0:00:01.235,0:00:04.714 ყველაფერი რასაც ვაკეთებ, ყველაფერს, [br]რასაც პროფესიონალურად ვაკეთებ... 0:00:04.714,0:00:08.699 ჩემი ცხოვრება...ჩამოყალიბდა... 0:00:08.699,0:00:14.523 აფრიკაში ახალგაზრდა კაცის 7[br]წლიანი მუშაობის შედეგად. 0:00:14.523,0:00:18.044 1971-1977 წლებში 0:00:18.044,0:00:21.924 ახალგაზრდულად გამოვიყურები,[br]მაგრამ არ ვარ, (სიცილი) 0:00:21.924,0:00:26.857 ვმუშაობდი ზამბიაში, კენიაში, [br]კოტ-დ’ივუარზე, ალჟირში, სომალში, 0:00:26.857,0:00:31.074 აფრიკის ქვეყნებთან ტექნიკური[br]თანამშრომლობის პროექტში. 0:00:31.074,0:00:34.192 ვმუშაობდი იტალიურ[br]არასამთავრობო ორგანიზაიებთან. 0:00:34.192,0:00:40.342 და აფრიკაში წამოწყებული ვერცერთი[br]პროექტი 0:00:40.342,0:00:43.786 ვერ განხორციელდა. 0:00:43.786,0:00:47.930 გაღიზიანებული ვიყავი. 0:00:47.930,0:00:52.178 21 წლის ასაკში ვფიქრობდი, რომ ჩვენ,[br]იტალიელები კარგი ხალხი ვიყავით 0:00:52.178,0:00:55.560 და აფრიკაში კეთილ საქმეს ვაკეთებდით. 0:00:55.560,0:01:02.573 ამის ნაცვლად, რასაც შევეხეთ[br]ყველაფერი გავანადგურეთ. 0:01:02.573,0:01:07.676 ჩვენმა პირველმა პროექტმა შთამაგონა[br]ჩემი პირველი წიგნი 0:01:07.676,0:01:10.564 "პულსაცია ზამბეიდან" 0:01:10.564,0:01:13.129 პროექტი, სადაც იტალიელებმა გადავწყვიტეთ 0:01:13.129,0:01:19.050 ზამბიის ხალხისთვის საკვების [br]მოყვანა გვესწავლებინა. 0:01:19.050,0:01:23.399 მოკლედ, იტალიური თესლი[br]ჩავიტანეთ სამხრეთ ზამბიაში, 0:01:23.399,0:01:26.879 ამ აბსოლიტურად საოცარ ხეობაში, 0:01:26.879,0:01:30.132 რომელიც მდინარე ზამბეზის მიუყვება 0:01:30.132,0:01:33.760 და ადგილობრივებს ვასწავლიდით, როგორ[br]მოეყვანათ იტალიური პომიდორი 0:01:33.760,0:01:36.141 და ყაბაყი... 0:01:36.141,0:01:39.186 რა თქმა უნდა, ადგილობრივებს ეს[br]საქმე საერთოდ არ აინტერესებედათ, 0:01:39.186,0:01:41.661 ამიტომ ფულს ვუხდიდით, რომ[br]მოსულიყვნენ და ემუშავათ, 0:01:41.661,0:01:45.796 ამიტომ ზოგჯერ გამოჩნდებოდნენ ხოლმე.[br](სიცილი) 0:01:45.796,0:01:48.523 გაოცებული ვიყავით, რომ[br]ადგილობრივი მოსახლეობა, 0:01:48.523,0:01:51.610 ასეთ ნაყოფიერ მიწაზე, სოფლის[br]მეორნეობას არ მისდევდა. 0:01:51.610,0:01:54.818 მაგრამ იმის ნაცვლად რომ გვეკითხა,[br]რატომ არაფერი მოყავდათ, 0:01:54.818,0:01:58.840 უბრალოდ ვამბობდით:[br]„მადლობა ღმერთს, აქ ვართ." (სიცილი) 0:01:58.840,0:02:03.508 მოვუსწარით და ზამბიელებს შიმშილით [br]სიკვდილისგან გადავარჩენთო.“ 0:02:03.508,0:02:06.968 რა თქმა უნდა, აფრიკაში ყველაფერი[br]მშვენივრად გაიზარდა. 