მოდით, ხარისხებზე კიდევ
რამდენიმე მაგალითი ამოვხსნათ.
გასახურებლად
რაიმე წილადი ავიყვანოთ ხარისხში.
ვთქვათ, ორი მესამედი
ავიყვანოთ მესამე ხარისხში.
ჩვენ ვისწავლთ, რომ ამას
შეიძლება ორნაირად შევხედოთ.
ერთისმხრივ, შეგვიძლია ავიღოთ
სამი ორი მესამედი ნაწილი.
ეს არის 1, 2, და 3 ორი მესამედი.
შემდეგ ისინი გადავამრავლოთ.
მოდით გამოვთვალოთ, თუ რას მივიღებთ:
მრიცხველი იქნება ორჯერ ორჯერ ორი,
რაც უდრის რვას.
ხოლო მნიშვნელი იქნება სამჯერ
სამჯერ სამი, ანუ 27.
მეორე კუთხით რომ შევხედოთ, ვიღებთ
ერთიანს და ვამრავლებთ 2/3-ზე სამჯერ.
ვამრავლებთ ერთ მესამედზე
ერთხელ, ორჯერ და სამჯერ.
იმავე პასუხს მივიღებთ აქაც.
მოდით, კიდევ ერთი მაგალითი გავაკეთოთ.
ვთქვათ გვაქვს ოთხი მეცხრედი
და გვინდა მისი კვადრატში აყვანა.
რაიმეს მეორე ხაარისხში აყვანას,
ხშირად კვადრატში აყვანას უწოდებენ
ასევე რამის მესამე ხარისხში აყვანას
კუბში აყვანა ეწოდება.
მოდით ოთხი მეცხრედი მეორე ხარისხში
ანუ კვადრატში ავიყვანოთ.
გირჩევთ, ვიდეო შეაჩეროთ და თქვენით
სცადოთ ამის გაკეთბა.
ასევე შეგვიძლიათ ეს განიხილოთ, როგორც
ორი ოთხი მეცხრედის ერთმანეთზე გამრავლება.
ან შეგვიძლია დავიწყოთ ერთიანით და ის
და ორჯერ გავამრავლოთ ოთხ მეცხრედზე.
ყველა შემთხვევაში, თქვენი
მრიცხველი იქნება ოთხჯერ ოთხი, ანუ 16.
ხოლო მნიშვნელი იქნება ცხრაჯერ
ცხრა, რაც უდრის 81-ს.