სტეისი: სტემპი, ლიზი, პრესტონ — მადლობა რომ გამომყევით. რისი ჩვენებაც მინდა თქვენთვის ამ ბორცვის ზეგნის იქით არის. მგონი ძალიან მოგეწონებათ! მოიცადე — ლიანდაგში ხვრელია! (ყვირის) ყველა კარგად არის? სტემპი: აჰ, ვხედავ რაშიცაა საქმე. შეხედეთ! ლიანდაგში ხვრელი იყო. სტეისი: რას მეუბნები სტემპი? ლიზი: მგონი ჯობს ბლოკები შევაგროვოთ და შევაკეთოთ. პრესტონ: შევეჯიბროთ ერთმანეთს. ვინც 1-ლი დაბრუნდება ზევით — მოიგო. სტეისი: კი, ყურადღება, მოეზმადეთ, წინ! კარგი, ცოტა ამ ტერაკოტას შევაგროვებ. მოიცა. ხალხო, ვერ ვთხრი! პრესტონ: მეც. ლიზი: ვერც მე. სტეისი: კი, ეს ძალიან უცნაურია. სტემპი, შენ შეგიძლია თხრა? სტემპი: არ შემიძლია! სტეისი: კარგი, ყველანი დაწყნარდით. სტემპი: თამაში გაფუჭებულია? სტეისი: თუ არის, როგორ შევაკეთოთ? ლიზი: არ ვიცი. სტემპი: ვინმემ იცით მაინკრაფტის კოდი როგორ დაწეროთ? (ფუჰ) პრესტონ: ეგ რა არის? სტემპი: მაგის მსგავსი ჯერ არაფერი მინახავს. ლიზი: რა საყვარელია! სტეისი: მისი... მისი მოშინაურება შესაძლებელია? პრესტონ: კარგი, რა ხდება? ვინმე უნდა დაბრუნდეს რეალურ სამყარო და შეაკეთოს ეს. ყველა: მე არა! სტეისი: მე- (ამოოხვრა) კარგი, მე წავალ. სალამი! ოჰ, კარგი, სალამი, რეალურ სამყაროში ვარ ახლა. წავალ და ვეცდები Minecraft-ის ოფისი ვიპოვო. მაგრამ, თქვენი დახმარება მჭირდება. დაიწყეთ სავარჯიშოზე მუშაობა; ისწავლეთ კოდირება და რამდენიმე დონის მერე დაგეწევით, კარგი? წარმატება მისურვეთ! მგონი აქეთ უნდა წავიდე. ოჰ! კაქტუსი! კარგად ვარ! კოდის ერთი საათის გამოწვევის დასრულებისთვის, აგენტისთვის კოდი უნდა დაწეროთ. აგენტთან ერთად იმუშავებთ, რომ გზიდან წინაღობები მოიშოროთ და შეაგროვოთ მოგზაურობისთვის საჭირო ნივთები. მხოლოდ აგენტს შეუძლია ბლოკების მოთავსება და განადგურება; მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ნივთების შეგროვება. თქვენ ეკრანი 3 ნაწილადაა გაყოფილი. მარცხნივ არის Minecraft. შუაში ინსტრუმენტების პანელია ბრძანებებით, რომლებიც აგენტისთვის დაგჭირდებათ. და მარჯვნივ არის სამუშაო სივრცე. მანდ უნდა დაამატოთ ბრძანებები პროგრამის შესაქმნელად, რომლითაც მართავთ აგენტს. აგენტს შეუძლია სიარული, მობრუნება და დასაჭერი ფილების გააქტიურება. მას ასევე შეუძლია ბლოკების განადგურება და მოთავსება. როდესაც ბლოკს ათავსებს, მაგ. ურიკის ლიანდაგს, საკუთარი თავის ქვემოთ ათავსებს ბლოკს. თუ დაგავიწყდებათ რა უნდა გააკეთოთ, თითოეული დონის ინსტრუქციები ზევით არის. თუ გსურთ ხელახლა სცადოთ, დააჭირეთ ლურჯ ღილაკს „თავიდან“ და ყველაფრი საწყის მდგომარეობაში დაბრუნდება. და თუ დაგჭირდათ კოდის ბლოკის წაშლა, სამუშაო სივრციდან ინსტრუმენტების პანელზე გადაიტანეთ. დაიმახსოვრეთ — „გაშვებას“ უნდა დააჭიროთ, რათა აგენტმა იმოძრაოს. კარგი, დაიწყეთ და სცადეთ პირველი რამდენიმე დონე. წარმატებები!