ნება მომეცით სხვა სამყარო გიჩვენოთ.
და მინდა გაგიზიაროთ
45 წლის სიყვარულის ისტორია
ღარიბებისადმი,
მცხოვრები დღეში ერთ დოლარზე ნაკლებით.
მე მივიღე ელიტარული, სნობური,
ძვირად ღირებული განათლება ინდოეთში
და ამან კინაღამ გამანადგურა.
მე თავისუფლად შემეძლო
გამხტარვიყავი დიპლომატი, მასწავლებელი, ექიმი -
ყველა გზა ხსინილი იყო.
მერე, ჩემთვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ მე ვიყავი ინდოეთის ნაციონალური ჩემპიონი სკვოშში
სამი წლის განმავლობაში.
(სიცილი)
მთელი სამყარო ჩემს წინაშე იყო.
ყველაფერი ჩემს ფეხებთან იყო.
არასწორს ვერაფერს გავაკეთებდი.
შემდეგ ცნობისმოყვარებიდან გამომდინარე ვიფიქრე:
მინდა ვიცხოვრო და ვიმუშაო
სოფელში და უბრალოდ ვნახო როგორია ის.
ასე რომ 1965-ში
წავედი ბიჰარში, რომელიც ინდოეთის ყველაზე უარეს შტატად ითვლება
და ვნახე შიმშილი, სიკვდილი,
ცხოვრებაში პირველად შიმშილისგან დაღუპული ადმიანები ვნახე.
ამან შეცვალა ჩემი ცხოვრება.
სახლში დავბრუნდი,
დედაჩემს ვუთხარი:
"მინდა ვმუშაობდე და ვცხოვრობდე სოფელში."
დედა კომაში ჩავარდა.
(სიცილი)
"რაშია საქმე?
მთელი სამყარო შენს ფეხებთანაა, საუკეთესო სამსახურის შოვნა შენთვის არაფერია
და შენ გინდა იმუშაო და იცხოვრო სოფელში?
რა გჭირს, ხომ არ დაგემართა რამე?
ვთქვი:" არა, მე მივიღე საუკეთესო განათლება.
რამაც ფიქრი მასწავლა.
და მინდა სანაცვლოდ რაღაც გავაკეთო
ჩემით."
"რისი კეთება გინდა სოფელში?
უმუშევრობა, უფოლობა,
დაუცველობა, არანაირი პერსპექტივა."
მე ვუთხარი:" მე მინდა ვიცხოვრო
და ჭები ვთხარო 5 წლის განმავლობაში."
"თხარო ჭები 5 წლის განმავლობაში?
ინდოეთში ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლაში და კოლეჯში იარე
და გინდა ჭები თხარო 5 წლის განმავლობაში?"
ის დიდი ხნის განმავლობაში ხმას არ მცემდა,
რადგან თვლიდა რომ ოჯახს იმედები გავუცრუე.
მაგრამ მაშინ
მე მივიღე ყველაზე არაჩვეულებრივი ცოდნა და უნარები
რომელებიც აქვთ ღარიბ ხალხს,
რომლებსაც არასდროს გასწავლიან ზოგადი განათლების ფარგლებში -
რომლებიც არასოდეს იყო აღიარებული, დაფასებული
და არ იყვნენ ფართოდ გავრცელებული.
მე გადავწყვიტე დამეარსებინა ფეხშიშველთა კოლეჯი -
კოლეჯი მხოლოდ ღარიბებისთვის.
რაც ღარიბების აზრით იქნებოდა მნიშვნელოვანი
ის აისახებოდა კოლეჯში.
მაგ სოფელში პირველად წავედი.
უხუცესები მოვიდნენ ჩემთან
და მკითხეს:"პოლიციას ემალები?"
მე ვუთხარი:"არა."
(სიცილი)
"გამოცდები ვერ ჩააბარე?"
მე ვუთხარი:"არა."
"სახელმწიფო სამსახური ვერ მიიღე?" მე ვუთხარი:"არა."
"რა გინდა აქ?
რატომ ხარ აქ?
ინდოეთში განათლების სისტემა
გიხსნის გზას პარიზის, ნიუ-დელის და ციურიხისკენ,
რა გინდა ამ სოფელში?
რაღაც გჭირს და არ გვეუბნები?"
მე ვუთხარი:"არა, მე სინამდვილეში მინდა კოლეჯის დაარსება
ოღონდ ღარიბებისთვის.
