[Script Info] Title: [Events] Format: Layer, Start, End, Style, Name, MarginL, MarginR, MarginV, Effect, Text Dialogue: 0,0:00:03.49,0:00:07.17,Default,,0000,0000,0000,,ევოლუციის მექანიზმები. Dialogue: 0,0:00:07.17,0:00:10.06,Default,,0000,0000,0000,,რა არის ევოლუცია?\N Dialogue: 0,0:00:10.06,0:00:13.81,Default,,0000,0000,0000,,ევოლუცია არის სიცოცხლის განვითარება დედამიწაზე. Dialogue: 0,0:00:13.81,0:00:20.06,Default,,0000,0000,0000,,ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო\Nმილიარდობით წლის წინ და გრძელდება დღემდე. Dialogue: 0,0:00:20.06,0:00:25.53,Default,,0000,0000,0000,,ევოლუცია გვეუბნება, თუ როგორ იყო შესაძლებელი\Nსიცოცხლის უზარმაზარი მრავალფეროვნების განვითარება. Dialogue: 0,0:00:25.53,0:00:33.83,Default,,0000,0000,0000,,ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეეძლო პრიმიტიულ პროტოზოას, გამხდარიყო\Nმილიონობით განსხვავებული სახეობა, რომლებსაც დღეს ვხედავთ. Dialogue: 0,0:00:33.83,0:00:42.50,Default,,0000,0000,0000,,ევოლუცია, ამგვარად, არის პასუხი კითხვაზე, რომელიც ყველას\Nგვაწუხებდა ტაქსასა და გერმანული დოგის ერთად დანახვისას: Dialogue: 0,0:00:42.50,0:00:50.31,Default,,0000,0000,0000,,როგორ არის შესაძლებელი, საერთო წინაპრებისგან\Nმიგვეღო შთამომავლები, რომლებიც ასე\Nგანსხვავებულად გამოიყურებიან ერთმანეთისგან? Dialogue: 0,0:00:50.31,0:00:57.93,Default,,0000,0000,0000,,ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, მოდით,\Nვკონცენტრირდეთ ცხოველებზე და გამოვრიცხოთ სიცოცხლის\Nსხვა ფორმები, როგორებიცაა სოკოები და მცენარეები. Dialogue: 0,0:00:57.93,0:01:04.85,Default,,0000,0000,0000,,პირველი შეკითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, არის: როგორ შეიძლება,\Nერთი ცხოველიდან განვითარდეს ცხოველის სრულიად ახალი სახეობა? Dialogue: 0,0:01:04.85,0:01:11.89,Default,,0000,0000,0000,,აჰ, აქვე პატარა შეკითხვაც: მაინც რა არის სახეობა? Dialogue: 0,0:01:11.89,0:01:17.19,Default,,0000,0000,0000,,სახეობა არის ცხოველების ერთობლიობა, რომლებსაც\Nშეუძლიათ შთამომავლობის დატოვება ერთად, Dialogue: 0,0:01:17.19,0:01:22.23,Default,,0000,0000,0000,,როდესაც შთამომავალს ასევე შეუძლია გამრავლება. Dialogue: 0,0:01:22.23,0:01:26.40,Default,,0000,0000,0000,,ამ პასუხის უკეთესად გასაგებად, მოდით,\Nუკეთესად დავაკვირდეთ შემდეგ საკითხებს: Dialogue: 0,0:01:26.40,0:01:33.98,Default,,0000,0000,0000,,ცოცხალი არსებების უნიკალურობა გარანტირებულია\Nშთამომავლობის ჭარბწარმოებითა და მემკვიდრეობითობით; Dialogue: 0,0:01:33.98,0:01:37.77,Default,,0000,0000,0000,,ასევე, მეორე საკვანძო