ეს ვიდეო
არის კუთხეების გაზომვის მოდულზე.
რადგან, აშკარად, როცა ვაკეთებ ამ ვიდეოს,
აქ არ არის
ვიდეო კუთხეების გასაზომ მოდულზე.
ეს არის საკმაოდ მოსახერხებელი
მოდული, ომარ რიზვანის შექმნილი,
რომელიც არის ჩვენი სკოლის
ერთ-ერთი შესანიშნავი სტაჟიორი.
რომელიც ჩვენ გვყავდა
წინა ზაფხულს, 2011 წლის ზაფხულში.
რაც მართალია, ის შესაძლებლობას
გვაძლევს გავზომოთ კუთხეები.
მან შექმნა ეს მაგარი ტრანსპორტირი
აქ, რომ სინამდვილეში შეძლოთ
გამოიყენოთ
ტრანსპორტირი კუთხეების გასაზომად.
ისევე ზომავთ კუთხეს, როგორც
ნამდვილი ფიზიკური ტრანსპორტირით
უნდა მოათავსოთ ტრანსპორტირის ცენტრი
ზუსტად იმ წვერში, სადაც ხაზები იკვეთებიან.
ეს წარმოიდგინეთ, როგორც კუთხის წვერი,
და შემდეგ უნდა შემოვაბრუნოთ.
და ეს კუთხე
ნულ გრადუსთან არის ერთი მხარე.
მოდით, გავაკეთოთ.
ეს კუთხე, აი აქ, არის ამ ხაზის გასწვრივ.
მოდით შემოვაბრუნებ. ცოტა უფრო
მეტით გადავწევ... კიდევ ერთხელ?
ეს ძალიან შორს არის. ეს ჩანს რომ კარგია.
და შემდეგ თუ შეხედავთ ამ
მხირვ, შეგიძლიათ ნახოთ, რომ კუთხე--
-- აქ არ მაქვს კალამი, აქ
მე ვიყენებ ჩვეულებრივ ვებ ბრაუზერს--
თუ შეხედავთ კუთხეს აქ დაინახავთ,
რომ მეორე ხაზი მიდის 130 გრადუსთან.
მოკლედ, ეს კუთხე რომელიც
უნდა გავზომოთ აქ, არის 130 გრადუსი,
--ჩავთვლი რომ შეგიძლიათ
გვერდულადაც წაიკითხოთ,--
მოკლედ, ეს არის
130 გრადუსი, შევამოწმებ ჩემს პასუხს.
ძალიან კარგი, სწორია.
უხერხული იქნებოდა რომ არ ყოფილიყო.
გავაკეთოთ შემდეგი შეკითხვა.
გავაკეთებ რამოდენიმე ასეთ მაგალითს.
კიდევ ერთხელ,
მოვათავსოთ ტრანსპორტირის ცენტრი
ამ წვერზე, აი აქ.
და მოდით, ნულოვანი გრადუსის მხარე იყოს
ამ კუთხის ერთ მხარეს,
თითქოს ტრანსპორტირის შიგნით.
მოდით შემოვაბრუნებ
ამ მხარეს, ეს მართლა საკმაოდ კარგია.
მოკლედ,
მოდით გავაკეთოთ კიდევ ერთხელ.
ეს სწორი
ჩანს, მოდით, კუთხე, აი აქ, ეს არის--
თუ შევხედავთ
სხვა ხაზები რაზე მიგვითითებენ--
ეს არის 40 გრადუსი.
შევამოწმოთ პასუხი. ძალიან კარგი.
გავაკეთოთ კიდევ ერთი.
სახალისოა!
კარგი. ავიღოთ ჩვენი ტრანსპორტირი.
უკვე ვიცით, ერთიდაიგივე
თანმიმდევრობით უნდა გავაკეთოთ.
პირველად უნდა შემოაბრუნოთ ის.
უნდა შემოვაბრუნოთ ისე,
რომ ნოლი გრადუსი იყოს ერთ მხარეს
და კუთხე ისევ ტრანსპორტირის შიგნით.
მოდით, შემოვაბრუნოთ.
თუ ასე არ მოგწონთ, უკეთესია
იგივე თანმიმდევრობით გააკეთოთ.
ასე უფრო ადვილია შემოაბრუნოთ,
როცა გაქვთ ტრანსპორტირის ცენტრი
კუთხის წვერთან და
ცოტა მეტად უნდა შემოვაბრუნოთ.
ეს არის ნული გრადუსი, ეს ხაზი.
--რაც უფრო შორს წავალთ, ვფიქრობ,--
ამ მეორე ხაზს მივყავართ 150 გრადუსთან.
იმედი მაქვს ამჩნევთ,
რომ რაც უფრო მაღლაა გრადუსი,
უფრო გახსნილია ეს კუთხე.
და ეს, აი აქ, არის 150 გრადუსი
და მოდით, გავაკეთოთ ეს, 150.
გავაკეთოთ კიდევ ერთი.
მოდით,
ახლა გაჩვენებთ, რა არ უნდა გააკეთოთ.
რაც არ უნდა გააკეთოთ არის,
მაინც შეგიძლიათ დასვათ ცენტრი, აი აქ.
და შეგიძლიათ თქვათ, კარგი,
მოდით, ნოლს დავსვამ ამ მხარეს, აი აქ.
მოკლედ, თუ
ასე გააკეთეთ, ყურადღება მიაქციეთ,
თქვენი კუთხე
არ იქნება ტრანსპორტირის შიგნით,
ამიტომ ვერ გაზომავთ მას.
თქვენ ცდილობთ გაზომოთ ეს
გარეთა კუთზე, რომელიც არის კუთხე,
მაგრამ არა ის, რომლის გაზომვასაც გვთხოვენ.
ეს პატარა რკალი გვეუბნება, რომ ეს
არის კუთხე, რომელიც უნდა გავზომოთ
და ეს რკალი
უნდა იყოს ტრანსპორტირის შიგნით.
მოდით, შემოვაბრუნოთ
ეს ტრანსპორტირი ცოტათი მეტად.
ზედმეტი მომივიდა და მოკლედ,
ეს გავს ნულ
გრადუსს და ეს, აი აქ, არის 60 გრადუსი.
ესეც სწორი გვაქვს.
იმედია ეს გეხმარებათ
მოდულთან, და ეს სახალისოცაა.