რაც ღარიბების აზრით იქნებოდა მნიშვნელოვანი ის აისახებოდა კოლეჯში."
მაშინ უხუცებმა მომცეს ძალიან კარგი და ბრძნული რჩევა.
მათ მითხრეს:"გთხოვთ,
არავინ მოიყვანო ხარისხით ან კვალიფიკაციით
შენს კოლეჯში."
ასე რომ ეს არის ერთადერთი კოლეჯი ინდოეთში
სადაც, თუ თქვენ დოქტორის ან მაგისტრის ხარისხი გაქვთ,
თქვენ ვერ მოხვდებით აქ.
თქვენ უნდა იყოთ გაგდებული ან ჩარეცხილი
რომ მოხვდეთ ჩვენს კოლეჯში.
თქვენ ხელებით უნდა იმუშაოთ.
შრომას უნდა სცემდეთ პატივს.
თქვენ უნდა დაგვანახოთ, რომ გაქვთ უნარები რომლებსაც დაახმართ თემს
და შესთავაზებთ დახმარებას თემს.
ჩვენ გავხსენით ფეხშიშველთა კოლეჯი
და ხელახლა განვსაზღვრეთ პროფესიონალიზმი.
ვინ არის პროფესინალი?
პროფესიონალი არის ის
ვისაც აქვს კომპეტენცია,
დავდაჯერებულობა და რწმენა.
წყლის მაძიებელი არის პროფესიონალი.
ბებიაქალი
არის პროფესიონალი.
ხალხური "ძვლების გამსწორებელი" არის პროფესიონალი.
ეს პროფესიონალები მთელ მსოფლიოში არიან.
თქვენ იპოვით მათ მსოფლიოს ყველა მიუვალ სოფელში.
ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს ხალხი უნდა მოვიდეს ზოგად განათლებაში
და აჩვენოს, რომ ცოდნა და უნარები რომლებიც მათ აქვთ
უნივერსალურია.
ისინი უნდა იყოს გამოყენებული და გათვალისწინებული
მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს -
ეს ცოდნა და უნარები
დღესაც აქტუალურია.
კოლეჯი მუშაობს
მაჰატმა განდის ცხოვრების და მუშაობის სტილის მიხედვით.
ჭამ იატაკზე, გძინავს იატაკზე, მუშაობ იატაკზე.
არ არსებობს კონტრაქტები, დაწერილი კონტრაქტები.
შეგძლიათ 20 წელი იყოთ ჩემთან, ხვალევე შეგიძლიათ წახვიდეთ.
და 100$-ზე მეტს თვეში ვერავინ ვერ გამოიმუშავებს.
თუ ფულისთვის მოდიხართ, მაშინ ფეხშიშველთა კოლეჯში არ უნდა მოხვიდეთ.
მოდიხართ სამუშაოდ და გამოწვევისთვის,
მაშინ მოდიხართ ფეხშიშველთა კოლეჯში.
ეს ადგლია სადაც გვინდა გამოსცადოთ გიჟური იდეები.
არ აქვს მნიშვნელობა რა იდეაა, მოდით და გამოსცადეთ.
არ აქვს მნიშვნელობა თუ მარცხს განიცდით.
ნაცემი, ნატკენი, თავიდან დაიწყებთ.
ეს ერთადერთი კოლეჯია სადაც მასწავლებელი მოსწავლეა
და მოსწავლე მასწავლებელია.
და ეს ერთადერთი კოლეჯია სადაც სერტიფიკატებს არ გავცემთ.
თქვენ სერტიფიცირებულები ხართ თემით რომელსაც ემსახურებით.
თქვენ არ გჭირდებათ ქაღალდი კედელზე დასაკიდბლად
იმის საჩვენებლად, რომ ინჟინერი ხართ.
ასე რომ, როცა ეს ვუთხარი
მათ მითხრეს:"კარგი, გვიჩვენე რა შეიძლება გაკეთდეს. რას საქმიანობ?
ეს ყველფერი "მამბო-ჯამბოა" თუ რაელურად არ დაგვანახებ."
ასე რომ, ჩცენ ავაშენეთ პირველი ფეხშიშველთა კოლეჯი
1986 წელს.
ის იყო აშენებული 12 ფეხშიშველა არქიტეკტორის მიერ
რომლებიც წერა-კითხვა არ იციან,
აშენებული 1.50$-თ კვადრატულ ფუტზე.
150 ადამიანი ცხოვრობდა და მუშაობდა იქ.
მათ მიიღეს აგა ხანის ჯილდო არქიტექტურაში 2002 წელს.