საკითხით, გადარჩევით. Dialogue: 0,0:01:37.77,0:01:47.56,Default,,0000,0000,0000,,მოდით, დავიწყოთ უნიკალურობით. ყველა ცოცხალი არსება\Nუნიკალურია და ეს ევოლუციის აუცილებელი ასპექტია. Dialogue: 0,0:01:47.56,0:01:51.19,Default,,0000,0000,0000,,სახეობის წევრები, შესაძლოა, ძალიან\Nჰგავდნენ ერთმანეთს შესახედაობით; Dialogue: 0,0:01:51.19,0:01:55.52,Default,,0000,0000,0000,,თუმცა, თითოეულ მათგანს სხვებისგან ოდნავ\Nგანსხვავებული ხასიათი და ნიშან-თვისებები გააჩნია. Dialogue: 0,0:01:55.52,0:02:01.52,Default,,0000,0000,0000,,ისინი, შეიძლება, იყვნენ უფრო დიდები, მსუქნები, ძლიერები,\Nან გაბედულები, ვიდრე მათი თანამოძმე ცხოველები. Dialogue: 0,0:02:01.52,0:02:08.23,Default,,0000,0000,0000,,კეთილი, რა შეიძლება იყოს ამ განსხვავებების მიზეზი?\Nმოდით, უფრო ახლოდან დავაკვირდეთ არსებას. Dialogue: 0,0:02:08.23,0:02:13.73,Default,,0000,0000,0000,,ყველა არსება უჯრედებისგან შედგება.\Nამ უჯრედებს ბირთვები გააჩნია. Dialogue: 0,0:02:13.73,0:02:21.56,Default,,0000,0000,0000,,ბირთვი შეიცავს ქრომოსომებს,\Nქრომოსომები კი — დნმ-ს. Dialogue: 0,0:02:21.56,0:02:28.49,Default,,0000,0000,0000,,დნმ შედგება სხვადასხვა გენებისგან; სწორედ ეს გენები\Nწარმოადგენს სიცოცხლის ინფორმაციულ გადამტანებს. Dialogue: 0,0:02:28.49,0:02:36.75,Default,,0000,0000,0000,,ისინი შეიცავს ინსტრუქციებსა და განკარგულებებს\Nუჯრედებისთვის და განსაზღვრავს ნიშან-თვისებებსა\Nდა ხასიათს, რაც ცოცხალ არსებებს გააჩნიათ; Dialogue: 0,0:02:36.75,0:02:42.59,Default,,0000,0000,0000,,სწორედ დნმ-ია ის, რაც ყველა არსებას უნიკალური აქვს. Dialogue: 0,0:02:42.59,0:02:49.56,Default,,0000,0000,0000,,ის ოდნავ განსხვავებულია ინდივიდიდებს შორის, რაც მათი\Nნიშან-თვისებებს შორის მცირედ განსხვავებებებს განაპირობებს. Dialogue: 0,0:02:49.56,0:02:55.13,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ როგორ იქმნება ასეთი უზარმაზარი რაოდენობის დნმ? Dialogue: 0,0:02:55.13,0:02:59.57,Default,,0000,0000,0000,,ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი\Nარის შთამომავლობის ჭარბწარმოება. Dialogue: 0,0:02:59.57,0:03:04.36,Default,,0000,0000,0000,,ბუნებაში ვხედავთ, რომ არსებები, ზოგადად, იმაზე\Nგაცილებით მეტ შთამომავლობას ტოვებენ, ვიდრე საჭიროა Dialogue: 0,0:03:04.36,0:03:09.55,Default,,0000,0000,0000,,მათი სახეობის გადასარჩენად, რის შედეგადაც\Nბევრი შთამომავალი ადრევე კვდება. Dialogue: 0,0:03:09.55,0:03:14.23,Default,,0000,0000,0000,,ხშირად შთამომავლობა იმაზე მეტიც კი არის, ვიდრე\Nმათ საცხოვრებელ გარემოს შეუძლია ხელი შეუწყოს. Dialogue: 0,0:03:14.23,0:03:17.61,Default,,0000,0000,0000,,ეს ერთ-ერთი