1 00:00:01,837 --> 00:00:04,384 აგერ არის ფუნქცია, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ: random. 2 00:00:04,384 --> 00:00:07,587 ეს ფუნქცია იღებს ორ პარამეტრს: ქვედა ზღვარს და ზედა ზღვარს, 3 00:00:07,587 --> 00:00:10,587 და გიჩვენებთ შემთხვევით რიცხვს ამ ორ ზღვარს შორის. 4 00:00:10,587 --> 00:00:15,582 მაგალითად ეს ცვლადი რიცხვი იქნება სადღაც ნულსა და ერთს შორის. 5 00:00:15,582 --> 00:00:18,582 ჩვენ უნდა დავწეროთ ეს რიცხვი text ფუნქციის გამოყენებით. 6 00:00:18,582 --> 00:00:22,548 ეს ორი პარამეტრი არის text ფუნქციის x და y კოორდინატები, და ჩვენ ვიყენებთ 7 00:00:22,548 --> 00:00:26,048 textSize და fill ფუნქციას, რომ დავაყენოთ სასურველი ტექსტის ფერი და შევსება. 8 00:00:26,048 --> 00:00:30,395 თუ რამოდენიმეჯერ განვაახლებ, ნახავთ რომ შემთხვევითი რიცხვები გენერირდება. 9 00:00:30,395 --> 00:00:33,952 ასევე ნახავთ რომ ამ რიცხვებს სიზუსტე არის სამი ათობითი. 10 00:00:33,952 --> 00:00:38,685 კითხვა: იქნებ მინდა წარმოვქმნა ისეთი რიცხვი, რომელიც არის ნული ან ერთი? 11 00:00:38,685 --> 00:00:48,393 ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ფუნქცია round, რომელიც ამრგვალებს ნებისმიერ რიცხვს. 12 00:00:48,393 --> 00:00:52,158 მე უბრალოდ შევქმნი ახალ ცვლადს სახელად "integer" 13 00:00:52,158 --> 00:00:54,233 და მივამაგრებ რასაც round ფუნქცია გვაძლევს. 14 00:00:54,233 --> 00:00:58,713 ასევე შეგვიძლია დავწეროთ ეს "integer" ჩვენი text ფუნქციით. 15 00:00:58,713 --> 00:01:06,875 text "integer"... ჩავსვათ 160 და 350. კარგია. 16 00:01:06,875 --> 00:01:12,395 ეს გვიჩვენებს რომ 0.2314 მრგვალდება ნულამდე. 17 00:01:12,395 --> 00:01:18,307 თუ დავწერთ მაგალითად 4.6, ეს დამრგვალდება ხუთამდე. 18 00:01:18,307 --> 00:01:23,996 თუ მინდა რომ შემთხვევითობით წარმოვქმნა ნული ან ერთი, შემიძლია ავიღო 19 00:01:23,996 --> 00:01:30,866 ეს შემთხვევითი ციფრი რომელსაც ვქმნი ნულსა და ერთს შორის და ჩავსვა round ფუნქციაში. 20 00:01:30,866 --> 00:01:36,271 აი ასე: ავიღებ ამ number ფუნქციას და ჩავსვამ აი აქ. 21 00:01:36,271 --> 00:01:41,543 ეხლა ხედავთ რომ, როცა წარმოიქმნება 0.5-ზე ნაკლები რიცხვი, მრგვალდება ნულამდე, 22 00:01:41,543 --> 00:01:47,597 ხოლო როცა წარმოქნილი რიცხვი 0.5-ზე მეტია, მრგვალდება ერთამდე. 23 00:01:47,597 --> 00:01:52,248 შეიძლება უკვე ამჩვენთ coin-flip თამაშს, სადაც თუ თქვენ ამოგდით ნული, 24 00:01:52,248 --> 00:01:55,248 თქვენი მეგობარი გაძლევთ ერთ დოლარს. 25 00:01:55,248 --> 00:01:58,824 თუ თქვენ ამოგდით ერთი, თქვენი მეგობარი გაძლევთ 10 დოლარს. მაგარი თამაშია, არა? 26 00:01:58,824 --> 00:02:03,608 მოდით ვნახოთ ეს თამაში რეალური მონეტებით, 27 00:02:03,608 --> 00:02:06,608 რომელიც გამოიყურება როგორც საკმაოდ მოსაწყენი ellipse ფუნქციები. 28 00:02:06,608 --> 00:02:12,674 ეხლა დავწერ ellipse ფუნქციას ჩვენ დაფის შუაში და ეს იქნება ჩვენი მონეტა. 29 00:02:12,674 --> 00:02:17,654 უი ტექტს ფარავს, მოდით ამ რიცხვს ცოტა ზევით ავწევ. 30 00:02:17,654 --> 00:02:23,869 მე მაქვს ასეთი იდეა, რომ თუ ამოვიდა ნული, გაჩვენებთ მონეტის იასამნისფერ მხარეს, 31 00:02:23,869 --> 00:02:28,589 ანუ რომ გავხადოთ ეს იასამნისფერი ჩვენ გვჭირდება fill ფუნქცია. 32 00:02:28,589 --> 00:02:32,888 თუ ამოვიდა ერთი, მე გაჩვენებთ ყვითელ მონეტას. 