მაგრამ მერე ისინი დაეჭვდნენ, იფიქრეს რომ ამის უკან აქიტექტორი დგას.
მე ვუთხარი:"კი, მათ ნახაზი გააკეთეს,
მაგრამ ფაქტიურად ფეხშიშველა არქიტექტორებმა ააშენეს კოლეჯი."
ჩვენ ფაქტიურად ერთადერთები ვართ ვინც დააბრუნა ჯილდო, 50000$,
რადგან მათ არ დაგვიჯერეს,
და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ისინი ცდილობდნენ ცილი დაეწამათ
ფახშიშველა არქიტექტორებისთვის, ტილონიდან.
მე ვკითხე მეტყევეს -
მნიშვნელოვან, დიპლომირებულ ექსპერტს -
ვკითხე:"რისი აშენება შეგიძლია აქ?"
ნიადაგს შეხედა ერთხელ და თქვა:"დაივიწყე. არ არსებობს.
არ ღირს.
არ არის წყალი, ქვიანი ნიადაგი."
რთულ სიტუაციაში აღვმოჩნდი.
მე ვუთხარი: "კაი, მე წავალ სოფლის უხუცესთან
და ვკითხავ, რა უნდა გავზარდო ამ ადგილას?"
უხუცესმა შემხედა და მითხრა:
ააშენე ის, ააშენე ეს, ეს დათესეთ და ყველაფერი იმუშავებს."
დღეს ეგ ადგილი ესე გამოიყურება.
სახურავზე რომ ავედი
ყველა ქალმა მითხრა:" გადი აქედან.
კაცები უნდა გავიდნენ, რადგან ჩვენ არ გვინდა ამ ტექნოლოგიის გაზიარება მამაკაცებისთვის.
ეს არის სახურავის ჰიდროიზოლაცია."
(სიცილი)
ცოტა გაუსუფათავებული შაქრის ლერწამი, შარდი
და კიდე ცოტა სხვა რაღაცეები, არ ვიცი რა არი.
მაგრამ ის ფაქტიურად არ ჟონავს.
1986 წლიდან არ გაუჟონია.
ამ ტექნოლოგიას ქალების არ გაუზიარებენ მამაკაცებს.
(სიცილი)
ეს ერთადერთი კოლეჯია
რომელიც სრულად მზის ენერგიაზეა.
ენერგია მთლიანად მზისგან მოდის.
45 კილოვატიანი პანელები სახურავზე.
ყველაფერი მზეზე იმუშავებს მომავალი 25 წლის განმავლობაში.
ასე რომ, სანამ მზე ანათებს
ენერგიასათან პრობლემები არ გვექნება.
მაგრამ მთავარი ის არის,
რომ ეს იყო დამონატაჟბული
მღვდლის, ინდუსი მღვდლის მიერ,
რომელსაც დაწყებითი სკოლის მხოლოდ 8 წელი აქვს დამთავრებული -
სკოლაში არასდროს უვლია, კოლეჯში არასდროს უსწავლია.
მან მეტი იცის მზის ენერგიაზე
ვიდრე ვინმე სხვა ვისაც ვიცნობ მთელს მსოფლიოში, პირობას გაძლევთ.
საკვები - თუ ფეხშიშველთა კოლეჯში მოხვდებით -
მზის ენერგიით მზადდება.
მაგრამ ადამიანები ვინც შექმენს ეს "მზის ქურა"
ქალები არიან,
უწიგნური ქალები,
რომლებმაც ფაქტიურად შექმნეს
მსფლიოში ყველაზე რთული "მზის ქურა".
ესაა შეფლერის პარაბოლური "მზის ქურა".
სამწუხაროდ, ისინი თითქმის სანახევროდ გერმანელები არიან,
ისე აკურატულად აკეთებენ.
(სიცილი)
თქვენ ვერ ნახავთ ასეთ აკურატულ ინდოელ ქალებს.
მთლიანად, ბოლო დიუმამდე
მათ შეუძლიათ მაგ ქურის აწყობა.
დღეში ორჯერ 60 კერძს ვამზადებთ
მზის ქურებით.
ჩვენ გვყავს დანტისტი -
ის ბებიაა, უწიგნურია და ის დანტისტია.
ის ფაქტიურად 7000 ბავშვის
კბილებს უვლის.
