1934 წლის 4 იანვარს,
ახალგაზრდა მამაკაცმა აშშ-ს კონგრესს
ანგარიში წარუდგინა,
რომელიც მას მერე დღემდე,
80 წელია, ყველა ამ აუდიტორიაში მყოფის
ცხოვრებაზე ახდენს გავლენას,
და ასევე ყველას ცხოვრებაზე მთელ მსოფლიოში.
ეს ახალგაზრდა კაცი არ იყო პოლიტიკოსი.
ის არც ბიზნესმენი იყო,
ან სამოქალაქო აქტივისტი
და არც რელიგიური ლიდერი.
ის ყველაზე ნაკლებად გმირული პროფესიის იყო.
ის იყო ეკონომისტი.
მისი სახელია საიმონ კუზნეცი
და ანგარიშს,
რომელიც მან წარადგინა ერქვა:
"ნაციონალური შემოსავალი, 1929-1932"
თქვენ შეიძლება ფიქრობთ,
რომ ეს საკმაოდ მშრალი
და მოსაწყენი მოხსენება იყო
და თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ.
ის უდაბნოსავით მშრალია,
მაგრამ ეს მოხსენება საფუძვლად უდევს იმას,
თუ რის მიხედვით ვაფასებთ დღეს
ქვეყნების წარმატებას:
ესაა მთლიანი შიდა პროდუქტი,
ანუ მშპ.
მშპ ჩვენს ცხოვრებას
უკანასკნელი 80 წლის
განმავლობაში განსაზღვრავს.
დღეს კი მინდა, ქვეყნების წარმატების
სხვა საზომზე გესაუბროთ.
ჩვენი ცხოვრების განსაზღვრის
განსხვავებულ საშუალებაზე,
შემდეგი 80 წლის განმავლობაში.
თუმცა ჯერ უნდა გავიგოთ,
როგორ გახდა მშპ
ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელი.
კუზნეცმა თავისი მოხსენება
კრიზისის დროს გააკეთა.
აშშ-ს ეკონომიკა
დიდ დეპრესიაში ეფლობოდა
და პოლტიკოსებმა არ იცოდნენ რა ეღონათ.
არ იცოდნენ, რადგან ვერ ხვდებოდნენ
რა ხდებოდა.
მათ არ ჰქონდათ მონაცემები და სტატისტიკა.
კუზნეცის მოხსენებამ კი,
მათ სანდო მონაცემები წარუდგინა იმაზე,
თუ რას აწარმოებდა აშშ-ს ეკონომიკა
წლიდან წლამდე განახლებებით.
ამ ინფორმაციით
შეიარაღებულმა პოლიტიკოსებმა,
საბოლოოდ მოახერხეს გამოსავლის პოვნა.
და რაგდან კუზნეცის გამოგონება
ასეთი სასარგებლო გამოდგა,
ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
ახლა თითოეული ქვეყანა
აწარმოებს მშპ-ს სტატისტიკებს.
მაგრამ თავდაპირველ მოხსენებაში,
კუზნეცმა თვითონ გაგვაფრთხილა.
ეს გაფრთხილება შესავალ თავშია.
მე-7 გვერდზე, ის ამბობს:
"მაშასადამე, ქვეყნის კეთილდღეობა,
შეიძლება გაჭირვებით დადგინდეს,
ზემოთ განმარტებული
ეროვნული შემოსავლის მიხედვით"
მაინცდამაინც მჭერმეტყველური
ნათქვამი არ არის
და ის ეკონომისტებისთვის დამახასიათებელი
სიფრთხილითაა გაკეთებული,
მაგრამ მინიშნება ცხადი იყო.
მშპ ეკონომიკური ეფექტიანობის
გაზომვის საშუალებაა.
ის ჩვენს კეთილდღეობას ვერ გაზომავს.
შესაბამისად, ნეიბისმიერ გადაწყვეტილებას,
მასზე არ უნდა ვაფუძნებდეთ.
თუმცა, ჩვენ კუზნეცის გაფრთხილებას
ყურადღება არ მივაქციეთ.
ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში,
სადაც მშპ წარმატების მაჩვენებელია
გლობალურ ეკონომიკაში.
ჩვენი პოლიტიკოსები ტრაბახობენ,
როცა მშპ მაღლა იწევს.
