ისწავლე მსოფლიოს დროდადრო უთხრა წადი შენი. შენ ამის სრული უფლება გაქვს. წარმოაჩინე თავი როგორც სულელი, ჩლუნგი, უდარდელი, უაზრო. მაშინ შენ შეძლებ! არ ინერვიულო იმაზე იყო მაგარი შექმენი შენი არაშთამბეჭდავი სამყარო. შიში შენი სარგებელისთვის გამოიყენე. გამოსახე შენი შიში და მღელვარება. და მორჩი ისეთ ღრმა საკითხებზე დარდს როგორიცაა, ცხოვრების არსის აღმოჩენა, უცვლელი მიდგომით და შეუძლებელი დასასრულით, თუნდაც წარმოუდგენელი დასასრულით. შენ არ ხარ მსოფლიოზე პასუხისმგებელი. შენი მოვალეობა მხოლოდ შენი საქმეა, ამიტომ უბრალოდ ის აკეთე! მორჩი ფიქრს, დარდს, აქეთ-იქით ყურებას, ძიებას, ეჭვს, შიშს, ტკივილის მიყენებას, მარტივი გამოსავლის პოვნას, - - - - - - - თვალების ტრიალს, თითის გაშვერას, ქუჩის კუთხეებში ძრომიალს, დიდხანს ლოდინს, პატარაზე გადაბიჯებას, ბოროტად ჭვრეტას, ზურგის ფხანას, ძიებას, ასკუპებას, თითხვნას, ბრძოლას, მორჩი თავთან ბრძოლას. მორჩი ამას, უბრალოდ გააკეთე!