ფეხშიშველთა ტექნოლოგია:
იყო 1986 წელი - არც ერთ ინჟინერს, არც ერთ არქიტექტორს არ მოსვლია აზრად -
მაგრამ ჩვენ ვაგროვებთ წვიმის წყალს სახურავებიდან.
ძალიან მცირე წყალი იკარგება.
ყველა სახურავი დაკავშირებულია მიწისქვეშ
განლაგებული 400,000 ლიტრიან ავზთან
და წყალი არ იფლანგება.
თუ გვალვა თუნდაც ოთხი წელი გაგრძელდეს, ჩვენ მაინც გვექნება წყალი კოლეჯში
რადგან ჩვენ ვაგროვებთ წყალს.
ბავშვების 60% არ დადის სკოლაში,
რადგან მათ უწევთ ცხოველებზე ზრუნვა -
ცხვრები, თხები -
საოჯახო მეურნეობა.
ამიტომ ჩვენ შევქმენით საღამოს სკოლა
ბავშვებისთვის.
ტილონიას საღამოს სკოლების მეშვეობით
75,000-სზე მეტმა ბავშვმა მიიღო ცოდნა.
რადგან ეს არის ხელსაყრელი ბავშვისთვის
და არა იმისთვის, რომ მასწავლებლისთვის იყოს მოსახერხებელი.
საერთოდ რას ვასწავლით ამ სკოლებში?
დემოკრატიას, მოქალაქეობას,
როგორ უნდა გაზომო შენი მიწა,
რა უნდა გააკეთო თუ დაგაპატიმრეს,
რა უნდა გააკეთო თუ ცხოველი ავად გაგიხდა.
ეს არის რასაც ვასწავლით ამ საღამოს სკოლებში.
ყველა სკოლა განათებულია მზის ენერგიით.
ხუთ წელიწადში ერთხელ
ჩვენ გვაქ არჩევნები.
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები
მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესში
და ირჩევენ პრემიერ მინისტრსს.
პრემიერ მინისტრი 12 წლისაა.
დილით 20 თხაზე ზრუნავს,
მაგრამ საღამოს ის პრემიერ მინისტრია.
მას აქვს მინისტრთა კაბინეტი,
განათლების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი.
ისინი სინამდვილეში უწევენ მონიტორინგს და კონტროლს
150 სკოლას 7,000 ბავშვისთვის.
მან მიიღო ბავშვთა მსოფლიო ჯილდა ხუთი წლის წინ
და შვედეთში გაემგზავრა.
ცხოვრებაში პირველად დატოვა სოფელი.
შვედეთი არასდორს უნახავს.
საერთოდ არ იყო გაოცებული იმით რაც ხდებოდა.
და შვედეთის დედოფალი, რომელსაც ხედავთ,
მობრუნდა ჩემსკენ და მკითხა:"შეგიძლიათ ჰკითხოთ ამ ბავშვს საიდან იღებს თავის თავდაჯერებულობას?
ის მხოლოდ 12 წლისაა
და არაფერითაა გაოცებული."
და გოგონა, რომელიც მის მარცხვნივაა,
მოტრილდა ჩემსკენ და შეხედა დედოფალს პირდაპირ თვალებში
და თქვა,"თუ შეიძლება უთხარით, რომ მე პრემიერ მინისთრი ვარ."
(სიცილი)
(აპლოდისმენტები)
სადაც უწიგნურობის დონე ძალიან მაღალია
ჩვენ თოჯინებს ვიყენებთ.
თოჯინებით ვახდენთ კომუნიკაციას.
ეს არის ჯოკიმ ჩაჩა
რომელიც 300 წლისაა.
ის ჩემი ფსიქოანალიტიკოსია. ის ჩემი მასწავლებელია.
ის ჩემი ექიმია. ის ჩემი ადვოკატია.
ის ჩემი დონორია.
სინამდვილეში ის აგროვებს შემოწირულობას,
აგვარებს პრობლემებს.
ის აგვარებს ჩემს პრობლემებს სოფელში.
თუ სოფელში არის დაძაბულობა,
თუ დასწრება სკოლებში ეცემა
და მასწავლებლსა და მშობელს შორის უთანხმოებაა,
თონიჯინა ურეკავს მასწავლებეს და მშობელს მთელი სოფლის წინაშე
და ეუბლენა." ჩამოართვით ერთმანეთს ხელი.
დასწრება არ უნდა დაეცეს."
ეს თოჯინები
გაკეთებულია მსფლიო ბანკის გადამუსავებული ანგარიშებისგან.