ფაქტორია მზარდი\Nმრავალფეროვნების სახეობის შიგნით. Dialogue: 0,0:03:17.61,0:03:22.11,Default,,0000,0000,0000,,რაც უფრო მეტი შთამომავლის წარმოება ხდება,\Nმით უფრო მეტ მცირე განსხვავებას აქვს ადგილი Dialogue: 0,0:03:22.11,0:03:28.80,Default,,0000,0000,0000,,და ეს სწორედ ის არის, რაც ბუნებას „უნდა“:\Nრაც შეიძლება მეტი მცირე განსხვავება. Dialogue: 0,0:03:28.80,0:03:35.14,Default,,0000,0000,0000,,ინდივიდის უნიკალურობის მეორე მთავარი\Nმიზეზი თვითონ მემკვიდრეობითობაში ვლინდება. Dialogue: 0,0:03:35.14,0:03:42.30,Default,,0000,0000,0000,,ჰო, მართლა, მემკვიდრეობითობა ნიშნავს\Nდნმ-ის შთამომავლობაზე გადაცემას. Dialogue: 0,0:03:42.30,0:03:49.97,Default,,0000,0000,0000,,ამ პროცესში ორი საინტერესო ფაქტორი\Nმონაწილეობს: რეკომბინაცია და მუტაცია. Dialogue: 0,0:03:49.97,0:03:54.88,Default,,0000,0000,0000,,რეკომბინაცია ორი არსების დნმ-ის შემთხვევითი შერევაა. Dialogue: 0,0:03:54.88,0:04:01.47,Default,,0000,0000,0000,,როდესაც ორ არსებას ერთმანეთი უყვარდება და წყვილდებიან,\Nისინი მათი გენების რეკომბინაციას ორჯერ ახდენენ. Dialogue: 0,0:04:01.47,0:04:08.30,Default,,0000,0000,0000,,პირველად, ამას ცალ-ცალკე აკეთებენ, როდესაც ისინი გამეტებს\Nგამოიმუშავებენ, რომლებიც სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედებია. Dialogue: 0,0:04:08.30,0:04:13.86,Default,,0000,0000,0000,,გამეტები იღებს გენების ნახევარს და ურევს მათ. Dialogue: 0,0:04:13.86,0:04:18.55,Default,,0000,0000,0000,,მეორე რეკომბინაცია ხდება მაშინ,\Nროცა მამრი ანაყოფიერებს მდედრს. Dialogue: 0,0:04:18.55,0:04:28.67,Default,,0000,0000,0000,,თითოეული მშობელი საკუთარი დნმ-ის 50%-ს\Nუზრუნველყოფს; ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, მისი\Nუნიკალური ხასიათისა და ნიშან-თვისებების 50%-ს. Dialogue: 0,0:04:28.67,0:04:33.55,Default,,0000,0000,0000,,შემდეგ, მათი რეკომბინაცია, ან შერევა ხდება,\Nრისი შედეგიც ახალი შთამომავლობაა. Dialogue: 0,0:04:33.55,0:04:41.02,Default,,0000,0000,0000,,ამ შთამომავლობას დნმ-ის შემთხვევითი ნარევი გააჩნია და,\Nშესაბამისად, მათი მშობლების ხასიათი და ნიშან-თვისებები. Dialogue: 0,0:04:41.02,0:04:47.45,Default,,0000,0000,0000,,ეს კიდევ უფრო ზრდის მრავალფეროვნებას\Nდა განსხვავებებს სახეობის შიგნით, Dialogue: 0,0:04:47.45,0:04:52.29,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ მუტაციებიც, აგრეთვე,\Nმნიშვნელოვანია ევოლუციისთვის. Dialogue: 0,0:04:52.29,0:04:55.65,Default,,0000,0000,0000,,მუტაციები არის შემთხვევითი ცვლილებები დნმ-ში. Dialogue: 0,0:04:55.65,0:05:00.36,Default,,0000,0000,0000,,ისინი, ასევე, შეგვიძლია