შესვენებების დროს
შეიყუჟებოდნენ და საუბროდნენ.
რამდენიმე კვირის განმალობაში,
ოლივეტის სკოლის ფეხბურთის მოთამაშეები,
საიდუმლოდ გეგმავდნენ
მათ საუცხოო თამაშს.
არავის უთქვამს
რომ გიჟური იდეა იყო?
არა, ყველა მხარს უჭერდა.
მწვრთნელებმა არაფერი იცოდნენ,
ყველაფერი მათ ზურგს უკან ხდებოდა.
არასდროს მსმენია გუნდის მიზანი
გოლის არ გატანა ყოფილიყოს.
ესაა ვინმეს განსაკუთრებული
დღე მოუწყო
უბრალოდ გააბედნიერო.
თამაში, რომელიც ორი
რაუნდისგან შედგებოდა,
ამ თვის დასაწყისში ჩატარდა.
მათი გეგმის პირველი ნაწილი იყო,
საჯარიმოსთან ახლო მისულიყვნენ
გოლის გატანის გარეშე.
თუნდაც კართან წაქცევის ფასად.
რაც გააკეთეს კიდეც.
მაყურებელი უკმაყოფილო იყო.
ყველამ კარგად ვიცოდით
რას ვაკეთებდით,
დროა, კითის ჯერია...
კით ორრი პატარა ბიჭია
ყავისფერ ჟაკეტში.
ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა
და პირადი სივრცის დაცვა უჭირს,
მაგრამ ყველაზე თბილი მნიშვნელობით.
მისი განსაკუთრებული ხასიათის გამო
გასაკვირი არაა, რომ მის
თანაგუნდელებს გულში იკრავს.
თანაგუნდელების მიმღებლობა
კი ნამდვილად საოცარია.
ვიფიქრეთ მაგარი იქნებოდა
მისთვის რამე გაგვეკეთებინა.
გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ ის
ჩვენი გუნდის წევრია
და ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.
ვერაფერი შეედრება
პირველად გოლის გატანას
ამას კი მათი გეგმის
მეორე ნაწილთან მივყავართ.
თუ კითი არ დაგინახავთ, იმიტომაა
რომ მას გამალებით იცავდნენ.
მაგრამ ის შეტევის შუაგულში იყო.
როცა გოლი გაიტანე
როგორი შეგრძნება იყო?
უმაგრესი!
შევყურებდით და...
მოიცა, ახლა გოლი გაიტანა?
კამერა ამოიღე!
კითის მშობლებს - ქერის და ჯიმს
თითქმის გამოეპარათ ის მომენტი,
მაგრამ ბოლო მომენტში დაიჭირეს.
დღეიდან მას ყოველთვის ვიღაც დაიცავს,
სკოლის დამთავრებამდე.
მართალია! როდესაც ფეხბურთის გუნდი
ამბობს, რომ მაგარი ხარ
თითქმის ყველა ეთანხმება.
დღეს კითი ახალი მაგარი ბიჭია!
მაგრამ ის ერთადერთი არაა, ვინც
ამ გამოცდილებამ სრულიად შეცვალა.
შენთვის როგორი გამოცდილება იყო?
რომ დავინახე გარბოდა,
ყურთამდე გავიღიმე.
ვერაფერი მოგვაშორებდა
ამ ღიმილს სახიდან.
შენზე გავლენა ამას რატომ ჰქონდა?
იმიტომ რომ... ის არასდროს ყოფილა
მაგარი ან პოპულარული ბიჭი
და ფაქტიურად არაფრისგან
ყველასთვის ბედნიერი
დღის მომტანი გახდა.
ჯასტინი აღიარებს, რომ ეს თამაში
მისი იდეა არ იყო
აზრად არასდროს მომივიდოდა...
ამბობს, რომ არ უფიქრია კითისთვის
სახელის მოხვეჭაზე ეზრუნა.
მე შევიცვალე... საკუთარი თავზე
და მეგობრებზე ზრუნვის გარდა
ყველაზე ზრუნვა დავიწყე,
ვცდილობ მათი ცხოვრებაც გავალამაზო.
იქნებ სწორედ ამიტომაც გახადა იმ გოლმა
ეს თამაში ყველაზე წარმატებული...