33 00:02:32,888 --> 00:02:35,888 ანუ ეს იქნება იასამნისფერ-ყვითელ გვერდებიანი მონეტა. 34 00:02:35,888 --> 00:02:39,093 საბედნიეროდ, ჩვენ if ფუნქციის მეშვეობით ეს არის ძალიან მარტივი 35 00:02:39,093 --> 00:02:46,981 შეგვიძლია დავწეროთ რომ, თუ "integer" უდრის ნულს, ხომ გახსოვთ ჩვენ ვიყენებთ 36 00:02:46,981 --> 00:02:53,631 სამ ფუნქციას რომ შევამოწმოთ ტოლობა, ჩვენ შევავსებთ იასამნისფრად fill ფუნქციით. 37 00:02:53,631 --> 00:03:06,302 თუ "integer" უდრის ერთს, ჩვენ გვაქვს სხვა fill ფუნქცია და ეს იქნება ყვითელი. 38 00:03:06,302 --> 00:03:11,898 კარგია. და მუშაობს! მაგრამ მოდით დავფქირდეთ ერთი წამით. 39 00:03:11,898 --> 00:03:16,108 ცვლადი აქ ყოველთვის იქნება ნული ან ერთი, ხომ? ჩვენ გავაკეთეთ ასე. 40 00:03:16,108 --> 00:03:19,042 ეს ნიშნავს რომ ან ეს ტოლობა იქნება სწორი 41 00:03:19,042 --> 00:03:21,460 ან ეს ტოლობა იქნება სწორი 42 00:03:21,460 --> 00:03:22,554 ყოველთვის. 43 00:03:22,554 --> 00:03:24,650 ჩვენ ყველა შემთხვევა განვიხილეთ აქ, რაც იმას ნიშნავს რომ 44 00:03:24,650 --> 00:03:27,650 შეგვიძლია ვიფიქროთ ჩვენ გადაწყვეტილებაზე ცოტა სხვანაირად. 45 00:03:27,650 --> 00:03:35,928 თუ "integer" უდრის ნულს, ჩვენ ვავსებთ იასამნისფრით, სხვა შემთხვევაში ვავსებთ ყვითლით. 46 00:03:35,928 --> 00:03:40,789 ხედავთ რომ შეგვიძლია მეორე შემთხვევაზე არაფერი ვთქვათ როცა "integer" არის ერთი? 47 00:03:40,789 --> 00:03:43,755 ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია დავწეროთ, რომ თუ "integer" არის ნული, შეასრულე ეს ფუნქცია; 48 00:03:43,755 --> 00:03:45,895 წინააღმდეგ შემთხვევაში შეასრულე ეს ფუნქცია. 49 00:03:45,895 --> 00:03:48,263 პროგრამირებაში ჩვენ "წინააღმდეგ შემთხვევას" ვეძახით "else"-ს. 50 00:03:48,263 --> 00:03:53,521 უყურეთ: მე უბრალოდ შევცვლი ამ მეორე if შემთხვევას "else" სიტყვით. 51 00:03:53,521 --> 00:03:58,162 ეს ნიშნავს რომ, თუ ამ ფრჩხილებში რაც წერია არის მართალი, 52 00:03:58,162 --> 00:03:59,872 მაშინ გაუშვი კოდი ამ ფრჩხილებიდან. 53 00:03:59,872 --> 00:04:03,221 წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუშვი კოდი ამ ფრჩხილებიდან. 54 00:04:03,237 --> 00:04:06,970 ხანდახან ჩვენ ვწერთ "else" ფუნქციას იგივე ხაზზე სადაც ფრჩხილები იკეტება, 55 00:04:06,970 --> 00:04:10,490 რომ არ დაგვავიწყდეს ამ ორი კოდის ურთიერთკავშირი 56 00:04:10,490 --> 00:04:15,551 else ფუნქცია if ფუნქციის გარეშე ვერ გექნებათ. მიხვდით? 57 00:04:15,551 --> 00:04:19,231 ეს ასევე დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ, 58 00:04:19,231 --> 00:04:23,891 რომ ამ ორ ფუნქციას შორის "var y უდრის 0" მაგვარი ფუნქცია არ დაწეროთ, 59 00:04:23,891 --> 00:04:27,071 რადგან ეს ყველაფერს გააფუჭებს. 60 00:04:27,071 --> 00:04:29,900 ახლა ჩვენ უკვე ვიცით if-else ფუნქცია, რომელიც ძალიან კარგია, 61 00:04:29,900 --> 00:04:32,900 როცა ჩვენ უნდა ავირჩიოთ ორი შემთხვევიდან. 62 00:04:32,900 --> 00:04:34,738 მაგრამ თუ გვაქვს ორზე მეტი შემთხვევა? 63 00:04:34,738 --> 00:04:37,948 რა იქნებოდა თუ შევქმნიდი ცვლადს ნულსა და ორს შორის 64 00:04:37,948 --> 00:04:40,948 და მექნებოდა სამი შემთხვევა: 0,1 ან 2? 65 00:04:40,948 --> 00:04:44,948 გაგრძელება იხილეთ შემდეგ ვიდეოში