კომპიუტერებს რამე თუ გამოსდით კარგად,
ესაა ბრძანებების გამეორება.
ადამიანს ძალიან ბეზრდება ერთი და იმავე
რაღაცის ბევრჯერ გამეორება სტრიქონში.
კომპიუტერს კი შეუძლია ერთი და იგივე რამის
მილიონჯერ, მილიარდჯერ გამეორება,
თან ისე რომ, ეს საქმე მომაბეზრებელი არ იყოს
და უშეცდომოდაც კეთდებოდეს.
მაგალითად, თუ მე მენდომებოდა Facebook-ზე
ყველასთვის მიმელოცა დაბადების დღე
წერილების დაგზავნით,
ამას, სავარაუდოდ, საუკუნეზე მეტი
დასჭირდებოდა.
მაგრამ, კოდის რამდენიმე ხაზის
დაწერით, მე შემიძლია შევქმნა სისტემა,
რომელიც Facebook-ზე ყველას უსურვებს
ბედნიერ დაბადების დღეს.
სწორედ ეს არის ციკლები და მათი
საჭიროება,
ის რაღაც, რისი კეთებაც კომპიუტერებს
ძალიან კარგად შეუძლიათ.
ამ მაგალითში, თქვენი მიზანია ჩიტის
გოჭთან მიახლოება. ახლა, ჩვენ შეგვიძლია
გამოვიყენოთ