0:02:06.968,0:02:09.626 მოვიყვანეთ საოცარი პომიდვრები.[br]იტალიაში პომიდორი 0:02:09.626,0:02:13.235 აი ასეთი ზომის იზრდება, [br]ზამბიაში კი - ამ ზომის. 0:02:13.235,0:02:16.056 თვალებს არ ვუჯერებდით და[br]ზამბიელებს ვეუბნებოდით: 0:02:16.056,0:02:18.528 „ ნახეთ, სოფლის მეურნეობა[br]რა ადვილი რამეა.“ 0:02:18.528,0:02:21.539 როცა პომიდორი დამწიფდა [br]და წითლად ხასხასებდა, 0:02:21.539,0:02:24.967 ერთ ღამეს მდინარიდან [br]200-მდე ბეჰემოთი გამოვიდა 0:02:24.967,0:02:28.970 და ყველაფერი გადაჭამა. [br](სიცილი) 0:02:28.970,0:02:33.554 ზამბიელებს ვუთხარით:[br]„ღმერთო, ბეჰემოტები. " 0:02:33.554,0:02:39.235 მათ კი გვიპასუხეს: „დიახ, სოფლის [br]მეურნეობა ზუსტად ამიტომ არ გვაქვს“(სიცილი) 0:02:39.235,0:02:45.487 „ რატომ არ გვითხარით?"[br]“არასდროს გიკითხავთ“. 0:02:45.487,0:02:50.575 მეგონა აფრიკაში მარტო ჩვენ,[br]იტალიელებმა დავუშით ასეთი შეცდომა, 0:02:50.575,0:02:53.319 მაგრამ მერე ვნახე ამერიკელები, 0:02:53.319,0:02:56.055 ინგლისელები, ფრანგები რას აკეთებდნენ. 0:02:56.055,0:02:58.648 ამის შემდეგ 0:02:58.648,0:03:02.007 ზამბიაში ჩვენი პროექტით ამაყი ვიყავი. 0:03:02.007,0:03:06.996 რადგან, ჩვენ ბეჰემოთები მაინც გამოვკვებეთ. 0:03:06.996,0:03:11.243 უნდა გენახათ ის ნარჩენები... [br](ტაში) 0:03:11.243,0:03:13.737 უნდა გენახათ ის ნარჩენები,[br]რომელსაც ვაძლევდით 0:03:13.737,0:03:15.537 მიამიტ აფრიკელებს. 0:03:15.537,0:03:17.113 წიგნის წაკითხვა თუ გინდათ, 0:03:17.113,0:03:22.044 ზამბიელი ქალი ეკონომისტის, დამბისა მოიოს 0:03:22.044,0:03:25.051 „მკვდარი დახმარება“ წაიკითხეთ. 0:03:25.051,0:03:27.421 წიგნი 2009 წელს დაიბეჭდა. 0:03:27.421,0:03:31.995 ბოლო 50 წლის განმავლობაში,[br]დასავლეთის დონორმა 0:03:31.995,0:03:36.988 ქვეყნებმა, აფრიკის კონტინენტს 2 ტრილიონი [br]ამერიკული დოლარი მივეცით. 0:03:36.988,0:03:40.813 აღარაფერს გეტყვით ზიანზე,[br]რომელიც ამ ფულმა მოიტანა. 0:03:40.813,0:03:43.001 უბრალოდ აიღეთ და მისი წიგნი წაიკითხეთ. 0:03:43.001,0:03:51.364 წაიკითხეთ აფრიკელი ქალისგან, [br]ის ზიანი, რომელიც ჩვენ მივაყენეთ. 0:03:51.364,0:03:57.331 ჩვენ დასავლელი ხალხი იმპერიალისტები [br]ვართ, კოლონიალისტი მისიონერები 0:03:57.331,0:04:00.645 და ჩვენთვის ადამიანებთან ურთიერთობის [br]მხოლოდ ორი გზა არსებობს: 0:04:00.645,0:04:05.034 ან მფარველობას ვუწევთ,[br]ან პატერნალისტები ვართ. 0:04:05.034,0:04:08.138 ორივე სიტყვა მოდის [br]ლათინური ფუძიდან „პატერ“, 0:04:08.138,0:04:10.368 რაც მამას ნიშნავს. 0:04:10.368,0:04:14.221 მაგრამ ორი განსხვავებული რამაა. 