აღვწეროთ,\Nროგორც კოპირების შეცდომები დნმ-ში, Dialogue: 0,0:05:00.36,0:05:05.21,Default,,0000,0000,0000,,გამოწვეული ტოქსინებითა და სხვა\Nქიმიური ნივთიერებებით, ან რადიაციით. Dialogue: 0,0:05:05.21,0:05:09.87,Default,,0000,0000,0000,,მუტაციას ადგილი აქვს, როდესაც\Nდნმ-ის ნაწილი იცვლება. Dialogue: 0,0:05:09.87,0:05:15.90,Default,,0000,0000,0000,,ხშირად, ეს ცვლილებები უარყოფითია და, შეიძლება,\Nგამოიწვიოს დაავადებები, როგორიც არის სიმსივნე. Dialogue: 0,0:05:15.90,0:05:20.15,Default,,0000,0000,0000,,თუმცა მათ, ასევე, შეიძლება, ჰქონდეთ\Nნეიტრალური ან დადებითი ეფექტებიც, Dialogue: 0,0:05:20.15,0:05:26.19,Default,,0000,0000,0000,,როგორიცაა ადამიანებში თვალის ლურჯი ფერი,\Nრომელიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევითი მუტაციაა. Dialogue: 0,0:05:26.19,0:05:32.24,Default,,0000,0000,0000,,ყველა შემთხვევაში, მუტაციამ გავლენა უნდა მოახდინოს\Nგამეტაზე, რომელიც არის სპერმატოზოიდი ან კვერცხუჯრედი, Dialogue: 0,0:05:32.24,0:05:37.82,Default,,0000,0000,0000,,რადგან მხოლოდ გამეტებში არსებული\Nდნმ გადაეცემა შთამომავლობას. Dialogue: 0,0:05:37.82,0:05:45.49,Default,,0000,0000,0000,,ეს, ასევე, არის მიზეზი, თუ რატომ ვფარავთ ჩვენს\Nსქესობრივ ორგანოებს რენტგენის გადაღებისას, როდესაც\Nჩვენი სხეულის სხვა ნაწილები არ არის რისკის ქვეშ. Dialogue: 0,0:05:45.49,0:05:53.66,Default,,0000,0000,0000,,ამგვარად, საბოლოოდ, მემკვიდრეობითობის პროცესში, არსებები\Nსაკუთარ ნიშან-თვისებებს შთამომავლობას გადასცემენ დნმ-ის სახით. Dialogue: 0,0:05:53.66,0:05:59.36,Default,,0000,0000,0000,,რეკომბინაცია და მუტაცია ცვლის დნმ-ს ისე, რომ ყოველი\Nშვილი გამოიყურება მათი დედმამიშვილებისგან განსხვავებულად Dialogue: 0,0:05:59.36,0:06:05.08,Default,,0000,0000,0000,,და ღებულობს მათი მშობლების\Nნიშან-თვისებების შემთხვევით ნარევს. Dialogue: 0,0:06:05.08,0:06:10.22,Default,,0000,0000,0000,,აქ არის საკვანძო სიტყვა: შემთხვევითი. Dialogue: 0,0:06:10.22,0:06:13.78,Default,,0000,0000,0000,,ყველა ეს პროცესი ეფუძნება შანსებს. Dialogue: 0,0:06:13.78,0:06:19.61,Default,,0000,0000,0000,,შემთხვევითი რეკომბინაცია და მუტაცია განაპირობებს ინდივიდებს\Nხასიათებისა და ნიშან-თვისებების შემთხვევითი ნარევებით, Dialogue: 0,0:06:19.61,0:06:24.03,Default,,0000,0000,0000,,რომლებიც, თავის მხრივ, ასევე ურევენ მათ\Nშემთხვევით და გადასცემენ შემდეგ თაობას. Dialogue: 0,0:06:24.03,0:06:31.86,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ როგორ შეიძლება, ამდენი რამე იყოს\Nდამოკიდებული შანსებზე, როდესაც ყოველი არსება ასე\Nსრულყოფილად არის მორგებული საკუთარ გარემოზე? Dialogue: 0,0:06:31.86,0:06:39.32,Default,,0000,0000,0000,,მაგალითისთვის, მოჩვენებისებრი\Nმწერი, კოლიბრი და ბაყაყთევზა. Dialogue: 0,0:06:39.32,0:06:43.82,Default,,0000,0000,0000,,ამაზე პასუხს გვაძლევს მეორე\Nსაკვანძო საკითხი: გადარჩევა. Dialogue: 0,0:06:43.82,0:06:49.48,Default,,0000,0000,0000,,თითოეული ინდივიდი ექვემდებარება\Nბუნებრივი გადარჩევის პროცესს. Dialogue: 0,0:06:49.48,0:06:53.74,Default,,0000,0000,0000,,როგორც უკვე ვისწავლეთ, თითოეული ინდივიდი,\Nასე თუ ისე, განსხვავდება მათი თანამოძმეებისგან Dialogue: 0,0:06:53.74,0:07:00.52,Default,,0000,0000,0000,,და არსებობს ფართო ვარიაციები სახეობის შიგნით. Dialogue: 0,0:07:00.52,0:07:06.02,Default,,0000,0000,0000,,გარემოს ზეგავლენა გავლენას ახდენს ცოცხალ\Nარსებებზე. ეს ე.წ. გადარჩევის ფაქტორები მოიცავს: Dialogue: 0,0:07:06.02,0:07:15.32,Default,,0000,0000,0000,,მტაცებლებს, პარაზიტებს, იგივე სახეობის ცხოველებს,\Nტოქსინებს, საცხოვრებელი ადგილის ან კლიმატის ცვლილებებს. Dialogue: 0,0:07:15.32,0:07:18.78,Default,,0000,0000,0000,,გადარჩევა არის პროცესი, რომელსაც\Nთითოეული ინდივიდი ექვემდებარება. Dialogue: 0,0:07:18.78,0:07:23.02,Default,,0000,0000,0000,,ყველა არსებას ხასიათისა და\Nნიშან-თვისებების უნიკალური ნაკრები გააჩნია. Dialogue: 0,0:07:23.02,0:07:31.78,Default,,0000,0000,0000,,ეს ნაკრები ეხმარებათ მათ საკუთარ გარემოში\Nგადასარჩენად, ან, ზოგ შემთხვევაში, ვერ ეხმარებათ. Dialogue: 0,0:07:31.78,0:07:39.35,Default,,0000,0000,0000,,გამოუსადეგარი ნაკრების მქონე ყველა\Nარსება გარემოდან გადარჩეული იქნება. Dialogue: 0,0:07:39.35,0:07:47.33,Default,,0000,0000,0000,,სწორი ნაკრების მქონეები გადარჩებიან და\Nშეეძლებათ თავიანთი გაუმჯობესებული ხასიათისა\Nდა ნიშან-თვისებების გავრცელება შემდეგ თაობებში. Dialogue: 0,0:07:47.33,0:07:50.24,Default,,0000,0000,0000,,სწორედ ამიტომ არის მრავალფეროვნება\Nასეთი მნიშვნელოვანი. Dialogue: 0,0:07:50.24,0:07:56.48,Default,,0000,0000,0000,,სწორედ ამიტომ ცდილობენ არსებები, შექმნან\Nრაც შეიძლება განსხვავებული შთამომავლები. Dialogue: 0,0:07:56.48,0:08:01.89,Default,,0000,0000,0000,,ამით ისინი ზრდიან ალბათობას, რომ მათი ერთი შთამომავალი\Nმაინც გადალახავს ბუნებრივი გადარჩევის პროცესს. Dialogue: 0,0:08:01.89,0:08:05.34,Default,,0000,0000,0000,,ისინი მათი გადარჩენის შანსებს ზრდიან. Dialogue: 0,0:08:05.34,0:08:10.92,Default,,0000,0000,0000,,ამის კარგი მაგალითი შეგვიძლია შორეულ კუნძულზე\Nმცხოვრებ სკვინჩების (მთიულასებრთა) ჯგუფში ვნახოთ. Dialogue: 0,0:08:10.92,0:08:14.59,Default,,0000,0000,0000,,ისინი მეცნიერების სამყაროში