ბაზრები იცვლება
და ტრილიონობით დოლარის კაპიტალი
მსოფლიოს გარშემო ბრუნავს,
იმის მიხედვით,
თუ რომელი ქვეყანები აღწევენ წარმატებას
და რომლები ვერა
და ეს ყველაფერი განისაზღვრება
მშპ-ს მიხედვით.
ჩვენი საზოგადოებები
მეტი მშპ-ს მაგენერირებელ ძრავებად იქცნენ,
მაგრამ ჩვენ ვიცით,
რომ მშპ-ს ხარვეზები აქვს.
ის ეკოლოგიას არ ითვალისწინებს.
ის მეტი ბომბების წარმოებასა
და მეტი ციხეების შენებას პროგრესად თვლის.
ბედნიერებას და ერთობას ვერ ითვლის.
ის სამართლიანობასა
და სამართალზე ვერაფერს გვეუბნება.
გასაკვირი არაა, რომ მსოფლიო
მშპ-ს დაკრულზე ცეკვავს,
ეკოლოგიური კატასტროფის პირასაა
და უკმაყოფილებით და კონფლიქტებითაა სავსე.
ჩვენი საზოგადოებების შესაფასებლად
უკეთესი საშუალება გვჭირდება.
საშუალება, რომელიც რეალურად გაზომავს იმას,
რაც ხალხს მართლაც აღელვებს.
მაქვს თუ არა საკმარისი საკვები?
ვიცი თუ არა წერა-კითხვა?
ვარ თუ არა უსაფრთხოდ?
არის თუ არა ჩემი უფლებები დაცული?
ვცხოვრობ თუ არა ისეთ საზოგადოებაში,
სადაც დისკრიმინაციის მსხვერპლი არ ვარ?
დაზღვეული ვარ თუ არა მე და ჩემი შვილები
მომავალში ეკოლოგიური კატარსტროფისგან?
ეს ის კითხვებია,
რომლებზეც მშპ არ და ვერ პასუხობს.
რა თქმა უნდა
ადრეც იყო მცდელობები
მშპ-ს გაცდენოდნენ,
მაგრამ ვფიქრობ,
ახლა სწორედ ის დროა,
როცა მზად უნდა ვიყოთ
რევოლუციისთვის გაზომვის სფეროში.
მზად ვართ,
რადგან 2008 წლის
ფინანსური კრიზისის დროს დავინახეთ,
ეკონომიკური ზრდის თაყვანისცემამ,
როგორ შეგვიყვანა შეცდომაში.
"არაბულმა გაზაფხულმა" დაგვანახა,
რომ ტუნისისმაგვარი ქვეყნები,
რომელიც თითქოს
მოწინავეები იყვნენ ეკონომიკურად,
მაგრამ მსგავს საზგადოებებში,
მაინც სახალხო უკმაყოფილებამ იფეთქა.
ჩვენ მზად ვართ, რადგან დღეს
მონაცემების შესაგროვებლად
და გასაანალიზებლად
ისეთი ტექნოლოგიები გაგვაჩნია,
რომელიც წარმოუდგენელი იყო კუზნეცის დროს.
დღეს მინდა სოციალური პროგრესის ინდექსი
წარმოგიდგინოთ.
ეს საზოგადოების კეთილდღეობის საზომია,
რომელსაც მშპ-თან
არანაირი კავშირი არ აქვს.
ის მსოფლიოს სრულიად ახალი თვალით უყურებს.
სოციალური პროგრესის ინდექსი,
უპირველესად განმარტავს,
თუ რას ნიშნავს კარგი საზოგადოება.
ის ამას, სამი განზომილების
მიხედვით აკეთებს.
პირველი, გააჩნია თუ არა ყველას
არსებობისთვის აუცილებელი საშუალებები:
საკვები, წყალი, საცხოვრისი, უსაფრთხოება?
მეორე, აქვს თუ არა ყველას წვდომა
ცხოვრების გაუმჯობესებისთვის
აუცილებელ საშუალებებზე:
განათლება, ინფორმაცია, ჯანდაცვა
და ეკოლოგიური უსაფრთხოება
და მესამე, აქვს თუ არა ყველას
საკუთარი მიზნების,
ამბიციებისა და ოცნებების
დაუბრკოლებლად განხორციელების საშუალება?