0:04:14.221,0:04:17.582 პატერნალიზმია, როცა სხვა[br]კულტურის წარმომადგენელს 0:04:17.582,0:04:23.385 ისე ვექცევი თითქოს ჩემი შვილები[br]იყვნენ. „ძალიან მიყვარხართ.“ 0:04:23.385,0:04:27.892 მფარველობაა, როცა სხვა კულტურის[br]წარმომადგენლებს ისე ვექცევით 0:04:27.892,0:04:30.290 თითქოს ჩვენი მსახურები არიან. 0:04:30.290,0:04:36.361 ზუსტად ამიტომ, აფრიკაში[br]თეთრკანიანებს „ბვანას“ ბოსებს ეძახიან. 0:04:36.361,0:04:39.944 სახეში სილა გამაწნეს როცა შუმახერის 0:04:39.944,0:04:44.911 „პატარა მშვენიერია“ [br]წავიკითხე, რომელიც ამბობს 0:04:44.911,0:04:47.869 რომ ეკონომიკურ განვითარებაში,[br]უპირველეს ყოვლისა, 0:04:47.869,0:04:52.424 თუ ხალხს არ უნდა, რომ[br]ეხმარებოდნენ, თავი დაანებეთ. 0:04:52.424,0:04:55.251 ეს უნდა იყოს დახმარების პირველი პრინციპი. 0:04:55.251,0:04:58.937 დახმარების პირველი პრინციპი პატივისცემაა. 0:04:58.937,0:05:01.555 დღეს დილით, ჯენტლმენმა,[br]რომელმაც ეს კონფერენცია გახსნა, 0:05:01.555,0:05:05.266 იატაკზე ჯოხი დადო და თქვა: 0:05:05.266,0:05:09.524 "შეგვიძლია - წარმოიდგინოთ ისეთი ქალაქი, 0:05:09.524,0:05:13.446 რომელიც არ არის ნეოკოლონიური?" 0:05:13.446,0:05:17.599 როცა 27 წლის ვიყავი, გადავწყვიტე 0:05:17.599,0:05:21.806 მხოლოდ ადამიანების [br]მოთხოვნების შესაბამისად მემოქმედა 0:05:21.806,0:05:26.230 და შევქმენი სისტემა სახელად[br]„Enterprise Facilitation,“ 0:05:26.230,0:05:29.605 სადაც არასდროს არანაირი[br]ინიციატივას არ აყენებ, 0:05:29.605,0:05:33.827 მოტივაციას არასდროს არავის აძლევ, 0:05:33.827,0:05:37.400 მაგრამ თვითონ ხდები იქაური ვნების[br]მსახური, ადგილობრივი ადამიანების მსახური, 0:05:37.400,0:05:41.786 რომლებიც ოცნებობენ რომ უკეთსები გახდნენ. 0:05:41.786,0:05:46.195 და რას აკეთებ - ჩუმდები. 0:05:46.195,0:05:49.907 არასდროს მიდიხარ საზოგადოებაში[br]ახალი იდეებით, 0:05:49.907,0:05:54.346 უბრალოდ მათ შორის ზიხარ. 0:05:54.346,0:05:56.538 ჩვენ არ ვმუშაობთ ოფისებიდან. 0:05:56.538,0:06:00.504 შეხვედრები გვაქვს კაფეებში, პაბებში. 0:06:00.504,0:06:03.819 გვაქვს ნულოვანი ინფრასტრუქტურა. 0:06:03.819,0:06:07.146 და რას ვაკეთებთ, ჩვენ ვხდებით მეგობრები. 0:06:07.146,0:06:11.906 და ვიგებთ ამ ადამიანს რა სურს. 0:06:11.906,0:06:13.764 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სურვილია. 0:06:13.764,0:06:15.874 შეგიძლია ვინმეს იდეები მიაწოდო. 0:06:15.874,0:06:17.826 მაგრამ თუ ადამიანს ამის გაკეთება[br]არ უნდა, 0:06:17.826,0:06:21.307 რა უნდა ქნა? 0:06:21.307,0:06:25.853 სურვილი, რომელიც ადამიანს[br]საკუთარი ზრდისთვის აქვს, 0:06:25.853,0:06:27.579 ყველაზე მნიშვნელოვანია. 