გასართობი / გუნდური სამუშაო ეს გუნდური სამუშაოა. ამ გაკვეთილში კარტების გამოყენებით გავიგებთ, რომ რაღაცების გაკეთება ჯგუფში უფრო ადვილია ვიდრე მარტო. ამიტომ, მოდით, შეკრიბეთ მეგობრები და შექმენით რამე ძალიან მაგარი. გუნდურ სამუშაოში ძალიან ბევრი ადამიანი საქმის უფრო სწრაფად დამთავრებაში გვეხმარება. კომპიუტერულ მეცნიერებაში ყოველთვის ასე ვმუშაობთ. ათასობით მოყვარული და პროფესიონალი თავიანთ კომპიუტერებს აკავშირებენ და მილიარდობით ინფორმაციას ერთად ეძებენ. ისინი ეძებენ, ვთქვათ, მარსენის შემდეგ მარტივ რიცხვს ან უცხოპლანეტელთა კომუნიკაციას. ალბათ, იფიქრეთ: რა მაგარია! აუ, რა მაგარია! ფილმის ნებისმიერი წამი 24 ფოტოს შეიცავს, მათ კადრებს ვუწოდებთ. ჩვენ თითოეულ ამ ფოტოს ვქმნით, ვამუშავებთ და ერთად ვკრავთ. მე და ჩემი ჯგუფი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები ვართ. ერთად პროგრამას ვქმნით, რომელსაც იმ სურათის აგება შეუძლია, რომელსაც ეკრანზე ხედავთ. ამ პროგრამას იყენებენ დეველოპერები და ხელოვანები და ქმნიან ისეთ სურათებს, რომლების სხვებისთვის ჩვენებაც სურთ. მაგალითად, ფილმში "ნემოს ძიებაში" როცა ქრაში და სკვირთი მეგობრებთან ერთად აღმოსავლეთ ავსტრალიურ ნაკადს მიუყვებიან, თქვენ ხედავთ წყლის დინებას, ფერებს, რომლებსაც კუს ზურგი ირეკლავს, თევზების გვერდებს. ეს ყველაფერი სწორედ მათემატიკისა და კომპიუტერული პროგრამების საშუალებითაა შექმნილი. ჩვენ ვქმნით პროგრამებს, შემდეგ კი მათ ხელოვანები იყენებენ საბოლოო სურათის შესაქმნელად და მის გასალამაზებლად.