დაცულია თუ არა მათი უფლებები,
არჩევანის თავისუფლება,
არიან თუ არა დაცულები დისკრიმინაციისგან
და აქვთ თუ არა წვდომა
მსოფლიოს მოწინავე ცოდნაზე?
ეს 12 კომპონენტი ერთად,
სოციალური პროგრესის
სტრუქტურას წარმოადგენს.
და თითოეულისთვის ამ 12 კომპონენტიდან,
გვაქვს ინდიკატორები, რომლებიც აჩვენებს,
თუ რა მდგომარეობაში არიან ქვეყნები.
ეს ინდიკატორები არა ძალისხმევას,
ან განზრახვას აჩვენებს,
არამედ რეალურ მიღწევებს.
ჩვენ იმას კი არ ვზომავთ,
რამდენს ხარჯავს ქვეყენა ჯანდაცვაზე,
არამედ ადამიანების სიცოცხლის
ხარისხსა და ხანგრძლივობას.
ჩვენ იმას კი არ ვზომავთ, მიიღო თუ არა
სახელმწიფომ ანტიდისკრიმინაციული კანონები,
არამედ იმას, განიცდიან თუ არა
ადამიანები დისკრიმინაციას.
თქვენ ალბათ გაინტერესებთ
ვინაა პირველი, არა?
(სიცილი)
ვიცოდი... ვიცოდი...
კარგი გაჩვენებთ.
გრაფიკზე გაჩვენებთ.
მაშ ასე,
ვერტიკალური ღერძი
სოციალურ პროგრესს აღნიშნავს.
რაც უფრო მაღალია - უკეთესია.
შედარებისთვის კი,
სახალისოდ,
ჰორიზონტალურ ღერძზე
არის მშპ ერთ სულ მოსახლეზე,
რომელიც მარჯვნივ იზრდება.
მაშ, მსოფლიოში უმაღლესი
სოციალური პროგრესის მქონე ქვეყანა.
სოციალური პროგრესის მიხედვით,
ნომერ პირველი ქვეყანა
არის....
ახალი ზელანდია.
(აპლოდისმენტები)
ყოჩაღ! იქ არასდროს ვყოფილვარ; უნდა ვეწვიო.
(სიცილი)
ყველაზე ნაკლები
სოციალური პროგრესის მქონე ქვეყანა,
თანავუგრძნობ და არის ჩადი.
აქაც არასდროს ვყოფილვარ;
იქნებ მომავალ წელს წავიდე.
(სიცილი)
ან იმის შემდეგ წელს.
ვიცი ახლა რასაც ფიქრობთ.
ახლა ფიქრობთ:
"კი, მაგრამ ახალ ზელანდიას,
ჩადზე მაღალი მშპ აქვს!"
სწორი შენიშვნაა,
მაგრამ მოდით
სხვა ორ ქვეყანას გაჩვენებთ.
აშშ, რომელიც საგრძნობლად
უფრო მდიდარია,
ვიდრე ახალი ზელანდია,
მაგრამ მასზე დაბალი
სოციალური პროგრესი აქვს
და სენეგალი,
რომელსაც სოციალური პროგრესის
დონე ჩადზე მაღალი აქვს,
მაგრამ მათი მშპ თანაბარია.
მაშ, რა ხდება?
მოდით დანარჩენი ქვეყნებიც ვნახოთ.
132 ქვეყნის შეფასება შევძელით.
თითოეული მათგანი წერტილითაა აღნიშნული.
მაშ ასე, უამრავი წერტილია.
ცხადია, ყველას ცალკე ვერ განვიხილავ,
ამიტომ რამდენიმეს გამოვყოფ:
G7-ში შემავალი
ყველაზე რეიტინგული ქვეყანა კანადაა.
ჩემი ქვეყანა, ბრიტანეთი
სადღაც შუაშია,
მაგრამ ვინ დაეძებს,
ფრანგებს მაინც ვუსწრებთ.
(სიცილი)
ახლა შევხედოთ
განვითარებად ეკონომიკებს.
"ბრიკ(BRIC)"-ის ქვეყნებში
საუკეთესო ბრაზილიაა.
(აპლოდისმენტები)
მოდით, მივესალმოთ!
წინ, ბრაზილია!
ის უსწრებს სამხრეთ აფრიკას,
შემდეგ მოდის რუსეთი,
ჩინეთი,
და შემდეგ ინდოეთი.