0:06:27.579,0:06:32.136 სურვილი, რომელიც ადამიანს აქვს[br]საკუთარი პიროვნული ზრდისთვის, 0:06:32.136,0:06:33.801 ყველაზე მნიშვნელოვანია. 0:06:33.801,0:06:36.888 მხოლოდ ამის შემდეგ [br]ვეხმარებით ცოდნის მოძიებაში, 0:06:36.888,0:06:42.357 რადგან წარმატებას მსოფლიოში[br]მარტო ვერავინ მიაღწევს. 0:06:42.357,0:06:45.076 იდეის მქონე ადამიანს შეიძლება[br]არ ქონდეს განათლება, 0:06:45.076,0:06:47.214 მაგრამ განათლება ხელმისაწვდომია. 0:06:47.214,0:06:51.073 ასე რომ, წლების წინ მომივიდა იდეა: 0:06:51.073,0:06:55.239 ერთხელ მაინც, იმის ნაცვლად რომ[br]მივიდეთ საზოგადოებაში 0:06:55.239,0:06:59.942 და ვუთხრათ რა აკეთონ, რატომ არ[br]შეიძლება მივიდეთ 0:06:59.942,0:07:04.767 და უბრალოდ მოვუსმინოთ?[br]მაგრამ არა საჯარო შეხვედრებზე. 0:07:04.767,0:07:09.681 მინდა ერთი საიდუმლო გაგანდოთ. 0:07:09.681,0:07:14.026 არსებობს საჯარო შეხვედრების პრობლემა. 0:07:14.026,0:07:17.732 პრობლემა. მეწარმე არასდროს მოვა, 0:07:17.732,0:07:20.904 და არასადროს გეტყვის საჯარო შეკრებაზე, 0:07:20.904,0:07:24.520 თავისი ფულით რის გაკეთებას[br]აპირებს 0:07:24.520,0:07:28.349 ან რა შესაძლებლობები აქვს. 0:07:28.349,0:07:33.273 ასე რომ, დაგეგმარებას [br]თავისი ბრმა წერტილი აქვს. 0:07:33.273,0:07:37.564 თქვენს საზოგადოებაში ყველაზე[br]ჭკვიან ადამიანებს არც კი იცნობთ, 0:07:37.564,0:07:45.404 რადგან ასეთ შეკრებებზე არასდროს დადიან. 0:07:45.404,0:07:49.224 რას ვაკეთებთ, ვმუშაობთ ერთი-ერთზე 0:07:49.224,0:07:51.077 და ერთი-ერთზე მუშაობისას [br]გიწევს შექმნა 0:07:51.077,0:07:53.752 სოციალური ინფრასტრუქტურა,[br]რომელიც არ არსებობს. 0:07:53.752,0:07:56.324 იძულებული ხარ შექმნა ახალი პროფესია. 0:07:56.324,0:08:01.828 ეს პროფესიაა - წარმოების ოჯახის ექიმი, 0:08:01.828,0:08:05.399 ბიზნესის ოჯახის ექიმი, რომელიც[br]შენთან ერთად ზის 0:08:05.399,0:08:08.524 შენს სახლში, შენი სამზარეულოს[br]მაგიდასთან, კაფეში, 0:08:08.524,0:08:12.562 და გეხმარება რომ შენი სურვილები 0:08:12.562,0:08:14.955 თავის რჩენის საშუალებად აქციო. 0:08:14.955,0:08:20.276 ეს ცდა წამოვიწყე ესპერანსეში,[br]დასავლეთ ავსტრალიაში. 0:08:20.276,0:08:22.528 მაშინ მეცნიერებათა დოქტორი ვიყავი, 0:08:22.528,0:08:26.851 რომელიც ცდილობდა იმ მფარველობით სიგიჟეს[br]გაქცეოდა რითაც ჩვენ ჩავედით 0:08:26.851,0:08:30.663 და გეუბნებიან, თუ რა უნდა აკეთოთ. 