ერთ-ერთი\Nყველაზე ცნობილი ცხოველები არიან Dialogue: 0,0:08:14.59,0:08:23.09,Default,,0000,0000,0000,,და ცნობილნი არიან, როგორც დარვინის სკვინჩები (მთიულასებრნი),\Nმათი აღმომჩენის, ჩარლზ დარვინის პატივსაცემად. ეს კი მათი ისტორიაა. Dialogue: 0,0:08:23.09,0:08:32.98,Default,,0000,0000,0000,,რამდენიმე ასწლეულის წინ, სკვინჩების პატარა ჯგუფი\Nგალაპაგოსის კუნძულებზე აღმოჩნდა, წყნარი ოკეანის\Nშუაგულში, სავარაუდოდ, ძლიერი ქარიშხლის შედეგად. Dialogue: 0,0:08:32.98,0:08:36.92,Default,,0000,0000,0000,,სკვინჩები მათთვის სრულიად\Nახალ გარემოში აღმოჩნდნენ, Dialogue: 0,0:08:36.92,0:08:42.23,Default,,0000,0000,0000,,ნამდვილ სკვინჩების სამოთხეში:\Nუხვი საჭმლითა და არცერთი მტაცებლით. Dialogue: 0,0:08:42.23,0:08:48.06,Default,,0000,0000,0000,,ისინი გამრავლდნენ სწრაფად და დიდი\Nრაოდენობით. კუნძულები მალე სკვინჩებით გაივსო. Dialogue: 0,0:08:48.06,0:08:51.25,Default,,0000,0000,0000,,ეს ნიშნავდა, რომ საჭმლის მარაგი\Nსულ უფრო მეტად მწირი ხდებოდა. Dialogue: 0,0:08:51.25,0:08:56.75,Default,,0000,0000,0000,,სკვინჩების სამოთხეს შიმშილობა დაემუქრა\Nდა მეგობარი სკვინჩები მეტოქეები გახდნენ. Dialogue: 0,0:08:56.75,0:08:59.39,Default,,0000,0000,0000,,აქ კი გადარჩევა ჩაერია. Dialogue: 0,0:08:59.39,0:09:03.48,Default,,0000,0000,0000,,მათი ინდივიდუალურობა და მცირე განსხვავებები, ამ\Nშემთხვევაში — მათი ოდნავ განსხვავებული ნისკარტები, Dialogue: 0,0:09:03.48,0:09:10.82,Default,,0000,0000,0000,,ნიშნავდა, რომ ზოგიერთ ჩიტს შეეძლო, აერიდებინა\Nმეტოქეობა მათ თანამოძმე სკვინჩებთან. Dialogue: 0,0:09:10.82,0:09:16.18,Default,,0000,0000,0000,,ზოგიერთის ნისკარტი უფრო\Nმოსახერხებელი იყო ჭიების ამოთხრისთვის. Dialogue: 0,0:09:16.18,0:09:21.22,Default,,0000,0000,0000,,სხვა სკვინჩებს შეეძლოთ მათი ნისკარტების\Nუკეთ გამოყენება მარცვლეულის დასამტვრევად. Dialogue: 0,0:09:21.22,0:09:28.38,Default,,0000,0000,0000,,შედეგად, სკვინჩები ეკოლოგიურ ნიშებში გადანაწილდნენ.\Nამ ნიშებში, ისინი ზედმეტი მეტოქეობისგან დაცულნი იყვნენ. Dialogue: 0,0:09:28.38,0:09:32.69,Default,,0000,0000,0000,,მათ მალევე დაიწყეს შეწყვილება, ძირითადად, იმ\Nსკვინჩებთან, რომლებიც იგივე ნიშას განეკუთვნებოდნენ. Dialogue: 0,0:09:32.69,0:09:37.22,Default,,0000,0000,0000,,მრავალი თაობის განმავლობაში,\Nეს ნიშან-თვისებები გაუმჯობესდა, Dialogue: 0,0:09:37.22,0:09:40.94,Default,,0000,0000,0000,,რამაც სკვინჩებს საშუალება მისცა,\Nწარმატებულად გამოეყენებინათ საკუთარი ნიშები. Dialogue: 0,0:09:40.94,0:09:45.80,Default,,0000,0000,0000,,ჭიისმთხრელებსა და მარცვლეულისმტვრეველებს\Nშორის განსხვავებები იმდენად დიდი