ვნახოთ, თუ შევძლებთ, ჩავწეროთ წილადი 11/25 -- შეგვიძლია ვუწოდოთ "თერთმეტი ოცდამეხუთედი"-- ათწილადის სახით. და უნდა დავამრგვალოთ ის მეათასედამდე. სხვა მხრივ რომ შევხედოთ, 11 შეფარდებული 25-ზე ეს არის იგივე, რაც 11 გაყოფილი 25–ზე. ასე რომ, შეგვიძლია, ვთქვათ, 25 გავყოთ 11-ზე და რასაც მივიღებთ ის იქნება 11/25-ის გამოსახვა ათწილადის სახით. რადგანაც ჩვენ ერთეულების ადგილზე ნაკლები გვექნება გადავალთ მეათედებში, მეასედებში და მეათასედებში, დავამატოთ რამდენიმე ნული 11-თან, აი, აქ, ათწილადის წერტილის შემდეგ და ახლა, დავიწყოთ გაყოფა. 25 არ მოთავსდება ერთში. 25 არ მოთავსდება 11-ში. 25 მოთავსდება 110–ში. როცა 25 მოთავსდება 110–ში ოთხჯერ -- ოთხჯერ 25 არის 100 -- მასში მოთავსდება ოთხჯერ. დავსვათ ათწილადის წერტილი აქ და დავწერ 0,4. ოთხჯერ 25 არის 100 და ახლა გამოვკლოთ: 110-ს გამოკლებული 100 არის 10. შეგვიძლია, ჩამოვიტანოთ კიდევ ერთი ნული. 25 მოთავსდება ასში ზუსტად ოთხჯერ. ოთხჯერ 25 არის 100 და შემდეგ, აკლებთ და მიიღებთ ნულს. ფაქტობრივად, მისი დამრგვალებაც კი არ გვჭირდება. ეს წილადი არის ზუსტად 0,44.