აგერ არის ფუნქცია,
რომელიც შეიძლება არ იცოდეთ: random.
ეს ფუნქცია იღებს ორ
პარამეტრს: ქვედა ზღვარს და ზედა ზღვარს,
და გიჩვენებთ შემთხვევით
რიცხვს ამ ორ ზღვარს შორის.
მაგალითად ეს ცვლადი რიცხვი იქნება
სადღაც ნულსა და ერთს შორის.
ჩვენ უნდა დავწეროთ ეს
რიცხვი text ფუნქციის გამოყენებით.
ეს ორი პარამეტრი არის text ფუნქციის
x და y კოორდინატები, და ჩვენ ვიყენებთ
textSize და fill ფუნქციას, რომ დავაყენოთ
სასურველი ტექსტის ფერი და შევსება.
თუ რამოდენიმეჯერ განვაახლებ, ნახავთ
რომ შემთხვევითი რიცხვები გენერირდება.
ასევე ნახავთ რომ ამ
რიცხვებს სიზუსტე არის სამი ათობითი.
კითხვა: იქნებ მინდა წარმოვქმნა ისეთი
რიცხვი, რომელიც არის ნული ან ერთი?
ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ფუნქცია round,
რომელიც ამრგვალებს ნებისმიერ რიცხვს.
მე უბრალოდ შევქმნი
ახალ ცვლადს სახელად "integer"
და მივამაგრებ რასაც
round ფუნქცია გვაძლევს.
ასევე შეგვიძლია
დავწეროთ ეს "integer" ჩვენი text ფუნქციით.
text "integer"...
ჩავსვათ 160 და 350. კარგია.
ეს გვიჩვენებს რომ
0.2314 მრგვალდება ნულამდე.
თუ დავწერთ მაგალითად
4.6, ეს დამრგვალდება ხუთამდე.
თუ მინდა რომ შემთხვევითობით
წარმოვქმნა ნული ან ერთი, შემიძლია ავიღო
ეს შემთხვევითი ციფრი რომელსაც ვქმნი ნულსა
და ერთს შორის და ჩავსვა round ფუნქციაში.
აი ასე: ავიღებ ამ number
ფუნქციას და ჩავსვამ აი აქ.
ეხლა ხედავთ რომ, როცა წარმოიქმნება
0.5-ზე ნაკლები რიცხვი, მრგვალდება ნულამდე,
ხოლო როცა წარმოქნილი რიცხვი
0.5-ზე მეტია, მრგვალდება ერთამდე.
შეიძლება უკვე ამჩვენთ coin-flip თამაშს,
სადაც თუ თქვენ ამოგდით ნული,
თქვენი მეგობარი გაძლევთ ერთ დოლარს.
თუ თქვენ ამოგდით ერთი, თქვენი მეგობარი
გაძლევთ 10 დოლარს. მაგარი თამაშია, არა?
მოდით ვნახოთ ეს თამაში რეალური მონეტებით,
რომელიც გამოიყურება როგორც
საკმაოდ მოსაწყენი ellipse ფუნქციები.
ეხლა დავწერ ellipse ფუნქციას ჩვენ
დაფის შუაში და ეს იქნება ჩვენი მონეტა.
უი ტექტს ფარავს, მოდით
ამ რიცხვს ცოტა ზევით ავწევ.
მე მაქვს ასეთი იდეა, რომ თუ ამოვიდა ნული,
გაჩვენებთ მონეტის იასამნისფერ მხარეს,
ანუ რომ გავხადოთ ეს
იასამნისფერი ჩვენ გვჭირდება fill ფუნქცია.
თუ ამოვიდა ერთი,
მე გაჩვენებთ ყვითელ მონეტას.
ანუ ეს იქნება
იასამნისფერ-ყვითელ გვერდებიანი მონეტა.
საბედნიეროდ, ჩვენ if ფუნქციის
მეშვეობით ეს არის ძალიან მარტივი
შეგვიძლია დავწეროთ რომ, თუ "integer"
უდრის ნულს, ხომ გახსოვთ ჩვენ ვიყენებთ
სამ ფუნქციას რომ შევამოწმოთ ტოლობა,
ჩვენ შევავსებთ იასამნისფრად fill ფუნქციით.
თუ "integer" უდრის ერთს, ჩვენ გვაქვს
სხვა fill ფუნქცია და ეს იქნება ყვითელი.
კარგია. და მუშაობს! მაგრამ
მოდით დავფქირდეთ ერთი წამით.
ცვლადი აქ ყოველთვის იქნება
ნული ან ერთი, ხომ? ჩვენ გავაკეთეთ ასე.
ეს ნიშნავს რომ ან ეს ტოლობა იქნება სწორი
ან ეს ტოლობა იქნება სწორი
ყოველთვის.
ჩვენ ყველა შემთხვევა
განვიხილეთ აქ, რაც იმას ნიშნავს რომ
შეგვიძლია ვიფიქროთ ჩვენ
გადაწყვეტილებაზე ცოტა სხვანაირად.
თუ "integer" უდრის ნულს, ჩვენ ვავსებთ
იასამნისფრით, სხვა შემთხვევაში ვავსებთ ყვითლით.
ხედავთ რომ შეგვიძლია მეორე შემთხვევაზე
არაფერი ვთქვათ როცა "integer" არის ერთი?
ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია დავწეროთ, რომ თუ
"integer" არის ნული, შეასრულე ეს ფუნქცია;
წინააღმდეგ შემთხვევაში
შეასრულე ეს ფუნქცია.
პროგრამირებაში ჩვენ
"წინააღმდეგ შემთხვევას" ვეძახით "else"-ს.
უყურეთ: მე უბრალოდ შევცვლი
ამ მეორე if შემთხვევას "else" სიტყვით.
ეს ნიშნავს რომ, თუ ამ
ფრჩხილებში რაც წერია არის მართალი,
მაშინ გაუშვი კოდი ამ ფრჩხილებიდან.
წინააღმდეგ შემთხვევაში,
გაუშვი კოდი ამ ფრჩხილებიდან.
ხანდახან ჩვენ ვწერთ "else" ფუნქციას
იგივე ხაზზე სადაც ფრჩხილები იკეტება,
რომ არ დაგვავიწყდეს ამ
ორი კოდის ურთიერთკავშირი
else ფუნქცია if ფუნქციის
გარეშე ვერ გექნებათ. მიხვდით?
ეს ასევე დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ,
რომ ამ ორ ფუნქციას შორის "var y უდრის 0"
მაგვარი ფუნქცია არ დაწეროთ,
რადგან ეს ყველაფერს გააფუჭებს.
ახლა ჩვენ უკვე ვიცით if-else
ფუნქცია, რომელიც ძალიან კარგია,
როცა ჩვენ უნდა ავირჩიოთ ორი შემთხვევიდან.
მაგრამ თუ გვაქვს ორზე მეტი შემთხვევა?
რა იქნებოდა თუ შევქმნიდი
ცვლადს ნულსა და ორს შორის
და მექნებოდა სამი შემთხვევა: 0,1 ან 2?
გაგრძელება იხილეთ შემდეგ ვიდეოში