0:08:30.663,0:08:35.243 ასე რომ, მე რასაც ვაკეთებდი ესპერანსეში [br]პირველი წლის განმავლობაში 0:08:35.243,0:08:39.669 უბრალოდ დავდიოდი ქუჩებში [br]და უკვე სამ დღეში, 0:08:39.669,0:08:42.763 ჩემი პირველი კლიენტიც მყავდა.[br]დავეხმარე ამ პირველ კლიენტს, რომელიც 0:08:42.763,0:08:47.308 ავტოფარეხში შებოლილ თევზს ამზადებდა, [br]მაორის ტომის წარმომადგენელი იყო, 0:08:47.308,0:08:50.613 და დავეხმარე რომ პერთში[br]რესტორნისთვის მიეყიდა. 0:08:50.613,0:08:53.743 ამის მერე მეთევზეებმა მომაკითხეს [br]და მითხრეს: 0:08:53.743,0:08:56.729 “მაორელ ბიჭს შენ დაეხმარე?[br]შეგიძლია ჩვენც დაგვეხმარო?“ 0:08:56.729,0:08:59.893 ასე დავეხმარე ამ ხუთ მეთევზეს,[br]რომ ერთად ემუშავათ 0:08:59.893,0:09:04.029 და თინუსი ოლბანის კონსერვების[br]ქარხნისთვის კი არ მიეყიდათ 0:09:04.029,0:09:07.862 არამედ ვიპოვეთ გზა თევზი სუშისთვის [br]მიეყიდათ იაპონელებისთვის 0:09:07.862,0:09:12.653 კილო 15 დოლარად. 0:09:12.653,0:09:14.905 ახლა უკვე ფერმერები მოვიდნენ[br]ჩემთან და მითხრეს: 0:09:14.905,0:09:17.254 „იმათ, რომ დაეხმარე, [br]შეგიძლია ჩვენც დაგვეხმარო?“ 0:09:17.254,0:09:19.950 ერთ წელში 27 აქტიური პროექტი მქონდა 0:09:19.950,0:09:22.992 და ჩემთან უკვე ხელისუფლების [br]წარმომადგენლები მოვიდნენ და მკითხეს 0:09:22.992,0:09:24.849 „ამას როგორ აკეთებ? ამას როგორ აკეთებ?“ 0:09:24.849,0:09:27.985 მაშინ ვუპასუხე, „იმას ვაკეთებ, რაც[br]ძალიან, ძალიან, ძალიან ძნელია. 0:09:27.985,0:09:33.468 ვჩუმდები და მათ ვუსმენ.“ [br](სიცილი) 0:09:33.468,0:09:41.690 მოკლედ, [br](ტაში) 0:09:41.690,0:09:46.295 მოკლედ ხელისუფლების წარმომადგენელი [br]ამბობს - „მოდი კიდევ გააკეთე.“ (სიცილი) 0:09:46.295,0:09:49.453 ანალოგიურად მოვიქეცით 300[br]სათემოში მთელს მსოფლიოში. 0:09:49.453,0:09:52.988 დავეხმარეთ 40 ათასი ბიზნესის წამოწყებას. 0:09:52.988,0:09:54.660 არსებობს მეწარმეების ახალი თაობა, 0:09:54.660,0:09:57.189 რომელიც მარტოობით კვდებიან. 0:09:57.189,0:10:03.348 პიტერ დრუკერი, ერთ-ერთი უდიდესი [br]მრჩეველი მენეჯმენტის სფეროში, 0:10:03.348,0:10:07.190 რამდენიმე წლის წინ,[br]96 წლის ასაკში გარდაიცვალა. 0:10:07.190,0:10:09.680 პიტერ დრუკერი ბიზნესში გადასვლამდე 0:10:09.680,0:10:11.644 იყო ფილოსოფიის პროფესორი 0:10:11.644,0:10:14.521 და აი რას ამბობდა: 0:10:14.521,0:10:20.185 “დაგეგმვა, ფაქტობრივად, 0:10:20.185,0:10:24.434 არ შეესაბამება სამეწარმეო[br]საზოგადოებას და ეკონომიკას.“ 0:10:24.434,0:10:30.677 დაგეგმვა მეწარმეობის სიკვდილის კოცნაა. 