებ ქოლგას.
თუ არა და - მზის სათვალეებს წავიღებ.
მგონი, ჯობია, ქოლგა წავიღო.
ის, რასაც ვხედავ და მესმის, განსაზღვრავს
იმას, თუ რას წავიღებ პარკში.
პირობებს თამაშებშიც იყენებენ.
დღეს პირობებს კარტის თამაშში გამოვიყენებთ.
ის, თუ რომელ კარტს ამოვიღებ, განსაზღვრავს
იმას, თუ რას აკეთებენ ჩემი მეგობრები.
თუ ამოვიღებ შვიდს, ყველა ტაშს უკრავს.
თუ არა და, ისინი ამბობენ: "ოო".ვცადოთ!
დარწმუნებული ვარ, თავადაც შეძლებთ,
კიდევ უფრო სახალისო პირობითი თამაშები მოიგონოთ.
სცადეთ! სწორედ პირობების გამოა, კომპიუტერი
ასეთი ჭკვიანი რომ გვეჩვენება.
პირობების შემცველი პროგრამა
მომხმარებელს რეაქციას აძლევს და ქმედებებს შესაბამისად
ცვლის.
გაიხსენეთ თქვენი საყვარელი კომპიუტერული თამაში.
ზოგი ქმედებისთვის მეტ ქულას იღებთ, ვიდრე სხვებისთვის, არა?
ეს იმიტომ ხდება, რომ კომპიუტერი
იყენებს პირობებს.
სწორედ ასე იღებს ის გადაწყვეტილებას. როცა
მიზანს მოარტყამთ, იღებთ 10 ქულას, თუ არადა 3-ს კარგავთ.
როცა გესმით, როგორ მუშაობს პირობები,
შეგიძლიათ, უამრავი სახალისო თამაში მოიფიქროთ.