გახდა, Dialogue: 0,0:09:45.80,0:09:52.10,Default,,0000,0000,0000,,რომ მათ ერთმანეთთან შეწყვილებაც კი აღარ შეეძლოთ;\Nშედეგად, გაჩნდა სხვადასხვა სახეობები. Dialogue: 0,0:09:52.10,0:09:57.94,Default,,0000,0000,0000,,დღეისათვის, გალაპაგოსის კუნძულებზე სკვინჩების\N(მთიულასებრთა) 14 სახეობა ბინადრობს; Dialogue: 0,0:09:57.94,0:10:02.02,Default,,0000,0000,0000,,აქედან ყოველი მათგანი, განსაცდელში ჩავარდნილი\Nსკვინჩების ერთი გუნდის შთამომავალია. Dialogue: 0,0:10:02.02,0:10:05.88,Default,,0000,0000,0000,,ასე ხდება ევოლუციის მიერ ახალი სახეობების წარმოშობა: Dialogue: 0,0:10:05.88,0:10:08.55,Default,,0000,0000,0000,,უნიკალური ინდივიდების ურთიერთქმედებით, Dialogue: 0,0:10:08.55,0:10:10.60,Default,,0000,0000,0000,,შთამომავლობის ჭარბწარმოებით, Dialogue: 0,0:10:10.60,0:10:13.97,Default,,0000,0000,0000,,რეკომბინაციითა და მუტაციით მემკვიდრეობითობაში, Dialogue: 0,0:10:13.97,0:10:17.30,Default,,0000,0000,0000,,საბოლოოდ კი — გადარჩევით. Dialogue: 0,0:10:17.30,0:10:20.47,Default,,0000,0000,0000,,რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? Dialogue: 0,0:10:20.47,0:10:27.64,Default,,0000,0000,0000,,ის გვეუბნება, თუ საიდან წარმოიშვა სიცოცხლის\Nმრავალფეროვნება და რატომ არიან ცოცხალი არსებები ასე\Nსრულყოფილად მორგებულნი საკუთარ საცხოვრებელ გარემოზე. Dialogue: 0,0:10:27.64,0:10:30.36,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ ის, ასევე, პირადად ჩვენც გვეხება. Dialogue: 0,0:10:30.36,0:10:37.22,Default,,0000,0000,0000,,თითოეული პიროვნება არის შედეგი 3,5 მილიარდი\Nწლის ევოლუციის და ეს პირადად თქვენც მოგიცავთ. Dialogue: 0,0:10:37.22,0:10:41.20,Default,,0000,0000,0000,,თქვენი წინაპრები იბრძოდნენ და ეგუებოდნენ\Nგარემო-პირობებს, რათა გადარჩენილიყვნენ. Dialogue: 0,0:10:41.20,0:10:45.55,Default,,0000,0000,0000,,გადარჩენა კი უაღრესად საეჭვო იყო. Dialogue: 0,0:10:45.55,0:10:49.96,Default,,0000,0000,0000,,თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ყველა იმ სახეობის\N99%, რასაც კი ოდესმე უარსებია, გადაშენდა, Dialogue: 0,0:10:49.96,0:10:55.69,Default,,0000,0000,0000,,შეგიძლიათ, თქვენი თავი წარმატების ისტორიაში მოისაზროთ. Dialogue: 0,0:10:55.69,0:10:59.77,Default,,0000,0000,0000,,დინოზავრები გაქრნენ, მაგრამ თქვენ\Nცოცხალი ხართ, უყურებთ ამ ვიდეოს, Dialogue: 0,0:10:59.77,0:11:06.30,Default,,0000,0000,0000,,რადგან თქვენ საოცრად განსაკუთრებული ხართ; ისევე,\Nროგორც სხვა ცოცხალი არსებები, რომლებიც დღეს არსებობენ: Dialogue: 0,0:11:06.30,0:11:10.78,Default,,0000,0000,0000,,განუმეორებელი და უნიკალური სამყაროში.