0:10:30.677,0:10:33.372 ასე, რომ ახლა კრაისტჩერჩს ანახლებთ 0:10:33.372,0:10:36.853 ისე რომ არ იცით კრაისტჩერჩის[br]ყველაზე ჭკვიან ადამიანებს 0:10:36.853,0:10:41.511 თავისი ფულით და ენერგიით [br]რისი გაკეთება უნდათ. 0:10:41.511,0:10:44.709 უნდა ვისწავლოთ როგორ [br]შევუქმნათ ამ ხალხს პირობები 0:10:44.709,0:10:47.706 რომ მოვიდნენ და დაგელაპარაკონ. 0:10:47.706,0:10:52.534 უნდა შესთავაზოთ კონფიდენციალობა,[br]დაცულობა, 0:10:52.534,0:10:56.318 ფანტასტიურად უნდა შეგეძლოთ მათი დახმარება 0:10:56.318,0:11:00.312 და აუცილებლად მოვლენ, [br]მოვლენ უწყვეტ ნაკადად. 0:11:00.312,0:11:03.207 10 ათას კაციან საზოგადოებაში [br]200 კლიენტი გვყავს. 0:11:03.207,0:11:05.779 წარმოგიდგენიათ 400 ათასიანი[br]საზოგადოების 0:11:05.779,0:11:08.021 ინტელექტი და სურვილები? 0:11:08.021,0:11:11.552 დღეს დილით რომელ პრეზენტაციას ჰქონდა[br]უფრო მეტი აპლოდისმენტები? 0:11:11.552,0:11:17.512 ადგილობრივ, საქმით გატაცებულ[br]ადამიანებს, აი ვის. 0:11:17.512,0:11:22.783 იმის თქმა მინდა, რომ 0:11:22.783,0:11:25.250 მეწარმეობა არსებობს [br]იქ , სადაც არსებობს. 0:11:25.250,0:11:28.396 პირველი ინდუსტრიული რევოლუციის [br]დასასრულს ვუახლოვდებით 0:11:28.396,0:11:31.709 არაგანახლებადი წიაღისეული[br]საწვავი, წარმოება, 0:11:31.709,0:11:36.166 და უეცრად, გვაქვს სისტემები,[br]რომლებიც მდგრადი არ არის. 0:11:36.166,0:11:38.813 მდგრადი არ არის შიდა წვის ძრავი. 0:11:38.813,0:11:42.134 მდგრადი არ არის ნივთების[br]შენარჩუნების ფრეონული გზა. 0:11:42.134,0:11:45.222 უნდა გადავხედოთ იმასაც როგორ ვიკვებებით, 0:11:45.222,0:11:51.240 ვმკურნალობთ, განათლებას ვიღებთ, 0:11:51.240,0:11:54.791 7 მილიარდ ადამიანს [br]კომუნიკაცია გვაქვს ურყევი გზით. 0:11:54.791,0:11:58.685 ტექნოლოგიები ამისთვის არ არსებობენ. 0:11:58.685,0:12:02.053 ვინ გამოიგონებს ტექნოლოგიას 0:12:02.053,0:12:08.551 მწვანე რევოლუციისთვის?[br]უნივერსიტეტები? დაივიწყეთ! 0:12:08.551,0:12:11.444 სახელმწიფო? ესეც დაივიწყეთ! 0:12:11.444,0:12:16.488 ესენი იქნებიან მეწარმეები და[br]ამას უკვე აკეთებენ. 0:12:16.488,0:12:19.593 გამახსენდა ერთი კარგი ისტორია,[br]რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ერთ 0:12:19.593,0:12:21.266 ფუტურისტულ ჟურნალში წავიკითხე. 0:12:21.266,0:12:23.486 1860 წელს, ექსპერტთა ჯგუფი 0:12:23.486,0:12:28.114 ნიუ იორკის მომავალზე[br]სალაპარაკოდ მიიწვიეს. 0:12:28.114,0:12:30.604 და 1860 წელს, ეს ჯგუფი შეიკრიბა, [br]და ყველა ფიქრობდა 0:12:30.604,0:12:33.551 იმაზე თუ რა მოუვიდოდა ნიუ იორკს 0:12:33.551,0:12:35.405 100 წლის შემდეგ 0:12:35.405,0:12:36.881 და დასკვნა ერთხმად მიიღეს: 0:12:36.881,0:12:40.542 ქალაქი ნიუ იორკი [br]ასი წლის შემდეგ აღარ იარსებებდა. 