(სიცილი)
(აპლოდისმენტები)
ასე რომ, ეს დეცენტრალიზებული, არა მისტიფიცირებული მიდგომა
სოფლების უზრუნველყოფის მზის ენერგიით
ჩვენ მთელ იდოეთში გავავრცელეთ
ლადახიდან ბუტანამდე -
ყველა სოფელი უზრუნველყოფილია მზის ენერგიით
ჩვენს მიერ მომზადებული ხალხით.
ჩვენ გავემგზავრეთ კადახში
და ვკითხეთ ამ ქალს -
და ეს მინუს 40-ზე, თქვენ გიწევთ სახურავიდან გამოსვლა,
რადგან სხვა გზა არ არის, ყველფერი თოვლით იყო დაფარული ორევე მხრიდან -
და ჩვენ ვკითხეთ ამ ქალს"
"რა სარგებელი მიიღეთ
მზის ენერგიისგან?"
ეს დაფიქრდა და გვიპასუხა"
"პირველად შევძელი ჩემი ქმრის სახის დანახვა ზამთარში."
(სიცილი)
გავემგზავრეთ ავღანეთში.
ერთი რამ რაც ინდოეთი ვისაწავლეთ ის იყო,
რომ კაცებს ვერ ასწავლი.
(სიცილი)
კაცები მოუსვენრები,
ამბიციურები,
და ზედმეტავ მოძრავი არიან
და მათ ყველას უნდათ სერტიფიკატი.
(სიცილი)
მთელ მსოფლიოში თქვენ ნახავთ ამ ტენდეციას -
კაცებს უნდათ სერტიფიკატი.
რატოო? იმიტომ, რომ მათ უნდა სოფლის დატოვება
და ქალქში გადასვ, სამუშაოს საძებნელად.
ამიტომ ჩვენ მივაგენით შესანიშნავ გამოსავალს -
ბებიებს ვასწავლით.
რომელია კომუნიკციის ყველია კარგი საშუალება
დღეს მსოფლიოში?
ტელევიზია? არა.
ტელეგრაფი? არა.
ტელეფონი? არა.
უთხარით ქალს.
(სიცილი)
(აპლოდისმენტები)
ამიტომ ჩვენ პირველად გავემგზავრეთ ავღანეთში
და შევარჩიეთ სამი ქალი
და ვუთხარით:"ჩვენ გვინდა მათი ინდოეთში წაყვანა."
მათ გვიპასუხეს:"შეუძლებელია. ისი საკუთარ ოთახებს კი არ ტოვებენ"
და თქვენ გინდა მათი ინდოეთში წაყვანა.
მე ვუთხარი:"დათმობაზე წავალ. ქმერბსაც წავიყვანთ."
ასე რომ, ქმრებიც წავიყვანეთ.
რა თქმა უნდა, ქალები უფრო გონივრულები აღმოჩნდნენ ვიდრე კაცები.
ექვს თვეში,
როგორ ვასწავლიდით ამ ქალებს?
ჟესტების ენით.
თქვენ არ იყენებთ დაწერილ სიტყვას.
თქვენ არ იყენებთ წარმოთქმულ სიტყვას.
თქვენ იყენებთ ჯესტების ენა.
და ექვსი თვის მერე
ისინი შეიძლება გახდნენ ინჟენრები მზის ენერგიაში.
ისი ბრუნდენდებიან და უზრუნველყოფენ მზის ენერგიით საკუთარ სოფლებს.
ეს ქალები დაბრუნდნენ
და უზრუნველყვეს მზის ენერგიით პირველი სოფელი,
გახსნეს სახელოსნო -
პირველი სოფელი ავღანეთში უზრუნველყოფილი მზის ენერგიით
სამი ქალის მიერ.
ეს ქალი
არის საოცარი ბებია.
55 წლის და მან უზრუნველყო 200 სახლი ავღანეთში მზის ენერგიით.
და ისინი არ ჩამოიქცნენ.
ის სინამდვილეში წავიდა და ელაპარაკა ავაღანეთის საინჟინრო დეპარტამენტს
და აუხსნა დეპარტამენტის უფროსს
განსხვავება ცვალებად და მუდმივ დენს შორის.
მან არ იცოდა.
ამ სამმა ქალმა თავისმხრის ასწევს 27 ქალს
და უზრუნველყვეს მზის ენერგიით 100 საფელი ავღანეთში.
ჩვენ გავემგზავრეთ აფრიაკში
და იგივე გავაკეთეთ.