მარჯვენა მხარეს ამოვარდნილი წერტილი
არის ქვეყანა, რომელსაც დიდი მშპ აქვს,
მაგრამ არც ისე დიდი სოციალური პროგრესი,
ესაა კუვეიტი.
ბრაზილიის ზემოთ,
სოციალური პროგრესის ზესახელმწიფოა.
ესაა კოსტა-რიკა.
მას, დასავლეთ ევროპის ზოგიერთი
ქვეყნის დონის სოციალური პროგრესი აქვს,
მათზე ბევრად ნაკლები მშპ-ს პირობებში.
ჩემი გრაფიკის სახე ზედმეტად გადაიფარა,
მინდა ცოტა უფრო
ზოგად სურათს შევხედოთ.
სახელმწიფოები მოვაცილოთ
და ტენდენციის მრუდი გავავლოთ.
ეს მრუდი, მშპ-სა
და სოციალურ პროგრესს შორის
დამოკიდებულებას გვაჩვენებს.
პირველი, რასაც ვამჩნევთ,
მრუდის გარშემო არსებული
უამრავი ხმაურია.
ეს იმის ემპირიული დემონსტრაციაა,
რომ მშპ განაჩენი არაა.
თითოეული განსხვავებული მშპ-ს პირობებში,
არსებობს მეტი სოციალური პროგრესის
მიღწევის შესაძლებლობა
და ნაკლები სოციალური პროგრესის რისკი.
მეორე, რაც უნდა აღინიშნოს,
არის ის, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის,
მრუდი ძალიან ციცაბოა.
ეს იმას გვეუბნება,
რომ თუ ღარიბი ქვეყნები
ცოტა მეტ მშპ-ს მიაღწევენ
და მის რეინვესტირებას მოახდენენ
ექიმებში, ექთნებში, წყლის მომარაგებაში,
კანალიზაციაში და ა.შ.
სიციალური პროგრესის ბუმს მიიღებენ
მათი მშპ-ს ხარჯზე.
ეს სასიამოვნო სიახლეა.
ასე დაძლია ბოლო 20-30 წლის მანძილზე
ბევრმა სიღარიბე, ეკონომიკური ზრდის
და ჭკვიანური პოლიტიკის ხარჯზე
შედარებით ღარიბ ქვეყნებში.
თუმცა, თუ მრუდს ზემოთ გავყვებით,
დავინახავთ, რომ ის სწორდება.
ყოველი დამატებითი მშპ დოლარი,
უფრო და უფრო ნაკლებ
სოციალურ პროგრესს გვაძლევს.
მრუდის ამ ნაწილზე მყოფი
მოსახლეობის ზრდასთან ერთად
მშპ განვითარების განსასაზღვრად
უფრო და უფრო ნაკლებად გამოსადეგია.
ბრაზილიის მაგალითი განვიხილოთ.
აი, ბრაზილია:
მისი სოციალური პროგორესი
100-დან დაახლოებით 70-ია;
მშპ ერთ სულ მოსახლეზე
14 000 დოლარია წელიწადში.
შეხედეთ, ბრაზილია მრუდის ზემოთაა.
ბრაზილია საკმაოდ წარმატებით აქცევს
მშპ-ს სოციალურ პროგრესად.
მაგრამ რა ელის ბრაზილიას შემდგომ?
დავუშვათ, რომ ბრაზილია
განახორციელებს ეკონომიკურ გეგმას,
რომელმაც შემდეგ ათწლეულში
მშპ უნდა გააორმაგოს.
თუმცა, ეს მხოლოდ გეგმის ნახევარია.
გეგმის ნახევარზე ნაკლებიც კი.
სოციალური პროგრესის
როგორი ცვლილება უნდა ბრაზილიას?
შესაძლებელია, რომ ბრაზილიამ
გაზარდოს ზრდის ტემპები,
გაზარდოს მშპ,
მაგრამ ამავე დროს გააჩეროს,
ან შეამციროს
სოციალური პროგრესი.
ბრაზლია რუსეთივით არ უნდა გახდეს
მისთვის სასურველია,
საკუთარი მშპ, უფრო ეფექტურ
სოციალურ პროგრესად აქციოს,
რომ ზელანდიას დაემსგავსოს.