0:12:40.542,0:12:43.083 რატომ? იმიტომ, რომ [br]გადახედეს დიაგრამას და თქვეს, 0:12:43.083,0:12:46.049 თუ ქალაქის მოსახლეობა [br]ამ ტემპით გაიზრდებოდა, 0:12:46.049,0:12:50.185 ნიუ-იორკის მოსახლეობის[br]გადასაადგილებლად საჭირო 0:12:50.185,0:12:53.050 იქნებოდა 6 მილიონი ცხენი და 0:12:53.050,0:12:56.405 6 მილიონი ცხენის გამოყოფილ[br]ნაკელთან გამკლავება 0:12:56.405,0:12:58.784 შეუძლებელი გახდებოდა. 0:12:58.784,0:13:04.414 ისედაც უკვე ნაკელში იხრჩობოდნენ. [br](სიცილი) 0:13:04.414,0:13:09.463 მოკლედ, 1860 წელს, დაინახეს ეს[br]დამაბინძურებელი ტექნოლოგია, 0:13:09.463,0:13:14.281 რომელიც ნიუ-იორკში[br]სიცოცხლეს გაანაგდურებდა. 0:13:14.281,0:13:19.410 და რა ხდება? 40 წლის შემდეგ, 1900 წელს, 0:13:19.410,0:13:24.013 ა.შ.შ.-ში არსებობდა 1001 ავტომობილების 0:13:24.013,0:13:30.393 მწაროებელი კომპანია [br]1001. 0:13:30.393,0:13:33.999 განსხვავებული ტექნოლიგიების[br]აღმოჩენის იდეამ 0:13:33.999,0:13:36.361 ყველა მოიცვა და აქ იყო 0:13:36.361,0:13:41.277 უამრავი ძალიან, ძალიან პატარა ქარხანა. 0:13:41.277,0:13:46.909 დირბორნი, მიჩიგანი, ჰენრი ფორდი. 0:13:46.909,0:13:51.280 თუმცა, არსებობს მეწარმეებთან[br]მუშაობის საიდუმლო. 0:13:51.280,0:13:54.674 პირველ რიგში, უნდა შესთავაზოთ[br]კონფიდენციალურობა. 0:13:54.674,0:13:57.342 წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოვლენ[br]და არ დაგელაპარაკებიან. 0:13:57.342,0:14:01.322 შემდეგ უნდა შესთავაზოთ აბსოლუტური, 0:14:01.322,0:14:04.774 დაუღალავი და ენერგიული მუშაობა. 0:14:04.774,0:14:08.421 შემდეგ კი უნდა უთხრათ[br]სიმართლე მეწარმეობაზე. 0:14:08.421,0:14:11.192 უმცირეს კომპანიებს, უდიდეს კომპანიებს 0:14:11.192,0:14:14.582 უნდა შეეძლოთ სამი რამის კარგად კეთება: 0:14:14.582,0:14:18.833 პროდუქტი, რომლის გაყიდვაც[br]გინდათ უნდა იყოს ფანტასტიკური, 0:14:18.833,0:14:22.657 უნდა გქონდეთ ფანტასტიკური მარკეტინგი, 0:14:22.657,0:14:26.026 და მოგიწევთ გქონდეთ [br]უზარმაზარი ფინანსუნი მენეჯმენტი. 0:14:26.026,0:14:28.614 გამოიცანით რატომ? 0:14:28.614,0:14:31.028 მთელს მსოფლიოში ერთი [br]ადამიანიც კი არ შეგვხვედრია 0:14:31.028,0:14:36.675 ისეთი ვისაც ერთდროულად შეუძლია შექმნა, [br]გაყიდვა და ფულის განკარგვა. 0:14:36.675,0:14:39.506 არ არსებობს. 