ყველა ეს ქალი რომელიც ზის მაგიდასთან, რვა, ცხრა ქვეყნიდან,
ყველა ელაპარაკება ერთმანეთს, თუმცა ერთი სიტყვაც არ ესმით,
რადგამ ყველა განსხვავებულ ენაზე საუბრობს.
მაგრამ მათი სხეულის ენა საოცარია.
ისინი საუბრობენ
და მართალაც ხდებიან მზის ენერგიის ინჟინრები.
მე გავემგზავრე სიერა-ლეონეში
და შევხვდი ამ მინისტრს, ის სიბნელეში მგზავრობდა -
სოფლის ახლომახლო.
უკან დაბრუნდა, მივიდა სოფელში და იკითხა:"რა მოხდა აქ?"
მათ უპასუხეს:"ეს ორი ბებია ..."
"ბებია?" მინისტრი თვალებს არ უჯერებდა.
"სად იყვნენ ისინი?" "ინდოეთში და უკან დაბრუნდნენ."
პირდაპირ პრეზიდენტთან წავიდა.
ჰკითხა მას:"იცი რომ სიერა-ლეონეში არის მზის ენერგიით უზრუნველყოფილი სოფელი?"
მან უპასუხა:"არა." მეორე დღეს მინისტრთა კაბინეტის ნახევა წავიდა ბებიების სანახავად.
"აი რა მოხდა აქ."
მან დამიბარა და მკითხა:" თუ შეგიძლია 150 ბებიას ასწავლო?"
მე ვუპასუხე:"არ შემიძლია ბატონო პრეზიდენტო.
მაგრამ მათ შეუძლიათ. ბებიებს შეუძლიათ."
მან ამიშენა პირველი ფეხშიშველთა სასწავლო ცენტრი სიერა-ლეონეში.
და 150 ბებიას ასწავლეს სიერა-ლეონეში.
გამბია:
ჩვენ წავედით ბებიის შესარჩევად გამბიაში.
ამ სოფელში მივედით.
მე ვიცოდი რომელი ქალი უნდა წამეყვანა.
თემი შეიკრიბა და მითხრეს:"ეს ორი ქალი წაიყვანე."
მე ვუთხარი:"არა, ეს მინდა რომ წავიყვანო."
მათ მკითხეს:"რატო? მან ენა არ იცის. არ იცნობ მას."
მე ვუპასუხე:"მე მომწონს მისი სხეულის ენა. მომწონს როგორ ლაპარაკობს."
"რთული ქმარი; შეუძლებელია."
დავუძახე ქმარს, ქმარი მოვიდა,
ყოყლოჩინა, პოლიტიკოსი, მობილურით ხელში:"შეუძლებელია."
"რატომ არა?" "შეხედე, როგორი ლამაზი ქალია."
ვუთხარი:"კი, ძალიან ლამაზია."
"რა მოხდება, თუ ის ინდოელ კაცთან გაიქცევა?"
ყველაზე მეტად მაგის ეშინოდა.
მეთქი:"ის ბედნიერი იქნება. ის დაგირეკავ ხოლმე მობილურზე."
ის წავიდა როგორც ბებია
და დაბრუნდა როგორც ვეფხვი.
თვითმრინავიდან ჩამოვიდა
და პრესას ისე ელაპარაკა, როგორც კარგად გამოცდილი ამ საქმეში.
მან თავი გაართვა ნაციონალურ პრესას,
ის იყო ვარსკვლავი.
ექვსი თვის მერე რომ დავბრუნდი, ვკითხე"სად არის შენი ქმარი?"
"ოჰ, სადღაც. არ აქვს მნიშვნელობა."
(სიცილი)
წარმატების ისტორია.
(სიცილი)
(აპლოდისმენტები)
შეჯამებისთვის ვიტყვი,
რომ არ არის საჭირო შორს წასვლა პასუხის საძიებლად.
ეძებეთ პასუხები თქვენს გარშემო.
და უსმინეთ ხალხს თქვენს გარშემო. მათ აქვთ პასუხები.
ისინი ყველგან არიან.
არც იღელვოთ.
ნუ უსმენთ მსოფლიო ბანკს, მოუსმინეთ ადგილობრივ ხალხს.
მათ აქვთ ყველა პასუხი ამ ქვეყნად.
მაჰათმა განდის ციტატით დავამთავრებ.
"თავიდან გაიგნორებე,
მერე დაგცინიან,
მერე გებრძვიან
და მერე იმარჯვებ."
გმადლობთ.
(აპლოდისმენტები)