ეს კი ნიშნავს,
რომ ბრაზილიამ
საკუთარ განვითარების გეგმაში,
სოციალური პროგრესი
პრიორეტეტად უნდა დასახოს
და გაიაზროს,
რომ თავისთავად ზრდაში არაა საქმე,
არამედ ზრდაში,
რომელსაც სოციალური პროგრესი მოაქვს.
სწორედ ესაა, რასაც სოციალური
პროგრესის ინდექსი აკეთებს.
ის სხვანაირად განმარტავს განვითარებას,
რომელიც არა მხოლოდ მშპ-ს ეხება,
არამედ ყოვლისმომცველ, მდგრად ზრდას,
რომელიც ადამიანების ცხოვრებას
რეალურად აუმჯობესებს.
ეს არა მხოლოდ ქვეყნებს ეხება.
წლის დასაწყისში,
ჩვენ მეგობრებთან ერთად,
ბრაზილიური არასამთავრობო "იმაზონიდან",
დავიწყეთ პირველი რეგიონალური
სოციალური პროგრესის ინდექსის გამოთვლა.
ჩვენ ეს ამაზონის რეგიონისთვის გავაკეთეთ.
ეს ევროპისხელა ფართია,
24 მილიონი მოსახლით.
ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ნაწილი.
აი, შედეგებიც.
ისინი დანაწევრებულია
თითქმის 800 სხვადასხვა მუნიციპალიტეტად.
ქვეყნის ამ ნაწილში
ცხოვრების ხარისხის შესახებ
ასეთი დეტალური ინფორმაციის პირობებში,
"იმაზონს" და სხვა პარტნიორებს მთავრობიდან,
ბიზნესს და სამოქალაქო საზოგადოებას
ერთად შეუძლიათ იმუშაონ
ისეთი განვითარების გეგმის შესაქმნელად,
რომელიც რეალურად გააუმჯობესებს
ადამიანების ცხოვრებას,
მსოფლიოს ფასდაუდებელი
ამაზონის წვიმის ტყეების
დაცვასთან ერთად.
და ეს მხოლოდ დასაწყისია.
თქვენ ნებისმიერი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის
რეგიონისთვის, ან მუნიციპალიტეტისთვის
შეგიძლიათ გამოთვალოთ
სოციალური პროგრესის ინდექსი.
ჩვენ ყველამ ვიცით და გვიყვარს TEDx;
ესაა სოციალური პროგრესი - x.
ამ საშუალების გამოყენება
ნებისმიერს შეუძლია.
მშპ ჩვენთვის ღმერთს არ უბოძებია,
როგორი დამოკიდებულებითაც
მასზე ზოგჯერ საუბრობენ
(სიცილი)
ეს მე-20 საუკუნეში შექმნილი
გაზომვის საშუალებაა.
რომელიც მე-20 საუკუნის
გამოწვევებს ეხმიანებოდა.
21-ე საუკუნეში
ახალი გამოწვევების წინაშე ვართ:
დაბერება, ზედმეტი წონა,
კლიმატის ცვლილება და ა.შ.
ამ გამოწვევებს რომ გავუმკლავდეთ,
გაზომვის ახალი საშუალებებია საჭირო.
პროგრესის შეფასების ახალი საშუალებები.
წარმოიდგინეთ არასამთავრობოების,
საქველმოქმედოების, მოხალისეების,
სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების
საზოგადოერივ განვითარებაში შეტანილი,
რეალური წვლილის გაზმოვა რომ შეგვეძლოს.
წარმოიდგინეთ, ბიზნესი არა მხოლოდ
ეკონომიკური მიღწევებით კონკურირებდეს,
არამედ სოციალური პროგრესის მიღწევებითაც.
წარმოდგინეთ, რომ შეგვეძლოს
პოლიტიკოსებს პასუხი
ადამიანების ცხოვრების
რეალური გაუმჯობესების მიხედვით მოვთხოვოთ.
წარმოიდგინეთ, ერთად მუშაობა რომ შეგვეძლოს,
მთავრობას, ბიზნესს, სამოქალაქო
საზოგადოებას, მე და თქვენ, იმისთვის,
რომ ეს საუკუნე,
სოციალური პროგრესის საუკუნედ ვაქციოთ.
მადლობა.
(აპლოდისმენტები)