0:14:39.506,0:14:42.256 ასეთი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა. 0:14:42.256,0:14:44.748 ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და გადავხედეთ 0:14:44.748,0:14:48.699 მსოფლიოს ასამდე კომპანიას - 0:14:48.699,0:14:53.280 კარნეგის, უესტინგჰაუზს, ედისონს, ფორდს, 0:14:53.280,0:14:55.883 ყველა ახალ კომპანიას , გუგლს, იაჰუს. 0:14:55.883,0:14:58.559 მსოფლიოს ყველა წარმატებულ კომპანიას 0:14:58.559,0:15:02.047 მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო, 0:15:02.047,0:15:06.582 ერთ ადამიანს არცერთი არ დაუწყია. 0:15:06.582,0:15:11.084 ახლა მეწარმეობას ვასწავლით [br]16 წლის ახალგაზრდებს 0:15:11.084,0:15:14.625 ნორტამბერლენდში და ლექციებს ვიწყებთ 0:15:14.625,0:15:19.049 რიჩარდ ბრენსონის ავტობიოგრაფიის[br]პირველი ორი გვვერდის მიცემით, 0:15:19.049,0:15:22.886 და 16 წლის ახალგაზრდის დავალებაა 0:15:22.886,0:15:26.514 რიჩარდ ბრენსონის ავტოგრაფიის[br]პირველ ორ გვერდზე ხაზი გაუსვას 0:15:26.514,0:15:29.669 თუ რამდენჯერ იყენებს რიჩარდი სიტყვას „მე“ 0:15:29.669,0:15:32.378 და რამდენჯერ სიტყვას „ჩვენ.“ 0:15:32.378,0:15:37.118 სიტყვას „მე“-არცერთჯერ, [br]და სიტყვას „ჩვენ“ 32-ჯერ. 0:15:37.118,0:15:40.371 მარტო არ იყო როცა იწყებდა. 0:15:40.371,0:15:45.415 კომპანიას მარტო არავინ იწყებს. არავინ. 0:15:45.415,0:15:48.521 ასე რომ, შეგვიძლია შევქმნათ საზოგადოება, 0:15:48.521,0:15:51.947 სადაც გვყავს მეთოდისტები, რომლებიც მოდიან [br]მცირე ბიზნესიდან, 0:15:51.947,0:15:59.444 სხედან კაფეში, ბარებში, და [br]შენი ერთგული მეგობრები, 0:15:59.444,0:16:03.116 რომლებიც გაგიკეთებენ იმას რაც[br]ვიღაცამ გააკეთა ამ ჯენტლმენისთვის, 0:16:03.116,0:16:06.357 ვიღაც ვინც გეტყვის, „რა გჭირდება? 0:16:06.357,0:16:08.612 რა შეგიძლია? 0:16:08.612,0:16:10.551 შეგიძლია ეს შექმნა? 0:16:10.551,0:16:13.651 კარგი, და შეგიძლია გაყიდო?[br]შეგიძლია ფული განკარგო?“ 0:16:13.651,0:16:16.555 „ო, არა. არ შემიძლია“. „გინდა რომ[br]გინახო ვინმე ვისაც შეუძლია“? 0:16:16.555,0:16:18.643 ჩვენ ვააქტიურებთ საზოგადოებებს. 0:16:18.643,0:16:22.687 გვყავს მოხალიისეთა ჯგუფები, რომლებიც [br]ეხმარებიან Enterprise Fascilitator-ს 0:16:22.687,0:16:25.810 რესურსებისა და ადამიანების მოძიებაში, 0:16:25.810,0:16:28.799 და აღმოვაჩინეთ რომ ადგილობრივი[br]მოსახლეობის ინტელექტის 0:16:28.799,0:16:31.303 სასწაული ისეთია რომ შეგიძლია შეცვალო 0:16:31.303,0:16:35.010 ამ საზოგადოების კულტურა და ეკონომიკა 0:16:35.010,0:16:39.191 მხოლოდ სურვილის, ენერგიის და 0:16:39.191,0:16:42.828 შენი ხალხის წარმოსახვის უნარის წყალობით. 0:16:42.828,0:16:47.521 დიდი მადლობა. [br](ტაში)